ლექსები თსუ-ს ფორუმიდან
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 00:10 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაშინ სტოვებდა ყველას და ყოველს და, ფეერიულ ალში მცურავი, ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს, დაუნდობელი და მომდურავი. და მიდიოდა უბედურ ქარში, რა იყო ქარი ერთადერთისთვის, სამგლოვიარო მან შექმნა მარში, რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 16:18 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია. ორქიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის უნდა, რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის. ის იყო მეფე. ახლაა მტვერი, რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს, არ შეუძლია იყოს პირფერი, არ შეუძლია მტვერი არ იყოს. და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა თუ სამუმია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 17:18 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ გიცხოვრია შენ ქვეყანაზე, შენ გაიარე სიცოცხლის ახლო.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 17:24 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნია, ეს წიგნი - ერთადერთი წიგნია მშვიდი, ფარული. შემოდგომისთვის იგი იშლება, როგორც ფოთლების გადაშიშვლება და სიხარული. წავიდეთ ერთად ველებში, გიცდი! ვერ მოვიგონე ქვეყნად არტისტი ქარის სადარი. რა აქვითინებს მინდვრის ტრიალებს? ასე გულმწარედ რაზე შრიალებს ძველი ჭადარი?
ო, ვიყოთ ერთად! გზა გულს ამრთელებს... ქვეყნად მომავალ კორიანტელებს ვინ მოეკრძალოს? ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით - და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 19:34 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანტიჟოფრეი, როგორ ბრძანდებით? რუსი არ გიქიათ, რამდენი ხანია... ვადა გეწურებათ, მალე გათავდებით, უკბინეთ ნატოს და აკოცეთ ვანიას...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 19:37 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აი, რა მზის სიზმარია, აირევი, ივერია... აი დროშა, აშორდია, აერების სიბერეა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 20:10 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეზოში ყეფდა ბამბურა მურა, ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო. ვაზის ბარდებში სცურავდა სურა, შენ ბანცალებდი ბურულო ცაო.
ბობრი ბელავდა კახამბალს,ჟოლას ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.
ჟვერი ჟალტამი მოჭრილი სამხარს, ნახირი მოდის საღამო დროის, უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს და ქალი ჰკივის იმ დოი-დოის.
ეკვეთა ქარი ბარდებსა და რტოს, უცებ აშფოთდა ისლი,ჩელტები ო,სიყმაწვილე აწი არასდროს იმგვარად აღარ ამეტყველდები...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 20:14 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქით ვსვამ,მიხარია ცეცხლის კდემანი, სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით ისევ მეძახის ჩემი დემონი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 20:16 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ზაფხულის ტყეებს გადაახალა. ისმოდა ხმები ახალ-ახალი ტყე ტაძარივით იყო მაღალი. ველად ბალახი იყო კეცილი, როგორც სიმშვიდე და სარეცელი. ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა, ქარმა ტყეებს რომ გადაახალა. ატყდა ქუხილი,გავარდა მეხი. გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს. ხევში, ხრამებში ატყდა ხარხარი და წამოვიდა ჭვიმა ჩქარ-ჩქარი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.05.2016, 20:17 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაიჯერე თუ არ გჯერა, რომ ესგლოვის ზარებია არ მინახავს შენი მზერა და არავინ მყვარებია. დაიჯერე თუ არ გჯერა, მოვიარე მიწის კალთა. თან დამდევდა ბედისწერა ჩემთა უგზო ხეტიალთა
|
|
|
|