თორნიკე ერისთავი
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:05 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თორნიკე ერისთავი
ისტორიული პოემა
შესავალი ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვინ მოგვითხრას მათი საქმე უთვალავი, საგმირონი, და ან მათზე გადმოსული მადლი ღვთისა და მირონი? ნაშთი ძველი დიდებისა არ გამქრალა ჯერაც ყველა... დღესაც მისის შარავანდით ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა!.. შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე ის შვიდფერი და გვამღერებს: „არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევ ერი!“ ამ იმედით ფრთა შესხმული ჩვენი გული სიამით ძგერს და ოცნებაც ლაჟვარდ-ფერად წარმოგვიდგენს ქართლისა ერს. წარსულ-ნერგზედ ახალ-ნამყნის ველოდებით შეხორცებას! მით ვიქარვებთ აწმყო ნაღველს და ვეძლევით აღტაცებას.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:05 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კარი პირველი I
მეფე დავითს, კურაპალატს, ჰქონდა ერთხელ წვეულება: მშვიდობის დროს ჩვენს მეფეებს ჰქონიათ ეს ჩვეულება. საქართველოს ყოველ კუთხით მოეყარა თავი ერსა; ილხენდენ და გაჰკიოდნენ ერთხმად „მრავალჟამიერსა“. და მართლადაც რომ ჰშვენოდათ მაშინ იმათ ეს მოლხენა, რადგან იმ დროს გადმოსული იყო ქართლზე მადლი ზენა: გარე მტერი დათრგუნვილი შუღლს მათ ვეღარ უბედავდა და შინაგან მშვიდობასაც, ვინ იყო, რომ ვერ ჰხედავდა?.. ამით გული უხაროდათ ბატონს და ყმას, ყველას ერთად; კაცსა კაცად აფასებდნენ, ადიდებდნენ ღმერთსა ღმერთად; საქმის დროზე მუშაობდნენ, უქმე-დღეზე მოილხენდნენ, მეფე ხალხს და ხალხი მეფეს სიამესა გულს მოჰფენდნენ. მთვრალობა და „სადღეგრძელო“ სათვითოო არ იცოდნენ; ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდნენ. პირველ სმაზე ახსენებდენ საქართველოს და უფალსა, დღეგრძელობით თაყვანს სცემდენ მეფესა და დედოფალსა; ბოლოს გმირებს იგონებდნენ, მამულისთვის ომებში მკვდარს, და მღვდელმთავრის კურთხევითა სვამდენ იმათ შესანდობარს... სულ ამითი თავდებოდა მაშინდელი სადღეგრძელო, თუმცა მათში მეტი იყო საქები და სასახელო. ამგვარივე იყო იმ დღეს ზომიერი ჭამა და სმა... მოილხინეს, გაშაირდენ და ერთმანეთს სტყორცნეს მათ ზმა. ორაზროვან სიტყვებისა გაიმართა გამოცანა... ყველას მეფის ხუმარა სჯობს არვინ არის იმისთანა. მაგრამ ბოლოს ორბელიძე მოსწრებულად, გალექსულად, ცალფეხ ზმების საპასუხოდ ეუბნება ორლესულად: „მაღლით წვიმა მოდიოდა, ნაბადმა ვერ დამფარაო, დამასველა მან, თავიდან ფეხებამდე მ ა ს ხ ა რ ა ო!“ ხუმარამ თქვა: „გიჯობნია, თითს მოვკაკვავ მორჩილადო, მაგრამ ერთს-კი მოგახსენებ მოწიწებით და ფრთხილადო: „ხუმარადაც ვარგებულხარ, ვაჟკაცობით პირველიო, მაგრამ ვერ იქმ თორნიკობას, თუმც მის ადგილს ს უ ლ ე ლ ი ო!“ აქ თორნიკეს ხსენებაზე მეფე შეკრთა და ეს ბრძანა: „სთქვი, ხუმარავ, თუ რას ნიშნავს ეგე შენი გამოცანა? რა არის, რომ დღეს ჩემ გვერდით დიდ თორნიკეს ვერ ვხედავო? მომიკვდა თუ დასნეულდა?.. სთქვი! ტყუილს ნუ მიბედავო!“ მოახსენა: „არ მომკვდარა, არც სენი რამ აწუხებსო, მაგრამ ქვეყნის სამსახურზე დღეიდან-კი ხელს იღებსო. თვით ვერ ბედავს მოხსენებას, მოციქულობს ვერცა სხვაო, რადგანც უნდათ აიცილონ თქვენი წყრომა და რისხვაო. აწ გავბედე მოხსენება ზმებითა და გადაკვრითო და ნუ მრისხავ კადნიერსა, გევედრები ცრემლის ღვრითო!..“ მეფემ ბრძანა: „არ გიწყრები, გმადლობ, ვფიცავ ჩემსა მზესო, მაგრამ ვნახავ ერისთავსა, გამოვჰკითხავ მას მიზეზსო!“ სახლთუხუცესს დაუძახა: „ხვალ თორნიკე მომგვარეთო, მომინახეთ, სადაც იყოს, შინ დაგიხვდესთ, თუ გარეთო!“ ეს ბრძანა და ზე წამოდგა, ნადიმიცა მით გათავდა და ხვალისთვის დაიბარა სადარბაზოდ, ვინც იქ ჰყავდა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:06 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| II
გამართულია დარბაზი, ერიც სამსჯავროდ შეყრილი... წინ სდგას თორნიკე პირნათლად, წარბიც არა აქვს შეხრილი. თავი ჩაიგდო სამსჯავროდ, მიჰყვა საერო ნებასა, ჯერ ელის მისგან ბრალდებას და მერე განჩინებასა. აბრძანდა მეფე ბრალმდებლად, ამას კანონი ითხოვდა, და თაყვანი სცა კრებულსაც, სანამდი სიტყვას იტყოდა. თვალამღვრეულად შეხედა თორნიკეს მრავალწლიანსა; სიტყვები ყელში ეჩრება, უმისოდ სიტყვაწყლიანსა. ბრძანებს და მისსა სიტყვასა ყურს უგდებს მთელი კრებული; კრძალვით მოისმენს თორნიკეც, სხვაგვარად ჩაფიქრებული. ამბობს: „მბრუნავი ქვეყანა, ვიცით, რომ ცვალებადია; ვისაც მიინდობს, გასწირავს, მისთვის მახე და ბადეა. მოყვარეს გადაამტერებს, მტერსა გაუხდის მოყვრადა, დღევანდელს ლხენა-სიცილსა ხვალ გადაუქცევს ოხვრადა. კაცობრიობის დიდება მას მიაჩნია ჩალადა და შეუქმნივართ ჩვენ მხოლოდ ამ სოფლის მაჩანჩალადა!.. შემცდარი არის, ვინც ჰფიქრობს მედიდურ უეჭველობით! ან ერთი რა ვართ ამ სოფლად უსუსურ ჭიანჭველობით? თუმცა ესე სჭრის გონება, რომელიც უტყუარია, მაგრამ ადამის სისხლმა კი ჩვენი გონება არია. გული, მეურჩე თავისა, ცხოვრების წინამძღვარია და ამის გამო ჩვენს საქმეს და სიტყვას შუა ზღვარია! ხშირად მონურად ვასრულებთ დღეს, რაც რიგი და წესია, და იმას ვიმკით კანონად, რაც ძველ დროს დაუთესია!.. მეცა ადამის შვილი ვარ, თქვენსავით შვილი ქართლისა, თავდადებული ქვეყნისთვის, მაძიებელი მართლისა. მაგრამ მეფე ვარ დღეს თქვენი: ხელთა მაქვს მეთაურობა! საქმის დროს საქმე შემშვენის და ხუმრობის დროს - ხუმრობა. გუშინ რომ გული მილხენდა, თქვენც ლხინად მყავდით წვეული; და დღეს კი გიწვევთ სამსჯავროდ, გულზედა სისხლმოთხეული. ერთ კაცის ნდობა ძნელია, გინდა გადიქცეს გონებად, და შეუმცდარი ამ ქვეყნად მეფეცა ნუ გეგონებათ! ჩვენის წინაპრის გონებას ადრევე გადუწყვეტია, რომ სამსჯავროში ისა სჯობს, მსაჯული რაც რომ მეტია! და, აჰა, მეცა შეგყარეთ სამსჯავროდ, როგორც წესია... თქვენ საჯეთ და მე ავირჩევ, რომელიც უკეთესია: თორნიკე მხედართმთავარი, თითქოს ხახვს გვაჭრის ყურზედა, მოულოდნელად ხელს იღებს საერო სამსახურზედა. გვიწუნებს გმირი სარდლობას, აპირებს მოსვენებასა; არც დასდევს მეფის სურვილსა, არც ითხოვს ხალხის ნებასა... დიდ მამულიშვილს ურჩობა ქვეყნის არ შეეფერება! ვერ მივხვდი... მეტად მაკვირვებს ამგვარი კადნიერება! სწორედ აქვს რამე მიზეზი, შესაწყნარ-პატივსადები, თქვენგან არდასაფარავი, საეროდ გასაცხადები. და უნდა გვითხრას სახალხოდ, მისთვის მყავს მოწოდებული, რომ არვინ დარჩეს ჩვენგანი ხალხისგან ბრალდადებული. თორემ, ხომ იცით, ქვეყანა უბრალოდ დამძრახველია: განაგონებით გადასწყვეტს, რისიცა არმნახველია!..“ ეს თქვა და ტახტზე დაბრძანდა მეფურად მეფე სვიანი, გვერდით მიუსხდნენ მსაჯულად მოხუც ჭაღარათმიანნი. მერე სხვებიცა ჩამოჰყვენ, დასხდენ რიგ-რიგად ყველანი... მდივანს მზათა აქვს ქაღალდი, საწერ-კალამი, მელანი. აქ ჩამოვარდა სიჩუმე, პასუხს ელიან სარდლისას, წრფელ სინიდისის მექონის და მასთან სიტყვა მართლისას.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:06 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| III ახოვანი, მშვენიერი, თეთრწვერა და თეთრთმიანი, წინ წამოდგა სასაუბროდ მოწიწებით ტკბილხმიანი. თაყვანი სცა პირველ მეფეს, მერე კრებულს ორი მხრითა, გულზე ჯვარად ხელებს იჭდობს, თავდახრილი, ცრემლის ღვრითა. წვერ-ულვაშზე მარგალიტებრ ცრემლი ცრემლზე ეკიდება, მწარის ოხვრით ვერ იქარვებს, გულს რომ ცეცხლი ეკიდება... უკვირს, რომ ამ სამსჯავროში უმიზეზოდ ის ჩავარდა და რომ მასზე გულს იყრიან ისინი, ვინც მას უყვარდა. გულნატკენად რომ უყურებს სხვებს, თვითონაც გული სწყდება, მაგრამ თავის პირადობა აღარ ახსოვს, ავიწყდება. და საერო ნება-სურვილს მორჩილებით აძლევს პასუხს და თანდათან მისი სიტყვა შეუპოვრად სჭექავს და ჰქუხს: „ვფიცავ იმ პირველ მიზეზსა, ყოველ მიზეზის მიზეზსო, ვიფიცავ საქართველოსა და მერე, მეფევ, თქვენს მზესო, რომ მართალი ვარ იმაში, რაზედაც ბრალს მდებთ თქვენაო! დაბლა ეს გული მიმოწმებს და მაღლა - ღმერთი ზენაო! მართალი არის, დღეიდან რომ ვსტოვებ სამსახურსაო, თუმც გული ჩემი ერთგული ძველებურადვე ხურსაო. თქვენ რომ გშორდებით, მით ვკარგავ ხორციელ ნეტარებასო... ვერ ხადავთ გულდაწყვეტილის მოხუცის მდუღარებასო? მაგრამ მივყვები საგანსა აწ უფრო უდიდესსაო; ის მარღვევინებს გაბედვით ჩვენს ჩვეულებრივ წესსაო. დრომ მოითხოვა აწ ჩემგან სხვაგვარი სამსახურიო და, რომ უარვჰყო, დავრჩები ძველზედაც უმადურიო... ეჰ, მეფევ! ბრალს რათ მადებდი შენს ერთგულს, ფეხთა მტვერსაო, რომ სამსჯავროში მაგდებდი, ვით ორგულს... ქვეყნის მტერსაო? იძულებით ვარ აწ მთქმელი ყოველფრის უნაკლულოდო, რაც გულმა გადამიწყვიტა მხოლოდ მე საიდუმლოდო! თქვენი ნებაა!.. მონა ვარ მე თქვენის სურვილისაო! სიტყვაა მხოლოდ წამალი გულისთქმის, ურვილისაო!“ მოხუცმა ამ სიტყვების დროს ცრემლები ჰღვარა მრავალი და უნებურად დაიწყო თვისი თავგადასავალი:
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:07 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| IV „მწარ წარსულის მოგონებით თქვენ წინ მთქმელი ვარ ამისა, რომ მომსწრე ვარ საქართველოს შავი დღის და ვარამისა... ბევრ თქვენგანს ის არც-კი ახსოვს, იქნებოდით მაშინ ბალღი, მაგრამ მე კი დღესაც გულზე მაშინდელი მაზის დაღი! ცამან რისხვით მოგვიქუხა, საქართველოს ადგა ბუნდი, მონავრულად გვესეოდა ყოველის მხრით მტრისა გუნდი. მოგვაწვენ და მოგვაზვრითდენ ერთიანად ჩასანთქმელად... რაც რომ მაშინ ჭირი ვნახეთ, ძნელი არის აწ სათქმელად. ეს პატარა საქართველო ჯარასავით დატრიალდა, გადიწერა რა პირჯვარი, გაფოლადდა და გასალდა... მოხუცი, თუ ახალგაზრდა, ერისკაცი, თუ სამღვდელო, ყველა ერთმხრივ მიიწევდა, ერთი ჰქონდა ყველას ლელო! სადღა იყო განსხვავება? რის ბატონი? ან ვისი ყმა?! ყველა ერთად შეკავშირდა, ერთი ჰქონდათ მათ გულისთქმა: რომ გულწრფელად მოეხადათ ქართლის შვილებს მათი ვალი და სიკვდილით აგმოეხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი! მამა-პაპის განთქმულ ფარ-ხმალს უმატებდა შვილი ფასსა იმითი, რომ ლომკაცურად შეებმოდა ერთი ასსა. „ჰკა მაგის“ ხმა ყოველის მხრივ მოისმოდა მტრის საზარი და იმ გვირგვინს ბანს აძლევდა საორკეცოდ მთა და ბარი. სისხლით მორწყეს ტყე და ველი, შეიღება წითლად მდელო; აღდგომის კვერცხს დაემსგავსა ჭირნახული საქართველო! განახევრდა ქართველობა... მაგრამ მტერს კი სძლიეს მათ ღვთით და თამამად დაიძახეს: „საქართველო აღსდგა მკვდრეთით!“ და მართლაც რომ გამოიხსნეს განწირული, სულთამბრძოლი და გადმოსცეს შვილიშვილთა, მარგალიტი ვით ობოლი!.. მხედართმთავარ-უხუცესად
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:08 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იყო მაშინ იოანე, შემდეგში რომ ბერად შედგა, დღეს ულუმბოს აქვს სავანე. სანამ მტერი გარს გვეხვია, მძვინვარებდა, ვითა ლომი, გოლიათის შებმას ჰგავდა მისი ბრძოლა, მისი ომი. მტრისა ისრით გამხვრეტელი ხმალს ულეწდა, ფარს უხევდა; ხშირად მამა-პაპის სისხლზე თავისასაც ზე ანთხევდა... ჯოჯოხეთის რისხვა იყო მისი რისხვა, მისი ვნება; სანამდი კი მტერს ჰხედავდა, არ იცოდა მოსვენება. მაგრამ, როცა საქართველო ნახა გმირმა დამშვიდებით, სხვა მაღალ მთას მიაშურა გალობით და ღვთის დიდებით. მან ფარ-ხმალი აიყარა, მოურიდლად თვისის ნებით და თავსაც ვერ იმართლებდა ის ჩემსავით მხცოვანებით. მხოლოდ უთხრა დარაზმულ ჯარს, „უქმია აწ ფარ-ხმალიო! აწ სხვა მმართებს სამსახური და მიმიწევს სხვა ვალიო!“ დაგვლოცა და მისი ხმალი გადამკიდა, მისგან რჩეულს; თაყვანი ვეც მორჩილებით, როგორც მამას, მეც კურთხეულს. მითხრა: „თორნიკ! ჰა, შენ გქონდეს სარდლობა და ჩემი ხმალი; ვინძლო ღირსად აასრულო მომავალში შენი ვალი!..“ ამ სიტყვებმა მომიმატეს მე სიმხნე და ერთგულება, გულმა იგრძნო ფოლადობა და სულმაცა ამაღლება! თუმცა ამგვარ დიდებისა უღირსად თავს ვიგულებდი, მაგრამ მაინც უნებურად დღემდი ჩემს ვალს ვასრულებდი. ავათ იყო ის, თუ კარგათ, თქვენს ხელთ არის დაფასება: მე არ მფერობს ჩემი თავის არც გინება და არც ქება! ვიტყვი მხოლოდ: ხმა ისმოდა თქვენგან ჩემის პირველობის და მე მხოლოდ ვთავკაცობდი, შემწირველი დიდ მადლობის. მეფისა და სამშობლოს წინ, მართალია, მიძღვის ღვაწლი, მაგრამ, მეფევ, სხვას დავუთმობ აწ სამსახურს... სხვას დავაცლი! იმიტომ რომ აღარა ვარ, რაც ვიყავი ადრე... ძველად: ჩემ სისუსტეს გული გრძნობს და გონება სწყვეტს უეჭველად! მართალია, ეს ჭაღარა სიყვარულს და სურვილს ვერ ჰკლავს, მაგრამ ღონის წახმარება აღარ ძალუძს მუხლსა და მკლავს! ადრინდულად მუხლს არ მერჩის, აღარ მიჭრის არცა თვალი... და ვით შევსძლო, მაშ, სარდლობა, როცა ასტყდეს ბრძოლის ალი? ვისაც ჰხედავ აქ, სუყველა არის ჩემგან გამოზრდილი, ათასჯერ და ათასგვარად ბრძოლის ველზე გამოცდილი. რაც მე ვიცი რაზმთა წყობა და სამხედრო წესი სრული, მაგათაც აქვსთ ჩემგანავე ახსნილი და განსწავლული. ჩემზედ მეტიც შეუძლიათ, უკეთ გაჰკვეთს მათი ხმალი, და ჩემსავით სიბერითა არ უმტყუნებსთ ომში თვალი. ბევრია, რომ ჩემზე უფრო დღეს შეშვენით მათ სარდლობა, და რათ დახვდეს ღობე-ყორედ იმათ ჩემი პირველობა?.. რომ ამხადო პირველობა, მეფევ, შენ ეს არ შეგშვენის! უმადურად ჩაითვლები... გქონდეს რიდი ქვეყნის ენის! და, რომ ჩემის წარსულითა დღესაც კიდევ ვისარგებლო, მოღალატე შევიქმნები... მეძულება მე სამშობლო!.. აი, მეფევ, თუ რათ ვბედავ თქვენს წინაშე დღეს ურჩობას, და სულ სხვა გზით მიმავალი გილოცავ თქვენ გამარჯობას!.. იოანეს მივაშურებ... შევუდგები მეც მის კვალსა და, თქვენისვე ნებადართვით, სხვას გადავცემ ამ ჩემ ხმალსა!“ ესა სთქვა და მისი ხმალი ორბელიძეს გაუშვირა და ამგვარმა მისმა სიტყვამ გულში ბევრი აატირა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:09 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| V ხმალზე უფრო ძლიერად სჭრის პატარა და რბილი ენა, გაჰკვეთს ხვანჯსა უგნურების... მისი ტყვეა ხშირად სმენა. ხან გონება გამოცდილი მას მოაქნევს მრავალგვარად, ხან, მფარავი ხვაშიადის, გული აგებს გრძნობის ფარად. დროზე უნდა მოხმარება, მხმარებელიც გონიერი, რომ ხან ნაღვლით გაილესოს, ხან ძირტკბილით ენის წვერი... თორნიკემაც ნაღველ-თაფლად გრძნობა გულში ჩაიყენა და სიმართლის ხელით მასში ამოუწო მისი ენა. მით მოხიბლა, როგორც მეფე, ისე ყველა მსაჯულიცა და იმათის თანხმობითა სურვილი მან გაიმტკიცა... ჩამობრძანდა მეფე ტახტით, ვეღარაფრის ვერამთქმელი, მივიდა და მოხუცებულს გადახვია ძმურად ხელი. უთხრა: „თორნიკ! როგორც მეფემ, მოგისმინე საუბარი. თანახმა ვარ, და აწ გეტყვი... როგორც ძმა და მეგობარი, რომ ჯერ კიდევ ქვეყნისათვის საჭირო ხარ... დიდი მარგი, - და უდროვოდ აგიღია საიმქვეყნო საგზალ-ბარგი. უცხო მხარეს გადაკარგვა, ვფიცავ, შენი მიმძიმდება! ნუთუ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს არ აქვს იგივ ძალ-დიდება?“ მოახსენა: „ვიცი, მაგრამ, ქართლშივე რომ მიგულებენ ჩემი გაზრდილ-ერთგულები, რომ არ მნახონ, ვერ გასძლებენ, მეცა გული არ გამიძლებს, ვერც მე დავთმობ იმათ ნახვას, და ცოდვილ სულს ბევრს დავაკლებ: გადავყვები სოფლის ზრახვას... იქ-კი არვინ მეყოლება შემაცდენი, უცხო მხარეს, დღე ყოველ და ყოველ წამსა ცრემლებს დავღვრი მე მდუღარეს. და ვითხოვ, რომ ღმერთმა, მეფევ, გადიდოს და გადღეგრძელოს და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს პატარა საქართველოს!..“
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:09 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| VI
ათონის მაღალ მთაზედა, მთაწმინდად სახელდებულსა, სადაც უდაბნოებსა და ტაძრებს წმინდად გებულსა რიცხვი არა აქვსთ, იქ ლავრა, დაუდებელი ფასისა, ყველაზე პირველი არის დიდისა „ათანასისა“. გინდ დარი იყოს საამო, გინდა ავდარი საზარი, სამოთხის სადგურს გვაგონებს მაღლობზე მდგომი ტაძარი. ხან, ღრუბლით შემობურვილი, გარშემო ირტყამს ელვასა და გადმოჰყურებს შორის ზღვის ტალღების გროვა-ღელვასა; ხან ისარივით სხივები დილის მზეს ეტყორცებიან, თითქოს იმ საღმრთო ნათელსა ნათლითა ეხორცებიან. ხან ღამით მთვარე გავსილი, თითქოს მიმსვლელი იქ ბინად, თავზედ ედგმება წმინდასა წმინდა დიდებულ გვირგვინად. და ვარსკვლავებიც იმავ დროს დაჰფეთქენ, დასჭიკჭიკობენ და ამ გალობით ძალთაძალს აღმაღლებულად ამკობენ. წინ უძევს ბაღი ხეხილის, ხელოვნად შენაკაზმისა, და იქვე წყარო ჩუხჩუხებს წმინდისა აიაზმისა. მთა მწვანე ზეთისხილისა და ყვავილები ველისა, საკურთხად აღმომფშვენელნი ბუნებით საკმეველისა, ჰაერსა შეაზავებენ სამკურნალოდ და მარგადა და სასულდგმულოდ ცხოველთა მიანიჭებენ ხარკადა!.. მეუდაბნოედ მიდიან საქრისტიანოს ყოველ მხრით და იქ იჩენენ სავანეს სასოებით და ცრემლის ღვრით. წიაღგახსნილი უდაბნო უჩენს, ვინც მივა, ბინასა და მორწმუნეთა იზიდავს, ვით ანდამატი რკინასა. აქვე მოსულა ულუმბოთ იოანეცა ქართველი და მორჩილობის დროსავე გასთქმია დიდი სახელი. დღეს მოძღვარია ნეტარი ბერისა მრავალასისა და მეგობარი იმავ დროს წინამძღვრის ათანასისა. დიდი ხანია, სამშობლო მან დაუტოვა ნებითა, მაგრამ გული-კი ისევე უღელავს ხოლმე ვნებითა, როდესაც მოაგონდება მისი სამშობლო მამული და, გატაცებულს ოცნებით, არევით უცემს მას გული!.. და მაშინ სცდილობს მიეცეს მარტოობასა შორს სადმე, ბუნების ჭვრეტით გაერთოს და გულს მოჰფინოს სიამე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:10 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| VII ერთხელ დილას იოანე შემდგარიყო მაღალ სერზედ და ცრემლები ნეტარების ეცემოდა სპეტაკ წვერზედ. ზღვა და ხმელი იმის თვალ წინ იშლებოდა ედემურად და სამოთხის სიამესა გაემსჭვალა უნებურად... დიდხანს, გრძნობამორეული, ვეღარაფრის იყო მთქმელი, მხოლოდ ნიშნად ნეტარების მას აეპყრა მაღლა ხელი. თითოს მაშინ მას უნდოდა ცის და ქვეყნის შემყარება, რომ ამითი წუთიერი გაგრძობოდა ნეტარება!.. ამ დროს მის წინ, ვით ჩვენება, გამოცხადდა მგზავრი-მწირი; დაემხო და თაყვანი სცა, მოარიდა განზრახ პირი. შეკრთა უცებ იოანე და უთხრა მას ბერძნულ ენით: „ვინ ხარ, შვილო? ან რასა მთხოვ? მიპასუხე გამოჩენით!“ - „შენსა ლოცვა-კურთხევასა მამაშვილურ-მეგობრულად!“ – უპასუხა იოანეს მაშინ მწირმა ტკბილ-ქართულად. ქართულ ლექსის გაგონებამ იოანე ააჩქარა, ტანში რაღაც უნებურმა ჟრუანტელმა დაუარა. მივარდა და ხელი სტაცა, ააყენა დაჩქარებით; რომ შეხედა, უფრო შეკრთა, მიაჩერდა გაშტერებით... აკვირვებდა ულოდნელი ჩვენება და სანახავი: იმ გლახაკის სამოსელში იცნო თორნიკ ერისთავი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 03.12.2012, 01:11 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კარი მეორე I
ვინ სვა ბოლომდე ამ სოფლის სიტკბოებისა ფიალი? ვის არ უნახავს მის ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალი?.. ბერძნებსაც ჰქონდათ ერთი დრო... საქვეყნოდ იყვნენ ქებული, სწავლით და მეცნიერებით ბევრგვარად აყვავებული. ცხოვრების კანონს უდებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ერებსა, საუპატიოს ართმევდნენ მათზე ცუდმზრახველ მტერებსა, ვინ იფიქრებდა იმ დროში ამ ხალხის დამცირებასა ისე, რომ მით მოღებოდა ბოლო მათ ნეტარებასა? ერთ ჭირსა, კარზე მომდგარსა, სხვაც ბევრი წაეკიდება!.. სხვადასხვა ჭირმა ბერძნების დაცარა ძველი დიდება. და არ თუ გარეშე მტერი, შინაურებიც ბრიყვობენ: ჰგლეჯენ მას ნაწილ-ნაწილად და ერთმანეთში იყოფენ! ბოლოს-კი ერთმა მათგანმა სულ ერთად მოჰხვია ხელი: ის იყო სპარსთა მმართველი, სკლიაროს ერქვა სახელი. თითქმის ბრუსამდე მოადგა, ხმელეთით გზების შემკვრელი, და კონსტანტინეს ქალაქის არის აღების მსურველი. წინ ვეღარავინ უდგება მოჯანყის ძლიერებასა; და ელის დედაქალაქიც იმისგან აოხრებასა. იჩაგვრის მცირეწლოვანი კონსტანტინე და ბასილი, დედა მათს თეოფანიას ჭმუნვით აქვს გული ავსილი. დაღონდა პარაკიმომენ, კარისკაცებში პირველი და, ერთად დედოფალთანა, ბიზანტიისა მმართველი. დარბაისლებიც შეყრილან, გადუწყვეტია ყველასა, რომ თვითონ თავს ვერ იხსნიან, და არც ელიან შველასა; და უპირებენ ისევე სკლიაროსს შევედრებასა, რომ ნუ უნდომებს ამ ქვეყნის უწყალოდ აოხრებასა!.. მაგრამ წამოდგა ამა დროს მოხუცი სევისტოფორი, რომელსაც დარბაისლებში არ ჰყავდა ჭკუით თანსწორი; მით ყურადღება კრებულის მიიპყრო ანაზდეულად და მოჰყვა, რასაც ჰფიქრობდა, მჭევრმეტყველებით ჩვეულად:
|
|
|
|