ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 19:47 | Сообщение # 3771 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რომ არ გამთვალოს კაცთა სიხარბემ და მარტივ კაცად რომ არ ჩამთვალონ – სახეს ვიფარავ ჭრელი ნიღბებით, როგორც კლდეს ფარავს სურო–ფათალო. ღარიბი კაცის ნიღაბს ვიკეთებ, არც ძუნწი კაცის ვთაკილობ ნიღაბს, რათა სიძუნწე ანდა სიკეთე ვიხილო სხვათა თამაშის მიღმაც. უხათრო კაცი ვარ იძულებით, რომ გამოვცადო სხვაც ჩემი მსგავსი, მეგობრის ღალატს და ერთგულებას რომ უფრო მეტად გავუგო ფასი. ხანაც მხდალი ვარ, ხან მიამიტი, უბირი, ვინმე გამოუცდელი, ასე ვგებულობ: – ზოგი რაინდი რა რაინდია და რა სულგრძელი. ხდება: არჯალ კაცს ვთამაშობ ბრბოში, ვიცი, ასეა ზოგჯერ საჭირო, რომ იქნებ სულში უმწეო ბავშვი, კეთილი ბავშვი გადავარჩინო. შენთანაც ვჩხუბობ, გებუზღუნები, სული ტკივილით რომ უფრო ვგვემო, მაგ დიდ სიყვარულს და ერთგულებას რომ უფრო მეტად გავუგო გემო.
ვინც ანაწილებს კაცთათვის როლებს, ვინც რჩეულთათვის ამზადებს ნიღბებს, ჩემი მფარველიც ის არის სწორედ და ის მიზოგავს სიმაღლეს, სიღრმეს. ამ წყეულ ნიღბებს იმიტომ ვიცვლი, რომ ჩემი სახე შევინარჩუნო, ცხოვრებას კიდევ გავუძლო ვინძლო, ვიცხოვრო, ვწერო და ვიფაჩუნო. და როცა დღიურ ფუსფუსის მიღმა ღამე საკუთარ სულს ჩამახუტებს, – მე გადავხედავ ჩამოხსნილ ნიღბებს, როგორც ნაომარ რკინის ჩაფხუტებს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 20:15 | Сообщение # 3772 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე გადმოვრბოდი. ცრემლი გალობდა. ხან ქარიშხლების სვეტებს ვეყუდე... ხატებთან ენთო: უბინაობა და კამერებში მტრედების ბუდე.
მიწები ჩანდნენ, ოდნავ ეძინათ. ღამე ლოკავდა ყვითელ სამრეკლოს. მინდოდა ზეცა გადამერბინა და საფლავები სტვენით ამეკლო.
ჩრდილ წამოსხმული იჯდა ცხედარი, იცქირებოდა იგი ნაკლებად... ისმოდა: წყევლა შორეულ ხმების და სივრცეებში ძაღლების ყეფა.
ქარებს ბურავდა მსუბუქი მტვერი, მიტოვებული ვიწრო ღრუბლებთან. მე ვანათებდი მეტეორივით მარადისობის ხშირ მარგილებთან.
სადღაც სანთლებთან ტიროდნენ ტბები და მე მლოცავდა გზებზე ყორანი. თვალებში იდგა განმარტოებით სქელი სიბნელე როგორც ბორანი.
ნაძვები ბაღში ვარდებს უკრავდნენ... გუმბათებს ნთქავდა თოვლივით წირვა. ქარს მთვარის ელვა მსოფლიოს უკან წლების შუქივით გადაეწია.
შიში მეფინა მხრების ზემოდან შორს იყო კიდევ დისკოთა მზვარე. კუბო წვიმების წინ ეცემოდა და გრიგალები რეკავდნენ ზარებს.
ჩემს ნაფეხურებს სუნავდა ქარი, და მარმარილოს ჰყრიდნენ დილები. სამყარო არის! ფრთხილად ვფიქრობდი, სამყარო არის! დანამდვილებით.
პლანეტებს მიღმა ვიღაც ნანობდა, ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს... ლოდებთან ენთო უბინაობა, და ქამარებში მტრედების ბუდე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 20:32 | Сообщение # 3773 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი, ნაცნობ ბაღისკენ მივემართები, სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი, ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.
დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი, მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი, სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.
დაე, მაისის ხატავდეს ხელი ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს. რომელი იყო პოეტი წრფელი, რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?
ვარდები იგი ელადის გემმა დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი, როგორც სახება და დიადემა სილამაზისა და სინამდვილის.
რომელი ლხინი იყო უვარდო, და ან - რომელი დღე საცნაური, ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს, რაა უვარდოდ დღესასწაული?
სახეთა ფერი და ნეტარება, ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი, პოეტს ყოველთვის აქვს შედარება: მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.
მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი, როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის. დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი, და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.
ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს, აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს, ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს... ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!
ო, სიწმინდეო და სიფაქიზე! შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი, როცა მზიანი იყავი ისე, როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.
და ორნამენტით აკრთობდა დემონს იმ მშვენიერი წიგნების ძალა, წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.
ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი. რაფაელს იგი ფარავდა ლხინში, სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი და ლეონარდო იყო და-ვინჩი.
იხიბლებოდა სული დიადით, როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი. რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი - ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.
ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს, მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 20:47 | Сообщение # 3774 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა გინდა, თორნიკე, ზუსტად გაარკვიე, ფურცელზე ჩამოწერე და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ, ქვემოდან-ზემოთ. მეტი არაფერი, რომ არ აგისრულდება, კარგად იცი.
ყველა ძაღლი გარეთ გაყარეს უამინდობის გამო. მიდიხარ გზაზე, გუბესთან აკეთებ ქაღალდის ნავს, ჯდები ნავში, უსვამ ნიჩბებს - ხელებს, გადადიხარ მეორე ნაპირზე.
ოთხი წლის მანძილზე აკვირდები მანეკენივით მდგარ მოხუცს გაწვდილი ხელით, რომელიც ბრმაა, რომელიც ატარებს ოპტიკურ სათვალეს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებმა დაინახონ მისი უსინათლო უპეები და მიხვდნენ, რომ შორსმხედველები არიან სხვის საქმეში...
დღეს გაიგე მეზობლის სიკვდილის ამბავი, მიზეზი - გულის გაჩერება. აუყევი კიბეს, ჩამოდიოდნენ სხვები სიცილით, ყოფითი ჭიჭყინით, ჩურჩულით და პირველი რაც გაიფიქრე: ამათი გული არც არასდროს ფეთქავდა.
მიდიხარ სამსახურში, სადაც ხშირად საუბრობენ დოლარის კურსის მატებაზე. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს! ბევრს ეწევი, აი, ახლაც... ჯიბეში - ხურდა იაფფასიანი სიგარეტისთვის.
მოდიხარ სახლში, კარი არ არის ჩარაზული, ანუ გელოდებიან. არც შენ ჩაკეტავ - დაუცდი ერთს, რომელზეც გეუბნებიან: "მის მოსვლამდე არაფერი გეტკინოს"... ჰოდა, შენ ზუსტად მის მოსვლამდე გტკივა.
შიზოფრენიით დაავადებულებს, ფსიქოპატებს, მანიაკებს, მკვლელებს, მთვარეულებს შორის შენ ყველაზე საღად მოაზროვნე ხარ, მაგრამ არა - ნორმალური.
რა გინდა, თორნიკე, ვერასოდეს გაარკვევ. აიღე სუფთა ფურცელი და წაიკითხე ზემოდან-ქვემოთ, ქვემოდან-ზემოთ. მეტი არაფერი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 20:51 | Сообщение # 3775 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე; დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად; ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება! საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა, ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს, სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად. მაგრამ უეცრად შემოისმა მათი ჟრარუნი ტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა, იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარული და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად. კლდის ნაპრალები გაღვიძებას ჩუმად ელიან მყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან _ რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელია რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად. მაგრამ ისევე შეიცვალა ბუნება რადგან სხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა: როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგა და გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 22:41 | Сообщение # 3776 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბობ, ახლა რამე უნდა მირჩიო, ბობ, ახლა მთებში წითლად ღამდება და დაბლა ყრია ნაძვის გირჩები და შეგიძლია შველა ამდენად.
ბობ, რამე უნდა მითხრა ახალი, ბობ, მოიხედე, შენთან მოვედი, ჭკვიანი თავი უნდა დახარო, ისე ზოგადად, როგორც ყოველთვის.
ბობ, ვეღარ ვიტან ცარცის ვაგონებს, ბობ, ირგვლივ თითქმის ისევ ისეა და ჩვენს ბავშვობას ნუ მომაგონებ, თითქოს ეს წლები მომცეს ნისიად
და მოითხოვენ მხოლოდ გაძლებას, მხოლოდ ღამეებს - ნაღდ ანგარიშზე, ბობ, ვიცი, მალე ტყავი გამძვრება, ბობ, ვიცი, სადმე უნდა გავიქცე.
ბობ, დამეხმარე ასე ავადმყოფს, ბობ, მხარზე, მხარზე, ხელი დამარტყი, ბობ, ივრის პირას ცეცხლი დავანთოთ, ბობ, მთვარის შუქზე ფერი ამარტის.
ბობ, შმაგ ვერხვებთან ჩვენი ვილისი, ბობ, დაკბენილი ძილი, მკლავები, ბობ, ბედს სიბერე უნდა ვირიშვილს, ბობ, მოიხედე, სადღაც გავები.
რეზო გეთიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 22:59 | Сообщение # 3777 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ”წუხელის ბიჭი დაბადებულა. . .” ანზორ აბულაშვილი
გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე ამბავი მოხდა უმაგალითო : ქალი მისულა უყელსაბამო, უბრილიანტო, უმარგალიტო,
უმანქანო და უმდიდრულქურქო, უსაყურო და უსამაჯურო, უქმრო, უშვილო და უღიმილო, უჯამაგირო, უსამსახურო. . .
მისულა ქალი მაღალ დარბაზში და არხეინი შეძრულა ხალხი : ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.
მერე ისეთი რამე მომხდარა, კინაღამ ყველა გადარეულა : ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია და ცრემლი კაცად გადაქცეულა.
ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . . ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი და კაცსაც სცმია სამოსი შავი.
გაშეშებული მდგარა სუყველა. . . გაშტერებოდა სუყველას თვალი, ლამაზი იყო სანახაობა : როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.
ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . . წამოუვიდა ყველას ცრემლები. . . გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა აყვავებული თეთრად ტყემლები. . .
და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . . ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. . .
გურამ პეტრიაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 23:19 | Сообщение # 3778 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წამყე ბეთანიისაკენ. იქ, სადღაცა, ახლომახლო,
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!
ადგილები, ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
წამყე ბეთანიისაკენ!
მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო,
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 23:22 | Сообщение # 3779 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულს მოწყურდა სიტყა შენზე რამის მთქმელი და პირველად სამარცხვინოდ დავიბენი, სად მეძებნა, რა მეძებნა, რა მეპოვნა?! არ ვიცოდი რა მქონდა და რა მელოდა, ცხრა აღმართი... ცხრა მთა, ცხრა ცა ავიარე... შენს ძებნაში ჩემი ყოფა გავიარე... თალხით დამხვდა ნოემბერი მგლოვიარე, თუ მიპოვნე ნუ დამკარგავ, მომიარე... წყალი მინდა მომაწოდე საკურნებლად... წასვლა მინდა, განდეგილად დაყუდება, ფიქრი მინდა, არსებობის გააზრება, სიბნელეში სიყვარულის დაარსება... სულს წყურია სიტყვა შენზე რამის მთქმელი... დავიბენი, მართლაც როგორ დავიბენი...
ლელუ მთიელი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 00:08 | Сообщение # 3780 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხვება, ცხვება ობლის კვერი, ხავსი მოსდებია ხანას, ისევ მღერის დედა_ბერი, საგალობელ_იავ_ნანას.
მიაფარეს წარსულს მტვერი, ჟამი აჩენს ყოვლის მგმობელს. ახალია, ყველა ძველი, დრო გახნის და ნათელს მოჰფენს.
ყრმა გვიტირის, მადლი შია, ესმის ქალწულ დედის ხმაი, ჯერ ისევე აკვანშია, ხანდაზმული იგი ყრმაი.
ცოდვის ღრუბლებს ფანტავს მზე და, ანგელოზებს სჩუქნის ობლებს, მღერის ცრემლიანი დედა, ღვთის საკადრის საგალობელს.
დრო ძვ_ელია, ადევს მტვერი, ხავსი მოსდებია ხანას, კვლავ აკვნესებს დედა_ბერი, ტკბილ_ხმებიან იავ_ნანას.
პ.ს. დღეს სხვა დროა, იავ_ნანავ გამიღვიძე ყრმაო, შეაფხიზლე, შეაფხიზლე ანგელოზის ფრთაო, არ შეშინდე, სთქვი ყოველი, რაიც უნდა სთქვაო, დედა_შენი შენს აკვანთან დრო_ჟამს ათევდაო, გაიღვიძე გენაცვალე, უკვე გათენდაო.
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|