თავადის ქალო
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 21:43 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცაგერის ბაზრობა ყოველი მხრიდან შემოდიან ცაგერში ამ დღეს! ზოგნი ქვეითად, ზოგიერთნი კიდევ ცხენებით. ბაზრის ბოლოდან სახელგანთქმულ მურის ხიდამდე გამწკრივდებიან სვანები და ლეჩხუმელები. სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა, მათ სხვა ფერებზე უფრო უყვართ ფერი წითელი, - ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა, ჩქარა იყიდეთ ოჯალეში შარშანწინდელი, - გასძახებს ბაზარს ლეჩხუმელი თავგამეტებით და უცაბედად გაცოცხლდება მთელი ბაზარი: - იქით გაიწი, მუშტარს თვალში ნუ ეფეთები! აქეთ სულგუნი, აქეთ გოგრა უზარმაზარი. შორით მოსულებს ეშინიათ გაავდარების, ჩქარობენ, ოხრად რომ არ დარჩეთ ყველა შაური, ბაზარში დინჯად შემოდიან ჩალვადარები აბილაურით, ყინულით და თურაშაულით. - პატარძალმაც კი ვერ მოქსოვოს ასე ლამაზად, თავს გეფიცები, ვერ იშოვნი უკეთესს, შვილო? – იფიცებს ერთი და ვარდისფრად ანათებს ბაზარს წვრილ-წვრილ ჭიქებში საჭაშნიკოდ ჩასხმული ღვინო. ოქროსფერ სირმით მოსირმული ნაბდის ქუდები თავზე ახურავთ სვანის ქალებს, ვით სილამაზე, ყელგამოჭრილი ტახებივით წვანან გუდები, უქნარობაში აჯავრებენ ბაზრის ზარმაცებს. - ქლიავის ჩირი, ვაშლის ჩირი და ღორის შაშხი! - სიმინდიანი, ცერცვიან, თეთრი ბურები! - იყიდეთ, ხალხო, რას წაიღებთ უკეთესს სახლში?! - აგერ, მწვანილი, აგერ კიტრი ნამნაპკურები! აგერ, წრე შეკრეს, შეიმართნენ და გაცხარებით მყიდველს შეებნენ ახოვანი ნაბდიანები, წრის შუაგულში თავდახრილი დგანან ხარები და საცრისხელა წითელ თვალებს აბრიალებენ. აგერ, დედაკაცს აუცსია წიფხა ხორბალით და ათზე ნაკლებ გასაყიდად არ ემეტება, აგერ ვირაცამ გამოაძრო ურემს ხორბალი და სამჭედლოში შეიტანა შესაკეთებლად. აგერ, სწონიან ხელმეორედ ერთხელ აწონილს ყვითელ ხალთებით ორ ბანაკად გაყოფილები, კოლმეურნენი – ახალ ბაზრის ბატონ-პატრონნი – იღიმებიან ულვაშებში კმაყოფილებით. - ერთი ხელადა, მარტო ერთი ხელადა დარჩა! - კვლავ გაიძახის ლეჩხუმელი თავდავიწყებით, სვანის ასულებს მოუხურავთ წითელი ფარჩა და სვანურ ბგერებს ღუღუნებენ როგორც გვრიტები. ასე ყაყანებს, ასე ბორგავს მთელი ბაზარი, თითქოს სიძვირეს ემუქრება შფოთის აწევით, და მურის ციხე გადმოსცქერის ვით ზარბაზანი, - როგორ დადიან მოედანზე ქონდრის კაცები. დაბინდებამდე თავს ადგია გრძელი ფარდული ამდენ მოსავალს, ამდენ ქაქანს, ამდენ გასავალს, დაღამდება და ცხენისწყალი, როგორც ფანდური, ჩაიღიღინებს ამ ბაზრობის თავგადასავალს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 21:44 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წარწერა ერთი სამარის ქვისა
რევაზ მარგიანს
ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო, ლაჟვარდებიდან რომ იყურები, ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს, ამაზრზენი და განუკურნელი, - ეს ჩემი სენი თუ დაგემართოს და მოიხადო, როგორც სახადი, ჰეი, შენ, დიდო მომავლის ლანდო, ერთი თხოვნისთვის ნუ დამძრახავდი: თუ მეცნიერის გონების ღონემ უმალ განკურნოს ჭლექით სნეული, - მაშინ მომნახე და მომიგონე სამარადისოდ მიწადქცეული!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 15.10.2012, 21:35 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უცნობი პოეტის რვეულიდან
შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ცოცხალთა შორის მე არ ვიქნები, მაგრამ, კეთილო, მიხვდი, გაიგე, ადრე წასული კაცის ფიქრები. მიხვდი, გაიგე, რომ მეც შენსავით ერთ დროს ამქვეყნად კაცი ვიყავი, მეც მყავდა შვილი და ნათესავი, კაცი ვიყავი გაურიყავი. მეც ვოცნებობდი ოპერის ბაღში და ჩემი ტვინიც მღეროდა მაშინ... ჭაბუკი ვიყავ, ქარბუქი ვიყავ... მე ერთი მქონდა მგოსანს ქონება, - კადნიერება არწივებური. და მეც შენსავით მქონდა გონება კახური ღვინით გაბრწყინებული. მეც განვიზრახე ლამის სიკვდილი, სიყვარული რომ გულს ჩამეწვეთა. ეჰ... მეც მიყვარდა და ფერმიხდილი, მეც დავდიოდი რუსთაველზედა. მეც მიხაროდა, მეც ვღონდებოდი, ეს მზე, მეც შენებრ, მახვევდა თავბრუს; და, ეჰ... მეც შენებრ ვემონებოდი თბილისის ცას და ღამეებს ზღაპრულს. მეც მნახულობდნენ იქ, ავლაბარში, მეც შენნაირად ვიყავ ლამაზი, მეც მეოცნებე თვალები მქონდა და გვაყურებდი დილით ცის კარებს, სხეულში ცხელი სისხლი მიჰქროდა, მიჰქონდათ ლამაზ თბილისის ქალებს, თბილისის ქალებს – დილის ცისკარებს, ნაირ-ნაირი ძოწეულებით, სქელ ბაგეებს რომ დაისისხლავენ, ვით თეირანის ბროწეულები. ახლა ხომ მხედავ? ვინა ვარ, რა ვარ – უკანასკნელი, პირვანდელს ვგავარ. მზეს და სინათლეს გამოვექეცი, მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი. ვიშვი, ვიცხოვრე – ვითამაშე რა... “მანვე დამშალა, ვინც აღმაშენა”. შენ, როცა ამ წიგნს ხელში აიღებ, ხელად მიხვდები, ხელად გაიგებ, რად გეძახიან ჩემი ფიქრები – რა იყავ, რა ხარ და რა იქნები!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.10.2013, 16:24 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი ქალების ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა! მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ, ანათებ, როგორც ზღაპრული დალი და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე, ირხევა შენი ლამაზი ტანი. ირხევა შენი ლამაზი ტანი და განა ძალმიძს არ გითვალთვალო, საქართველოს მზით სახედამწვარო, ანჯაფარიძის ზვიადო ქალო! მინდოდა ერთი ნატვრა მენატრა და სანატრელი ისევ შენა ხარ: მოვმკდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე შენი ქართული ქალი მენახა. მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში მენახა შენი ქართველი დედი, დამიბრმავებდა, ვერიკო, მაშინ შენი მიმქრალი შარავანდედი! როცა გიყურებ შავ სამოსელში, ვხედავ - ჩაუცვამს ძაძა ბუნებას. მე ნუ მომასწროს შენზე ტირილი და შენი სიტყვის დაძაბუნება! სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 08.02.2014, 22:08 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სალაღობო
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, - ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა, ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, - ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. „კაცის გული ასეთია, ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც მოუნდება სხვისა!„ დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს, გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს! დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია! დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს! დაუკარით! და იმღერეთ მადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი! ცხრა ლახვარი რომ დამარტყან ცხრაჯერ გულში, მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ. დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ! დუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი… და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება. დაუკარით ძველებური მოსალხენი: - შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება! დაუკარით ძველებური ლოთანი, საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან, დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?! განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?! დაუკარით ძველებური ლოთიანი, თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი, წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება! „ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი უნდან ხისანი, თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი„, ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, - ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა, ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, - ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 08.03.2014, 14:26 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა -
მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს…
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 29.03.2014, 16:59 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აბასთუმანში პატარა გალია სახლია მთის ძირში მიდგმული, ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია, დიდბუნოვანი და დიდგული. მე, როცა თამარის ციხიდან მოვდივარ და ირგვლივ ღამეა უკუნი, როდესაც დაღლილი სხეული ღონდება და ისმის ხეობის გუგუნი, როდესაც ეცემა ბილიკზე მეათედ უბელო ღრუბელი საზარი და დაღლილ-დაქანცულ ლაჟვარდებს მიათრევს მდინარე ლოდების ზანზარით, _პატარა სახლიდან, შარაგზის პირამდე, უეცრად იფეთქებს ნაძვნარი; ეს _ იგი გამოჩნდა და ბილიკს მინათებს მისი ნაწნავების ხანძარი. აბასთუმანში პატარა გალია სახლია მთის ძირში მიდგმული ,ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია, დიდბუნოვანი და დიდგული.
Сообщение отредактировал nukria - შაბ, 29.03.2014, 17:01 |
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.04.2014, 20:17 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი, მაშინ ვიყავი ადამის ძე მე, როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით აჩირაღდნებულ ტაძარში შეველ. შეველ, პირჯვარი გადავისახე, ხელნი აღვაპყარ და დავიძახე: - "ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა, კარგად მიმყოფე ყველა ჩემები!" - და ღვთისმშობელის შემოხედვამა დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები. მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა, როცა ცხოვრების მადგას უღელი. მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა, გაუფურჩქნელი და გაურყვნელი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.06.2014, 11:18 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიროსმანის მეგობრებთან
ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი, ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება! თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.
აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი (საქართველოს ცას აქეტრფოდა მისი ოცნება), ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.
მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები, ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები, “ტვინდასეტყვილი” ნიკალაის ძველი დოსტები, და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.
ვეტყვი, “როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო, ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი. მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო, და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!”
- “თვითრჯული” იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა, სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მართო გათავდა, ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა, არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!
- შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი, რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების, უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები, გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!
- როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში. ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო. გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში: სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო…
- არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი, ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან, ეხ… ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი, უფასოდ გაქრა, უფასოდ, და ახლა დაფასდა!
- ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან! (ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!) თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა, არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!
ყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი, ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ… დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი, - ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!
მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას, ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის, მთვარეულივით დავემხობი თბილისის მიწას და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.06.2014, 11:21 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიროსმანის დუქანი
მე მიყვარს შენი გრილი დუქანი, შენი სიფათი და მარიფათი, თვალები, ცეცხლით განაშუქარი, და წელზე ვერცხლის ქამარი ფართე.
შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ბევრი რამ გქონდა ღვთის მოცემული: ჭრელი კალმახი — არაგვის მკვიდრი, ბოლოკი, წითლად ალმოდებული,
ქორფა მწვანილი და შუშა კიტრი, პატარძალმა რომ დაკრიფა დილით, ყარაჩოღელის ცრემლით რომ ტირის… შუა ბაზარში დუქანი გქონდა,
ბევრი რამ გქონდა ღვთის ბოძებული: დილაადრიან გადასაკრავი, ატამი, წითლად ალმოდებული, ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი და კახურ ღვინით სავსე ტიკჭორა, გასიებული, ვით ქვეყნის ჭორი…
შუა ბაზარში დუქანი გქონდა, ელეთ-მელეთის ქარი რომ ქროდა,
მაგრამ ილაღე, იბედოვლათე, „გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება“, გაანიავე მთელი დოვლათი, ქარს გაატანე მთელი ქონება…
ვერ გამოდექი და ვერ ივაჭრე, საქვეყნოდ ჭამე კაცმა სირცხვილი გაკოტრდი, როგორც ნოე ჩხიკვაძე, დადექი, როგორც ნოეს წისქვილი.
არ მომანათო მაგ საღადარე თვალები, ცეცხლით განაშუქარი, არ შემეკითხო, რად შევადარე ნოეს ხუხულას შენი დუქანი!
ამწვანებულა ძველი ხეხილი, გაცოცხლებულან ძველი ბიჭები, ხელგაშლილი და გულგაღეღილი დგახარ და მუშტარს ეპატიჟები…
ეს რამდენი რამ დაგიხატია, გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით, ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია: არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!
მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, სხვა მეგობარი ქვეყნად ნუ გინდა, მოვდივარ შენთან, ჩემო ძმაკაცო, და ხარბად მიმაქვს შენი დუქნიდან შუშა კიტრი და ქორფა მწვანილი, პატარძლის ხელით გამოყვანილი…
|
|
|
|