პაოლო იაშვილი
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:14 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღარიბი ვერლენი
ვერლენს სციოდა, დადიოდა გაუპარსავი, უნდოდა საწყალს ბედის კვალი გამოეცვალა; მას ღვთისმშობელი შეუყვარდა ობოლ დასავით და შველა თხოვა, როცა ღამის ჯვარზე ეწვალა.
მისჯილი ჰქონდა მას ცოდვილი კაფე სავადოდ, ო! რა ერთგულად ასრულებდა თავის განაჩენს; და თუ ხანდახან მას ესმოდა:”ღმერთო, თავადო!” ჩუმად მალავდა სიხარულში ცრემლს გადანარჩენს.
იჭვით უცქერდა თავის ლექსებს და არ სჯეროდა, თუ მისი ნიჭი იყო მართლა დიდი ქონება; მხოლოდ უნდოდა დამშვიდებულ ღამის ჩეროდან, მისი ლექსივით ატირებუილ ხმის გაგონება.
საყვარელ ქალის რაინდობა მანაც გაბედა, მაგრამ საწყალი შეაშინა ქალის დიდებამ, ვერლენს უყვარდა უნუგეშოდ და უცაბედად... და ახლა მთვარის მოჩვენებას გაეკიდება.
და როცა დარჩა უნუგეშო, ცოდვილი, კენტი, ხარობდა მხოლოდ ცაზე ობლად დარჩენილ ღრუბლით, ეხარბებოდა სიმთვრალეში მხოლოდ აბსენტი და სიფხიზლეში იტანჯოდა მახინჯი შუბლით.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:15 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ღამე კუბოში" როგორ მაშინებს ჩვენს სოფელში მე დაბინდება, სიჩუმე მოდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან; მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება, არ ვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.
ცამეტ ეზოსი ატირდება ცამეტი ძაღლი, თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება, მკვდრების ლანდებით აივსება ეს ჩვენი სახლი, მომაკვდავ რაშზე ჩემი თავი მომეჩვენება.
შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი. “გიყვარდეს მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა. წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგასახელი, სანამ მზის სხივმა არ აანთოს ქვისფერი ფარად.”
სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს, გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები. სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს ცივ სამრეკლოზ ჩამორეკენ ღვთის დარაჯები.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:16 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საკუთარ თავს
დაჯექ, დაწერე, დახატე, რითაც ცხოვრება ივსება, მიეც დამშეულ ქაღალდებს საშვილიშვილო თვისება.
გარეშე საქმეს გადარჩი, მან ხალხი გააგულისა, გასინჯე ცეცხლის ღადარში სიმაგრე ლექსად თქმულისა,
ვერ ვნახო სიტყვის გარეშე სხვა მოწოდება მაღალი, ჰანგებით იანგარიშე ცხოვრების აყალმაყალი.
სიტყვა ტოლია ისართა, მიზანში მოეკიდება, დაწერე როგორ იზარდა ჩვენი თაობის დიდება.
როგორ უშენდა სიმარდით ლიახვს გამართულ ანკესებს, როგორ აივსო სიმართლით ღარიბ ოჯახის ჰანგებზე.
დაწერე მტერთა ბანაკზე და სიხარულზე მიწისა, ანდა პოემა განაგრძე დახვრეტილ ჯაფარიძისა.
უნდა თქვა ხმა საკახეთო, მისი ველები გელიან, ან ახალ თვალით გახედო მურძაყან დადეშქელიანს.
რად იყო დასატანჯავი დიდი წოდების პატრონი, რისთვის გააპო ხანჯალით რუსეთის გუბერნატორი.
დაჯექ, დაწერე, დახატე შენთვის ულუფად ნაწერი, ახალ თქმულებად გახადე ამბავი სააკაძესი.
შემომაცქერდა, გული აძგერდა, როგორც ასკერთა ბრძოლაში მიწა, შებრუნდა, როგორც თევზი ფაცერთან, და მოშრიალე ჭილობზე მიწვა. რა მექნა განა? მთელი ქვეკანა ულხინეს ნანას წარმოადგენდა... და გადავსძახე მძინარე ბანაკს ამხანაგებო! უკვე გათენდა!
თუ ცისარტყელას ფერადი ხონჩა არის მშვენება ზეცის კამარის, მის საპასუხოდ ყოველდღე მოჩანს რიონის წელზედ რკინის ქამარი.
არა, არ ჰგავხარ მარტო ქუთაისს, ხარ რაც მინახავს იმაზე მეტი, ძველს, შავი ზღვიდან მოშვერილ დაისს შენ შეაგებე სინათლის სვეტი.
არ ჰგევხარ ჩემი ბავშობის ქალაქს, ხარ უფრო მთელი და ჭიშკრიანი, შენს შესანიშნავ ხავერდის ბალახს ესმის ათასჯერ მეტი შრიალი.
შეგეხარების შენი ნაზარდი და შენთვის ასეთ სურვილებს ვეძებ: რომ აბრეშუმით სასვსე ბაზარი გადაშლილიყოს მწყალობელ მზეზე.
რომ შენი მწვანე ფოთლების ჟღერა ვიცოდე-მხოლოდ ჩიტებით ვერ ძლებს, რომ დიდის გულით თქმული სიმღერა არ დაეძებდეს მოოქრულ ვერძებს.
რომ დაემატოს აგურს აგური, ფიცარს ფიცარი მისდევდეს ლარში, და რომ გუგუნი ამხანაგური რიონის წყალმა ჩაზიდოს ზღვაში.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:16 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სტიროდნენ
სტიროდნენ ერთად ჭიანურები და სალამური ტკბილი ხმიანი; სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები, თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.
ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით; _ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?” _ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! სთქვი გარკვევით!”
ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს, პასუხი ალის ისმოდა ნელი. “ჩვენ დავიღალეთ”, _ “ჩვენ დიდხანს გელით” “შენ სედან მოხვალ?” _ “შორეულ ველით” “ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”
და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ, როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში. ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ.. მე ვგრძნობ შვენებას.. ვცხოვრობ სიზმარში.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:16 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უვერტიურა
ისე მოვედი, რომ არავინ არ მომელოდა, მივეცი კოცნა მებაღეს და... გაიღო კარი, მარტო ვიყავი!.. ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა, მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი!... გავყვეთ სიმღერებს! ჩემი ვნება ალდართულია და ის მახარებს, მამაისებს ბაღში შემოსულს, რომ ჩემი კოცნა, სიყვარული, ხმაც ქართულია, ყოველთვის ციურს ჯერ უცნობი სიგიჟე რომ მსურს ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორც ოცნება, ჩემი წუხილი, სიხარულიც ტრფობის ბრალია, ჩემს სხეულს მეფობს ხან სინაზე, ხან საოცრება, დედოფლობს გული! ის ყოველთვის მომღერალია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:17 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი თავადი
გათავდა ნადიმი. სად არის მხლებელი? ცხენები მზად არის?_”თავადო გელით”. ძვირფასი ყვავილი, ჯერ ხელუხლებელი თავადმა გადმომცა მთრთოლვარე ხელით.
_”უთქვენოდ შესწუხდა, დაბნელდა დარბაზი.” _”ეგ ხომ სულ ერთია...მზე უკვე ჩადის, მახარებს, თავადო, საღამო ლამაზი, ცა ვაზი საღამო ლხენას გვიქადის”!
თავადის თვალები, ვით ჩუმი ზღვა დილით, ისეთი ღრმა არის... ო, მალე, მალე! გული ანთებულა საოცარ წადილით, მსურს ვუთხრა ჩემს თავადს_”შენ გენაცვალე”.
ჩქარობენ ცხენები, მთვარე ამოსცურდა, მდინარე მთებისა მთის ამბავს მღერის. ასრულდა წადილი ჩემს სხეულს რო სურდა, მას ძალა უნდოდა მწველ სიძლიერეს,
და ჩემი თავადი ლომივით ძლიერი, ჩემს სხეულს ბატონობას, ჩვენ ველზე ვხარობთ. მდინარის ნაპირს ვართ ჩვენ ბედნიერი, შორს, სადღაც იცინის ჩუმის ხმით წყარო.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:17 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მდუმარე ვედრება
ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული, ის არის სისხლით დანამული. მან არ იცის – სიხარული როგორია! უფალო! ჩემი ხვეწნა – ამბორია. წინათ მას სდარაჯობდა ქალწული ნინო, დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო! ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი! სუსტი ვარ, მაგრამ მენატრება გმირების ხმალი! მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი და – წმინდა. როცა მხურვალეთ მომინდება მამულზე ლოცვა. მაგრამ მე ვიცი, არ დაგვტოვებ უფალო ისთე – რომ კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ახალი ქრისტე, რომ კიდევ ერთხელ არ ვიხილოთ მტრის მორჩილობა და სიხარულით შევიხვიოთ მკერდის ჭრილობა, ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო, მე აღარ ვიცი როგორ გითხრა, როგორ მოგმართო! ქვეყნიერების სიხარული როცა იწყება, მე მეშინია საქართველოს გადავიწყება. უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მართველი, დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი! და ჩვენი ლოცვა დღეს სხვა ლოცვას აღარ ედრება, უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:18 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამაღამ მგონი იქნება ქარი
ამაღამ მგონი იქნება ქარი, ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი, დაღონებული წავიდა ქმარი და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.
დიდი ხანია ამ ბუხრის ალში, ტკივილით იწვის ჩემი ოცნება, ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში, ჩემი ცოდვილი პატიოსნება.
ალბათ მოყვება მას სავარცხელი, უფრო უბედურ ჩემი მეტოქის, მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი, ჩემი ფერადი სპარსული დოქის!
ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო, (მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში), ღვინით გასვრილი მისი საყელო, გადავარდება მყუდრო კუთხეში.
ქმრის სითამამე ჩემი ბრალია, არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე. რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია, დაეძინება მას ჩემზე ადრე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:18 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ღმერთო, ღმერთო"
ცრემლის ცხარე ნაკადული, გულში სევდა ჩაქარგული, უიმედო სიყვარული – არ მშორდება, სულ თან დამდევს... სულის ლტოლვა სწრაფად ქრება, ჩემი ვარდი ნორჩათ ჭკნება... ვაგლახ!... რაღა მესველება? ვინ მომისპობს მწამლავ დარდებს...
ბედო რისთვის გამაწამე? გული ვერსად დავიამე... ირგვლივ მეფობს ბნელი ღამე, - არსად მოჩანს შუქი მზისა... ძილი ეტრფის ჩემს ქვეყანას – და სიკვდილიც გალობს ნანას... ხელთ უპყრია შავ სატანას საიდუმლო სიცოცხლისა!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:19 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დარიანული დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთ ღამის ნეტარებით. დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელ პირის მოკარებით. დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯს ქაჯად გადაგვარებით.
|
|
|
|