ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 18:27 | Сообщение # 3811 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი.... თვრამეტი უკვე გასული წელი, თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი და წელზე ახალ მეგობრის ხელი.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი, ერთად ატანა მზისა და თოვლის.... და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის, ქუჩაც სავსეა დენით და თრთოლვით.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი... დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის... ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს... დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...
და შენს კაბაში ირხევა ქალი და ნაზი ბინდი ედება თვალებს, და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე, დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.
და როგორც ღვინო ან როგორც ბროლი, ქუჩა სავსეა თრთოლვით და დენით... და როგორც ღამე უეცარ სროლით, ჩემი ცხოვრება შემკრთალა შენით.
და აი, ისიც! გაშლილ აფრებით მოსულა ვიღაც და გიცდის კართან, მე კი ჩუმად ვწერ და არაფერი არ შემიძლია სიჩუმის გარდა.
თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი... თვრამეტი უკვე გასული წელი, თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი და წელზე ახალ მეგობრის ხელი.
Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 10.09.2015, 18:29 |
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 18:32 | Сообщение # 3812 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთმა არა ჰქნას, აქ ზამთარი აღარ მოვიდეს და პირველ თოვლზე, მეფეხურის გაბედულებით, დეკემბრის ბოლოს, ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს, სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები... ღმერთმა არა ჰქნას, მარტიც მისხლით ცოდვებს წონიდეს, არ დაგვიბედოს სააპრილო მზე და განწყობა, ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ სულებს ოდითვე და მონეტარეთ არ ეღირსოთ უფლის აღდგომა.
ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს გიორგობისთვე, ღმერთმა არა ჰქნას, ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 18:45 | Сообщение # 3813 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა ვაკლივარ ალბათ ოცნებებს და გულში მზეა აუარება, აღმოსავლეთში ბინდი მოცელეს დაუნდობელმა სამურაებმა...
ილუზია ქარი დასრულდა ხეთა მკლავებში. მარგალიტებით ატირდა ფშალა. კლდემ შეიცურა ხელი ყვავებში და ნაწნავები ჩამოიშალა.
*** მელნით შეღებილ კუდიან ღამეებს, ალბათ, ქიმერებმა სიკვდილი ახარეს! ...ჩემი თვალების მიღმა სიბნელეს ციცინათელებმა გამოაყარეს...
თოვლი ახლა ოცნების ფრთებით ხარ დაცული, ზამთრის ცივ ხელებს რომ არ შეაკვდე... და მოჩანს სარკმლიდან მსოფლიო - ქალწული, ჩემი გულიდან თითქმის შენამდე...
*** შენს ნაფეხურზე ქუჩა ფოთლებს გადაიფარებს და ამიტომაც ვერ გიპოვი შემოდგომაზე...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 19:48 | Сообщение # 3814 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პეპი, გავიზარდეთ, შენი მეზღვაური მამა დაილექა სადღაც ოკეანის ფსკერზე. მაპატიე, პეპი, მეც სხვა უნდა გავხდე, დავკაცდი და უნდა მოგიარო. პეპი, გავიზარდეთ, წამო წიგნებიდან ჩუმად გავიპაროთ, დინჯი უფროსები ბავშვებს არ ჭირდებათ, თანაც ვიგინები ყველა სიტყვაში და ახლა უფასოდაც აღარ მიხარია, ლოთი ჯამბაზების ნახვა, მაინც ყველა ტაკიმასხარაა. ძაღლს რომ აწვალებენ, ისე არ ვბრაზდები, პეპი, აღარ მახსოვს რითი განსხვავდება წვიმა წვიმისგან და წასვლა ფეხაკრეფით შინ დაბრუნებისგან, ჭრელი კოლოფებით ხელში, შეიცვალა ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით და ფიქრსაც მხოლობითში ისე მივეჩვიე, ზუსტად აგიწონი სურვილს. ჩიტებივით აღარ მოფრინავენ ჩემთან ოცნებები. წინდა გაისწორე, გოგო აღარა ხარ, ცელქი, ჭორფლიანი... პეპი, აღარ მახსოვს რითი განსხვავდება წვიმა წვიმისგან და....
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 19:50 | Сообщение # 3815 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა:-როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს, ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ- საქართველოში........ . . . იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 19:54 | Сообщение # 3816 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაარტყი, ქვემოდან! ქვემოდან! ქვემოდან! ოქროს ტახტს, სავარძლებს ლომებით; დაარტყი, დაარტყი, ოქროს ჩაქუჩები ზემოდან დაშვებულ ლოგინებს, საწოლი დიდია, დიდია ცდუნება, ეს ფართე ზეწარი სუყველას ეყოფა, დაარტყი! დაარტყი! ამინდებს წვიმიანს! დაარტყი! დაარტყი! საბნების ეპოქას! ტახტების მაგია, ნახმარი სიტყვები, ქვემოდან ამაგდებს საწოლის სიმღერა, მილიარდ ქვეშაგებს გადაწვას ვპირდები - ვისია ხელები, ვარსკვლავს რომ ითვლიან?! სასთუმლის არქივებს ვაბრუნებ ფეხებით! დღეს რაღას მიზამენ?! დღეს რაღას იტყვიან?! ჰმჰ... ჰმჰ... ჰმჰ... ჰმჰ... ლოგინში ვეშვები ზემოდან! ზემოდან! ზემოდან! გაჭერი კოსმოსი, როგორც გარნიტური! შემაბი ეჟვანი, რომ გიძღვნა ფალოსი! სხვა აღარაფერი მე აღარ მეხება - მიყურე,. დაფიქრდი! გაოცდი! შეუნთე საწოლებს ქვევიდან კოცონი, მე შენი ღირსების ორდენი მკიდია, დიდ სამშობიარო მღვიმეებს გამოვცდი რომ აღარ დავსრულდე რომ აღარ ვიდგე აქ! ქვემოდან ქვემოდან ქვემოდან! გაიტანს სასმელი გონების განავალს, მაცადეთ, სიყვარულს წავართვა ვარდები, მე ვიცი, აქედან რაღაცა გამოვა! საწოლი დიდია! დიდია ცდუნება! ირყევა საქმე-ში საქმე-ში ხიდები ქვემოდან ქვემოდან ვავლებ მერიდიანს!.. აკანკალებული წერისგან თითებით.
თითქმის ჩაქრა ის ზღვა! თითქოს გადადნა ქარ-ხა-ნა! მეზობელი რომ გვეგონა ზემოდან! ის არ დაიზარებს, და, ქვემოდან ამოგარტყამს სიმსუბუქით! და, ქვემოდან გაგიფანტავს ილუზიას! და, ქვემოდან აგამაღლებს უსასრულოდ! რომ ქვემოდან - გაგიკეთოს ლი-მუზინი!..
ზურა რთველიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 19:56 | Сообщение # 3817 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყანა-ყანა მიდიოდა, მიტოპავდა ჭვავში, დაისველა ჯენიმ კაბა, მთლად კანკალებს ბავშვი. წარამარა სველი არი ეგ საბრალო ბავშვი! - ჯენი, ჭვავში რა გინდოდა, ვერ იარე მშრალში?! თუ გოგოს თავს რაღაც ხდება, ვთქვათ, ბიჭს ხვდება ჭვავში, მაინც ჩვენი რა გაცვდება, ჩვენ ვინაღვლოთ რაში? და თუ კიდეც ბიჭმა გოგოს ღდინზე ჰკოცნა ჭვავში, ვისი ჭკუის საქმე არის რა ქვას ვიხლით თავში! წარამარა სველი არი ეგ საბრალო ბავშვი! - ჯენი, მშრალში ვერ იარე? რა გინდოდა ჭვავში?!
რობერტ ბერნსი
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 20:05 | Сообщение # 3818 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენ ხომ ცალ-ცალკე, ჩვენ ხომ ასე გვიჭირს ცხოვრება და ამ მიზეზით ერთად თუ არა, ახლოს მაინც უნდა ვსახლობდეთ. ჩავიაროთ ხოლმე გვერდიგვერდ, შევხვდეთ და გავცდეთ. ჩვენ არ გვეტყობა ერთმანეთის კედლების ბზარი, ჩვენ არ გვცივა ერთმანეთის უსახლკარობა, არც ყელს არ გვიშრობს ერთმანეთის წყურვილი და არც ის კაცისხელა სიცარიელე, ერთმანეთის გვერდით რომ დაგვრჩა არ გვტკივა,რადგან ხალხმრავლობაში სიყვარული ისრისება სხეულებს შორის. ჩვენ ვრჩებით მარტო, ერთმანეთის გარეშე და მაინც ამარა; რომელნიც ვსახლობთ ახლოს მაგრამ ვსახლობთ ცალ-ცალკე _ უსამართლო გარიგებაა; როგორც ეს მიწა, ჩვენი კი არა უფრო ჩემ-შენი, მიწა, რომელიც ჩემი იყო მიწა რომელიც შენი გახდა, მიწა რომელიც ხან მე ვტკეპნე, ხან შენ და მიწა, რიგ-რიგობით რომელმაც გვმარხა. ახლაც დაგვიტევს, უნდა შევხვდეთ, უნდა ვიომოთ. უსამართლო გარიგებაა_ ერთ ტყვიაში გიცვლი სიცოცხლეს. და სადაც უნდა წახვიდე მერე, ზურგის მხარეს თუ შემობრუნდი მე დაგხვდები და იმ ტყვიას უკან გამოგიწოდებ სიცოცხლეში გადასაცვლელად უსამართლო გარიგებაა. ოდესმე ალბათ ამ მიწაზე, როგორც ბაქანზე, დრო ჩამოდგება, დრო, რომელიც იქნება ჩემი, და მას კუზივით ეს წარსული წამოეზრდება და მახინჯი დარჩება ზურგი..
ჩვენ ამ მიწაზე ვსახლობთ ახლოს მგრამ ცალცალკე ერთმანეთის გარეშე და მაინც ამარა, ვხვდებით ყოველდღე, თვალს ვარიდებთ და ვერც ერთი მომავალში ვერ ვცვლით ორივეს-აწმყოს და წარსულს, უსამართლო გარიგებაა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 20:08 | Сообщение # 3819 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასეა, ცოდვილ ვარ წინაშე უფლისა, ქალი - ქარაფიდან, ბედი მაქვს პოეტის, სანთელ-სკმეველი სხვისი რაღად მინდა, ვებრძვი ქარბორიებს, ნიშანდადებული შეგირდი მთვარისა, ურჩი და უგრეხი, ძირით ძირობამდე კოლხური გვარისა. ვზი კარს სამარისა, ოდეს შავნაღველი შემომეღრუბლება, იდარებს, ვმღერივარ, თურმე სიყვარულით გული არ იღლება, ზღვა დამესიზმრება, წამით გაცხადდება არე ბუნდოვანი, მზერას დაატყვევებს, მოსული სხვა გნიდან უცხო კიდობანი.
მოვა გათენება, ცაზე ცისარტყელას აღბეჭდავს საბაოთ... ჯერ არს გაზაფხული, ბნელეთის ქურუმო, ნუღარ მცდი ამაოდ. სულში ზეთისხილის ტოტი აყვავდება, ჩაცხრება ვნებები, ვყოფილვარ ოდესღაც ჩიტი მგალობელი, ოდესმე ვიქნები. ჯერ კი სოდომური ცეცხლის წვიმებია და ქარებს მიჰყვება უკვე გარდასული დღეების ტკივილი, ფერფლი და დიდება, ხმას მღაღადებლისა ზედა უდაბნოსა ჰგავს ჩემი ძახილი, რომელი თქვენგანი არს უცოდველი, აღიღეთ მახვილი!.....
(დალი ცაავა)
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 20:10 | Сообщение # 3820 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე შემიძლია ყველგან გნახო - ჩემთან იომე! ვამრავლებ სტროფებს გატაცებით და უკანონოდ, ამ ხორხით ვხერხავ ნამსხვრევ-ნამსხვრევ საშიშ სტრიქონებს, რომ ჩემ დაზგაზე გადაჭრილი ხმა გაგაგონო - ნადარბაზევი შემომაკვდა ტაში ზევიდან! თვალი - თვალის წილ იწურება ჩემი მარცვალი ზღვარზე შემდგარი ვწვავ ღამეებს - დილას ვერ ვიტან, ვერ ვიტან დღეებს ღამეებით გაუმაძღარი. მე შემიძლია დაგიხარო თავი მიწამდე, ცაზე მიზანში ამოვიღო ბევრი ვარსკვლავი, მე შემიძლია ყველაფერი, რაც განვიცადე! რაც ვერ შევძელი, სიზმარივით წყალს გაატანე...
ზურა რთველიაშვილი
|
|
|
|