პაოლო იაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
პაოლო იაშვილი
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 01:06 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

იქ სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ, არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება,
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
 
nukriaДата: სამ, 17.04.2012, 21:10 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელენე დარიანის წერილი ანა ახმატოვას

მე მინდა გითხრა სამძიმარი,
რომ ბლოკი მოკვდა!
ხანდახან ჩუმი და მძინარი
მეცა ვარ ბლოკთან.
ჩამოდი ჩემთან, მე მგონია
ვიქნებით დები:
თუ პეტერბურგის აგონია
გიყვარს… და ვცდები.
თბილისის მადლი და მშვენება
გიშველის, ვიცი.
ორივეს ერთად გვეჩვენება
წასული პრინცი.
შენ დაღალული გიბანია
სხეული ნისლში…
ჩვენი ქვეყანა ისპანია
არი ივლისში.
მე ცოტა მიცნობს: სხვანაირი
მეწვია ბედი,
შენთვის საჩუქრად მაქვს დაირი
და ოქროს გედი.
ჩვენი მზე, ჩვენი მხარე ლურჯი
ლოყებს აგინთებს;
აკოცე შენი ცივი ტუჩით
თამარის თითებს.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 04:37 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარიანული

"ამაღამ მგონი იქნება ქარი"

ამაღამ მგონი იქნება ქარი,
ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი,
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში,
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება,
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში,
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოყვება მას სავარცხელი,
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,
მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი,
ჩემი ფერადი სპარსული დოქის!

ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო,
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში),
ღვინით გასვრილი მისი საყელო,
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.
რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,
დაეძინება მას ჩემზე ადრე.
 
nukriaДата: კვ, 29.04.2012, 21:35 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტიციან ტაბიძეს

გადაგვაშენებს ჩვენ ბოდვები მომდგარი ჯარით
მე შენგან ველი ზიარბას, ვიხდი შვიდეულს,
საკმევლის სუნი გვაბარბაცებს შენ და თვითეულს,
კათაკმევლებად მლოცველები, რომ შევარჩიოთ

შეგისკვნა გული კოლომბინამ ცისფერი ჩვარით,
მოგეფერება ბალაგანში ღამეგათეულს
მეც შემომხედე შენი ყვითელ ლექსებით სნეულს
მეფევ და ბავშვო, დადაღულო ქალდეას ჯვარით

დახურეს გზები, მოვეფანტეთ ყავრიან ქოხებს
კომანდორივით უკან მოგსდევს წმინდა გიორგი.
შვაღამის კვამლში აგათრთოლებს და აგამბოხებს

დურბელით, ჭლექით დღენაკლული შენი ლაფორგი,
მოგაგონდება მამაშენი, ღვინო და გედი,
სოვეი ჭინკა, ვარსკვლავი და საფრანგეთი.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:50 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.
რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.
შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი,
და სისხლი, აზრი, სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი,
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.
რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:42 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიორგი ლეონიძეს

შენი ლექსი წითელ ძროხის ჯოგია,
შენი გული ყვითელ ოქროს მორგვია,
შენი სული – აღდგომის ელოგია.
არ ამცილდეს შენთან ძმური ერთობა;

შენ ოცნებით თამარისკენ წახვედი,
ჰგავხარ ლაშქარს ანთებული სახეთი,
მოდი, ვნახოთ შენი გარე კახეთი,
სადაც სიტყვა წარსულით გაერთობა;

მოდი, ვნახოთ ნინოწმინდის საყდარი,
ნინოს ხატი ჭრილობებით გამხდარი,
ვნახოთ მხარე ერეკლეს ნატახტარი,
ძველი მადლი, ახალი უღმერთობა.

შენ ხსოვნიდან იმ ტკივილებს ამიშლი,
რაც დაგუბდა ობოლ საგურამოში,
და ყოველდღე და ყოველ საღამოში
გაჩაღდება არღნიანი მცხეთობა.
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:44 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნიკოლოზ ბარათაშვილს
ვით ოქროს ფარჩი გადმოკიდული,
ბრწყინავდა შენი ქვეყნის ბუნება;
ჰხვდებოდნენ დიდი მთაწმინდელები
მთაწმინდის მთაზე შენს დაბრუნებას.

დაგხვდა ილია – ქართლის კლდეკაცი,
სამშობლოს აზრი შუბლნატყვიარი.
დაგვხდა აკაკი – ბერი ბულბული,
ვისი სიმღერის გული ტყვე არი…

ყელს შემოგეჭდო ვაჟა-ფშაველა,
ადგილის დედა გეგებებოდა…
და შენი ძვირფას ნეშტის წინაშე
შენი სამშობლო ფეხზე დგებოდა…

გარს შემოგერტყით ახალი მოდგმა,
შენი სიმღერის ცრემლნასხურები;
შენს ნაგუბარზე ვინც გამოვზრდილვართ,
ახალ ქართლის ბედს ვემსახურებით.

და ჩვენ გემთხვევით ფერფლს აჟღერებულს
და არა მტვერსა და მოჩვენებას, -
შენს დაბმულ ქროლვას, დაბორკილებულს,
და შენს დალურსმელ გამოჭენებას…

გულში ატეხილ ქარიშხლის ღელვამ
სიკვდილის წყვდიადს არ დაგანება;
გააფთრებული შენი მერანი
მსოფლიოს გზაზე მიექანება.

და ხალხი, შენი დამბადებელი,
ამონათებულ მზეს ეშურება;
არ დაიღლება გული ხალხისა,
თუ რაში ოფლით შეიწურება!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:44 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დალალები
დალალები… დალალები…
ჩემს ხელში ვინ მომიქუჩებს?
დანანებით, დანანებით,
მე შევყურებ მარწყვის ტუჩებს.
რა ვნახე და რა ვიპოვე
კოცნა მწყურის და ამბორი.
თუ არ გინდა სიახლოვე,
რაღად გინდა ყოფნა შორით.
მომაწოდე ტუჩის ლალი,
გაზაფხულის ნაბრწყინვალი,
უკვდავების ღვინოდ შევსვა
შენი კოცნის ნაპერწკალი!
დალალები… დალალები…
ეგ სიმდიდრე სად ვიშოვე?
გულში სევდა გადაზღვავდა,
ვაჰ, სიშორევ!
ეჰ, სიშორევ!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:45 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავით აღმაშენებელს
შენის დიდებით აშუქე მთები,
შენს ნაამაგარს ზღვები გალობდნენ,
ხმლით განამტკიცე შენ საქართველო
დარუბანდიდან რკინის პალომდე.

თვით უმორჩილო ზღვას დასდევ ხელი,
შეაბი რკინის კარი დარიალს,
შენგან დადგმული ქვაკუთხედები
ახლაც ისევე დაუმდნარია.

შენი ნამუხლი სჩანს ხეობებში,
შენი სახელი ვის არ ელოცა,
საკუთარ შუქით გამოუზარდე
დღე ხვალინდელი საქართველოსა!

შენი ხელთქმნილი არის სამშობლო,
ვინ დაგეწონა ძველად, რომელი? -
ბრძენი შენებრი განგებიანი,
შენებრ მხედარი დაუდგრომელი!

ლომო, აღმდგარო სამშობლოსათვის,
დროშა ძლევისა გყავდა მხლებელი,
ვინ გადეხვეწა ცხენით შენს მახვილს,
რომელი ჩვენი მაოხრებელი, -

არაბიელი, თურქმანი, სპარსი
და ვინც მოჭამა ჩვენი ქვეყანა,
შენს მკლავს ხმალაწვდილს, საზღვართა გარე,
როგორც ზღვის ქვიშა გადაეყარა!

აბჯრის ჩხერაში, ხმალთა ელვაში,
მზერდი მომავალს შორს გამხედარი
და იდექ სვეტად საქართველოსი,
ვეფხვი ფრთიანი, ნათლის მხედარი.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 20:53 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერილი დედას

დავტოვე სოფელი -
მყუდრო სამყოფელი,
ქვითკირის მარნები
და კატის კნუტები,
სიმინდის ყანა!

ჰა კინტოს პროფილი,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე - სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
ბზის განიავება, კალო და კევრი,
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ თბილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მეჭრებოდა პირველი კბილი,
როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი,
და ვაზის ფურცლებზე ისე დალურჯდა იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე, როცა არ მახურავს ღამეში საბანი.
დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათიე,
ღმერთო! აპატიე, -
მე თუ ვერ მიშველი -
დედა, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость