ჩვენი საყვარელი ლექსები - Page 381 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ჩვენი საყვარელი ლექსები
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 14:38 | Сообщение # 3801
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საყურემ მოგჭრა მზერა ობოლო,
შემოაჭენე ქარში მერანი,
შენ მარტოობის გერგუნა როლი
და სევდიანი ლექსის წერანი.

გულით დაგიპყრო ქალმა თავადის,
მტკვრის ნაპირებთან სტიროდი მარტო,
არც გაღიარეს არად მანამდის,
ყურსაც არავინ გიგდებდა ტატო.

და როგორც ვიცით ქართველთა" წესით",
მზეს ჩასვლის მერე ფასი აქვს მეტი,
შენ არასოდეს კოჭლობდი ლექსით,
პირიქით, დროში ლექსით აღზევდი.

ცრემლში აწრთობდი სახელს მგოსნისა
და პოეზიას_ ასაფრენ არწივს,
იცოდი ვალი გქონდა მოსვლისა,
ბედი ქართლისა გტკიოდა ყმაწვილს.

მარტოსულობის გახსნილ კარებზე,
დატოვე სევდა შენამოსები,
შენი ლექსების მდიდარ ბწკარებზე,
კვლავ შრიალებენ კვიპაროსები.

/ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 14:57 | Сообщение # 3802
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
მე თქვენ ყველგან, ყველგან მიყვარხართ,
სადაც გინდათ იდგეთ თბილისში,
რუსთაველზეც, ვაჟაზეც და ბარათაშვილზეც,
რადგან თქვენ
იმ მანძილზე ხართ ყველგან ერთურთს დაცილებულნი,
რომ მიაცილოთ სახლამდე მთვრალი.

თქვენ შეაგებებთ ხოლმე მკლავებს
მის დაღლილ სხეულს,
გულში იხუტებთ, ხაოიან ენითა ლოკავთ
და რუდუნებით თქვენსავ მოძმეს გადააბარებთ.
და ასე . . . ვიდრე მთვრალი იგი
თავის სახლის ზარს არ დარეკავს.

კეთილშობილო ქუჩის ხეებო,
დაე ნურასდროს შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი,
რომ წინაპრები თქვენი უღრან ტყეში ცხოვრობდნენ;
ჩემი ძველებიც კოცონს ესხდნენ შემორკალულნი,
მე კი თქვენთან ვარ,
იმავ მტვრისთვის თავმიშვერილი,
ვხარობ, ვზეიმობ,
აი ახლაც, აი ამ წუთშიც
თასი მიჭირავს გადავსილი
და რაკი ვიცი,
რაკი გული მიგრძნობს ტიალი,
რომ სადაც არის, მასპინძელი გარეთ დამითხოვს,
დამათმობინებს თავის თბილ სახლს
და . . . ქუჩაში . . . ამ თებერვალში . . .
გამომისტუმრებს ცბიერი და ცრუმეცნიერი, -

ვდგები და ყველას გასაგონად, გამოსაწვევად,
თქვენ სადღეგრძელოს ვსვამ ხმაურით,
ქუჩის ხეებო !
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 15:00 | Сообщение # 3803
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ და,
ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევიძელი,
რამდენი სათქმელი დაგროვდა,
რომ იცოდე,
მგონი ათ წელსაც ვერ მოვათავო
ლაყაფი:
გაიღვიძე, კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა,
ხომ იცი, ხალხს და სოფელს
განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის
ვაებანი,
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე.
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან
პაემანი?

გაბრიელ ჯაბუშანური
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 15:00 | Сообщение # 3804
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯერ კიდევ სისხლი
დუღს ძალ-ღონეში,
ღმერთს კი, ღმერთს თვისი
აქვს განაჩენი -
მე ველი სიზმარს,
სიზმარს, რომელშიც
კარს მომადგება ბრმა მამაჩემი.
კვალვ იმ ჩექმებში,
კვლავ იმ ჩოხაში,
მამა ტანადი, მამა თვალადი;
მამა,რომელსაც ჩემს ბავშვობაში
მე ნათელ ცისქვეშ გზას ვუკვალავდი.
იმ ძველ ალერსით,
იმ ძველ ყავარჯნით,
იმ ძველ საუბრით,
ძველ შეკითხვებით...
მეტყვის: დამიდექ ისევ მკვლავმარჯვნით,
დღეს ამ ბნელ გზებში მე შეგიძღვები.

ირაკლი აბაშიძე
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 15:05 | Сообщение # 3805
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველას გვაქვს ფერი ჩვენი თვალის, თმისა თუ კანის.
ყველას გვაქვს სუნი ჩვენი პურის, იფქლის თუ ჭვავის .
მოგვთხოვა მიწამ უკვდავება
მიწამ მოგვთხოვა უკვდავება
ფეტვი ფეტვისთვის აურიე
ბრინჯისთვის ბრინჯი .
დათესე. ზარდე თავთავები
გვერდიგვერდ: მიჯრით.
რამდენი დღეა მკვდრები თავის დედებზე წვანან.
შუბლშეხვეული გზები გულში იყრიან წალამს.
ერთი ნაბიჯით შემაკავე
ნაბიჯზე მიწა მომაყარე
სული ზეთისხილს მოგაგონებს
გუშინ რომ ჭამდი.
ხორბალი დილით ირჩეოდეს-
ხორბალი დღისით ირჩეოდეს
ხორბალი ჩემთვის ირჩეოდეს-
ურიე წანდილს.
ყველას გვაქვს გემო ენისწვერზე დარჩენილ კოცნის.
ყველას გვაქვს ერთხელ ხელისგულზე შემწვარი კვერცხი.
სადილში მარილს ჩავამატებ
სადილს ცრემლებით დავამლაშებ
თვალი თვალის წილ დამიხუჭე
რომ გითხრა: მწამდი.
ერთიარშინით წინ თუ უკან საფლავებს ვსაზღვრავთ.
ერთი არშინით შემოვსაზღვრავთ მშიერს და მაძღარს.
მდელოზე ყანა ბიბინებდეს
ყანაში გოგო მიდიოდეს
ფეტვი ფეტვისთვის აურიოს
ბრინჯისთვის ბრინჯი
დათესოს. ზარდოს თავთავები
გვერდიგვერდ-
მიჯრით.

მოსთხოვა მიწამ უკვდავება
მიწამ მოსთხოვა უკვდავება
და ნაწნავს იჭრის.

კატო ჯავახიშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 15:26 | Сообщение # 3806
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავავსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია, (უნდა ვიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც)
შენს სადღეგრძელოს ჩუამდ ჩამძახებს
ჭიანურები, ვსვამ ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახლებს
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი
და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ
პასუხს!!!
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 15:29 | Сообщение # 3807
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დადგა აგვისტო. ცა რიდეული

დაისიცხება ისევ დილ-დილით;

ქალაქს ედება მზე თვითეული

ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით.

ისევე ჩქარი და უძლეველი,

ვიცი, რადა ვარ ასე ქარული,

ჯერ ყველასაგან მიუკვლეველი

აღმოვაჩინე მე სიყვარული.

ეს სიყვარული დააცხრობს გოლვას

და გაგიჟებას უფრო უარესს,

სურვილი ისევ უშენს რევოლვერს,

ცას რომ ღრუბლებმა გადაუარეს.

ღრუბლებო შავო, მზეო საპყარო,

მე აღტაცების ზღვაში შეველი,

აღმოვაჩინე მთელი სამყარო,

ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი.
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 17:10 | Сообщение # 3808
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე რა ვიცოდი, მუხრანის ბოლოს რომ დააფეთა მიმინომ გნოლი,
ის თურმე მისი მიმინო იყო, თვითონაც აქვე მელოდა თრთოლვით,
მე რა ვიცოდი, თურმე მის გულში ისევ ღვიოდა ტრფობის ხანძარი,
დრომ ვერ წაშალა ძველი ტკივილი, ვერ წააფარა ფერფლი, ნაცარი,
მე რა ვიცოდი, თუ მის ბაგეებს ისევ ახსოვდა მწველი ამბორი,
არ დაიშალა ჩემთან შეხვედრა, არც როდის იყო რჩევის გამგონი.
მე არ ვიცოდი, მე, თვალდავსილმა, ჯეჯილს თუ მისი სუნთქვა არხევდა,
ჰაერს თუ მისი აკრთობდა ლოცვა და მზეც თუ მის მწველ ვნებას მაფრქვევდა.
მე რა ვიცოდი... ან რომ მცოდნოდა, შევაჩერებდი ზვავს, უკვე დაძრულს?
აღვუდგებოდი წინ ბედისწერას? მოვაბრუნებდი წყალს, თავქვე წასულს?
და, აჰა, იგი "მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული სინჯავს იარაღს",
ჩემს დანახვაზე წამოიმართა და ხმალმა ქვაზე გაიჟღრიალა.
მის დანახვაზე გამიწყრა ღმერთი და წავბორძიკდი (ესეც ბედია),
მალვით გავხედე მეუღლეს ჩემსას, წარბშეუხრელი იდგა ბერდია.
ორი მახვილი მზეზე გაბრწყინდა და ჩემი გული ორად გაიპო,
ვუცქერდი იმათ ანთებულ თვალებს და ვგრძნობდი, შველა არსაით იყო.
ისევ გავხევდი. ჩემი მანდილით ვერ შევაჩერე მამრთა ჭიდილი,
პირქვე ჩავემხე ხოდაბუნებში და ღმერთს შევთხოვე შველა ქვითინით.
არ შეისმინა ჩემი ვედრება (ვინ, ვინ მისწვდება განგებას ღვთისას)
აქეთ ბერდია იწვა მდუმარედ, იქით ყივჩაღი პოტნიდა მიწას.
არ დამცდენია აუგი უფლის (ან, ცოდვილს, მქონდა უფლება ამის?)
თეთრი ხელებით თმა გავიშალე, კოჭს მიწვდენილი, კუპრივით შავი
და დავიტირე მოთქმით ორივე - ჩემი ბერდია და იგი, უცხო,
გულს გავიტარე მერე მახვილი და იმათ შორის დავეცი უხმოდ.
ცა გადაფითრდა ჩვენი შემყურე, მზე დაიღვენთა, როგორც სანთელი,
აქ დავუტევე ჩემი სიცოცხლე და ჩემი ცოდვა უკანასკნელი...
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 17:28 | Сообщение # 3809
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ატყდა წვიმები და ბილიკს მხოლოდ
ჩემი ატყვია ნაფეხურები,
მე ვერ მამშვიდებს დღეს სიყვარულიც,
შენ რომ თბილისშიც არ მეგულები.

ამ ერთხელაც რომ გადაიწვიმებს,
სევდამ ხელი რომ არ მომითავოს,
უნდა დავამხო სიმშვიდე შენი
და შუაფხოში ამოგიყვანო.
 
nukriaДата: ხუთ, 10.09.2015, 18:25 | Сообщение # 3810
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი იწყება.
ცოტას გავივლი.
იქნებ ვინმეს თანამგზავრი უნდა,
იქნებ ვინმეს მივასწავლო ქუჩა,
იქნებ ვინმე ავაყენო მთვრალი,
იქნებ ვინმემ სიგარეტი მთხოვოს...
ორი იწყება,
ცოტას გავივლი.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость