ტიციან ტაბიძე
|
|
nukria | Дата: ორ, 22.08.2016, 22:09 | Сообщение # 61 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი,მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
სოღანლუღიდან თათრის ბიჭი მოდენის ვირებს და მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს, რომელი ერთი ან დამძრახავს, ან გაიკვირვებს, რომ უკან მივსდევ ჩემ დიდებულ თანამედროვეს.
მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა, ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა, და თუ მაწუხებს, მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი, რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი. რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა, რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.
ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი, მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე; ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი, ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 22.08.2016, 23:36 | Сообщение # 62 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სომხეთში 1. ქვათა ღაღადითითქო გაცოცხლდა ძველი მითოსი და ციკლოპები ანგრევენ ლოდებს, მოხეთქილ კლდეთა შვავი, ხრიალი შიშსა და ძრწოლას ხეობას მოსდებს.
ბოლშევიკური იბრძვის წერაქვი, და რაც ოცნებად კაცი სახავდა ჭირში და ოფლში წყეული შრომა განთქმულ გმირობის საქმედ გახადა.
აღარ შენდება ხალიფებისთვის დღეს ეს ქალაქი - როგორც ბაღდადი. გამოდის ხალხი სოროებიდან, ძველი ცხოვრების დაგმო ადათი.
თუ ხარ მოყვარე - ხომ გაიხარე, და თუ მტერი ხარ - მოწყდი და წადი. აღარ დაინდობს მუხანათობას ეს მოპირული ელვარე წალდი.
განა თუ მართლა ტყვილად ხატია გერბზე ნამგალი და ან ჩაქუჩი? გამოიცვალა ადამიანი და გაიტეხა ბუნება ურჩი.
თითქო აღელდა კლდეთა უდაბნო და დააგორა ლოდები ზვირთად, ვაშა მარჯვენას, ვინც ამ სტიქიის წინამძღოლობა თავზე იტვირთა.
მე თვალით ვნახე ეს გალაშქრება და მოვიხადე მეც ეს სახადი, ნაქებ შირაზის ვარდის მაგიერ ქვათა მუსიკის გავხდი საადი. ასე დავწერე თანამედროვე, სოციალისტურ ქვათა ღაღადი...
2. ლაჟვარდი ლაჟვარდს!..
ლაჟვარდი ლაჟვარდს გადადნობია, ცის ლაჟვარდითა სევანი სავსე. შურდულებიდან ისვრიან კლდეებს, მთებს გაუმართავთ შახსეჲ-ვახსეჲ.
პირი შეუკრავს შავად უდაბნოს, ღრუბელთა ჯარი თავზე აბურავს. მთები დამდგარან მინარეთებად და შესდგომიან თავის ალ-ყურანს.
მოსკდეს მეწყერი... და მიწაც იძრას, მოვარდეს წარღვნის, წვიმების თქეში; პოემა ლურსმნით დაწერილია და გადარჩება ეს ”გილგამეში“...
3. და ავტოდორი დიდ უდაბნოთა...
არ უნდა ამ კლდეს ზედმეტი ხორცი და არც შერჩება მას თხელი კანი, ასე დაიქცა დიდი ზვართნოცი, ასე დაიქცა ლენინაკანი, ასე მოედვა ცეცხლი ზანგეზურს.
მაგრამ ვერ დაშლის ახალ ცხოვრებას, სოციალიზმის ტემპით აღგზნებულს, მიწისძვრისა და მეწყერის რისხვა და შორს გაჰყვება საუკუნეებს ბოლშევიკური წელთა აღრიცხვა.
და მეცოდება მე ჩემი თავი, როგორც საწყალი ჩიტი ნიბლია, როცა ამ ველზე წამოქცეულა გილგამეში და თვითონ ბიბლია.
თითქოს ახვეტეს დევებმა ქვები და სათითაოდ კლდე აალაგეს. მაგრად დაკეტილ სამოთხის კართან მე გადვყურებ მწვანე ალაგეზს.
როცა გადგია თავზე ზვინებად ყოველი მხრიდან მთა არარატის, გჯერა, აქ ითქვა თავდაპირველად უკვდავი სიტყვა - აწ და მარადის.
ძველ ქვეყნის წარღვნის მეც ვარ მოწამე, ვუყურებ სჭედენ ახალ კიდობანს. ვინა თქვა ჩემზე დარჩა წარსულში, ახალ სიმღერას ვეღარ ეტყვის ბანს.
ალბათ ერია წარღვნის მტრედებში უთუოდ ერთი ბერი ქედანი, ჩქარა სიმღერა, ამხანაგებო, თორემ დაგვიდგა ლექსის სედანი.
- ეს გილგამეში და ეს ბიბლია, სოციალიზმის შენების ტემპი. მესმის უწყალო კრიტიკოსის ხმა, - შენ, ძმაო, მაინც ძველ გზებსა სტკეპნი.
განა არ ვიცი, რომ დაშნაკებმა სულით ხორცამდე ხალხი გაყვლიფეს; მაგრამ რა ვუყო, რომ ვხედავ კიდევ ასურულ ლურსმნის იეროგლიფებს.
მე უცხო თემში ვიყავი სტუმრად, მაგრამ იქ უცხო არავინ არი. ვუსმენ ჩარენცის “ეპიურ დილას“, მხიბლავს მარტიროს, მე, სარიანი, და ქართულ ლექსით ალაპარაკდა ისაკიანის “აბულ-მაარი“.
და ავტოდორი დიდ უდაბნოთა თავს გადმოგვყურებს მთა არარატის, ბდღვრიალებს ზანგა - რომ პოეტებსაც ექნებათ ძმობა - აწ და მარადის...
4. ახდა ოცნება პოეტებისა...
ოვანეს თუმანიანს
რომ არ გინდოდეს დღეს მოგონება, წარსული მაინც გულს მოაწყდება, როცა დახედავ ამ დიდ ხეობას, პატრიარქების გამოვა წყება.
მახსოვს, ოვანეს, შენი სითეთრე და დაუქრობი ღიმილი, ელვა. შენი უძირო გულის ფართქალი, თურმე ყოფილა სევანის ღელვა.
ახდა ოცნება პოეტებისა. ძმა ძმას არ ებრძვის, სომეხი - ქართველს. დახედავ შენ მწყემსს, გუშინ ბოგანოს, დღეს თავის ქვეყნის პატრონს და მმართველს.
შეერთდნენ ერნი კავკასიისა და იმღერიან ერთ სალამურში. სიმშვიდე ჩადგა ჩვენს ქვეყანაში და აღარ ტირის შენი ანუში.
ჩვენ აქ მოვედით ძმობის სიმტკიცით, ვთქვათ, რომ პოეტებს ერთი გვაქვს ღერო. მხოლოდ პირველად შენგან მოგვესმა, რაზეც ჩვენ აწი უნდა ვიმღეროთ.
და ლორის თაფლზე უფრო ტკბილია, ტკბილო ოვანეს, შენი სახელი. დაევსოს იმას ორივე თვალი, ვინც არ იწამოს თვალის გამხელი.
შენ გერგებოდა, დაგშვენდებოდა, რომ ყოფილიყავ ამ დროშის ტარი, და ხელმეორედ ჩვენთვის გაცოცხლდი, თუმცა არ იყავ არასდროს მკვდარი.
5. სალამური რომ სალამურია
გრიგოლ ორბელიანი ასე იწყებს თავის ”სადღეგრძელოს” ანუ - ომის შემდგომ ღამე ლხინს ერევნის სიახლოვეს...
- ”შეწყდა ბინდისას ომი საზარი. დადუმდა არე, სად ჰქუხდა ბრძოლა. გამარჯვებული მოილხენს ჯარი, ურდო ცეცხლებით განათებულა“...
- დაინგრა მაშინ ერევნის ციხე და გაიპარა მისი სარდარი. მაგრამ დიდი ხნით აღარ ჩამქრალა აქ დანთებული ომის ღადარი.
ამ ხეობაში აქამდე ჰყრია დაუმარხავი ლტოლვილთა ლეში. წვიმა აწვიმებს და თავზე ათოვს უდაბნო ქართა სილა და ხრეში.
და თუ არაქსი ასე ხმაურობს, ობლების ცრემლიც მიმატებია, მამა წყევლიდა იმ გაჩენის დღეს, როცა შვილები დაბადებია.
ბარად ურჯულო მტერი მუსრავდა, ხელს უთავებდა მთაში ზამთარი და მშიერ ლანდებს უკან დასდევდა გათამამებულ აფთართა ჯარი.
მიწის ჯურღმულში გათხრილი სორო, უფრო გარეულ მხეცის ბუნაგი, აქ კაცს მიაჩნდა თავის კერიად, მაგრამ დაადგა თავზე მსუნაგი.
გახედავ სოფელს - ცეცხლი ედება, ააწიოკეს ყველა ერთბაშად, ცეცხლის გმირია ყარა-ბექირი, ამ ხელობისთვის უწოდეს ფაშა.
განა თუ მარტო ოსმალო წვავდა ყველა მეზობლებს, შიგნით და გარეთ არ დაუკლიათ ხოცვა და ჟლეტა, ასე უთხრიდა ძმა ძმას სამარეს.
და კაცს ეგონა ეს სისხლის წარღვნა მაღლიდან იყო გადმოვლენილი, მაგრამ სხვა კაცი მაშინ გამოჩნდა, და ეს სხვა კაცი იყო ლენინი.
დღეს აღარ ერჩის სომეხი ქურთსა, სომეხს ქართველი, ყველას - თათარი. ეროვნულ შუღლის ძირი რომ ახსნას, აქ პიონერიც უკვე მზად არი.
და უკრავს მშვიდად მწყემსი სალამურს, პიონერების ისმის დაფდაფი და ისტორიის სიზმრად გადადის ერევნის ხანი, ერეკლე-თაფა.
ვართ მოკავშირე იმ თაობისა, რომელსაც მარტო სწამს კლასთა ომი. ბევრს ჩაეშალა შავ-ბნელი ზრახვა და წაუხდინეთ ბევრსაც ნახტომი.
ეს ის ადგილია, სადაც გრიგოლ ორბელიანი წერდა თავის “სადღეგრძელოს“ ანუ - ომის შემდგომ ღამე ლხინს ერევნის სიახლოვეს.
ჩვენც ერევანის ვართ სიახლოვეს, და ვზივართ ერთად სარდარის ბაღში. ახალი ისმის აქ სადღეგრძელო, უფრო ახალი ვაშა და ტაში.
ჩვენ, კავკასიის ხალხთა პოეტებს, ერთი გზა გვაქვს და ერთი მანძილი. სოციალიზმის აშენდეს ფუძე და ხალხს ეღირსოს მშვიდობის ძილი.
ვინც თვალით ნახა ქვეყნის დაქცევა და ავსებული ხევები მძორით, ნახა, რომ იქცა ველურ უდაბნოდ, ველი მორწყული ოფლით და შრომით,
ნახა ამ ექვსას ვერსზე გაჭრილი ეს სასაფლაო და ეს უდაბნო, განა არ გვმართებს, ამხანაგებო, რომ სხვა თაობას ჩვენ ეს ვუამბოთ?!
და არ იქნება ეს სადღეგრძელო, ეს ცრემლი არის და ჟრუანტელი. სხვა რომელ ქვეყნის მგოსანს ექნება მიზანი, აზრი უფრო ნათელი.
სალამური რომ სალამურია, ხალხი იმითაც ცრემლებს იხოცავს. ამხანაგებო, ვთქვათ ის სიმღერა, რაც ხალხს იმედის სხივებით მოსავს.
6. აღზევანს წასვლა
არც ასე შორსაა ეს აღზევანი, თუმცა პირველად დღესა ვარ აქა. სჯობს გამოტეხა... არ გვაქვს ქართველებს უცხო ქვეყნების მოვლის ბარაქა.
მაგრამ მომესმის ქართველ მეურმის მე სევდიანი მტრედის ღუღუნი: თითქო ამ ხმების მადანი იყოს ეს თვალუწვდენი კლდეთა ჯურღმული.
„აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო, ჯერ დედას გადავეხვევი მერე შვილსა და ცოლსაო“.
ასე მგონია, ცა გაიპო და გულზე მომედო ათასი შვილდი, ასე მგონია, ერთად ამღერდა ათასი ვანო სარაჯიშვილი.
ლამაზი ცოლი, მარილი - ბროლი და სიხარულის ცრემლის კურცხალი, გულზე მიუშვეს ყველა ღარებით ადიდებული ბერდუჯის წყალი.
დგანან თუჯების მოურავები აყუდებული ბაბილონამდე, ათას სალამურს ხმა შეუწყვია ალიონიდან ალიონამდე.
ასე მგონია კამეჩის უღლით მეც პოეზიის მივალ აღზევანს, და რა იქნება ისეთი ტვირთი, ვერ გაუბედოს წელმა აწევა...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 01:24 | Сообщение # 63 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სკვითური ელეგია Iმაშინ ოვიდი სტიროდა აქ რომს და იქ დარჩენილ შვილების ალერსს. ფოლადის ნაჭედს დროც ვეღარ აქრობს, რომიც ვერ უძლებს ადუღებულ ლექსს.
ასე სტიროდა აქაც პუშკინი ნისლით დაბურულ პეტროგრადის ცას. თითქოს ეს იყო ჯერ კიდევ გუშინ და პეტროგრადი აღარ დაიქცა.
აქ ალექსანდრე მაკედონელმა ამორძალების შემუსრა ჯარი, მაგრამ გასცვალა ქალის ქამარში ლომმა ლომური თავის აბჯარი.
უტეხდა ცხენებს მაგარ ხერხემალს აქ გადამთვრალი სკვითების ურდო. გზად გაუვლია აქ მაჰმადის ხმალს, რომ დუნაიზე გადაეყუდოს.
ბევრი სხვა ტომი, ბევრი სხვა თესლი ამ ზღვის ნაპირებს გადაერია, მაგრამ დამშვიდდა იმათი გესლი, მწუხრის ნისლშია დღეს ქიმერია.
რა მინდა მე აქ? რისთვის მოვედი? ლექსებმა გული რად ააფეთქეს? ყელწაგდებული იმღერის გედი, პირდაპირ სცემენ შუბლს და საფეთქელს.
მაგრამ გადავა კიდევ სხვა ტომი, იქნებ ევქსინის პონტიც ამოშრეს, მხოლოდ იცოცხლებს ლექსის ატომით რაც პოეტის გულს დაღად ამოჭრეს.
მაშინ ოვიდი სტიროდა აქ რომს და იქ დარჩენილ შვილების ალერსს, ფოლადის ნაჭედს დროც ვეღარ აქრობს და მეც ვაგრძელებ გაუწყვეტავ ლექსს.
II განა თუ მართლა გადმოვიკარგე, მე ჩემი ნებით გადმოვიკარგე. ვნახე სკვითების ველური მხარე, ვიცი ეს მიწა მე აღარ მარგებს... მე მართლა მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ეს გრძნობა ვის დავაჯერო, იქ მოსატეხი რომ გახდა ყანა, მე აქ დავეძებ გვიმრების ჩეროს. და სტირის ჩემში პუშკინის ლექსი, დგება სკვითია და ქიმერია. მე ვის მოვთხოვო ეხლა ალერსი, როცა ცრემლები გულს მოერია. ჩამოიტირებს ბრმა მეფანდურე და აატირებს ქრისტეს ბაზარზე, ამბობს ცრემლებით ქვეყნის სამდურავს ძუით მიბმული ძაღლი ბაწარზე. მე მეტირება, არ ვიცი რაზე, მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა. ათასჯერ გული რომ გადავრაზე მაღირსეთ ერთი ცრემლის გაშრობა. სტირის მოხუცი ქვეყნის აღსასრულს, და აკვანიდან ამის მოლოდინს, მეც ქარიშხლიანს ვიგონებ წარსულს, მელანდებიან ზღვაზე სკვითები და სინანულის ცრემლი ჩამომდის.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 01:25 | Сообщение # 64 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოდის საღამო, ეს დღე ილევა და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა. აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება და წალენჯიხა ისევ ისეა. მწვანეა ველი ახლო მდებარე და გზაში შეშა მიაქვთ ვიღაცებს. ქრიან ბავშვობის მოგონებანი და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე. ახლოს მტერია დაუნდობელი და მოდის წვიმა, სუფევს ავდარი. ჩანს წალენჯიხა – ჩემი სოფელი, ჩანს წალენჯიხის ძველი საყდარი. და ქარიშხალი სოფელს არ აცდა, ამნაირ იღბალს არც მე ავცდები. კვლავ ჭადრებია ეკლესიასთან და იქვე ახლო დგანან ცაცხვები. მოდის საღამო, ეს დღე ილევა და ირგვლივ სოფლის თეთრი სივრცეა. აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება და წალენჯიხა ისევ ისეა (ტერენტი გრანელი)
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 07:02 | Сообщение # 65 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაუხედნავი კვიცი იყავიდა სისხლიანი როგორც ჩაღატარ. დარჩები ლექსში გაურიყავი, ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.
მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების და მოატანე დარიალამდე. სული სულს როგორ დაემალება?! ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.
განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი, რომ გადარჩენა არ გხარებია?.. ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი, სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..
გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი, მოურჩენელი გულის იარა. თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.
გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო. ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში, სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.
და გულში სტირის შენი ანდერძი: სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად. წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი წამოიზრდები სისხლის ტომარად.
ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი, მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს, სული დააპეს და მერე ძორი... ძორიც ძერებმა გამოათავეს.
ასე უჭირდა ალბათ ამირანს რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი... შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს - პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.
ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ, შენზე ღრიალით გასკდა არღანი. საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ, რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...
სამწუხაროა ყველა ესენი და უფრო მწარე კიდევ ის არი, ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ! ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..
ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს, ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 07:08 | Сообщение # 66 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაისი ყველგან არის მაისი,მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი, და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა! ერთად გააღო ცამ შვიდი კარი და ზღვას სარტყელად გადაუარა.
თეთრ ზამბახების დგანან ფარდები, გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს, და ისე ყრია თეთრი ვარდები, თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
გაღებულია სამოთხის კარი და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ, ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი: მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე
ულამაზესი - ედემის დარი მხოლოდ ქალები გადავუშენოთ. გაღებულია სამოთხის კარი და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 07:42 | Сообщение # 67 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს სულ ერთია, მაინც გაუგებარიაშეიძლება წერა იეროგლიფებით. თითქოს პატარა ბავშვი ვარ დაფაზე გრიფელით და ჩემი სულიც სხვას აბარია.
მადონა დეზერტირის ბაზარზე (უსათუოდ თემაა ახალი), გულგრილობით ქვეყანა გადავრაზე „დასავლეთის დივან“-ს დასწერდა ბაყალი.
მე თვითონ მიყვარდა წინათ ლირიკა, მზად ვიყავ უმიზეზოდ მთელი დღე მეტირა. დღეს ყველა იმედი მართლა გაირიყა - ლირიკის პოეტი მგონია მესტვირე.
მართალი გულით, უკანასკნელ თავის განწირვით, მივმართავ ყველას - უსათუოდ გამომიტირონ. ლაფორგის კვირა ჭიანურის ატირდა წირვით დაწყევლილ პოეტს ნუ ამადლით, როცა გთხოვთ მირონს.
წვიმს შემოდგომა წარღვნის წვიმით... მე ვარ ორპირში და ეს გრიგალი მოთხრის ღამე, - ხომ იხტიოზავრს. მე მეჩვენება ჩემი თავი მეფის პორფირში, სოველი ჭინკა თავმდაბლობით მეუბნება ზარს...
მე თვითონ მივდევ ყოველ წასულ დღეს; მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარეს. თორმეტმა ღვდელმა მამა გასუდრეს, მე ერთი ღვდელიც არ ამიგებს წესს...
და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია, მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე. ასე ატირებდა პოეტს მალარია, ასე გაუგებრად წერდა ტიციან ტაბიძე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 07:43 | Сообщение # 68 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე თქვენზე ადრე ვეკითხები ჩემ საკუთარ თავს -რად მოიღუნა ასე სული, ან რამ არია? ნაწამებ წამებს ბედისწერა ერთმანეთს ართავს, ორია რკალი: სატურნი და მალარია.
სიყრმიდან ვისმენ განუწყვეტელ მე ერთ რექვიემს, ვარსკვლავად დასხდენ ბაყაყები ქალდეას ზეცას. მკვდარი ბუზები ობობას ქსელს გამოერკვიენ, ასე მგონია, რომ ეს ქსელი პერანგად მეცვას.
სამშობლოს ბედი... სიყვარული... რაც სხვას აწვალებს, არ დამავიწყდა, ჩამომართვით სითამამეში. ყოველი თვალი მომაგონებს ბრმა მამის თვალებს, ჩემზე სტირიან ეს თვალები თავის ღამეში.
ჩემ ეზოს ჩრდილში მოწყობაზე მეც მიფიქრია, ახ! მეც მინდოდა, რომ მქონოდა სახლი და ფუძე! დღეს ხეტიალში ყველა გაჰქრა, ანდა მიჰქრიან დიდების ძეგლად, მხოლოდ დამაქვს ჩემივე კუზი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 14:38 | Сообщение # 69 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულში იმ ცრემლის ცივი ბზარია - ბრმა ტყვიასავით მძიმე და ავი, მე ვდარდობ ახლა უფრო ძალიან - რომ აღარც დარდის აღარ მაქვს თავი. ვიღაცა კოვზით საწამლავს მაძლევს და ცეცხლის ჟინი შერჩა სველ ასანთს, ვიღაცა მიმსხვრევს მტრედისფერ ტაძრებს და სიზმრად ვხედავ ტაძრების ფასადს. აწვიმს ოცნების მაღალ ტერასებს, აწვიმს ფოთლებს და ფოთოლთა ცვენას... ვდგავარ სიზმრების მტვრიან სცენაზე და დაწუნებულს ვთამაშობ სცენარს. გავა ჟამი და სიცოცხლეც გავა, და, ალბათ, ცოდვას ღმერთი მაშორებს, ახლა დაღლილნი ერთმანეთს ვგავართ, როგორც ბავშვები - სათამაშოებს! ვერც რამ გითხარი - რომ ჩვენზე მაღლა და ჩვენზე უფრო ეშმა აღზევდა, და მოწყენილი ვიხსენებ ახლა, რომ მაშინ რაღაც არ გამახსენდა. რომ უშორესი ცეცხლი მიცხრება და წყვდიადივით მძიმეა ფარდა, და მავიწყდება, რომ დავიწყებას სიკვდილიც უნდა-სიშორის გარდა; ვერ იქნა, ეშმა ვერ მოვიცილე, ვერც ტყვიის ავი ზუზუნი ყურთან... ყრია დღეების მწარე სიცივე, როგორც მათხოვრის ფეხებთან ხურდა. ... მოვკვდები ალბათ, შენი თვალების მხოლოდ სიზმრებში მონახულებით... ...კოჯრის ტყეებში დაწრიალებენ ჩემი ლექსების მოლაღურები...
Сообщение отредактировал nukria - სამ, 23.08.2016, 14:39 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 23.08.2016, 14:45 | Сообщение # 70 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოოხრავს მტკვარი პირგაგუდული და შეიკვრება ტაოს საყელო. გამობრწყინდება მთვარე ქურდული, რომ დაეზმანოს სარგის ჯაყელი. რამ ამოზიდა ეს გოლიათი? ცხენს ხერხემალი ვინ გაუმაგრა? ურჯულო თათრის რეკავს საათი, ვაი თათრების ყანას უმარგლავს! კოხტაგორაზე შეხვდნენ მთავრები, ასე შეფიცეს ტაშირის კარებს: დასწვან ურჯულო, როგორც ყავარი, ქართული ხმალი თუ გაიხარებს... და იყო ეს ხმა ჩუმი გუგუნი, ყველა მონასტრის რეკდენ ზარები... შემოიპარა ღამე უკუნი, მიიღო შეთქმულთ ეს ზიარება. თავქვე დაეშვნენ ათაბაგები გზას უჩვენებდნენ ცოტნე დადიანს. ეს მხარე შოთას არის ნაქები, მაგრად უჭირავს ლექსს გრძელ ვადიანს. მაგრამ მე მინდა მაინც ავტირდე, ტანზე მაცხია მონგოლის თაფლი. სიცოცხლევ, რაც რომ ძვირად არ ღირდე, ასეთი ტანჯვით ერთ წამში გაგცვლი!.. მაღალი არის კლარჯეთის მთები, ჯაყელის ლანდი სცილდება თავზე. გულო, აენთე, თუ აენთები, ნაგუბარ ლექსით ეხლაც ამაგრე. არ გამოცვლილა ჩვენი ქვეყანა, მეც ხომ პოეტი ვარ სასახელო. ხალხმა იკმაროს, რაც იყაყანა, სიტყვა გეკუთვნის, სარგის ჯაყელო!.
|
|
|
|