ტიციან ტაბიძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ტიციან ტაბიძე
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 17:42 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსოვს რუსული ყანა და ქერი,მოგყვები ბავშვი, როგორც ჯადოქარს.
შენ კი მისცურავ, როგორც ნამქერი,
შენ როგორც ქრისტე მიყვები ამ ქარს.

Я был в России, Грачи кричали
Весна смеялась в мое лицо.

და ნიავს მიაქვს ყვითელი ჩალა,
იშლება შენი თმა თაფლისფერი.
და სტირის ყვავი, ყვავი ყვანჩალა
ლექსებით ასე რომ მოეფერე:

Я был в России, Грачи кричали,
Грачи кричали: зачем? зачам?

შენთან ვიყავი, ყვავი ტიროდა,
რაზე ტიროდა, ვიცი მე განა?
მეც ხომ მდუღარე ცრემლი მდიოდა,
მაგონდებოდა ჩემი ქვეყანა.

და დამთუთქავი ეს ათი წელი
ვერ დამავიწყებს მაშინდელ ზაფხულს,
ამდენ ხანს ასე თუ გავუძელი
ამდენ სიყვარულს, ამდენ სიხარულს.

ამ ზაფხულს მოკვდა ვაჟა-ფშაველა,
მახსოვს ცრემლებით შენ ეს გითხარი,
ის სიკვდილის წინ ითხოვდა ბალახს,
გახელებული წყურვილით ხარი.

მას შემდეგ დამრჩა გრძნობა ასეთი,
რომ ერთად ორ მზეს თვალი შევასწრე,
მოხიბლული ვარ ამ სინაზეთი
და სიკვდილამდე დავრჩები ასე.

გავიარ ისევ ”ძაღლის მოედანს”
და მივადგები მიკოლას საყდარს,
კარზე დარეკვას ხელი ვერ ბედავს,
ამ სახლს ვუყურებ, როგორც ნატახტარს.

იქ ცხოვრობს გრუშკა - ჩვენი დეკანი,
აქ სკრიაბინი ებრძოდა სიკვდილს,
მე რუსთაველის მომაქვს დედანი
და შუბლზე ცივი ოფლი გადმომდის.

გვიკითხავ მთვარის, თაფლის, მზის ლექსებს
და თეთრი თოვლით სავსეა ქუჩა.
მშობელი მიწის ვიყნოსავ ფესვებს,
ჩემ ზამთრის სულში ჰყვავის ალუჩა.

თითქო ჩასთვლიმა ბალტრუშაიტისს,
ვოლოშინს შვენის ლომის ფაფარი.
და რუსთაველის მგზნებარე შაირს
ზამთრის სინაზე გადაეფარა.

გელის ტფილისი: ”ვეფხისტყაოსანს”
მეორედ ელის დღეს საქართველო.
ცისფერ ყანწებით დიდებულ მგოსანს
მოაგებებენ შენ სადღეგრძელოს.

ფუტურისტები მაშინაც ისე
ლაზღანდარობდნენ ყვითელ კოფტებით,
ჩვენ ძველი დაგვრჩა მაინც სინდისი
და სიყვარულით გულში მოვკვდებით.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 17:44 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა დავტიო უბრალო ლექსშირასაც გული გრძნობს და ხედავს თვალი,
ვარ შემოდგომის უხმო ალერსით
და ჟრუანტელით ერთბაშად მთვრალი.

ოქროყანიდან ვინც არ დახედავს,
იმან არ იცის რაა თბილისი?..
ასე შეჰყურებს გნოლი ბერ ქედანს,
ასე შეჰყურებს ბებერ ცხენს კვიცი.

შორით კი მოჩანს თეთრი მყინვარი
და გზააბნეულ ღრუბელთა ფარა.
თითქო ქარბუქი სულში მძვინვარებს,
თითქო უსაზღვრო თოვლმა დამფარა.

შემოდის სახლში ნელი ფართხუნით
ჩემი მეზობლის ძაღლი ”ცუკრია“.
გუშინ დააგდო მან ხუთი ლეკვი,
მშიერს მუცელი ზურგქვეშ მიკვრია.

დარეკილ კაკალს დასდევს ყვანჩალა,
ჩხიკვი-ზაქარაც თავს აღარ ირცხვენს,
რომ გახდეს ეს მთა თივად და ჩალად
ვეღარ გაუძლებს ამ დავარდნილ ცხენს.

მანგლისიდანაც დაძრულა ცხვარი,
მოაქვს გზა-შარა კრავების პეტელს,
თითქო სურნელობს პური დამცხვარი
და ფიროსმანის ედება კედელს.

სკოლის ეზოში პატარა ბავშვებს
პატარა დოლზე გააქვთ დაფდაფი,
თავს დაჰქათქათებს ოქტომბერის მზე
და ცა კრიალა, როგორც სადაფი.

ბრუნდება ჯარი მანევრებიდან,
მზეს გაუხდია კაცნი რკინებად;
ისმის სიმღერის მძლავრი გუგუნი
და... ჩან-კაიშის დედის გინება.

მეც ჩავუჯდები ჩემ პანტაგრუელს,
ცხენის ჭიხვინი მესმის რაბლესი.
და როცა ქარი სულ გამაყრუებს,
გამოვა ლანდი იოანნესი.

თითქო გავიდა ეს ასი წელი
და ერთი წუთით გადაიშალა,
ვარ მოკალმასე მეც აწინდელი
და საკალმასო გრძელია შარა.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 17:54 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასარგადონის შენ ხვევნა გწვავდადა მუშკამბარით ნაზელი ტანი,
ტბაში ლოტოსის ყვავილსა ჰგავდა,
- ცოდვის საწოლი იყო აკვანი.
სასტიკი ომის საყვირი მოსთქვამს,
კოცნის ისარი გასროლილ ისარს.
სიკვდილის წინეთ შენზე ფიქრი კლავს
მონას, მეომარს, ამაყ სპასალარს...
ვინ იტყვის ახლა, სადაა ტანი,
რომელი მიწა ფარავს სარკოფაგს,
ასეა ჟამი - არვის გამტანი,
ასეა ჟამი, არავის ზოგავს...
და დარჩა ქვეყნად ცისფერი თვალი,
ციცინათელად დაფრინავს ღამე.
მასზე ლოცულობს პოეტი მთვრალი
ღა ორივესთვის არის სიამე.
და დიდხანს ივლის ცისფერი თვალი,
ბევრი მგოსანის დახუჭავს თვალებს,
თვის მარტოობით თვითონ დამთვრალი,
სხვის მარტოობას ღმერთს შეაბრალებს.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 18:05 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ას წელიწადში ერთხელ რომ უცებცა გაიღება და იცის ყველამ,
მემატიანე არ ვგავარ ხუცესს,
მაგრამ მეც დამწვა ამ ცისარტყელამ.

ანდა რა არის მართლა პოეტი,
თუ ცის გაღებას თვალს ვერ შეასწრებს,
ვსარგებლობ ზღვაზე განმარტოებით,
მივყვები გემის აფრენილ აფრებს.

გემი ”ილიჩი“ დადგა სოჭაში,
რითი არ არის ახალი არგო.
მოგონებების ვიხრჩობი ჭაში,
მინდა ამ გრძნობას ლექსი მოვარგო.

როგორც ბავშვისთვის დედის ალერსი,
ისე ტკბილია ევქსინის პონტი.
ნაღველმა გული რომ გადალესა,
ჩემო სამშობლოვ, შენ მომაგონდი.

ვუახლოვდები შენს ჩრდილო საზღვრებს:
ლომკაცს, კახაბერს, მომაქვს ლექსები,
და თუ რკინისას ვერ გარჭობ პალოს,
შენი მიწის ხომ ვწოვე ფესვები.

და გადავწყვიტე ასე უეცრად
დავწერო შენი სისხლის პოემა,
თავს არ დავზოგავ - მექეც მეწყერად,
ჩაგატან, რაც გულს მოეპოვება...

ტიროდა ამ ზღვით ოვიდი ნაზონ,
უფრო კი რომსა და საკუთარ თავს,
რაც უნდა ენა გადამირაზონ,
მე ვიტყვი ჩვენი გზების დაბურღვას.

გვიცვლიან ჩვენ გზებს... ოფლში გაწურულს
რომ შეუცვლიან სიცხის სასთუმალს,
მაგრამ ვერ ვხედავ ჯერ ვერც ერთ უფსკრულს
და ვერც ერთ მწვერვალს, ჩვენგან გარდუვალს.

გამწევი არის ეს აგონია,
აღარ თავდება ცეცხლის საკირე
და ამაღამაც ასე მგონია,
რომ მოადგება ქრისტე ნაპირებს.

და როგორც ამ გემს გავარდა ღუზა,
ცას გაეხსნება სიმძიმით კარი
და თეთრი, როგორც იალბუზია,
დამესიზმრება ერის სიზმარი.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 21:19 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს სულს ასარკებს მოგონება ცხელი ასულის,ფატმან ხათუნი ელანდება ძილშიც ხარბ თვალებს.
მიყვარს ეს ლანდი, მაშინაც კი, როცა მაწვალებს,
შეიძლებოდეს დაბრუნება ნეტავ წარსულის.

მუტრიბ მომღერალთ ისმის ქება აქ სიყვარულის.
ალიონამდე ჰკოცნის ფატმან ავსებულ ყანწებს
და კუროების ქარავნები ამტვერებენ გზებს,
ელიან ნახვას ნდომისაგან ფერგადასულის.

არ დაიღლება მისი ტუჩი კოცნით არასდროს,
სულსაც მიინდობს, რომ ღალატით შემდეგ დაღადროს,
მისთვის ერთია ჩაჩნაგირი და ავთანდილი.

ფატმან, ოცნებით ცხოვრობს სული შენს ცხელ საბანში,
ის შენი ტყვეა, როგორც თაგვი სინის ხაფანგში
და თრთის ქედანი აქ ძერასთან ომგადახდილი
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 21:21 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ექვსი წელია ვემზადებიდავწერო ლექსი: - Dimancpe,
ამას ჰქვია ლაფორგის კვირა.
ასეთი უჟმური კვირაც არ მახსოვს,
ზარები ქალაქშიაც არა რეკავენ -
ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული.
ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა,
ნაღველი გულში ჩამექცეოდა.
შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა -
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.
კოტე მარჯანიშვილი,
სანდრო ახმეტელი,
შალვა დადიანი
და უშანგი ჩხეიძე,
ზიან ტანტების ცირკში -
კულა გლდანელის იუბილეზე.
ვინ მისცათ ყარაჩოღელებს
ამდენი ტემპერამენტი?
საწყალი გლდანელი დგას
გაკოტრებულ სოვდაგარივით.
მის წინ ძველი პორტრეტია,
- რკინაჩამოსხმულ ადამიანად.
პაოლო იაშვილის მაგიერ
სიტყვას ამბობს „არბიტორი”:
„შენ დაუკა, ვანუა”.
თავისმკვლელებივით მოდიან რუსთაველზე
გაფრინდაშვილი და ნადირაძე
და შემდეგ ერთად ვიხრჩობით
„მხიარულ ქვრივზე”.
ეს ლექსი ვარიანტია
ერთ გაუქმებულ კვირის.
შემდეგ ალბათ ამისთვისაც
ვეღარ მოვიცლით -
ყველაფერი წინ მიდის,
იწყება ლექსის ელექტროფიკაცია.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 21:23 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს არ არის ის უდაბნოს აჯანყება,რომელსაც აწყობდა ლოურენსი,
როცა იმპერიალიზმი კარებს აწყდება
და აქლემს უნდა, რომ გაძვრეს ნემსში.
აქ თუ იქნება მეფე ფეისალა
იმნ საულ და ყველა მისთანები,
მხოლოდ იმიტომ, რომ შესვან სამსალა
და საღრჩობელაზე დაკიდონ თავები.
აქ არ იქნება აზრის განცხრომა
და ალ-ყურანის ბულბულთა კვნესა,
ეს უდაბნოა, რომელიც ომმა
სამოქალაქო ცეცხლად დაჰკვესა.
რაც მთავარია, ავტორს ასე სურს,
რომ ეს განკითხვის იყოს პოემა,
რომ ფეოდალურ მონობის წარსულს
ყუმბარის პატრუქს ალად მოებას.
რომ ყოველ სტრიქონს და ყოველ მის პწკარს,
ზოლებად აჩნდეს ანჩარის შხამი,
რომ ჯალათების ყელზე ამ ბაწარს
უფრო უჭერდეს დილა სისხამი.
რომ მისცეს ღარი ცრემლების გუბეს,
რაც ხალხს წამებით აქ დაედინა,
თუ კომინტერნის მონახავს უბეს
საბჭოთა დროშით მექა-მედინა.
გრიგალი გრიგალს ეხათქუნება,
რევოლუციას ცეცხლად შეერთვის,
ასე ახდება ძველი თქმულება
მოსჩანს გვიანი Lux Oruentis.
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 21:44 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
... და მე ხანდისხან მეჩვენებავითომ სამყარო
ბაღია დიდი, დაწყევლილი
და შხამიანი.
მძიმე მხედარნი, შუბლშეკრული
და უაბჯარო
მოჰქრიან: რემბო, ერედია,
ემილ ვერჰარნი.

თითქო შეცდომით შემიყვანა
ვიღაცამ ბაღში
და შიშით ვხედავ გიგანტის ჩრდილს,
მიმფრინავ მხედარს.
უღონო, სუსტი, ავტირდები
პატარა ბავშვი
და თან მრცხვენია, ვიხედები,
ხომ არვინ მხედავს.

როგორ აბრუებს დამწველ შხამით
ყვავილები სულს?...
თითქო მორბიან გიჟი რბენით
აქ კენტავრები.
ცხელი უდაბნო უფრო ცხოველს
უძახის წარსულს
და ცას ეწვება, როგორც ძველ სახლს
ცეცხლში ყავრები.

ვინ მომიყვანა, ვინ გამიშვა
ამ ბაღში ბავშვი?..
დამწვარ ქალაქის ვინ აუშვა
ჩემ სულში ბოლი?..
რად ისვრის გრძელ ჩრდილს მიმფრინავი
ამ მხედრის რაში,
უდაბნოში ვარ, მაგრამ რაა
ეს მწვანე მოლი?..
 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 21:47 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფე ლომკაცმა, თუ მგელკაცმა დაგარტყა კვერთხიდა ჩემ წამებად შენ აღსდექი ქვეყნად, ქალაქო,
ბევრი ვაჟკაცი გალავანთან შემოიფერთხე,
მეც მინდა, გული სისხლის ლექსად შემოგალაქო.
მეც მიმინო ვარ, გოგირდის ტბას შენ რომ ჩაფალი,
მეც სიკვდილამდე წყურვილისგან მიშრება პირი.
ვიცი, სხვა ღმერთზე უწყალოა ქართლის უფალი,
მაგრამ მისი ვარ სამუდამო მე ოქროპირი;
ვიცი, გიცავდენ მეციხოვნე მორკინალები,
ვიცი, ძვლებიდან ამდგარია შენს ახლო მთები,
ვიცი, გთელავდნენ ყიზილბაშის ცხენის ნალები
და წაუჭრიათ ტაძრებისთვის ხმლებს გუმბათები.
თათრების სისხლით მეწამული გამხდარა მტკვარი
და როგორც მოსეს - სააკაძეს ხმლით გაუკაფავს;
გილეწდა კალოს ბავშვებისას თათრის ყევარი,
მიტომ ვერ გენდვნენ თამარ მეფის შენ ძვირფას საფლავს.
ბებერი ძვლები ირაკლიმაც ძლივს გაიტანა,
სული დამარხა ნარიყალას გამსკდარ ბასტიონს,
მესამე უნდა საქართველოს ზღვა შავ ზღვისთანა -
მარაბდის ველზე ვაჟკაცური ქართლი დასტიოს.
ვერ გიბედავდა რუსთაველი პირისპირ შებმას,
ვერც სხვა პოეტმა შენ აქამდე ლექსით ვერ გაქო
და უფრთხის ყველა სამუდამო შენ სისხლის ემბაზს.
ვაჟკაცობისთვის განწირულო, ძველო ქალაქო!..
თავი შეგაკლა საიათნოვამ, უცხო სომეხმა,
გემრიელ წყალით ნაქებია ძველადვე მტკვარი,
და თუ შენ ახლა პოეტისგან მოგესმის შესხმა,
ეს გედი მღერის - ყელწაჭრილი და ცოცხალმკვდარი.
მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ ტფილისის აგონიით მკვდარი პოეტი...



 
nukriaДата: ორ, 22.08.2016, 22:07 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სალამბო ნაზი და მტრედფეხებაკართაგენის სისხლს რა მოიგერებს!
ოცნება შორით თითქო ეხება
ატლანტიდების დაღუპულ ფსკერებს.

შეწირული ხარ იმავე ტანიტს,
წითელი ფეხით დაბმული მტრედი.
სთქვეს: საკუთარი მოკვდება დანით
განწირულია ჰანიბალ ბედით...

მე ასე გიწერ, შვილო, ორ აპრილს,
არ ვიცი კიდევ რამდენი დამრჩა.
ვიგონებ დროშას, კართაგენ დახრილს,
რომ შეაგინეს ტანიტის ფარჩა.

დღეს ტფილისში ვარ... მაგრამ ორპირი
სტირის ჩემ სულში ვაშლის ხეებად.
და მალდარონის ხმა ოქროპირი,
ორივეს ერთად ჩვენ შეგვეხება.

შენ გძინავს, ამის არა გესმის რა,
იცოდე ამ ხმამ უღვთოდ გამსრისა.
 
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость