პაოლო იაშვილი
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:19 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზარის ხმა ქარში
ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნინა... შორს სადღაც ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა... ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა, ცვარი ბალახს მოსწყდა.სევდით დაიგმინა, ქარში ზარის ხმა გაისმის: ნაუ ნანი ნინა!
ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს:- ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს... ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს... ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნანა... ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა! სადღაც ბერი მოკვდა...ქრისტე დაჰგმო,განა, ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?! ზარი უფრო: ნაუ,ნაუ,ნანი ნანა...
ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას, ქვეყნის სირცხვილს,ქვეყნის ჭორებს ქარი ხელში ათამაშებს, მოატარებს მთებს და გორებს, ცოდვილ მიწას არ აშორებს, ნაუ...ნანა...ნაუ,ნანი!ნაუ ნინა...
მთების იქით ოქროს სხივმა გაიბზინა, წყარომ თავის მკერდზე ვერცხლი დაიფინა... მეზარემ ცივ ქვაზე საწყლად დაიძინა, შეწყდა ზარის კვნესა: ნაუ... ნა... ა... ნ... ი... ნი... ნა...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:20 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარიამ წერეთელს ჩემო ძვირფასო! ყველა გეტრფის, ყველას ახარებ, მე ჩუმადა ვარ, არ მჯერა, რომ თავს შეგაყვარებ. დიდი ხანია გერიდები და ვარ მდუმარი, შენთვის ვარ მხოლოდ ახლობელი, მხოლოდ სტუმარი. მაისი მოდის! ვერ დავფარავ დიდი ხნის დარდებს, შენს ნაცვლად ვეტყვი ჩემს სიყვარულს, მხიარულ ვარდებს, და როცა ბაღში შენ გაივლი დარხეულ ტანით,- გაშლილ ვარდებში ჩემი ტრფობა გამოიცანი. აღარ ვიქნები მაშინ შენთვის ბავშვი, სტუმარი, და ამღერდება ჩემი ლექსი წინათ მდუმარი. მე შევეხები ნაზი კოცნით შენს ბროლის ხელებს და სული მეფედ მხოლოდ შენ ერთს დაგასახელებს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:23 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მალთაყვა მზიანი დღეა…...ზღვის ნაპირი ჩუმი, მშვიდია, გახედე ტალგებს, როგორ ფერად-ფერად მიდიან. რა სიხარულით მიაშურეს ნაპირს ლოდიანს, ერთი მათგანი თითქოს მწიფე შინდის ტოტია.
ერთი მათგანი ყვითლად ელავს, როგორც ქაფური. წავიდეთ, ვნახოთ ის ნაპირი გამოკაფული, სადაც შარშან წინ გადარგული ევკალიპტები დამძიმებულან მოჟრიალე, ზღვისფერ ჩიტებით.
აი, ნაპირი ზღვის კენჭებით გადაქარგული, ეს ხე პირველი - აყვავების ნიშნად დარგული. აი, პირველი საძირკველის აღმოშენება, აი, მალთაყვა, უახლოეს დღეთა მშვენება.
აქ ორმოებში ადუღდება კარი ღვარებად, აქ გაჩაღდება ქაფქირების აელვარება, აქ იომებენ ახალციხის კალატოზები, აქ ყვითელ ტოტებს მიუშვერენ ზღვის მიმოზები.
აქ აგარაკი გაშენდება... და ზღვის სინაზეს მზე დაადგება ენკენის თვის დამთბარ დილაზე. ბავშვებისათვის გაჩენილი არის ნაპირი თვალმიუწვდენი, სილიანი და პირდაპირი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:24 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლანდი სიცივეში
წვიმა და წვიმა, ცივი ველი, გამხდარი ლანდი. ვინ არი ლანდი?.. გზა სად არი?.. გამხდარ ლანდს სცივა, უნდოდა ბინა… გაციებულს დააგვიანდა, გაყინულ კვნესით დიდხანს ივლის და ვერსად მივა.
სიკვდილი მოდის… სად მიდიხარ, ან სად იყავი? დახეულ თვალებს ძილი უნდა, ახლოა ბინდი. მგლოვიარე გუნდს ყვავებისას დასცილდა ყვავი, მწუხარო მგზავრო, ღამე ახე და აქვითინდი.
არ იცის ქარმა ვის წაუღოს ვეილს ამბავი, არ იცის წვიმამ ვის კარებთან იტიროს მწარეთ, მგზავრის ძომნებში, ცივ ღამეში გათბება ყვავი, მშვიდობა ყველას, ვინც ზამთარში მოკვდება გარეთ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:25 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მწვერვალებიდან
აი აქ არის, მეგობრებო, ის ასპარეზი, რაც ბედმა მისცა ამაღლებულ გონებას ჩარჩოდ, არც უკეთესი, ჩემო ძმებო, არც უარესი, არ გვიძებნია ახალგაზრდა სულისთვის სარჩო!
შეხიზნული ვართ საქართველოს შეუვალ მთებში და მივსდევთ ფერებს, ხმებს და სიტყვას მგელური მადით; კლდეში ქარივით დატრიალდა ავსილი თეფში, და უსმენს სივრცე საყვარელი სტუმრების ნადიმს.
თქვენს შორის, ძმებო, არჩეულის წილი მრგებია, რომ საიმედოთ გავჩნდე ხოლმე უეცარ ზარში; რადგან სიახლე, რადგანაც მზე ლექსის გერბია, რადგან ვერ ვითმენ და ნახშირსაც დავატან ზარნიშს.
ალბათ ეს არის ჭაბუკური სულისკვეთება, რომ წვიმის დღესაც ჩემი ზეცა მწუხარე არ ჩანს, ასე მახარებს უბადრუკი კუბოს კეთებაც, როცა ოსტატი მას უმატებს მხიარულ ფარჩას!
ასეთ ცხოვრებას ვერ დაუდებს საათი ვადას, და ასეთ მკერდებს ვერ შებოჭავს დაბეჩავება! შრომაში, ომში, ქარიშხალში _ ვიქნებით სადაც, ყველგან სიცოცხლის ქადაგებად უნდა ჩავებათ!
მწვანე ფოთოლი, ფრინველის ხმა, წყაროს წკარუნი, ქალის წამწამი_ ხომ სულ მცირე სანუკვარია, მაგრამ, როდესაც აიტაცებს მათ სიხარული, ყველა მათგანი მარადიულ ციხის კარია!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:26 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნიკო ლორთქიფანიძე
ხარ მოელვარე ვით სატევარი, ემორჩილები მზეს და იადონს, მომეცი ნება, როგორც მწევარი, ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს. გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა, მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი. მიმონებს შენი დარდიმანდობა, და იშვიათი ჩვენში პროფილე. სოფლის წითელა, ყვავილი, ხველა, გამოტირილი და სამძიმარი, შენ იმერეთმა დაგანაღველა როგორც პოეტი და პატიმარი. ფუქსავატ ხალხში ხარ განდეგილი, და შთაგონების ხარ ფალავანი; თუ პოეზია გულაგლეჯილი დღეს ძებნაშია ერთგულ სავანის, ჩვენი დათმობა შენთვის წესია დამშვენებულო ძმური თვისებით; თითქოს გაგეხსნას შენ ეკლესია ცოდვილ სულების პარაკლისებით. მაგრამ საყდარში არავის ელი და რჩება ლოცვა გაუმართველი... ხარ დიდებული ქუთაისელი და შენ ბრძანდები დიდი ქართველი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:26 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პოემა ჩემი რამოდენიმეთ გადარევისა
-კარი პირველი- თორმეტი წლიდან მე არ მაცლიდნენ ცხოვრებას დიდი ოქროს ჩიტები... მე დამქაშები საიდუმლო ჰანგებში მცდიდნენ, თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები. ყოველდღე მოდის სიღარიბე... დილები – ბურით... გადამიშენდნენ დღეს წითელი ხარები, დაობდა ზეცა, დაიფარა ბნელ ფაიფურით... დაინგრა ტვინი... დავეხეტები. მზიანს მიპირებს ღამე ჩათრევას; ხანჯლიან შვადღეს ვერ ვიხედები, ვეღარ უმღერი შვადღის შადრევანს. ახ! პოეზია... მეგობრობა... ჩემი სარდლობა... ასარგადონი... ოლოფერნი... ქალების თმები, ხმა უმაღლესი და პლანეტის: “როდესაც ვკვდები”.
-კარი მეორე- დამენახეთ, ამიგო წესი: დღემოკლესავით გადავიცვალე, და პოეზია უძვირფასესი მე დამიტირებს ყველაზე ნალე. მოაქვს სიკვდილებს ჩემთვის ცელენი, მაგრამ ზვარკაში არა ვარ კენტი: არ მიმეტებენ მე “ყანწელები”, რემბო, ბოდლერი და დეზ-ესსენტი. ღმერთმა სიგიჟე გადმომივლინა, რადგანაც ხშირად მე ვარ მშიერი. დედა მიტირებს მე ბაბილინა და ჯიბრაელი მამა ძლიერი, ქვეყნიერება ადრე დავტოვე, სულ ზედმეტია ერის ნუგეში, მომეგება ჩხიკვაძე ნოე საიქიოში და დიდუბეში.
-ეპიტაფია- გაგიჟდა... მაშასადამე გადაიცვალა პოეტი პაოლო იაშვილი... პოეზიისთვის ბევრი იწვალა, მაგრამ არ იყო იმისთვის საშველი, როდესაც იყო სუსტი, პატარა მკითხავმა უთხრა: “იყავ გმირია”, ოცდაოთხ წლამდე დრო გაატარა და ოცდახუთზე გადაიარა. იყოს უკვდავი მისი სამარა და იქ შეევსოს ამ ქვეყნის ნაკლი, იქ ყავდეს ცოლათ მეფე თამარი და მყარად ყავდეს მეფე ირაკლი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:27 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფერადი სონეტი
მომდურავ თავადს მე ვიგონებ ნაზი ზმანებით. წაიღო კოცნა და ნაწილი ჩემი პერანგის; ყველას გიყვარდათ,- სიყვარული მეც დამანებეთ... მე მოვიტანე ელვარება ფერადი ჰანგის. და ჩემ ცელქ ფეხებს ენატრება რკალი უზანგის, არავის კოცნას არ ვიგონებ მე დანანებით; მე გამეხარდა გაღიმება ბავშვური ზანგის, ყვითელ ქაირში რომ ვაჭრობდა მკრთალ ბანანებით. მე ერთი ვნახე და ვეღარ ვსთქვი თამამი ,,არა”. და მომეწონა რომ მფარავდა მე ოქროს ბადე... მე მიხარია ბნელ თვალებით რომ დავიბადე, რომ ბედდში ვცხოვრობ და ტრფობისთვის მაინც არ კმარა... თეთრი თავადის დაბრუნება მე თრთოლვით ვცადე, ავტირდი ჩუმად, როცა რაში ტყეს მოეფარა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:28 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეორეს
ჩვენ სუყველას დავცილდებით, ვეილს ვარდებს მივაშურებთ, ჩვენ ნადიმს რას დავეძებთ სხვების ლხენას რას ვუყურებთ?
ჩვენთვის ლხენა გაუმართავს ყვავილებით ნაქარგ მდელოს, მაშ წავიდეთ! ნუღარ უცდი, ნუღარ უცდი სადღეგრძელოს.
ვარდი ამბობს: ჩემთან მოვლენ, იასამანს გული ტკივა შროშანა პირს ილამაზებს, ბალახს ლხენით ცრემლი ცვივა.
ყველას ვნახავთ! დავასწავლით, თუ რა არის ტრფობის წესი, მე მსურს ყველამ გაიგონოს შეყვარებულ მგოსნის ლექსი.
მზე მოკვდება ერტი წუთით, ერთი წუთით დაიძინებს. ნაცვად ვარსკვლავს გამოგზავნის, ის ცის ფსკერზე გაიცინებს.
ამ დროს კოცნით ღაწვს დაგიწვავ, გადავაქცევ მზიან ვნებად; უხმოდ წავალთ წყლის ნაპირას მყუდრო ბინის მისაგნებად.
და რაც რომ ჩემს სიჭაბუკეს შერჩენია კიდევ ვნება, შენს თეთრ სხეულს, ჩემო სატრფო, ცეცხლის ალად მოედება...
ჩვენ სუყველას დავცილდებით, ველის ვარდებს მივაშურებთ ჩვენ ამ ნადიმს რას დავეძებთ, ჩვენ ამ ლხენას რას ვუყურებთ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 01:30 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩების ბედნიერება
წითელი ფერი! წითელი ფერი! შევხარი უხვად დაფანტულ ღილებს? ბედნიერია დღეს ყველაფერი _ მიტომ, რომ დროშა წითლად ფრიალებს.
გამოდით ყველა სიმღერით კარში: მღელვარე ქუჩებს მზე ალამაზებს! მუსიკა მარში! მუსიკა მარში! მიეცით გზები მოხარულ რაზმებს.
გაშალეთ ფრთები! გაბედულ დროში წარსული ხალხმა დასწვას და სთელოს; მივესალმებით უკვდავი დროშით ჩვენ უკვდავ ერსა, და საქართველოს.
დროშები ზევით! დროშებთან გვერდით!.. ვივიწყებთ ყველა წარსულ შეცდომებს, მამულის რკალი ერთგული მკერდით დაუცავს ახალ, უშიშარ ლომებს.
მოგლიჯეთ გვირგვინს მწუხარე თალხი! დღეს ყველა ერთად და შეთანხმებით!.. დაჰკარით საყვირს! მზათ არი ხალხი ახალ დროს ვხვდებით ახალი ხმებით.
ბრძანება გვესმის!.. გაბედულ დროში წარსული ხალხმა დასწვას და სთელოს! მივესალმებით ამაყი დროშით, ჩვენს უკვდავ ერსა და საქართველოს!
|
|
|
|