გიო (ზედვაკელი) აბესაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
გიო (ზედვაკელი) აბესაძე
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 22:45 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმრად ნანახი ომი

` -აგვისტოს გმირებს-

ბოლო დროს რაღაც სასაცილოდ ვღელავ და არც კი
ვინტერესდები ამ მიზეზით, სახელად -„ღელვა“.
ნუ მეფერები,ომი მოვა და მერე მარცხი
ჯერ ის იქნება: დამივიწყონ ხელებმა შენმა
და მერე: ჰაერს-შენგან ნაჩვევ სახეზე თათუნს
თბილი თითების-ვერ ვისუნთქებ: პირველი ტყია!
იტყვიან ჩვენზე,სიყვარული მესმოდა მათი,
მე ახლა ვდგევარ აივანზე,აგვისტოს თვეა
და ხვალ ომია,ანუ სახლის კედლებში ვხვდებით
კაცნაკლულები (როგორც ვიცით,ისეთი ზათქით)
რუსეთის ნაკრებს.(დაღლილი და ბორჯღალო მხრებით)
და სანამ დილა ინათებდეს, მანამდე დავთქვათ
შეხვედრა სადმე,თორე ხვალე საზღვართან ახლო
ვიწვები,თავზე დამაყრიან კასეტურ ბომბებს.
თუნდაც იმიტომ ვერ ამყრიან ტანიდან ფარხმალს,
ხელებში რომ არ შეგატოვო ასეთი გოგო
ჩრდილო მთებიდან მოხეტებულ უსახურ ურდოს,
გზა ჯანდაბისკენ უნდა მივცე,ვუქციო გვერდი.
ვერ ვეგუები მიწისა და ჰაერის ქურდებს,
მე მეშინია ცრემლიანი ქართველი დედის.
...
ცა რუხი იყო,ქარი ყეფდა,მიღრნიდა მუხლებს
მერე აყეფდნენ გოშიები გადაღმა შარის.
მე მეშიანია,იმნაირად მეზისმრე წუხელ,
მუცლით დაგყავდა ჩემი შვილი და გეცვა შავი.
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 22:59 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ამაყი პოზა!
ღამის გამზირი, სადაც
ბარე ათობით ბოზი
დგება და გინდა,დროზე,
დროზე მიხვიდე შინ და
ბოთლით არაყი პირზე,
მერე საწოლზე მშვიდად
ეგდო.
ნაცარში კოვზი,
კადრი:
უფერო ალი.
მთელ ღამეს ტვინში მოზელ
და საყვარელი ქალი
სადღაც დატოვე იქით,
კილომეტრების მიღმა.
კაცი ბერდები ფიქრით,
და მერე აღარ ღირხარ
ვინმეს უბრალო დარდად,
ვინმეს უბრალო სევდად,
ქრება სიცოცხლის მადა,
ოთახში სიკვდილს ხედავ.
მუსიკა,
მძიმე როკი,
ხედი მეგობრის ბინის:
ჭერზე კანაფის თოკი
ანდა კედელზე ტვინი...
მტკვარი ახლოა, ტიტე,
ისე ახლოა, მინდა
რომ სხეულს ტანჯვას ვგვრიდე,
რომ ვეშვებოდე ციდან.
არ არსებობდეს ხალხი,
იყოს ქუჩები ოდენ,
მოზვრებს ვუქნევდე სახრეს
და ნაპირ-ნაპირ რბოდენ...
ახლა გავრეკე,ტიტე,
იმდენად მტკივა ნერვი,
ცეცხლს მოვუკიდებ ხიდებს
დე, გადაშენდეს ერი..

მტკვარი,ახლოა,ძმებო,
ადიდებულა...მოდის.
მაგ მტკვარსაც გავუძლებდი,
ოღონდ ნერვები მქონდეს!
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 23:13 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბათ თბილისი იქნება მოწმე,
ასე მგონია ახლა ბავშვივით,
რომ მე მილიარდ სიგარეტს მოვწევ,
აღარ იქნება ჩემი საშველი...

ალბათ თბილისი გახდება სახლი,
სადაც მე გვიან შევალ ყოველთვის.
,,მაგვიანდება"-
სულ ასეთ თავხედ
განზრახვას ვამცნობ ეპისტოლეთი.

ალბათ მე მუდამ მომიწევს კემსვა
გარღვეულ მთვარის ყოველ რიჟრაჟზე.
მე დავიღვრები სიტყვად და ლექსად...
მე დავიღლები, ამ პეიზაჟებს

ვუძღვნა ასი და მეტი სონეტი
(მტკვარიც მთვრალია და ღვინისფერი).
გუშინ ვთქვი,დღესაც ვიმეორებდი:
მე ვარ სოფლელი და თბილისელი.
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 23:24 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ შემოდგომას მოაქვს სიცივე

ამ შემოდგომას მოაქვს სიცივე,
ძვლებს აღარ მითბობს ახლა მზე მწველი.
თამბაქო რომ მვნებს,ეს ხომ ვიცი მე,
მაგრამ ვზივარ და მაინც ვეწევი.

იცი,რამდენი რამე მვნებს კიდევ,
რამდენი რამე მიწეწავს ნერვებს?
მე შენზე ფიქრებს გამოვეკიდე
და გავურბივარ მათ,როგორც მდევრებს.

შლის შემოდგომის ქარი ხმელ ფოთლებს,
ფერების არის დიდი ჩვენება.
და ამსხვრევს ჩემ სულს, ვით შუშის ბოთლებს,
წყვდიადი ღამე და უშენობა.
 
nukriaДата: სამ, 17.05.2016, 23:25 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აპრილი, იმერეთი

ალბათ,ვუმადლი ამ აპრილს,
გაზაფხულს,ზამთრისგან დამზრალი,
რომ ისევ მიხსნის დანა კბილს,
რომ თავზე დავზუი კრაზანა
ნასესხებგამოვლილ ალუჩის
ყვავილებს,
ვსაზრდოობ მდელოდან.
მთაზე ქარიშხალს გამოვრჩი
და ჩემი საქართველოდან
ვსუნთქავ,ვივსები,ჰერიჰაა!
გავცდი რიკოთს და ღორეშას.
წაბლის ხიმებო მთელი ხარ,
შეგხედე, გულზე მომეშვა,
მოხუცი სახლის თვალებო,
გადარჩენილო დაფსებას,
აგყვავებია ბებერის ბეწვი-
სიძველის ხავსები.
მეწვი!
ჩვენ მარან-ჭურისთავს,
გარს ურბენს სინდიოფალა.
ან იმან რაღა მოიგო ,
ვინც საუკუნე მოთვალა.
მიყურებს ბაბუაჩემის
კოპებშეკრული სურათი,
და მაგონდება ღვინოზე
გასული თეთრი სუროთი.
დე,ახლა ისევ დაზამრთეს,
და აღარც გამოიდაროს.
თუ ყველაფერი სულ ერთი
არის და არე-მიდამოს
მეფობს სიკვდილი,არ მინდა,
მაშ,ერთად მოდი გრიგალო.
მე ასე მსურს და რა ვიცი,
სხვებმა თავისი იდავონ!
 
nukriaДата: ოთხ, 18.05.2016, 14:10 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მტკვარი ახლოა, ტიტე..

ლექსიც ესაა ალბათ:
ჩემი ამაყი პოზა!
ღამის გამზირი, სადაც
ბარე ათობით ბოზი
დგება და გინდა,დროზე,
დროზე მიხვიდე შინ და
ბოთლით არაყი პირზე,
მერე საწოლზე მშვიდად
ეგდო.
ნაცარში კოვზი,
კადრი:
უფერო ალი.
მთელ ღამეს ტვინში მოზელ
და საყვარელი ქალი
სადღაც დატოვე იქით,
კილომეტრების მიღმა.
კაცი ბერდები ფიქრით,
და მერე აღარ ღირხარ
ვინმეს უბრალო დარდად,
ვინმეს უბრალო სევდად,
ქრება სიცოცხლის მადა,
ოთახში სიკვდილს ხედავ.
მუსიკა,
მძიმე როკი,
ხედი მეგობრის ბინის:
ჭერზე კანაფის თოკი
ანდა კედელზე ტვინი...
მტკვარი ახლოა, ტიტე,
ისე ახლოა, მინდა
რომ სხეულს ტანჯვას ვგვრიდე,
რომ ვეშვებოდე ციდან.
არ არსებობდეს ხალხი,
იყოს ქუჩები ოდენ,
მოზვრებს ვუქნევდე სახრეს
და ნაპირ-ნაპირ რბოდენ...
ახლა გავრეკე,ტიტე,
იმდენად მტკივა ნერვი,
ცეცხლს მოვუკიდებ ხიდებს
დე, გადაშენდეს ერი..

მტკვარი,ახლოა,ძმებო,
ადიდებულა...მოდის.
მაგ მტკვარსაც გავუძლებდი,
ოღონდ ნერვები მქონდეს!
 
nukriaДата: ოთხ, 18.05.2016, 14:50 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მშრალი ხიდი.საღამო.
ძველი ბარი-ტავერნა.
გარეთ სუსხი.
შევდივართ და პალტოებს მივკიდებთ.
სითბო.მუხის მაგიდა.
გოგო ორი მტკაველა
ორი ღილის თვალით დგას:
"ყვავილები იყიდეთ".
თეთრ ტილოზე საფერავს,როგორც ნუგეშს,მოიტანს
ორ მტკაველზე რამდენჯერ უფრო დიდი გოგონა.
ნეტა,ასე იყოს სულ,
ხშირად მოვწყდეთ ორბიტას,
ნეტა, ბევრჯერ მარგუნოს შენი თმების მოკონვა
ბედმა...
ჩემი თბილისი მალე პარიზს გაასწრებს,
ღამე დღეს ემგვანება,ნაწვიმარზე რო გავალ.
ცუდად კი ნუ გამიგებთ-მე ვწერ ყველას დასაწერს,
ყველა სიო-ქარი თუ ყველა ქარი-ბორბალა
მე მსუსხავდა ბეჭებზე,
მე მშხამავდა,
მე მკლავდა,
მე მასხეპდა მარჯვენს და ლოცვა აღარ მინდოდა.
ამინ!
მორჩა,
დამთავრდა უიღბლობის დეკადა,
როგორც გამარჯვებული მეომარი დიდგორთან
ვდგავარ ერთი პოეტი,სულით სენტიმენტალურ.
ნამეტანი გულჩვილი კაცი გავხდი ბოლო დროს.
აწი ცაში უცოდველ ჩიტებს უნდა ვედარო,
რაღა უნდა იყოს, რომ სული გამიბოროტოს.
გარეთ,ნახე თრთვილია,ფრთხილად, ჩემო ჩიორა,
ცას და საათნახევარს უთოვია, ირინა,
წეღან ბოშა მოხუცმა ხელზე მიმარჩიელა,
როგორც ბავშვი ვცქმუტავ და...
თოვლით კმაყოფილი ვარ.
 
nukriaДата: ოთხ, 18.05.2016, 15:10 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამარგალოში-ჩეე გევარასთან

ოკვანწაია ხიდეზე მოვალ,ჩქიმ,
ჯამბაზივით ვდგავარ და ხელს რომ არ ვკიდებ
სახელურებს,
მიხარია,ჩეე,
ზევით ავხედავ და მოჩანს ხომაკირდე-
სახემოღრეცილი სოფლის მატიანე,
მტკვარივით მდორდება ოჩხომური.
მერე კი ჩხავერით ვატიალებთ
სევდას
და სიგარეტი უცხოური
ბოლდება თხილნარებში შიგადაშიგ,
რა კაი ყოფილა სამარგალო...
და შენ მეუბნები -იმ ქალაქში,
როცა ჩამოვალო აღარ დავლევ.
კისერდაშვებული შავი ულაყები
ძოვით ჩხოროწყუმდე დაყვებიან.
მთვარე მოუხდება ამ ცხელ შუადღეებს,
შუაღამიდან რომ გადმოგვაღებინა.
 
nukriaДата: ოთხ, 18.05.2016, 15:41 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასეთი ცა არ მახსოვდა მანამდე,
მე ვიწექი გულაღმა და საოცრად
ბაღში ერთი სირინოზი გალობდა.
არც კი ვიცი,ალბათ,ამის გამო და

უფრო მეტად იმის დამსახურებით-
რომ მე ვგავდი ჩაბარებულ გამოცდას
-იყო ჩემი მწვანე ეზო( სრულებით).
ალუჩებზე გაზაფხული ხარობდა.

და ცხელი მზე მიეფარა სანამ თვალს:
ასე მწველი, ჭირვეული,ოჩანი.
წაეპარა სიო შენ თხელ სარაფანს,
საამური სურათივით მოჩანდა.

ვან დეიკი დადიოდა ტილოთი,
მეც მეჭირა უსიამო ქაღალდი
სამარცხვინო დიაგნოზით-სილოთე.

ის დღე კაკლის კენწეროზე დაღამდა.
 
nukriaДата: ოთხ, 18.05.2016, 15:45 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სან,მზეა გარეთ,ანუ პარიზში გადარბენით

- მადმუაზელ პარიზი სავსეა პრინცებით
ხოლო თქვენს მშობლიურ,საყვარელ ქალაქთან
აპრილის მწუხრია. -
სანდრო დგვარელი(სან -ტიბო)

სან, მზეა გარეთ რაღაცა უნიათო.
ჩვენი ილუზია ისევ პარიზია.
და ამ სნეულ თბილისს
ხელით თუ მივათრევთ
ღმერთთან:
დიაგნოზით- სრული ამნეზია.
ახლა ყველა ქუჩა შეშლილია,
თავებს ლექსებით რომ ვისავათებთ,
სან,ჩვენ უგრძნობობის გვეშინია,
მოდი, მოვიძიოთ მისამართი...
და წინ... გავიხედოთ:ვერსალია...
აქ რომ ჭაობია, ნუ მისწორებ.
დავჯდეთ და დაღლამდე ვესაუბროთ
ასე მონატრებულ გულის სწორებს.
ბულონამდე(ჩვენ ენაზე- გროშებია)
ეტლი ვიქირავოთ ფრანკებზე.
ალბათ, გადაგვღლიან ალაფურშეტებით
ჩვენზე დახვეწილი ფრანგები.
ცას რომ ოცნებები დავანახეთ,
გადააჭარბებდა ეიფელს.
შენ ნამდვილი ფრანგი მამალი ხარ,
და მე ინგლისელი შერიფი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ სანჩოები,
ოდნავაც კი არ ვგავართ კიხოტეს.
არ გვაქვს პოეზიის ჩარჩოები,
უბრალოდ-პოეზია გვიხუტებს.
სად ხართ,დაკარგულო მადამებო?
ცაზე ქარიშხალი აბუნტდა...
ახლა პარიზში ვართ გადარბენით,
უკან ერთად უნდა დავბრუნდეთ.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიო (ზედვაკელი) აბესაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 7
  • 8
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость