კობა ჭუმბურუძე - Page 41 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 41 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 39
  • 40
  • 41
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
კობა ჭუმბურუძე
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 15:39 | Сообщение # 401
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვები, რომლებიც მიდიან სახლში..თოვლში და ყინვაში მიდიან ბავშვები..
მე კი ჯიბეში ჩავიდე ვაშლი..
და შუა გზაში ძაღლს ვეთამაშები..

ფინიას არ უნდა ფრენა, ის ფენია..
თეთრი მულტფილმია.. ბოლოში ვქრებით..
იქ, ბოლო სართულზე ქართული სხვენია..
ჩვენ კიდევ, ფრჩხილებში გაგვიხმა თმები..

გავიხლართებით და მერე ამოვდივართ..
ეს ლიანებია.. შაქარყინულები..
ღუმელი ანთია სახლში.. და გზაში ვართ..
და თოვლის კაცი ტროტუარზე დნება..

დილა უარზეა.. რძის ავზიც სავსეა..
სიზმარი თავქვეა.. პერანგებს გავშლით..
ამ გზაზე თოვლია.. თოვლია და ტყეა..
ბავშვებო, დაბრუნდით, დაბრუნდით სახლში..
 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 15:47 | Сообщение # 402
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვხედავ, გათენებას სულ ცოტა უკლია..წიგნს ვწერ, სანამ არ ჩამეძინება..
ეს პაუზები ყველაზე დიდი თავებია..
ამ პაუზებს ყველაზე დიდი თავები აქვთ..
ყველას რომ თავის დამალული აქვს,
საგულდაგულოდ,
თითქოს ეგაა პაუზა..
თავი ქვიშაში-
ქვედა საცვალი- „შენი თავის“ ბოქლომი..
ატარე შენთვის..
ატარე ტაბუ..
გრიფით „პატარა“..
ელოდე, გაიზრდები და უფლებას მოგცემენ,
მათთან ერთად დაჯდე..
ზურგით სიზმრისგან..
სახით სუფრისკენ..
სახით მარშუტის ფანჯარასთან..
„უფლებით“- შეგიძლია ეთამაშო, როცა მარტო დარჩები..
ისინი ატყუებენ შენს ნარჩენებს,
რომელთაგანაც აღარაფერი რჩება..
ისინი მარშუტის მძღოლებსაც აძღობდნენ ცოდნით- „არ შეიძლება“..
მათ იმიტომ აქვთ ახლა ასეთი კეფა..
რომლის უკანაც ჩვენ სადღაც მივდივართ..
რომელსაც მივსდევთ..
ვხედავ, გათენებას აღარაფერი უკლია..
ვწევარ ასე..
მე,
ჩემი დამაულული და
დიდი პაუზა..
ყველაზე დიდი თავი..
 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 15:51 | Сообщение # 403
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუჯის მერცხლები აცვივა ფანჯრებს..გაშეშებული..
ტკაცუნით..
ბავშვობაში თუნუქს რომ ვესროდი კენჭებს..
ოღონდ, უფრო მძიმედ..
უფრო შეკუმშულად..
დილა შემოდის, რომ ცოტა ხნით მაინც შევძლო დაძინება..
და ეს უსიცოცხლო თუჯის ჩიტები ქუთუთოებს მიმძიმებენ..
და მიმათრევენ ეშაფოტზე,
სადაც დამესიზმრები-
ყველაზე ჩახჩახა..
 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 15:51 | Сообщение # 404
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყავით ლმობიერი და ფიფქებს, რომლებსაც დავიჭერ პირით, არ დაუმატოთ ტროტილი...სიტყვებს, კონვერტზე მისაწებებელი მარკებივით ენით დასველებულებს
ნუ ჩააბრუნებთ სვიტერის ყელში... მანძილის ყაისნაღებით...

გამოიჩინეთ გულისხმიერება და გადააცვით რამე ამ ღამეს,
ფანჯრიდან გადაკიდებულს,
დილამდე ხომ ასე უნდა იყოს...

უხერხულია, ბუებიც კი გრძნობენ, რომ ნისლი დანით და ჩანგლით უნდა ჭამო
და არა ცხვირით...

ნაგავსაყრელებს რომ შევაბათ შუშის კარები...
დავურიგებდი მერე სახელებს, მეტროს სადგურებივით...
„ნაგვისველი“...
„იგავის მოედანი“...
„სამასჯერ დაგვილი“...

ის კი არ მოვა...
მარმარილოსფერ მუხლებში ცისფერი ძაფებით...
არ დაიძახებს ჩემს სახელს დამარცვლით...
სხეულში ჩაბნევასავით...
სანამ სხვები ამტკიცებენ, რომ დიდი ვარ...
სანამ ყურებზე მიჭერილ ხელისგულებში ჯერ კიდევ მოძრაობს სისხლი...
რომელიც ათასჯერ შევაჩერე,
როდესაც ცხვირიდან წამსკდა....

ის აღარ იტყვის,- „გეთაყვა, ღორი ხართ,
რაც უფრო ეტრფით ეტიკეტს, თითები და ყვრიმალები გისუქდებათ!“
ჰო, აი, ასე...
და ისეირნე მერე ამ კონსტრუქციაში...

სინამდვილეში, პირდაპირ უკუღმართი ვარ...
ნაცვლად იმისა, რომ ავიყვანო ეს ფოთლები და სახლში დავაბინაო,
ფეხით ვთელავ მათ და მგონია, რომ, ასე უნდა იყოს...



 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 15:52 | Сообщение # 405
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ არ ხარ უბრალოდ წაკითხული წიგნიდა არც თაროზე დადებული თევზი
კომიდან განივად გაჭრილი გვერდი...
შენ არ ხარ ხარი

აქ არის ათი სალოკი თითი
აქ ქარი არის თვლემა და
ლეში არ არის ქორფა...
კვლა-უარყოფა...

უარყოფ ნაყოფს
ნოტიო შუალედს...
კაქტუსის ქოთანს
(აწმყოში აწყობ..)

სანამ საბანი არის გრილი
სანამ ნაოჭებში ჩავიკეცავთ თავმოყვარეობას
შენ არ ხარ ხილი
მე არ ვარ ხალიჩა
გადის ამ კარიდან
დრო...



 
nukriaДата: ოთხ, 06.07.2016, 16:19 | Сообщение # 406
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ფული ლამაზია.აგერ ყვავილი, ხე, ცა,
«ჯოკონდა»,
ისინი ლამაზები არიან,
მაგრამ ლამაზია ჩემი ფულიც.
ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები _
პატარაა და საყვარელი.
ისე გაუპრანჭავად მომხიბვლელია,
შემიძლია გაჩვენოთ კიდეც,
და ღილ-კილოზე მივიბნიო ტიტასავით.

ჩემი ფული,
ჩემი ფული...

ის წარმოდგენაა ფერადოვანი,
ის ღარიბი დეკორაციაა,
ის არარსებობის კრიალა კანია.

ავახევ და არსებობაში შევალ,
იქ, სადაც ყვავილია, ხეა, ცაა,
«ჯოკონდაა».

შევალ.

შევალ.

ერთი ბილეთი ჩემთვის,
ერთიც თქვენთვის _ გპატიჟებთ.

იცით, ცხოვრება ლამაზია,
თუ მასში ლამაზი ფულით აღწევ.

როცა მოვხუცდები,
ვფიქრობ, ჩემი ლამაზი ფული
ცხოვრების მუზეუმს გადავცე
მუდმივ ექსპოზიციაში.

ადამიანები მოვლენ და დატკბებიან
ჩემი ლამაზი ფულის ცქერით.

ისინი იდგებიან დიდხანს, აღელვებულები,
მერე წავლენ სახლებში და იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა გაქვს ლამაზი ცხოვრება,
ლამაზი სახლი,
ლამაზი ლექსი.

ისინი იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა შენი ფული ლამაზია,
ისე, როგორც შენი ფეხმძიმე ცოლი.
 
nukriaДата: ხუთ, 07.07.2016, 02:00 | Сообщение # 407
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გთხოვთ, ჩემი ლექსი დახიეთ, მეტიც!
წერილს რომ ერთო "mail"-ზე, - ჰო, ეგ. 
ქვეშ მითითებულ ავტორს ნუ ეტყვით, -
ასე სურს მას და საქმესაც - სწორედ!

საარამისო საქმეს (როგორც ჩანს),
არასაკადრი პატივი ერგო:
"მოფრენო" - უთხრეს, როცა მოცოცავს;
ვიცი ეს, მაგრამ... იცის ეს ეგომ?..
 
nukriaДата: ხუთ, 07.07.2016, 22:44 | Сообщение # 408
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დროს ვკარგავ და
ვკარგავ სივრცეს,
ის მაისი ცრემლში დალბა,
ეს ზაფხულიც მაღალ სიცხეს
ვეღარ გადაიტანს ალბათ. ვარ მზეებში,
ჩასულებში,
თითქოს დანა დამცეს ცივი,
სულის ნაშთი სასულეში
გადამცდება ნამცეცივით. შხამი წვეთავს
სავსე ფიჭას,
სადღაც რწმენის მუხას ჭრიან,
და დაწყვეტილ ნერვებს მიჭამს
შინაბერა იჭვის ჭია. ზის ვიღაც და
წამებს მითვლის
(ღაწვზე ცრემლი მიღვარულა),
რომ სიცოცხლეს წამებისთვის
უფრო მივესიყვარულო. უფრო მძიმეს ველი სასჯელს,
იმ მორევის ქაფი ქრება,
გადაფიქრებამდე ასჯერ
ღირდა, ერთხელ დაფიქრება. ეშმას სახლში
მიჰყავს ხვითო,
სახლში სარკე მრჩება მრუდე,
უნდა ერთხელ ავიწყვიტო,
გამოვადამიანურდე; ვით გაქცევა,
ვით ყაბული-
მიწა ვძლიო მაღლა ცქერით,
ვინც ყოველდღე მიტყაპუნებს
უნდა მოვკლა ახლა ცემით... ...უნდა იმ გზას
ამაცილო -
სად ღალატი მძიმედ მიცდის,
რომ სიკვდილი გავაწბილო
ერთი ბეწო იმედისთვის...
 
nukriaДата: შაბ, 16.07.2016, 21:25 | Сообщение # 409
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგონი ისევ
გაწვიმებას აპირებს,
ღრუბლებს ისე
დაებერათ ფილტვები...
- ნეტავ, ამ ცას
ასე რაღა ატირებს?.. -
ერთმანეთში
ბჭობენ მწვანე ფიჭვები...
ფიჭვებმა კი
რა იციან ცის დარდი,
ფერიც რომ არ
შეუცვლიათ ოდესმე...
შენ ჩემს ფიქრებს
ცასავით რომ კინძავდი,
ამიტომაც
გიწამე და მოგენდე... ბადრი სულაძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კობა ჭუმბურუძე
  • გვერდი 41 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 39
  • 40
  • 41
ძებნა:

მოგესალმები Гость