ირაკლი კირკიტაძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
ირაკლი კირკიტაძე
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:26 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლიანდაგები მანდეთ მომავალი ლიანდაგებია,
მერე დაბებია,
მერე - ბაგებია,
მერე - ფერმებია,
მერე - ურმებია,
მერე - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია.
ეზოში - ხეები - მჭახე ხურმებია,
ერთიც - ხე ბებერი, ზედ ბია აბია,
კიდევ - გულაბია,
ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან.
ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია,
ბებია! მოაჯირიანი, ხის კიბეებია,
სახლზე - მოჭრიალე, ორფრთა კარებია,
ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია.
ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია,
რკინის საწოლები და ქვეშაგებია,
მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები.
კამოდის უჯრაში - თეთრი პერანგები,
კუთხეში - პერანგის ამხანაგებია.
აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია,
გამოჭრილები და დასალამბებია,
კერვა დაგიწყია, დაგინებებია,
ზოგიც - კაბებია,
შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია,
ადრე უცნაური - დღეს გასაგებია,
ბებია! ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია,
ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია,
დაპრიალებული შენი ქვაბებია...
შენი ქვასანაყი,
შენი ქვა, ბებია! ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია:
,,-შეუფარებია,
შეუყვარებია,
შეუპარებია,
შეუტანებია,
მერე ვეღარაფერს შეურიგებია“..
დასაზაფრებია.
შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია.
ჩნდებიან,
ქრებიან და ინამქრებიან..
ცად რა ამბებია,
ბებია?
ბებია! ნინო დარბაისელი
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:26 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომწონს ის ქალი,
ყოველდღე რომ
შენით სველდება,
შენს სურვილებში
რომ ენთქმება
მზერა წყლიანი...
მომწონს ის ქალი,
კერტებზე რომ
ნდომა აკვდება,
შენით რომაა უძღები
და ქარცეცხლიანი...
მომწონს ის ქალი,
შენს ლტოლვაში
წლებს რომ უსხლტება,
რომ ვეღარავის ვერ გაუყო
ვნების წრიალი....
მომწონს...ხო...მომწონს,
როგორც ლომი,
ისე რომ გიხმობს,
შენ კი არ გესმის
ამ დაჭრილი ლომის ღრიალი...
მე ისიც მომწონს
მოწოლილი ცრემლების ღვარცოფს,
რომ შეუძლია გაატანოს
ხანძრის ბრიალი...
მომწონს და ხშირად,
ვერც კი ვხვდები,
თუ რატომ მომწონს,
თუ ოცნებებში იხარჯება
ოხერტიალი!-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:27 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუსხი ჩადგომია შემოდგომას
და თან თოვლის ფიფქებს იჩემებს.
კართან ჩამომჯდარა მოლოდინი,
კოცნის აცრემლებულ იმედებს. მზერას შერჩენია ზეცისფერი
და თან ჩამავალ მზეს იბედებს.
გული მონატრებას გაურბის და
თავის კვალში ტოვებს სიბერეს. ნიავს ჩაუცვია ფარჩის კაბა
და ამ ფოთოლცვენას იფერებს,
ლოყებშეფარკლული იღიმება,
კოცნის მობუზული მზის ხელებს. ფიქრი ატუზულა სარკმელთან და
თითქოს ჩემს სიმშვიდეს იკედლებს,
ვიცი ამიხდება, რაც ვინატრე,
ჩემთან თავად მეფე იცეკვებს, მერე დავიბრუნებ ვარსკვლავთცვენას
და კარს მივუხურავ სიბერეს.
ჩემი სიყვარული ოცნებაა,
ყელს, რომ გამუდმებით იღერებს. მგონი ავწყდება დროს წარსული,
ღიმლის უნებურად იმეტებს.
ვიცი დავბრუნდები იმ ზღაპარში,
სადაც მოვიტაცებ ცის ფერებს. ჩემი უფლისწული ჩამიხუტებს
და დროს საკოცნელად იხელთებს,
ისევ შეიშლება სიყვარული,
დღეს, რომ მარტოობას იბედებს. ალბათ ამიხდება ეს ოცნება,
ღიმილს ბაგეზე, რომ იფერებს.
ცქმუტავს მოლოდინი ნატვრის კართან
და თან სასწაულებს იჯერებს. 29.11.16.
ქეთი ალასანია
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:28 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღერ სიგარეტში
ახლა ას ლექსს გადავიხდიდი,
შენს ერთ მზერაში
ჩავიდოდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
გავაბოლებდი,
ჩავყვინთავდი
შენს ლურჯ თვალებში
და ბოჰემურად მოვკვდებოდი,
რომც არ გინდოდეს!-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:28 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კოკაი მომდგარ რძესა გამდი,
ქაფქაფას და მჩქეფარსა,
ნერწყვს მადენდი,ყელზე მადექ,
ეღვრებოდი შენს ქმარსა.
ღამე ბოღმით ვაგინებდი,
კაცობას და ლეჩაქსა,
რად შამამხვდი,ამ ცხოვრების,
ნეტაი, რა მემართა...
დუჟმოდებულ ზღვასაი გამდი,
ვერ ვუძლებდი ღელვასა,
ნეტაი, გულსა შენზე მეტი,
სხვაი,რად არ ებადა?!
კაი კაცის ცოლი იყავ,
სხვისი იყავ ნეტარად,
ცუდი როგორ ჩამეფიქრა,
შამომიჩნდი ,ნეტა,რად?
ახალ ნაშალ კოკობს გამდი,
ცვრიანსა და ფერმკრთალსა...
იქნება და...შელეოდი,
ვოცნებობდი,ე,ქმარსა...
შენ ჩემი და მე საწუთროს,
ნეტაი,რა მემართა,
ამ გულს რატო შამაუჩნდი,
რატო,რატო,ნეტა რად?-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:29 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩითის კაბას რომ ჩავიცმევ,
მოჩითულებს,
ამღერდება როცა ტოტზე ნიბლია,
რა გაუძლებს ამ გაზაფხულს,
მოჟღურტულეს,
აღარ მკითხო :
ძველებურად გინდივარ?
აილეწავს როცა ტოტებს ბროწეული,
წაიკიდებს როცა ალმურს ყაყაჩო,
როგორ გინდა
გულზე ცეცხლი არ მოგედოს,
მონატრებას გაუძლო,
არ დაგახრჩოს.
ჭრელ-ჭრულ მინდვრებს
დააცხრება როცა ქარი,
აუწეწავს სურნელოვან ყვავილებს,
როგორ გავძლებ მშვიდად,
რომ არ მოგეფერო,
მოხატულ ველს ფერად
ზეწრად დაგიფენ...
ჩითის კაბას რომ ჩავიცმევ,
მოჩითულებს,
ამღერდება როცა ტოტზე ნიბლია,
რა გაუძლებს ამ გაზაფხულს,
მოჟღურტულეს,
აღარ მკითხო:
ძველებურად გინდივარ?–ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:30 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთისოფელი ისეა წუთისოფელი ისეა, -
როგორც ილია ფიქრობდა,
როგორც ფიქრობდა დანტე და
როგორც ფიქრობდა დიდრო და როგორც ვოლტერმა, ქრისტემ და
ფაუსტმა განაზოგადეს,
როგორც სენეკას ესმოდა
და როგორც სწამდა სოკრატეს, როგორც ციცერონს მოსწონდა,
როგორც უყვარდა ფიროსმანს,
და როგორც ვარაუდობდნენ
ჩე გევარა და სპინოზა, როგორც ჯორდანო ბრუნომ და
მოცარტმა იანგარიშეს,
როგორც სჯერა და სჯეროდა
განდის და განდის ქალიშვილს, როგორც ნატრობდა სპარტაკი,
როგორც ხატავდა გოია,
როგორც ამირანს ეგონა
და როგორც პელეს ჰგონია. ვახტანგ ჯავახაძე
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:30 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...თუ დილით ქალი იზმორება! თუ დილით ქალი იზმორება, კარგი ყავს ქმარი, მზეს გავს გაწოლილს ჰორიზონტზე სხივების ჯარით... მიჯრით მიწყობილ კბილთა დასი ბაგის ფარდას ხსნის და დილა სხივთა და ღიმილთა ფარდაგს გადაშლის... თუ ქალი დილით იზმორება, კარგი ყავს ქმარი და ნეტარება დაბარბაცებს ოთახში მთვრალი...-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:31 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიორგობისთვე მემშვიდობება,
სევდანარევი ღიმილით მიმზერს.
მაფრთხილებს,უკვე დაგიზამთრდება,
მოგიბრძანდება ქრისტეშობისთვე. მერე კი, ისევ გაივლის დრო და
გაზაფხულს შენფრად დაეხატები.
თუმცა, იცოდე რომ ეს ჟამთასვლა,
დარჩენილ წლებსაც დროში გადევნის. ლოდინ-ლოდინში ცხოვრება გავა,
რად გიხარია მე რომ მივდივარ?
მე დავბრუნდები, მაგრამ შენ იქნებ
მომავალ ამ დროს გასცილდე მიწას? გიორგობისთვე მემშვიდობება,
მიდის და ტოვებს სევდად საფიქრალს... ნანა აბესაძე
 
nukriaДата: ხუთ, 01.12.2016, 07:38 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არ შემიჩვიო,
თუ ვერ შეძლებ გატეხვას ღამის,
თუ ვერ ჩაატევ
მაგ თვალებში ანთებულ ვნებას,
ქორფა მინდვრიდან
თუ ვერ შეძლებ შეწყვეტას ნამის,
არ შემიჩვიო,
თუ ვერ შეძლებ გულის მიგნებას.
გთხოვ არ მომიშვა ასე ახლოს,
არ მომცე ნება,
არ ამამღერო, არ ამანთო
და არ დამსაჯო,
მერე ხელებში ცრემლიანი
დღეები მრჩება,
არ შემიჩვიო,
თუ ვერ შეძლებ გულს უდარაჯო.
აღარ შემცვალო,
შევაჩვიე სიბნელეს თვალი,
ჩემსკენ მომავალს
თუკი უკან გრჩება ფეხები,
თუ არ იქნები სიყვარულით
უგონოდ მთვრალი,
ღვთის გულისათვის
იმედებზე ნუ შემეხები. /ნანა მეფარიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ირაკლი კირკიტაძე
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость