ტიციან ტაბიძე - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტიციან ტაბიძე
nukriaДата: შაბ, 03.05.2014, 23:05 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დადამანიფესტიჩემისულიდაგლეჯილიხურჯინია
სპარსული რომ ჩამოაქვს ენზელიდან
შიგ ეტევამთელი აზიისსისულელე
და ხარკსარ გადაიხდისსაკავშირო რესპუბლიკისთვის.
რა შეედრება,როცა ყრუ სომეხი მუცელსიცლის
ექსპრესის მოლოდინში ვოკზალისგადაღმა
თქვენ ყველასოყნა გჭირდებათთქვენი დედა მ*****ნ!!!…
ჩემ იქით პარიზია…
ელისეის მინდვრები…
ჩასუქებული ჟოფრი მოუტაციათწმინდა ილიასცხენებს,
პოლ კლოდელიკოცნის ჩინელიქალის ბალღამიანფეხს
და ტრისტანტცარა ათამაშებს"დადას" კუკლას.
ვზივარ მოედანში…შეღებილი ინით თათარი
აგორებს კამათლებს (ესეც კოსმეტიკაა და თავის გასართობი)
(ამბობენარაბები ვარსკვლავთმრიცხველობენ).
უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწეროლექსები
როცა სატურიისსანაოზე გლეხებს უხსნიანელექტროფიკაციას
როცა პრეზიდენტიამიხა ცხაკაიაა.
მთაწმინდის შემოღამებას მარტობ****ი ელიან
ერთი დარჩაქუჩა გაუწითლებელი
ვის უნდა შენი ნაზი ლექსები
ორსული ქალიშვილებისიცილით იხოცებიან
თუ პოეტიხარ, ყველაფერიმაგარი გქონდეს.(ტიციანტაბიძე.22 ოქტომბერი,1923 წ.თბილისი)
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 02:52 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამომავალ მზის ოქროს ნათელი
თავზე ადგება საქართველოს მთებს,
და ნამქერებში ღამე ნათევი
მთვარე ანათებს და არც ანათებს.

ზევით ღრიალით მიგორავს თერგი,
ქვევით გრიალი გაუდის არაგვს,
მზეს გაუდვნია ყინულის ქერქი,
მთა დაუფშვნია უხილავ წერაქვს.

ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,
გადააფარებს ყაზბეგს შვინდებად,
შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება.

მივჩერებივარ ცას გაკვირვებით
და აღმიტაცებს სიცოცხლის ფეთქვა.
ვაჟა-ფშაველას ვსუნთქავ ფილტვებით,
ხიმიკაურის გული ჩამედგა.
 
nukriaДата: კვ, 21.08.2016, 23:12 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაბილონიდანახლო იყო მაინც სიონი,
მოჰქონდათ სუნთქვა
კედრონისა უდაბნოს ქარებს.
და სდარაჯობდა
გულზვიადი კავკასიონი,
ხალხთა ტომების
გადარაზულ, დაკეტილ კარებს.
ცრემლი ცრემლია,
ორმაგია ცრემლი მიწისა;
იჯდენ, სტიროდენ
მდინარეზე ბაბილონისა.
თითქო ათას წლის
წინ ედგათ მკვდარი,
არაქსის მოთქმას
ბანს აძლევს მტკვარი.
მოჰყვება რიჟრაჟს,
წაჰყვება დაისს,
ისმის ზრიალი
ოჰ, ადონაისს.
ტანჯვა-წამება
რაც შეაგროვა,
რისხვად თავს აყრის
ხალხს იეღოვა.
ეს წიგნი სისხლით
შეღებილია
და სისხლს მოითხოვს
მაინც ბიბლია.
დახუჭავ თვალებს
და სიზმარში ცრემლნი მოდიან,
აქამდე სტირის
ებრაული ეს მელოდია.
და ჟღერს უკვდავი
ბაირონის მრისხანე ქნარი,
ჰანრიხ ჰაინეს
მიმატებულ ცრემლით დამდნარი.
პოეტის სიყრმე
განა ამ ხმას სადმე ასცდება?..
ჩქარა, მგოსნებო,
თორემ გული მართლა გასკდება...

2
მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა,
მესმის, ღუღუნებს დავითის ქნარი.
ჲაფეთის ქალი, პანტოფრეს ცოლი,
ყრმა იოსების მშვენებით მკვდარი
და სიდონია, სვეტიცხოველი,
შემოხიზნული აბიათარი.
ამ დროს ეზოში დაყეფავს ძაღლი
და მიასკდება გაღებულ ჭიშკარს,
შუკის ბოლოში ისმის ძახილი
და დანიელა მოუხმობს მუშტარს.
წინ გაუგდია თავის ისაკა,
ერთს თვითონ იტყვის, სხვას ბავშვი ბღავის:
- საპონი, შპილკა, გუნდა, მიხაკი,
ნუთუ არ გინდათ, ხალხო, არავის?
აბა ფართალი, ფარჩა, ფართალი!
დაედევნება მეწვრილმანესა
ცელქი ბიჭების მთელი კალია,
და საწყალ ცხენის ძუა სად არი?
ფიცავს და სტირის, ცრემლი არ გჯერა,
ღმერთსაც ატყუებს დღეში ასჯერა.
ვინ იცის, თავს მას რაოდენი გადახდენია
თრევა, წანწალი და ჩარჩობა მისი ბედია.
ცრემლით ვთხოვ დედას, ამ საწყალ კაცს ნუ ევაჭრება,
თითქო გულს ადევს თავის ადლზე საპნის ნაჭრებად.
შემდეგ გავიგე ამ საწყალის ხმა განწირული,
როცა ბეილისს გაუმართეს გასამართლება.
გრგვინავდა მაშინ სტუდენტების გული გმირული,
მაგრამ მართალი გულის კაცი აქ რას გახდება.
ღატაკ უბნებში გაიმართა ფიცხელი ომი,
საბედისწერო მე ვიგრძენი სიტყვა ”პოგრომი”.
 
nukriaДата: კვ, 21.08.2016, 23:15 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰიპოკრატე - ძველი ბერძენი,ასე წერდა ამ ქვეყანაზე,
(სჯობდა, რომ სულაც არ დაეწერა):
- ”ქვეყანა, რომელსაც ჩაუდის ფაზის მდინარე,
არის ჭაობიანი, ცხელი და ნოტიო.
შემოსილია გარშემო ტყით,
ყოველდღე მოდის დიდი წვიმები.
ამ ჭაობებში მცხოვრები ხალხი
წყალში აშენებს წნელისგან ფაცხებს.
გარეთ გამოდის მხოლოდ მაშინ,
თუ ბაზარში მოუხდა წასვლა.
ხმარობენ ხისგან გაკეთებულ ნავს
და ამ ნავებით ირგვლივ უვლიან
წყალში ჩაყურულ თავიანთ მამულს.
სვამენ წვიმის წყალს თბილსა და მდორეს
და სიცხისაგან სულ აყროლებულს.
აქ არ მწიფდება არასდროს ხილი,
წყალს ზევით ადის რაღაცა ნისლი,
ჰაერს რომ ალპობს და მუდამ სწამლავს.
ხალხია ტანით თუმცა მაღალი,
მაგრამ იმდენად არის მსუქანი,
რომ აღარ უჩანთ ძარღვის სახსარი.
ყვითელი, მწვანე გადაჰკრავს ფერი,
თითქოს სიყვითლით არის ავადო“.

2
ამხანაგებო,
მეზობლებო,
სახლისკაცებო!..
მინდა შორიდან
მოგესალმოთ
ძმა - ამხანაგი,
მაინც თქვენი ვარ,
თქვენი მიწის,
თქვენი ორპირის,
თუმცა საგრძნობი
არ მიმიძღვის
თქვენგან ამაგი.
ვიცი, კითხულობთ
თქვენ ჩემს ლექსებს
და ეს წერილი წასაკითხავად
სახლში მოგივათ.
ვიცი, გაარჩევთ
მართალ სიტყვას,
ძმაკაცურ სალამს.
ამიტომ არი, რომ უბრალო
ლექსით მოვდივარ,
ამიტომ არი, რომ სიხარულს
გული ვერ მალავს.
ამხანაგებო,
მეზობლებო,
სახლისკაცებო!..
ჩემი სალამი
და აღტაცება.

3
ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა:
ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს,
ახლოს გაგვიარს ეზო და სახლთან
და საბჭოების მზეს მიგვაგებებს.
ჩვენი დამქცევი იყო რიონი,
გვემუქრებოდა ყოველდღე აყრას,
და მალარიის ცივი მირონი
ახლაც გვაყენებს საშინელ ზაფრას.
ვინ დაგვიწყევლა უჟმური მხარე
და საწამლავად მოგვცა ეს ფშანი;
აქ ადამიანს რა გაახარებს,
რომ იყოს მართლა გარდაქეშანი.
რა იყო წინათ ამის წამალი -
ნაკურთხი წყალი და აიაზმა!
ამიტომ იყო, სოფელი მალე
საფლავის ქვებით რომ დაირაზმა.
ბევრი ყოფილა აქ შეცხადება,
ბევრის უდროოდ ატირდა დედა,
ვეღარ უშველეს ლოცვით ხატებმა,
დაივსო კუთხე და გადაშენდა.
მე ახლაც ვხედავ დაკონკილ საბნებს,
მზისგან რომ ადის ოფლი ოხშივრად,
გულად ვაჟკაცსაც შიში დააბნევს
და თავის ბედის გახდის მომჩივრად.
თვალწინ მიდგება თავებწაკრული
მხალის ნეშოში ბალღი და ქალი,
და ცხელებისგან პირგაძაგრული
მესმის საწყლების ცივი კანკალი...
ძველ დროს ხალხისთვის ვინ მოიცლიდა,
რამე ეწამლა, ეცა ნუგეში!..
პირიქით, ლუკმას პირში აცლიდა,
სურდათ დაელპოთ ამ მყრალ გუბეში.

4
ახალ ცხოვრების და ოქტომბერის
მაცოცხლებელი ტრიალებს ქარი.
თავის ბედს ხალხი თვითონვე მართავს,
გუშინ უმწეო და შესაბრალი,
ბედნიერების დამდგარა კართან.
ვერ გაგვიბედავს რიონი აყრას,
ხედავთ გემების გადმოშლილ აფრას.
ძველი სიზმარი უკვალოდ გაჰქრა,
ვისაც სჯეროდა, ღმერთმა შეარგოს.
დღეს სხვა გემების გამოჩნდა აფრა,
და იაზონის არა ჰგავს არგოსს.
ახალ ეპოქის უდიდეს ეპოსს
აღარ სჭირდება უკვე მედეა,
პოეტს სხვა ცეცხლი გულს მოედება,
თუ თავისთავის მოიმედეა.
ახალ სიმღერებს გულში აგვინთებს
ბედნიერების სხვა დაპირება,
დღეს სხვა აზრი აქვს საგნებს და ნივთებს
და ზღაპრად იქცა ოქროს ტრირემმა.
სად იყო წინათ ის ოქროს სილა,
ანდა სად ება ის ოქროს ვერძი?..
ალბათ ქვეყანა სულ გამოცვლილა
და შეუცვლია მიწასაც ღერძი.
ოქროს ლოდინი ახლა ტყვილია,
დღეს ოქროდ მარტო შრომა ფასდება,
დღეს შრომა მართლა ოქროს წყვილია,
ჩვენ სიღარიბეს ის თუ გასწვდება.
ახალ ცხოვრების აზრიც ეს არი,
ხალხს არ წაერთვას ლუკმა და სარჩო,
და თუ ამ დღეებს ჩვენ შევესწარით,
მიზეზი არი - ლენინის საბჭო.

5
მე თუ არ ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მიტომ, რომ ფეხი ამ ფშანში ჩამრჩა.
სხვა კაცი იმას უფრო მოიხმარს,
ამ ახალ კაცის მე ვარ ქამანჩა.
ალბათ სადღაცა ზის უსახელო,
იქნებ ნიფხავი ჯერ არც კი ეცვას;
მაგრამ გახსნილი აქვს მას საყელო,
ღია თვალებით უყურებს ზეცას.
მის მაგიერად რამდენი მკლავი
შრომობს, ირჯება და ოფლს იწურავს;
ხუთქიმიანი მისი ვარსკვლავი
სამშობლო ცაზე სხვაგვარად სცურავს;
ეცვას პერანგი დღეს ნარმიანი,
ის მაინც სხვაა ადამიანი.
ოქტომბრის ქარი ზუზუნით ზრდიდა,
არ მოვარდნილა უეცრად ციდან,
და გიგანტიურს ვხედავთ შენობას,
მაგრამ, ჯერ ტყესა და ხარაჩოებს,
ნუღარ დავაჩენთ ხალხს უჩვენობას,
გზა ნათელი აქვს ამ დიდ საბჭოებს.
გამოიჭედა ეს საქართველო,
ფოლადის რკინის ახალ ჯავშანში,
გატანილია იმისი ლელო,
არ დაიღრჩობა ჩვენსავით ფშანში.
ახალ ცხოვრების ამ აშენებას
ძმური სალამი ჩემი გვიანი;
ახალ ცხოვრების მშვენიერებას
შვენის ახალი ადამიანი...

6
დგას აბრეშუმის... დგას ტყის სახერხი,
მალე ქაღალდის ქარხანას ველით,
დიდ საყვირების გრიალებს მეხი,
გამოვა გემი რიონის ხვრელით.
მალე დადგება დამბების ქსელი
და რკინის ხიდი გამოცვლის ბორანს,
მალე იმ გზაზე, დღეს რომ ლაფს ვზილავთ,
მატარებელიც, ვხედავთ, მიგორავს,
და იმ ადგილას, სადაც ჯერ გუშინ
არ ეგდო ტყვილად ერთი აგური,
ციებ-ცხელების გამომპალ ღრუში
კლიმატიური ჩნდება სადგური.
გადაშრებიან ასე ფშანები,
ვეღარსად ვნახავთ დაგუბულ რუებს
და მოტორების რკინის ლაფშები
მუხაყრუასაც გადააყრუებს.
მაშინ გახდება მართლა საჩინო
ეს იმერეთის კუთხე პატარა;
მგონი, რომ ბედმა გადაგვარჩინოს,
მგონი ჩვენ ცაზე გამოიდარა.
და მე სიხარბე დამრჩა პირველი,
როცა ორპირში გემი მოვიდა,
ვერ დავინახე ტარას სპრინკველი
ხავსმოდებული ჩემი ქოხიდან.
ლექსს ვერ ვუნახე საჭირო ხტილი,
ასე უბრალოდ გრძნობა ამიტანს,
სჯობს გამოტეხა და გულახდილი
ვკოცნი ამ გემის პირველ კაპიტანს.
დღეს ჩემი გული ჭალადიდია,
გულში სხვა გული გემად დაცურავს,
დღეს ძველი ქვეყნის პანაშვიდია,
მიწა ქალამნად - ცა ქუდად მხურავს.
ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა,
ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს,
ახლოს გაიარს ეზო და სახლთან
და საბჭოების მზეს მიგვაგებებს.
 
nukriaДата: კვ, 21.08.2016, 23:31 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავა წლისთავი... ნოემბერი,ბნელ ოლარებით,
ჩემში ატირებს მამაჩემის
შავ ანაფორას.
უკანასკნელი ლექსი ჩავდე
მე მონანებით,
როდესაც გულზე უცხო ღვდლები
ადგამდენ გორას.
მის საფლავშიაც ატირებდა
ძველი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდელი
და მალარია.
გავა წლისთავი... მე არ ვიცი
მეორე ლექსი,
ულექსოდ ვტირი მოგონებას
მე ყოველ ღამე.
ცივია გული, ისე ცივი,
ვით ქვა სალესი,
შენი წამების მე დამტოვე
ერთი მოწამე.
შენ სადიდებლად ავატირე
ძველი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდელი
და მალარია.
იწვის ქალდეა... გვეფარება
ცხელ ანაფორად,
ყველა ცეცხლების ატრიალდა
ჩემში გრიგალი.
როგორც ყოველთვის, თვით სიკვდილსაც
შევებით ორი
და ჩემთან იბრძვის შენი ლანდი,
სხვისთვის მიმქრალი.
დაატრიალებს ამ ქვეყანას.
ჩემი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდვლი
და მალარია.
ყველაზე სუსტი მე დამტოვე
მაინც ბავშვებში,
უდაბნო არის საქართველო
მონომანისთვის.
სამგლოვიარო მე არ ვიყავ
მარტო შავებში,
ვიცი, აქამდე ვიტანჯები
მარტო ამისთვის.
მაგრამ ჩემია მგლოვიარე
ძველი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდელი
და მალარია.
ძვირფასო მამა, იყავ იქაც
ყოველთვის მშვიდი,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ დატოვე
შვილი პოეტი.
და მეასეჯერ გადიხადე
იქ პანაშვიდი,
რომ დამიწყნარდეს
მე ცხოვრება მიეთმოეთი.
მე მხოლოდ შენთვის ავატირე
ძველი არია,
ძვირფასი მამა - გიჟი ღვდელი
და მალარია.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 00:20 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავისუფალი იყო და არიწინათ და ახლა თვითონ მყინვარი,
თავისუფალი იყო და არი,
თერგი, არაგვი და დარიალი.

თავისუფლება არ აკლდა ღრუბლებს,
თავისუფლება არ აკლდა არწივს.
სხვისი ბრძანებით ამ უღრან მთებში
არც მეხი ურტყამს, არც თოვს და არც წვიმს.

თავისუფლება მხოლოდ ხალხს აკლდა -
ედო მონობის მძიმე უღელი,
თავისუფლება რომ აქ დასახლდა
ჩვენი თაობა ამას უმღერის.

რომ ერისთავი ერისთავობით
და სიამაყით მყინვარს წვდებოდა
და თან შიოლა ღუდუშაური
ერისთავობას ედავებოდა.

- „შიოლა ღუდუშაურო,
სკამს იჯექ ერისთვისასა,
აქამდე ჭამე აჩხოტი,
ახლა მე გაჭმევ ქვიშასა“.

იკმარა ხალხმა წამება ტყვილად
და გამოიღო საომრად ხელი.
ხომ ათასია ახლა გულადი,
წინათ რომ ერთი იყო მთრეხელი.

დარიალიდან ღართისკარამდე
და ან სანამდეც თვალი მიუწევს,
სოფლიდან სოფლად, აულით აულს,
ახალ ცხოვრებას ეყრება ფუძე.

თავისუფლება წინათ და ახლა
არ აკლდა მყინვარს, თერგს და დარიალს.
თავისუფლება დღეს ხალხს ეახლა
და ყველა აულს სხივით დაიარს.

ყველა არაგვის და ქსნის ერისთავს,
ყველა ნუგზარს და ღუდუშაურებს,
სისხლის წვიმების ცოდვა რომ ტვირთავს,
მიწას აჭმევს და ქვიშას შეურევს.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 00:30 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაფიზის ვარდი მე პრუდონისჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.
და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემ ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე
ვნებიან თვალებს.
და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.

ვიცი, რომ მოვა საყვარელი
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.
მეც წავუკითხავ და ვუმღერებ
ჩემ ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს.
ჩვენ სილამაზე.

ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვსტირი ანტრაქტებს.
დავიწყებული ძველ სიტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.
და თუ არ ამყვა ხმა სიმღერად,
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი...
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 01:28 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ატირდება ჩემს ლექსებზე ქალწული ქალი,არ გაუღიმებს თანაგრძნობით მწუხარ სტრიქონებს;
გადირბენს თვალი დაბნეული, ზარმაცად მალი,
სასტიკი გული დამწველ სიტყვებს არ მოიგონებს.
ჩემი ლექსები სხვა წიგნებზე, სხვა წიგნთა გვერდით
მარტო იქნება, როგორც მარტო მე ვიყავ ხალხში.
ზოგს ვარდი სუნთქავს, მორთულია ზოგი ხავერდით,
ჩემი წიგნი კი გახვეულა სულ მტვერის თალხში.
მაგრამ ვინ იცის, იქნებ ელის მას მეგობარი,
რომელმაც იგრძნო სიღარიბე სიტყვის სევდისთვის,
იქნებ იმასაც აწვალებდა გრძნობა ამგვარი,
რომ დიდი სევდა გაემხილა თრთოლვით სხვებისთვის,
და, როგორც მკვდარი, გავაცოცხლე მე ქალაქები,
ჩემ მოკლულ გულსაც გაუჩნდება გამცოცხლებელი,
ატირდებიან სახელები ჩემგან ნაქები,
და მარადობის საუკუნოდ მე ვარ მხლებელი.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 17:00 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა, დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვილიფებში მშიერი მგლები
და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,
დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები
და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.
და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,
რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,
კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,
თუ კიდევ შერჩენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს...
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 17:25 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბირნამიის ტყე... ქალდეას ჩრდილი,ლორდი პიერო მოღუნულ კუზით,
ლედი მაკბეტი პერანგგახდილი
გადამთვრალ სტუმრებს მუხლებზე უზით.

მოჰყავთ არტური ავადმყოფ ჭინკებს,
მოწყვეტილ ფეხით ჭიანურს უკრავს,
თავისმკვლელები ავსებენ ჭიქებს
და ულოცავენ ამაყ მოურავს.

ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო,
ფარშავანგების შემოჰკრა ალყა
და ოფელიამ თვალი მოავლო,
ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა.

დგება ტაძარი სახრჩობელაზე
ფეერიული და ეფემერი.
არვის ვენდობი, მაგრამ ყველაზე
უფრო მაწვალებს სინაზით მერი.

და კოლომბინას ჭლექის ხველაზე
შეატრიალებს კარს ნოემბერი.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость