Любимые стихи - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » Литература » Любимые стихи » Любимые стихи
Любимые стихи
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:09 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*Мне русские милы из давней прозы
и в пушкинских стихах.
Мне по сердцу их лень, и смех, и слезы,
и горечь на устах...

Мне по сердцу их вера и терпенье,
неверие и раж…
Кто знал, что будет страшным пробужденье
и за окном пейзаж?

Что ж, век иной. Развеяны все мифы.
Повержены умы.
Куда ни посмотреть – все “скифы, скифы, скифы…
Их тьмы, и тьмы, и тьмы”.

И с грустью озираю землю эту,
где злоба и пальба,
мне кажется, что русских вовсе нету,
а вместо них – толпа.

Я знаю этот мир не понаслышке:
я из него пророс,
и за его утраты и излишки
с меня сегодня спрос.

Булат Окуджава, 1996
 
nukriaДата: შაბ, 30.05.2015, 14:09 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
На мачту приземлилась чайка:
Она летала, она – устала.
Я ей сочувственно махала –
Я так устала: я не летала.

Вон, в небе, чаек кружит стайка:
Зовут с собою – открыто море!
А надо мной – небес просторы…
Душа мятежна – и с миром спорит…

Поспорить можно ли с природой
О самом важном, о неизбежном,
О том, что суждено нам, грешным,
Готовить душу к мирам нездешним?..

Ах, не дано такой свободы:
Быть птицей вольной, летать повсюду!
…О, чайка, мне б полёт совместный
С тобой, свободной!..

С тобой я буду
Кружить и покорять просторы
Над городами и над морями…
Спускайся, дай примерить крылья!
…Да поскорее – чтоб не поймали.
 
nukriaДата: პარ, 29.01.2016, 20:19 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Хорошо, что я в шестидесятых
Не был, не рядился в их парчу.
Я не прочь бы отмотать назад их —
Посмотреть. А жить не захочу.

Вот слетелись интеллектуалы,
Зажужжали, выпили вина,
В тонких пальцах тонкие бокалы
Тонко крутят, нижут имена.

А вокруг девицы роковые,
Знающие только слово "нет",
Вслушиваются, выгибают выи
И молчат загадочно в ответ.

Загляну в кино Антониони,
В дымную, прокуренную мглу:
Что бы делал я на этом фоне?
Верно, спал бы где-нибудь в углу.

В роковых феминах нет загадок,
Как и в предпочтениях толпы.
Их разврат старателен и гадок,
В большинстве своем они глупы.

Равнодушен к вырезам и перьям,
Не желая разовых наград,
О, с каким бы я высокомерьем
Нюхал их зеленый виноград!

Толстый мальчик, сосланный от нянек
В детский ад, где шум и толкотня, —
Дорогая, я такой ботаник,
Что куда Линнею до меня.

Никаких я истин не отыскивал,
Никогда я горькую не пил, —
Все бы эти листики опрыскивал,
Все бы эти рифмочки лепил.

Дорогая, видишь это фото?
Рассмотри не злясь и не грубя.
Ты на нем увидишь идиота,
С первых дней нашедшего себя.

Сомкнутые брови, как на тризне.
Пухлых щек щетинистый овал.
Видно, что вопрос о смысле жизни
Никогда его не волновал.

Д.Быков
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:10 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თავქარიანობა! – ცოდვაა ნეტარი,
ჩემი მტერი და ჩემი მეგობარი.
მან შემომაშხეფა სიცილი თვალებში
და ცეკვა-თამაშით ამივსო ძარღვები.

მასწავლა, გადამეგდო ბეჭდები,
ძველ მოგონებათა ნამსხვრევნი,
უკუღმა დამეწყო ვნებები,
დასასრულს დასაწყისით ვნებდები…

როცა უმწეობა დიადი სიმძლავრით
თრგუნავს მღელვარე სულს,
მასწავლა, გავხდე ნაზი ყვავილივით,
ფოლადის სიმტკიცე ვუბრძანო გულს,
სევდა გავიქარვო ტკბილი შოკოლადით,
სახეში შევცინო გამვლელთა გუნდს.

————————————
Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжелый шар земной
Не уплывет под нашими ногами.
Мне нравится, что можно быть смешной –
Распущенной – и не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами.

Мне нравится еще, что вы при мне
Спокойно обнимаете другую,
Не прочите мне в адовом огне
Гореть за то, что я не вас целую.
Что имя нежное мое, мой нежный, не
Упоминаете ни днем, ни ночью – всуе…
Что никогда в церковной тишине
Не пропоют над нами: аллилуйя!

Спасибо вам и сердцем и рукой
За то, что вы меня – не зная сами! –
Так любите: за мой ночной покой,
За редкость встреч закатными часами,
За наши не-гулянья под луной,
За солнце, не у нас над головами,-
За то, что вы больны – увы! – не мной,
За то, что я больна – увы! – не вами!

მე მომწონს რომ არა ხართ ავად ჩემით,
მე მომწონს, რომ არ ვარ ავად თქვენით,
რომ არასდროს მყარი დედამიწა
არ გაქრება ოცნებებში ფრენით.
მე მომწონს, რომ არვინ მიშლის სიცილს
და სიტყვების თავისუფალ თამაშს.
არ მაწითლებს მე სირცხვილის ტალღა,
თუკი ოდნავ შეგეხებით ნაზად.
მე მომწონს, რომ ჩემი თანდასწრებით,
ეფერებით იმას, ვისაც გინდათ,
არ მიგზავნით წყევლას იმის გამო,
რომ მე ვკოცნი, თქვენ კი არა – იმას.
რომ ჩემს სახელს დღე და ღამე ნაზად
არ ჩურჩულებს ჩუმი ბაგე თქვენი,
რომ არასდროს საყდრის სიჩუმეში
ჯვარს არ დაგვწერს ჩვენ არც ერთი მღვდელი.
სულით და გულით გმადლობთ,
მისთვის, რომ არც იცით, რატომ
გიყვარვართ ასე, მარტო,
– ჩემი ღამეული სიმშვიდის გამო,
– ჩვენი სეირნობის სიმწირის გამო,
– მთვარის ქვეშ შეხვედრებზე უარის გამო,
– სხვის თავზე მბრწყინავი მზის გამო…
სხვისით ავად ყოფნის გამო,
ჩემგან უარყოფის გამო.

—————————–
Я расскажу тебе — про великий обман:
Я расскажу тебе, как ниспадает туман
На молодые деревья, на старые пни.
Я расскажу тебе, как погасают огни
В низких домах, как — пришелец египетских стран —
В узкую дудку под деревом дует цыган.

Я расскажу тебе — про великую ложь:
Я расскажу тебе, как зажимается нож
В узкой руке, — как вздымаются ветром веков
Кудри у юных — и бороды у стариков.

Рокот веков.
Топот подков

მე შენ გიამბობ დიად სიცრუეზე ზღაპარს,
მე შენ გიამბობ ნისლის ჩამოწოლის ამბავს,
ბურუსში გახვეულ ნორჩ ხეებსა და ბებერ კუნძზე,
პატარა ქოხებში ჩამქრალი ცეცხლის სუნზე.
გიამბობ მოსულზე ეგვიპტის ქარებით,
მუსიკოს ბოშაზე უცხო ზმანებით…
მე შენ გიამბობ დიად სიცრუეზე ზღაპარს,
თუ როგორ უჭერს ნატიფი ხელი დანას,
როგორ ათამაშებს ჭაღარა წვერსა და შავტუხა თმას
ჟამთასვლის ხმა.

საუკუნეთა ოხვრა.
ნალების როკვა.

——————————–
Не думаю, не жалуюсь, не спорю.
Не сплю.
Не рвусь
ни к солнцу, ни к луне, ни к морю,
Ни к кораблю.

Не чувствую, как в этих стенах жарко,
Как зелено в саду.
Давно желанного и жданного подарка
Не жду.

Не радует ни утро, ни трамвая
Звенящий бег.
Живу, не видя дня, позабывая
Число и век.

На, кажется, надрезанном канате
Я – маленький плясун.
Я – тень от чьей-то тени. Я – лунатик
Двух темных лун.

არ ვფიქრობ, არ ვდარდობ, არ ვკამათობ,
არ მძინავს.
არ ველტვი არც მზეს, არც მთვარეს,
არც ნიავს.
ვერ ვგრძნობ, რა მძიმე ხვატია კედლებში
და რა ლამაზი სიმწვანე ბაღებში.
დიდი ხნის ნაოცნებარ, ნანატრ საჩუქარს არ ველი.

არ მახარებს არც დილა, არც მინდორი,
არც ველი.
ვცოცხლობ და ვერ ვხედავ დღეს,
დამვიწყებია რიცხვიც და თვეც,
ვარ თითქოს აჩრდილი
ვიღაცის აჩრდილის,
მხტუნავი ჯამბაზი ჩარღვეულ ბაგირის
და ორი დიდგულა მთვარის,
ვარ მთვარეული მთვრალი.

————————————

Солнце – одно, а шагает по всем городам.
Солнце – мое. Я его никому не отдам.

Ни на час, ни на луч, ни на взгляд. – Никому. Никогда!
Пусть погибают в бессменной ночи города!

В руки возьму! – Чтоб не смело вертеться в кругу!
Пусть себе руки, и губы, и сердце сожгу!

В вечную ночь пропадет, – погонюсь по следам…
Солнце мое! Я тебя никому не отдам!

მზე არის ერთი და დააბიჯებს ყველა ქალაქში

მზე არის ერთი და დააბიჯებს ყველა ქალაქში.
მზე არის ჩემი. მე მას არ მივცემ არავის.
არც ერთი საათით, არც ერთი სხივით, არც ერთი
მზერით – არასდროს, არავის.
დაე, დაიღუპონ ქალაქები უსასრულო ღამეში!

ხელებში დავიჭერ, რომ არ გაბედოს იტრიალოს
მრუდე თაღებში.
დაე, დამეწვას ხელები, ტუჩები, დამეწვას გული!
გავეკიდები მის ნაკვალევს, თუკი გახდება მზე ღამეული.
მზევ, შენ ხარ ჩემი!
და მხოლოდ მე ვარ მფლობელი შენი!

————————————–

В лоб целовать — заботу стереть.
В лоб целую.

В глаза целовать — бессонницу снять.
В глаза целую.

В губы целовать — водой напоить.
В губы целую.

В лоб целовать — память стереть.
В лоб целую.

* * *
შუბლზე კოცნა – სევდას გააქარვებს,
შუბლზე გკოცნი…
თვალებში კოცნა – თრგუნავს უძილობას,
თვალებში გკოცნი…
ტუჩებში კოცნა – მოგიკლავს წყურვილს,
ტუჩებში გკოცნი…
შუბლზე კოცნა – წაშლის მოგონებას,
შუბლზე გკოცნი.

—————————-

Новый год я встретила одна.
Я, богатая, была бедна,
Я, крылатая, была проклятой.
Где-то было много – много сжатых
Рук – и много старого вина.
А крылатая была – проклятой!
А единая была – одна!
Как луна – одна, в глазу окна.

ახალ წელს შეეგება ჩემი სიმარტოვე,
მდიდარი ღატაკად ვიქეცი.
მე, ფრთაშესხმული, ვიყავი წყეული.
შორს იყო ძალიან ბევრი
ერთ მუშტად შეკრული ხელი,
ძალიან, ძალიან ბევრი
ღვინო ისხმებოდა ძველი.
მე კი ფრთაშესხმული – ვიყავი წყეული,
ისე მარტოსული,
როგორც სავსე მთვარე – სარკმელში შემოსული.

——————————-

— Ты расскажи нам про весну! —
Старухе внуки говорят.
Но, головою покачав,
Старуха отвечала так:
— Грешна весна,
Страшна весна.

— Так расскажи нам про Любовь!
Ей внук поет, что краше всех.
Но, очи устремив в огонь,
Старуха отвечала: — Ох!
Грешна Любовь,
Страшна Любовь!

И долго-долго на заре
Невинность пела во дворе:
— Грешна любовь,
Страшна любовь…

– შენ ჩვენ მოგვიყევი, რა არის გაზაფხული! –
ეტიტინებიან ბებიას ბავშვები.
– ძლიერ ცოდვიანი, ძლიერ სასტიკი… –
ჩურჩულებს მოხუცის ბაგენი.

– მაშინ მოგვიყევი, რა არის სიყვარული!
ითხოვს შვილიშვილი კალმით დახატული.
– ძლიერ ცოდვიანი, ძლიერ სასტიკი… –
პასუხობს ბებია თავჩარგული.
– ძლიერ ცოდვიანი, ძლიერ სასტიკი…
უმანკოების მღერა
ეზოში დილამდე ჟღერდა.

—————————
сколько их, сколько их ест из рук,
Белых и сизых!
Целые царства воркуют вкруг
Уст твоих, Низость!
Не переводится смертный пот
В золоте кубка.
И полководец гривастый льнет
Белой голубкой.
Каждое облако в час дурной –
Грудью круглится.
В каждом цветке придорожном – твой
Лик, Дьяволица!
Бренная пена, морская соль…
В пене и в муке, –
Повиноваться тебе – доколь,
Камень безрукий?

რამდენი, რამდენი პირი იკვებება
შენი ლორწოვანი ხელით.
რამდენი სამეფო გეთაყვანება,
სიმდაბლევ, კრძალვით და ნებით.
და არ ინახება ოფლი სასიკვდილო,
ოქროს სასმისში…

თვით ფაფარაყრილი მხედართმთავარიც
თავს მალავს რკინის აღვირში,
ყოველი ღრუბელი, ყოველი ნაფლეთი
იხრის შენ წინაშე ქედს,
ყველა ფოთოლში, ყველა ყვავილში
გხედავ ეშმაკო, შენ!

ქაფი და მარილი მღელვარე ზღვის
ბორგავს და სტვენს…
როდემდე, როდემდე უნდა თაყვანი გცენ?

———————————

Если душа родилась крылатой —
Что ей хоромы и что ей хаты!
Что Чингисхан ей — и что — Орда!
Два на миру у меня врага,
Два близнеца, неразрывно-слитых:
Голод голодных — и сытость сытых!

თუკი დაიბადა სული ფრთაშესხმული,
მისთვის სულერთია რიყე და ბუმბული,
რომელი თემურ-ლენგი, რომელი ურდო…
ორი საშინელი მტერი მყავს უფრო,
ორი ტყუპისცალი, ძალიან მსგავსი –
მშიერის შიმშილი, სიმაძღრე მაძღრის.

——————————

Душа и имя

Пока огнями смеется бал,
Душа не уснет в покое.
Но имя Бог мне иное дал:
Морское оно, морское!

В круженье вальса, под нежный вздох
Забыть не могу тоски я.
Мечты иные мне подал Бог:
Морские они, морские!

Поет огнями манящий зал,
Поет и зовет, сверкая.
Но душу Бог мне иную дал:
Морская она, морская!

სული და სახელი

სანამ ცეცხლოვანი ტრიალებს მეჯლისი,
სული ვერ ისვენებს ბობოქარი,
ღმერთმა მე სახელი მიბოძა სხვაგვარი:
ზღვასავით მღელვარე, ზღვისდარი!

ვალსის თავბრუდამხვევ ტრიალში,
სევდა არ ქრება არსაით,
ღმერთმა მე ოცნება მიბოძა სხვაგვარი:
ზღვასავით მღელვარე, ზღვისდარი!

მღერის ანთებული ბრწყინვალე დარბაზი,
მღერის და მიხმობს ლამაზზე ლამაზი
ღმერთმა მე სული მიბოძა სხვაგვარი:
ზღვასავით მღელვარე, ზღვისდარი

——————————-
Что другим не нужно — несите мне:
Всё должно сгореть на моём огне!
Я и жизнь маню, я и смерть маню
В лёгкий дар моему огню.

Пламень любит лёгкие вещества:
Прошлогодний хворост — венки — слова…
Пламень пышет с подобной пищи!
Вы ж восстанете — пепла чище!

Птица-Феникс я, только в огне пою!
Поддержите высокую жизнь мою!
Высоко горю и горю до тла,
И да будет вам ночь светла.

Ледяной костёр, огневой фонтан!
Высоко несу свой высокий стан,
Высоко несу свой высокий сан —
Собеседницы и Наследницы.

რაც სხვებს არ სჭირდებათ – მომართვით მე,
ყველაფერი გავატანო საკუთარ ცეცხლს,
სიცოცხლესაც ვუხმობ, სიკვდილს უკან ვსდევ,
რომ ვუბოძო საჩუქრად მხურვალე ცეცხლს.

ცეცხლს ყველაფერი მსუბუქი უყვარს,
შარშანდელი ცოცხიც და სიტყვებიც უხვად,
ამდაგვარი საკვებით ცეცხლი ხარბი სუნთქავს,
თქვენ კი აღსდგებით ნაცარზე სუფთა.

მე – ფენიქსი ჩიტი, მხოლოდ ცეცხლში ვმღერი,
მაღლა ასწიეთ – ცხოვრება ჩემი,
მხოლოდ ძალზე მაღლა ვიწვი ჩემი ნებით,
თქვენ კი ღმერთმა გიბოძოთ ღამე თვალნათელი.

ყინულის კოცონი! ცეცხლის შადრევანი,
სულ მაღლა დამაქვს მე – ტანი მაღალი,
სულ მაღლა დამაქვს მე – სიტყვა მაღალი,
მომისმენენ, ალბათ შთამომავალნი!

——————————-

Мальчиком, бегущим резво

Мальчиком, бегущим резво,
Я предстала Вам.
Вы посмеивались трезво
Злым моим словам:
«Шалость — жизнь мне, имя — шалость.
Смейся, кто не глуп!»
И не видели усталость
Побледневших губ.
Вас притягивали луны
Двух огромных глаз.
– Слишком розовой и юной
Я была для Вас!
Тающая легче снега,
Я была — как сталь.
Мячик, прыгнувший с разбега
Прямо на рояль,
Скрип песка под зубом, или
Стали по стеклу…
– Только Вы не уловили
Грозную стрелу
Легких слов моих, и нежность
Гнева напоказ…
– Каменную безнадежность
Всех моих проказ!

ონავარ ბიჭუნას მსგავსად

ონავარ ბიჭუნას მსგავსად
შემოვიჭერი თქვენთან,
თქვენ დასცინოდით ლაღად
ბრაზიან სიტყვებს ჩემსას:
“სიცელქე – ცხოვრება ჩემი,
იცინეთ, თუკი გსურთ!
და ვერ შენიშნეთ, როგორ ამძიმებდა
დაქანცულობა გულს.
ორი გიზიდავდათ მთვარე,
ორი უძირო თვალის,
ზედმეტად ნორჩი და მჩატე
ვიყავი თქვენთვის მაშინ.
თოვლის ფიფქივით სუსტი,
ვგავდი ფოლადის ფილას,
თითქოს მოქნეული ბურთი
როიალს ეხეთქება ღიას.
კბილი კბილს დავაჭირე –
გაკაწრა კრისტალი.
თქვენ შეუმჩნეველი დაგრჩათ
მრისხანე ისარი,
მსუბუქი, ნაზი სიტყვების
ვითომ სიბრაზე,
ჯვარივით მძიმე ფიქრების
ფუჭი სიანცე.

————————
Если душа родилась крылатой
Что ей хоромы и что ей хаты!
Что Чингис – хан ей – и что – Орда!
Два на миру у меня врага,
Два близнеца, неразрывно-слитых:
Голод голодных – и сытость сытых!

თუკი დაიბადა სული ფრთაშესხმული,
მისთვის სულერთია რიყე და ბუმბული,
რომელი თემურ-ლენგი, რომელი ურდო…
ორი საშინელი მტერი მყავს უფრო,
ორი ტყუპისცალი, ძალიან მსგავსი –
მშიერის შიმშილი, სიმაძღრე მაძღრის.

—————————-
ბაღი

ტანჯული ცხოვრების,
მძიმე ჯოჯოხეთის
სანაცლოდ,
როცა დავბერდები
მაჩუქე ბაღი.

სიცოცხლის მიწურულს,
ვნებების მიწურულს:
გადაღლილ – წლებს,
კუზიან – წლებს…

ძაღლური ცხოვრების დასასრულს
მიბოძე განძი:
მცხუნვარე დღეების –
გრილი ფოთლების ბაღი.

ლტოლვილს და დევნილს
მაჩუქე ბაღი:
უსახო!
უსულო!
ბაღი.

მდუმარე!
ბრმა!
მუნჯი!
ყრუ
ბაღი!

მაჩუქე ბაღი!
უსულო!
უსულდგმულო!
ბაღი.

მითხარი – გეყოფა ტანჯვა და წამება
გეძლევა- შენსავით ეული ბაღი.
(მხოლოდ ხედ არ იქცე თავად!)

ასეთი ბაღი მსურს სიცოცხლის დასასრულს
ბაღია? – იქნებ სასუფევლს ველი ?
ჰო, გამომიგზავნე, სულის საამებლად.
მაჩუქე ბაღი.

————————————

****
მე არ ვიცი სად გეძებო,
შენც არ იცი სად მიპოვი
ისევ ძველი სიმღერები
ისევ ძველი საფიქრალი.
ჩვენ ასეთი მეგობრები
ჩვენ ასეთი მარტოსულნი!
რა კარგია ერთად ყოფნა:
უსახლკაროდ, უძილოდ და თავისუფლად.
ორი ჩიტი მზის ამოსვლას უმღერის და
ორი მგზავრი: დედამიწით იკვებება.

———————————–
И все́ вы идёте в сёстры,
И больше не влюблены.
Я в шёлковой шали пёстрой
Восход стерегу луны.
Вы креститесь у часовни,
А я подымаю бровь…— Но
в вашей любви любовной
Стократ — моя нелюбовь!

გაცვიათ მონაზვნის კაბა
უკვე აღარვინ გიყვართ,
მე კი ამ ჭრელი შალით
ამოსვლას ვდარაჯობ მთვარის.
ლოცულობთ ეკლესიის კართან
მე მხოლოდ წარბებს ვწევ მაღლა…
მაგრამ ეს მორჩილი – თქვენი
სიყვარული
ასგზის იძირება ჩემს –
არსიყვარულში!

——————————
Никто ничего не отнял —
Мне сладостно, что мы врозь!
Целую Вас через сотни
Разъединяющих верст.

Я знаю: наш дар —
неравен. Мой голос впервые — тих.
Что Вам, молодой Державин,
Мой невоспитанный стих!

На страшный полет крещу Вас:
— Лети, молодой орел!
Ты солнце стерпел, не щурясь,
— Юный ли взгляд мой тяжел?

Нежней и бесповоротней
Никто не глядел Вам вслед
… Целую Вас — через сотни
Разъединяющих лет

არავინ არაფერს მართმევს
– ვტკბები, რომ ჩემგან ხართ შორს!
გიგზავნით მხურვალე კოცნას
ასობით ვერსს მიღმა მყოფს.

თქვენს სიდიადემდე
ჩემი ხმა ვერ აღწევს,
სადღაც ეფარება ნისლს,
მე ვერც კი ვაკადრებ
მომავალ დერჟავინს
ესოდენ გაუთლელ რითმს.

სასტიკი ფრენისთვის გლოცავთ:
– არწივო, დაიპყარ ზეცა!
შენ მზეს თვალს უსწორებ,
ვერაფერს დაგაკლებს
ჩემი უსუსური მზერა.

ყველაზე ნაზად, ყველაზე ფაქიზად
გავყურებ თქვენს განვლილ გზას,
გიგზავნით მხურვალე კოცნას,
ასობით წელს მიღმა- გლოცავთ!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:14 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომწონს, რომ ავად არა ხართ ჩემით,
მომწონს, რომ თქვენით არც მე ვარ ავად...
რომ ეს სამყარო, ცოდვათა გამო,
არ გაგვისხლტება ჩვენ ფეხქვეშ თავად...

მომწონს, რომ შევძლებ გაცინო ჩემზე,
მომწონს, რომ შევძლებ ავიგდო თავი
და არ გავწითლდე, შემთხვევით შენს მკლავს
თუ შევეხები მხურვალე მკლავით...

მომწონს, რომ სულაც არ ღელავთ, მშვიდად
სხვას ეფერებით, გიყურებთ როცა!
და არ დამხრუკავთ გეენის ალში,
როცა მეც სულ სხვას მოვტაცებ კოცნას...

მომწონს, რომ სახელს ჩემსას, ძვირფასო,
არ ხმობ ამაოდ არც დღე, არც ღამე,
რომ ეკლესიის მდუმარე სივრცეს
არ არღვევს ჩვენთვის ნათქვამი: ამენ!

მადლობას გიძღვნი გულით და ხელით,
რადგან, - ვერც ხვდებით, - ისე გიყვარვართ...
მადლობელი ვარ მშვიდი ძილისთვის
და დაისისთვის!... მიჯნურთ რომ ვგავართ

და არ ვსეირნობთ მთვარიან ღამით!
რომ მზიან დღესაც ვეღარ ვეჩვევით...
ვაგლახ, რომ თქვენით არა ვარ ავად
და რომ არც თქვენ ხართ სნეული ჩემით.

თამარ ბუკია.
25.06.15
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:16 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიასადაგეთ კვლავ სიმღერები
ჩემი ცხოვრების უმძიმეს ჯვართან!
მაგრად დაკოცნეთ ჩემი ხელები –
ამბორი უყავთ ალმასის თვალთა!

აი, რა მოხდა, თავს რა გადამხდა:
ზამთარში მეხი ისე გრგვინავდა,
მხეციც იძროდა სიბრალულისგან,
მუნჯიც კი რაა, ალაპარაკდა.

შუაღამის მზე – ცეცხლად ინთება!
დღისით – ვარსკვლავის ჩნდება ნიშანი!
მოდის და ტალღად მოიზვირთება
მტანჯველი ბედი – შესანიშნავი.

მე მკვდრეთით აღვსდექ, ფერფლიდან თითქოს!
რა საშინელი მსჯავრით შემრისხეს!
ზართა გუგუნში მთავარანგელოზთ
უხმოდ მივყვები თავსაკვეთისკენ.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:21 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინმემ რაიმე წამართვა განა,
ცალ -ცალკე რომ ვართ, ამითაც ვტკბები!
გკოცნით, ჩვენს შორის ახლა ჩამდგარა
შუა გამყოფი კილომეტრები.

ვიცი, მადლი გვაქვს არაერთგვარი
და მე პირველად, თქვენს წინ ვყუჩდები.
რას გეუბნებათ, ჭაბუკ დერჟავინს
ჩემი ლექსები გამოუცდელი!

საშიშ გაფრენას ეწეროს ჯვარი,
გაშალე ფრთები, ლაღო არწივო!
შენ მზეს, მცხუნვარეს უსწორე თვალი,
მე განა შემრჩა მზერა ყმაწვილის?

ნაბიჯებს თქვენსას ვინ უთვალთვალა
ამგვარ სინაზით და თავდადებით…
გკოცნით, ჩვენს შორის ახლა ჩამდგარა
შუა გამყოფი წელიწადები.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:21 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე დაგიჩემებ ყველა ციდან, ყველა მიწიდან,
რადგან ტყე არის აკვანიც და ჩემი საფლავიც,
რადგან მიწაზე, ფრინველივით, ცალ ფეხზე ვდგავარ
და სიმღერითაც არ მგავს არავინ.

მე დაგიჩემებ ყველა ჟამის ყველა ღამიდან
და წაგგვრი ყველა მოელვარე დროშას და მახვილს,
მე შემიძლია ყველა ძაღლი დავიფრინო ჩვენი კარიდან,
უერთგულესმა ქვეყანაზე სუყველა ძაღლის!

არავის საქმროს – ქვეყანაზე –არავის ცოლი,
მე დაგიჩემებ! დაგიჩემებ! შენ კი – გაჩერდი!
წამოგაყენებ ფეხზე ბოლო შერკინებიდან –
ისე, რომ სულაც არ იტკინო მუხლი არცერთი!

მაგრამ იქამდე, სანამ გულხელდაკრეფილს გნახავ,
ყველგან, ყოველთვის – შენ – „შენი“ რჩები!
და გიკავია დედამიწა, როგორც აკვანი (ან საფლავი)
ზეცისაკენ აწვდილი ფრთებით!
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:23 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზერას ძირს მიაპყრობ, გზაზე
მიდიხარ, რაღაცით მგევხარ.
თვალებს მეც ძირს ვხრიდი – ასე!
გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!

ბაიას, ყაყაჩოს ერთად
რომ კონავ – შეავლე თვალი,
სახელად მარინა მერქვა,
რამდენი წლის ვიყავ, თვალე.
 
nukriaДата: შაბ, 30.01.2016, 14:28 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მანძილი : მილი, მილი და ვერსი…
დაგვაცალკევეს ამ განაწესით,
ვიცხოვროთ რიდით, თვინიერებით,
სხვადასხვა კიდეს ქვეყნიერების.

სივრცე: ვერსები, შორი მანძილი…
ორად განგვრჩილეს, ერთი ნაწილი.
მათ არ იცოდნენ, წამებულ მკლავებს
ზეშთაგონების სხივები კრავენ.

მიგვყარ – მოგვყარეს, კი ვერ აგვშალეს.
კედელი… თხრილი… შრე – შრედ დაგვშალეს.
დაგვაბინადრეს დანაწილებით –
სხვადასხვა მხარეს, ვით არწივები.
 
Форум » Литература » Любимые стихи » Любимые стихи
ძებნა:

მოგესალმები Гость