ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 00:19 | Сообщение # 3781 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ, სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
უნდა დაგიბრალო, სანამ მოგონებით მთვრალი ვარ და სანამ თვალები მაქვს ალის ათინათით შენაფერი; ვიდრე მარტოობა თავში თრიაქივით ამივარდა; ვიდრე წავედი და ყულფის თავშესაფარს შევეფარე.
უნდა დაგიბრალო ხამი მოტრფიალის გაგიჟებით, ისევ ჩაქნეული ხელის ალიყურის შემოკვრამდე; სადღაც ცხრა მთას იქით ციხე მიუვალი აგიშენო, მერე მოგძებნო და სისხლისმძებნელივით შემოგადგე.
უნდა გადმომძახო - ისევ უიღბლოო მოალყე ხარ, გამოეკიდეო ქარებს ოცნებათა ამირბარო! ყველაგზამოჭრილმა მეტი ვერაფერი მოვახერხო - შენი სიყვარული დანაშაულივით დავიბრალო.
ლექსი - უშენობის თეთრი ღამეებით ნაწამები, ლექსიც არ მიუშვა შენი სიმხურვალის სამოთხემდე; ჩემგნით დაზიდული ძირში მოიკვეცო ნაწნავები, მერე წახვიდე და სადმე ცხრა მთას იქით გამითხოვდე!
უნდა დაგიბრალო, თორემ სიყვარულის მონატრებით სული დაილია, სულში მაცილები ქირქილებენ, სანამ დაღლილ მაჯებს ისევ უსახელოდ მომამტვრევენ ყოფის ქარიშხლებით აღრიალებული წისქვილები.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 00:30 | Сообщение # 3782 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დრო და დრო დროც დარდობს რომ გარბის რომ არ თმობს....
დრო და დრო ვოცნებობ რომ მიყვარს... რომ მახსოვს...
გზა და გზა გეძებ და ნელ–ნელა ვბერდები ნაკვალევს ვპოულობ და მაინც ვერგხვდები
დრო და დრო დროც დარდობს რომ გარბის.... რომ ჩქარობს..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 00:31 | Сообщение # 3783 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულს მარტოობა უნდა, მარტო ვიქნები აწი. სადღაც გაისმის მუდამ ჩუმი შრიალი ნაძვის. და სანთლებივით დგანან თეთრი ჭადრები ბაღში. ანდა ცუდია განა - დავრჩე ბოლომდე ბავშვი? ეს შორეული ქარი ჩემთვის ძვირფასი გახდა. ნელა ჩაივლის ქალი ალექსანდროვის ბაღთან. ვფიქრობ: სიცოცხლე არ ღირს ცისკენ მიფრინავს თვალი. თეთრი აუზი ბაღის უკვე აივსო წყალით. სულს მარტოობა უნდა, მარტო ვიქნები აწი. სადღაც გაისმის მუდამ ჩუმი შრიალი ნაძვის.
ტერენტი გრანელი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 17:03 | Сообщение # 3784 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აქ, არც იებია და არც კესანები, უკან დააბრუნეს თითქოს დედამიწა, ჩვეულებისამებრ, არც ვის ესალმები, ყველა დაივიწყე, ყველამ დაგივიწყა.
აქ, არც სცენა არის და არც პარტერები, ზამთრის ამინდებიც ისე მარტივია, ზეცას არ სწყდებიან დიდი ფანტელები, შეყვარებულები მგონი არც სტირიან.
აქ, არც სიძველეა და არც შენი შარა, აღარც ტანაყრილი ძველი ჭადრებია, მგონი ეს მუზებიც სულ მთლად შეიშალა, რადგან ირგვლივ მხოლოდ ცივი კადრებია..
ღია სარკმელიდან არვინ გელოდება, რადგან არც გიცნობენ, არც ვის ესალმები, მხოლოდ უფერული დღენი მეორდება, აქ, არც იებია და არც კესანები...
/ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 20:10 | Сообщение # 3785 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გასაგებია ყველაფერი. მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –
ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა: შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი, უზარმაზარი გალავანი ამოშენდა ჩემს გარშემო, და იმსიმაღლე – გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის, ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ, ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები და მომსრისონ. ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ; ზოგიერთი მიყვარდება, მაგრამ ვერ ვუმხელ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 21:29 | Сообщение # 3786 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| “ახლა ასეთი სიმართლეც კი არვის აშინებს”, - მხრების აწევით ამბობს ქალი და მიუთითებს სასაფლაოზე დაფენილი ვარდების წყებას - შავებით მოსილ ქალთა შორის დაცემულ ქალებს. ქალ-ვაჟი რაღაც იდუმალად უცქერს ერთმანეთს, უცხო ენაზე ლაპარაკობს ლამაზი ქალი. “ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ, ახლა ქართულად!” “მე ისედაც ბევრს ვლაპარაკობ, ასე მგონია. ასე მგონია, შეგაწყინეთ კიდევაც თავი”. “არა, მე თქვენთან საუბარი არ მომწყინდება”. “ნუთუ თქვენ ახლა შეგიძლიათ გულდამშვიდებით საუბრის სმენა? განა ახლა ასეთი დროა?” “მე დაგიგდებთ ყურს თუნდ მთელი დღე და მთელი ღამე, მე დაგიგდებთ ყურს თვეობით და წელიწადობით, ილაპარაკეთ, გევედრებით... ოღონდ ქართულად... ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.09.2015, 21:40 | Сообщение # 3787 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას, დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები. შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.
მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით, ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს. წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით, ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.
ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში, როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე. მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში, და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.
კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები, თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა. ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები, მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 14:21 | Сообщение # 3788 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ჰქვია ე პ ო ქ ა ს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? მე ასე ვფიქრობ:
ვითომ ლიბერალიზმი ვითომ ლიბერალებით, ვითომ დემოკრატია, ვითომ დასავლური ორიენტაცია, ვითომ მისწრაფება სახელმწიფო მშენებლობისა,
ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი: ყრუ ფეოდალიზმი, ტრადიციული უპასუხისმგებლობა, ტრადიციული ზერელობა და მამალი დემაგოგია, დილეტანტიზმითა და უვიცობით გაჯერებული!
p.s. მე მგონი, არაფერი გამომრჩა - ეპოქა ზუსტად ავსახე!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 14:22 | Сообщение # 3789 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სად გაიფანტა სურნელი დილის, ან მოლოდინის ბილიკი სადა, ვაშლის ხეების ნაღვლიან ჩრდილში გზადაკარგული ქარი ხარ ადამ...
ცის სილუეტი მომძახის მზე ვარ, ნიშანს ასხივებს ყოველი რიცხვი, გავს შემოდგომა დაცემულ ევას, ხმელი ფოთოლი უფარავს სირცხვილს...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.09.2015, 14:23 | Сообщение # 3790 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დავივარ, თავზე მახურავს
ამ ზეცის ცრიატა ბანი,
გულში ქარები მღერიან
და მზეთა იატაგანი
ისე მჩხვერს, გული საგულეს
მივა და მოვა ნებაზე,
მზის ამოსვლაზეც მეტი ხარ
და მთვარის მოვანებაზეც.
7.09. 2015
|
|
|
|