ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 21:59 | Сообщение # 3761 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს ლალ_ბაგეებს უწოდეს სული – ეს მართალია? შენს წვრილ ხაზ-წარბებს უწოდეს ბმული – ეს მართალია? როცა შევიცან, ბაგენი შენნი მეტკბილა ფრიად, ვისაც ვანდე, თქვა; ჭორია სრული – ეს მართალია? შენ ბაგეთ სიტკბო, მე დავინახე მეწამულ ფერად, მითხეს არისო სისხლისგან სხმული – ეს მართალია? გული ვიხილე მაგ შენს ნიკაპის პაწია ღრმულში, თქვეს; იოსებ არს დილეგში ფლული – ეს მართალია? წელი გამიხდა ღერის ოდენა მაგ შენი ზილფის, მითხრეს; ეს სიტყვა მრავლად არს თქმული – ეს მართალია? ლალის ზანდუკში მე დავინახე მარგალიტთ წყობა, თქვეს; არის ბაგე კბილებით მკული –ეს მართალია? ვზრახდი; შენს ირგვლივ ვერ გაიკვალავს გზასაც ნიავი, ტრფობას უპყრია, თქვეს, შენი გული _ ეს მართალია? როს ცოცხლდებოდა ბაგენი შენნი ჩემს გულის მშველად, თქვეს; მაშინ გაჩნდა ტრფობანი ტრული – ეს მართალია? და გემონება ტანად ალვას თვით სამოთხის ხენი, გიქეს მშვენება უსაზღვროდ ვრცელი – ეს მართალია? შეგწირეთ თავი, გული და გონი ვბოძეთ შენს ბაგეთ, თუმცა ეს ყველა, ყოფილა გმული – ეს მართალია? თვალის ჯადოთი შეჰყარე სნება ამ გულს სასტიკი, შენს წელს მირჩევენ სალბუნად წყლულის – ეს მართალია? გრაცხდი მწვალებლად; მიტომ ფარავს-თქო თვის სახეს აგრე, თუმც პირმთვარეს გიწოდეს რჯული – ეს მართალია? მხოლოდ ის ვიცი, ბნელზე_ბნელა თმა_კავი მისი, გრაცხეს მარტივად, სათქმელად რთული – ეს მართალია? წყლით სავსე ღრუბლად გადაქცეული იხილეს თვალი, გიქეს ღაწვები შლილ ვარდად ხმული – ეს მართალია? ახალ ყვავილზეც ტურფად გსახავ შენ, ტანად უტურფესს, გრდემლივით მძიმედ გისახეს გული – ეს მართალია?
გაზი ბურჰენ ედ-დინი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 22:01 | Сообщение # 3762 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჰეი, მერიქიფევ, ღვინით ცეცხლი გვკიდე, დაიცა! ისე, რომ სულში უკეთური უმალ დაიწვას. ნაღდი ოქრო კი განმტკიცდეს და გადიკრიალოს, ცეცხლმა სულისამ იელვოს და გადიგრიალოს. ხალასი ოქრო აკიაფდეს, სიხარულს მიგვცეს, დანარჩენი კი გადიბუგოს და ნაცრად იქცეს. ჩაჰბერე მედგრად, კაეშანი გაგვინიავე, განქარდეს, იქნებ, ბზე რაც არი, ფერფლი, ნაცარი, რომ სულის ჩიტმა იხეიროს _ კენკოს მარცვალი.
აბდ-ორ-რაჰმან ჯამი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 22:14 | Сообщение # 3763 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თოვს, მარტმა ამინდი არია. შენ გავხარ ღვთისმშობელს - მარიამს! არ გინდა არც რა სამკაული, გუნდა-ლახუსტაკი და უმარილი, შენა ხარ პატარა სასწაული, ციდან ჩამოსული სტუმარივით. შენს თმებს ველური ვარდისა და მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს, ცოტა შეიფერთხე დარდისაგან, მაგაშიც ეშხი ურევია!... თოვს ... ხანდახან წვიმას გამოურევს, მარტი გიჟია და სულელია, ადამიანს დარდს რა გამოულევს, ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!... თოვს, თოვს...
რეზო ამაშუკელი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 22:16 | Сообщение # 3764 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძველმოდური პალტო ეცვა, მოდიოდა ქუჩაში და ესმოდა: "რა ხანია, გადავიდა ეს მოდა..." იყო ბედნიერი დედა, მოდას სულ არ დაგიდევდა, რადგან დედას დრო ჰქონდა, ბრუნდებოდა შინ და ჩვენთვის თბილი პური მოჰქონდა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 18:53 | Сообщение # 3765 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხელი,რომელმაც მე მიპოვა ქაოსში ქვეყნის,
ხელი,რომელსაც სითბო ჰქონდა ულევი ჩემთვის,
ხელი,ბედ-იღბლის ტრიალმა რომ მარგუნა წილად,
თავთით,ძლიერი საყრდენივით რომ მედო მძინარს,
თმების ალერსში რომ ვერ გრძნობდა ვერასდროს დაღლას,
სად არის....
ცრემლის მოსაწმენდად მჭირდება ახლა!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 18:59 | Сообщение # 3766 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იანვარს ექვსი რიცხვი მიკვნიტა წამმა, წევხარ და გიცქერ სიცხიანს, საკუთარ სიკვდილს ვიხდი შიგნიდან და სულზე შენი სუნთქვა მიცხია. სიცივეს ხშირი ხვნეშით აკავებ, ვერ უმკლავდები ღამეს _ მიზანთროპს და ჩახუტებით გინდა კანკალი ორგანიზმიდან გამოგიზამთრო... მე კი ჩემში ვარ ისე ჯიუტად, რომ შენს სიყვარულს ვატარებ დღემდე და ვყლაპავ ცრემლებს როგორც იუდა, იესო ქრისტეს გაყიდვის შემდეგ - რადგან სხვაგვარად სამგლოვიარო, ჩვენთვის ახალი წელი - იყო წელს, ღიად ვიტოვებ გულის იარას, შიგნით გაწვენ და მერე ვიხორცებ. სულშიც რამდენი ბოღმა გავცერი, როგორც წარსულის ზერელე ჭორი, მიგნებასავით ვდგავარ დაწერილ და არდაწერილ სტრიქონებს შორის. სადაც მიყვარხარ ასე მარტივად, ასე რთული და ასე მარტივი და თოვლი ტირის როგორც სატირა და მზეც ამოდის თითქოს სატირით - ამ შობის დილით ნინო, იმდენად... რომ გამთენიაც ისე მომწყინდა, საკუთარ ლექსებს სულში მივდენი და ამოხტომას ვცდილობ ხორციდან!...
როინ აბუსელიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 19:12 | Сообщение # 3767 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარმა სიყვარული რა იცოდა, შენი სიყვარული გაეგო, ხედავ,აღარავინ შეგიცოდა– ქარვა ხალიჩებად დაეგო.... ვაი,ბგერაც აღარ დაგიტოვა, დაისს ეჩურჩულო ხანდახან, ასე გაძარცვული მიგატოვა, როგორ განუგეშო,რა გითხრა... ცაო,ბოღმისაგან დაზაფრულო, გულო,დარდისაგან ნატირო, ჩემო მოციმციმე გაზაფხულო, მხსნელო,შორეულო ნაპირო. მწუხრი,ცრემლიანი ჯვარისწერა, ქმარი–ქარიშხალი საზარი, მალე მომივლინე, ბედისწრავ, მხსნელად უკეთესი ზამთარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 19:18 | Сообщение # 3768 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს, შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან, მე გავალ ამ ქარში, გავიტან ამ ვარდებს და შენი ლოდინის სიმღერას გავატან.
ასეთი ვარდებით ივსება აუზი, დარეკა გრიგალმა და ხმები გარეკა: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს ქაოსი! შენ, ჩემო გენიავ, გრიგალმა დარეკა.!
გალაკტიონი
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 19:21 | Сообщение # 3769 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეცემა თოვლი, თეთრი ფრინველი, ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა, ან რას გაიგებს, რომ დღეს პირველად არ შემიძლია მე შენი პოვნა.
და დღე, რომელიც უშენოდ მოვა მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი. ეცემა თოვლი... რა იცის თოვლმა, რა იცის ჩიტმა, მიფრინავს ჩიტი.
ეცემა თოვლი, როგორც ცხოვრება თოვლივით ჩუმი და შემპარავი, მე კი ყოველთვის მემახსოვრება, რაც ახლა მინდა, მაგრამ არ არის.
ეცემა თოვლი და დროს მიყვება ლამაზი, მაგრამ უკვე ყოფილი როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები სადღაც სივრცეში გადაჭდობილი
ოთარ ჭილაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.09.2015, 19:33 | Сообщение # 3770 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ, მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე, ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს, იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს, ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი, სუნთქვა რომელშიაც რაღაც ჩემეულიც სახლობს, ბაგე რომლიდანაც რაღაც შენეული მოვთქვი.
სისხლი კალაპოტში აღარ დაგეტევა, მერე, ვენებს საფეთქელთან ისე გაგიგიჟებს, – უმალ, როკვას დაამსგავსებს გული არითმიულ ბგერებს, ყეფენ საფეთქლები, ხოლო ბაგეები დუმან.
ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ, მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე, ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს, იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.
|
|
|
|