ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 14:23 | Сообщение # 3791 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღარიბის ლუკმა *** ჩემს გურულ ბებოს, დაი ჰყავდა_ სახელად ნინა, ლამაზი იყო, მოღერილი დაჰქოდა ყელი, რა გემრიელი იყო ნეტავ გამაგებინა, მის თბილ ბუხართან გატეხილი პური და ყველი.
დამეთანხმებით, რადგან არის ცამდე მართალი, სხვამაც სთქვას, ვიცი, ბევრი კიდევ კვერსაც დაუკრავს, ფულით უქონელს, სულით რომ აქვს ქოხი დამთბარი და რომ სხვა მადლის გემო ახლავს ღარიბის ლუკმას.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 14:24 | Сообщение # 3792 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ადექი *** ისევ ჩაიმუხლე? ეს არაფერია, მოუხმე, მოუხმე ოცნებებს ფრთამალებს, შენ უნდა წამოდგე, სხვა გზები გელიან, ადექი! იარე! ცხოვრება გავალებს.
ადექი! ვინ შეჰკრავს საშენო კამარებს, ზიზღში არ დაჰკარგო წამი გოდებისა, ადექი, ცხოვრება კიდევ ბევრს გავალებს, ჰქმენ ტოლი სიკეთე, შენივ ცოდვებისა.
და რადგან გახვედი წარსულის სახლიდან ნელ_ნელა უთუოდ გადიხდი სხვა ვალებს... ადექი! დაიწყე თავიდან ახლიდან, ადექი! იარე! ცხოვრება გავალებს!
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 17:23 | Сообщение # 3793 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "Цари, цари дрожали, Цари, цари дрожат! На о На обух Господ, На о, На обух господ, На о, На обух Царей, Царя, Народ, Наро, Кузнец Моло, Молотобоец. Царе, Царей На обух, Пусть ус Спокоятся В Сиби, В сибирских су, Сугро, Сугробах белых. Господ, господ кладёт, Кладёт, кладёт Народ, Кладёт, Кладёт Народ, Кладёт белого царя, Кладёт белого царя! Белого царя! "
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 17:23 | Сообщение # 3794 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Пошли нам, Господи, Царя – Основу русского сознанья. Уж целый век народ в изгнанье, И в ужасе дрожит земля.
Под игом дьявольских идей Живем, отвергнутые небом, Питаясь не насущным хлебом, А мерзостью греховных дней.
Пошли нам, Господи, огонь, Дотла спали плоды измены. Теперь мы знаем: Царский трон – Краеугольный камень веры.
Любовь без верности – пуста. И кровь Святого Николая, Как кровь распятого Христа, К народной совести взывает.
Так пусть же грянет торжество - За покаянием – прощенье. Царь - это наше Воскресенье, Пошли нам, Господи, Его!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 17:29 | Сообщение # 3795 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| Россию кто умом поймёт, Обмерит кто каким аршином, Сама себя до крови бьёт, Спасётся только с Божьим Сыном. Исторгла веру и царя, Язычна, в идолах-кумирах,
Щедроты за море даря, Ещё и дома вся в вампирах. Доколе будем раздавать Родную речь, народ и недра, А сами будем жвачки брать, Ядком приправленные щедро?
Самоубийственный настрой, Так точит сук древесный гой. Россия списана в утиль, Аминь, но где-то меч куётся, Найдётся, кто нарушит штиль, Алмазный фонд не продаётся.
Долго думал, куда поехать отдыхать в ноябре, http://topbeachs.com/16-noyabre.html
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 18:35 | Сообщение # 3796 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...მხოლოდ სითეთრე უშვებს ესოდენ მსუბუქ სურათებს, მსუბუქ საჩივარს _ მკაცრი ხართ, თქვენო უშორესობავ, მაშინაც, როცა მე შუაში ვარ ... `მე შუაში ვარ...~
...სულაც იხდიდე, გუშინდელს და ნებაყოფლობითს, სახადებს, კაბებს, ნათითურებს, ვალებს, ნარცისებს. `დაკავებული ადგილები...~
მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად შენ წვიმამდე ხარ გალუმპული და პირველ დღემდე და შეგვიძლია დავანებოთ თავი და ბოლო გასეირნება მოიწყინო და ასე შემდეგ. `მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად...~
...და სინდისს ქენჯნით, საღამოა და რამდენს გთხოვენ, როცა უბრალო თოჯინა ხართ და ასე მოგრთეს, 28 ა-ში რეალურად იზრდება ხევი და შაბათამდე ელოდებით ინგლისელ ლორდებს
და ასე შემდეგ... დროს მიჰყვებით, ატარებთ, მისდევთ და გრჩებათ, რაღაც, ძირითადი, მცირედი, თითქმის არარსებული, რის გარეშეც, შემინდეთ, მისტერ, თქვენ ვერასოდეს შეიყვარებთ საკუთარ სიკვდილს. მეორე მიძღვნა სიკვდილი იქნევდა ხელებს, სიფრთხილეს სტკიოდა თავი... ... ... ... ცა ჰგავდა დობერმან პინჩერს, დარჩენილს მშრალზე და გარეთ. იაფფასიანი გასეირნება
არის მარტი და არანაკლებ არტისტულ ქოხთან დგას ღამის არასასურველი მღილი სიბერე, მაგრამ რა მოხდა? ვთქვათ, რა მოხდა? ჰო, ვთქვათ: რა მოხდა... მოხდა? ვთქვათ, მოხდა... მოხდა, მაგრამ რა მოხდა მერე?! სიტყვა და საქმე
მერე სიბერეს მარტოობა საფუძვლად უდევს და გენატრება შიგადაშიგ ძვირფასი დედა, რომელიც დღეებს ასხვავებდა _ კარგებს და ცუდებს, მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე იმასთან ერთად. `მხოლოდ და მხოლოდ ყოველივე ამასთან ერთად...~
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 18:37 | Сообщение # 3797 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე შუაში ვარ, შემომესოფლა წარსული თეთრი, მრუმე კვამლებით, ვცხოვრობ აღარსად, ხოლო მეზობლად ცხოვრობს სიგიჟე, მე ვიწამლები
დგომით, ხეებიც, როგორც თევზები, დგანან, ცხადია, არის შამათი, ცხადია, ბღუჯა-ბღუჯად მევსება სხეული მკვდარი გარეშემოთი.
მხოლოდ სითეთრე უშვებს ესოდენ მსუბუქ სურათებს, მსუბუქ საჩივარს _ მკაცრი ხართ, თქვენო უშორესობავ, მაშინაც, როცა მე შუაში ვარ,
როცა სითეთრის მთელი ეზოა ირგვლივ და სხვათა შორის, ჯერია, ჩაბარდეს წარსულს ყველა სეზონი და წარსულების ორანჟერეა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 19:20 | Сообщение # 3798 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთო, შემაყვარე ადამიანები, ღმერთო, შემარიგე მტერს, მიწას მოურჩინე მძიმე იარები, რწმენა აუმაღლე ერს.
ღმერთო, შემაყვარე ჩემი საქართველო, მართლა ხომ არ ვითხოვ ბევრს, აბა, სხვანაირად როგორ ვასახელოთ, რწმენას ნუ დამიდებ მტვერს.
ღმერთო, შემაყვარე ადამ_იანები ღმერთო, შემარიგე მტერს, მადლთან ნუ მიმიყვან დანაგვიანები, გულის მაყურადე ხმებს.
ღმერთო, მომანიჭე დიდი სინანული, გავცდე ნაცოდვილარ წლებს, ასე ცალი_ცალად მარტო სიარული, ასგზის დაამდაბლებს ერს.
ღმერთო, შეაყვარე ქართველთ ერთმანეთი, ოღონდ, ნუ გაგვიშვებ ხელს, ქრისტევ, ტკბილზე ტკბილო, შენ ხარ ერთადრთი, გული ამ სათხოვარს გწერს.
ღმერთო!_ შემაყვარე ადამ_აიანები, ღმერთო!_ შემარიგე მტერს!
/ნანა მეფარიშვილი/ Фото ნანა მეფარიშვილი საქართველო.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 21:28 | Сообщение # 3799 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სხივი აკლდება - შენს ღიმილს შემოეძარცვა ფერები, სახეზე დაჩნდა ბზარები ჩამოღადრული ცრემლებით, მზე ლღვება თბილი გულისა, ჩამოდის ჩამოცერებით. ირღვევა წმინდა ტაძარი - ცის სამოსელი სულისა, სჭარბობს არყოფნის სურვილი ყოფნად დარჩენის სურვილსა, ნეტავ, რა აანაპერწკლებს ქვეყნად დადგომის სურვილსა, შენი მზის ჩამონათებას, სამყაროს დასასრულისას. მაინც წინ, ცისკენ მივდივარ - ყოფნის სამყოფისს ვშორდები, ბინდი ვიყავ და ბინდი ვარ, ბინდადვე განვმეორდები. მოვალ შენს საკურთხეველთან, შენს უკითხავად მოვდგები, ერთი სანთელით ვილოცებ, ჩაქრება, ჩამოვღონდები.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 10.09.2015, 14:14 | Сообщение # 3800 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დღე აღარ მყოფნის, ჩამომადნა ხელში ცვილივით, _ წუთი, გულში რომ იბზარება ელვის სადარი და მიდის იგი და მივყავარ სახეშეცვლილი დროში, რომელიც მიდი-მოდის და არსად არი.
ბინდშერეული, გრილი სუნთქვა ისმის ველების და მდინარის ხმა ჭალებისკენ გადარწეული, დასაბამიდან იქ გალობდნენ ტყის ფრინველები და დღიდან დღეში გადაჰყავდათ ათასწლეული.
დღე დღეს გადასცემს მდუმარების ხმაში ჩარჩენილ სიტყვებს, რომელიც არის გულთა შესაკრებელი და თამაშია, თამაშია სხვა დანარჩენი და თავის ნაყოფს თვითონ მოკრეფს დღეთა მკრეფელი.
არსებობს ხსოვნა და იმ ხსოვნას სიტყვა ინახავს, სიტყვა ფიჭაა, შენ – ფუტკარი ფრთაგაცვეთილი, დაეძებ ყვავილს და არ იცი ახლა ვინა ხარ, მხოლოდ სიცოცხლე თუ სიცოცხლის ბოლო წერტილი.
|
|
|
|