კაპრიზი - Page 32 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 32 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 30
  • 31
  • 32
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
კაპრიზი
nukriaДата: ხუთ, 02.03.2017, 14:58 | Сообщение # 311
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვა არაფერი, მინდა მხოლოდ შეგეხმიანო,
რათა მჯეროდეს: _ ჩემ გარეშე ისევ არსებობ
და მოწყენილი ცხოვრება გაგყავს სვენებ-სვენებით...

ბევრი გეძებე ჩემში, მაგრამ ვეღარ გიპოვე,
ჩემში რომ იყავ, არც გიხსენებდი...
სად დაიმალე, სად წახვედი ან რა უჩუმრად
ამოიპარე ჩემი გულიდან.
შენ მიატოვე ძველი სივრცე
თანდათანობით გადასხვაფერდი,

მე ფიქრით უფრო შორს ვიხედები, ვიდრე თვალებით,
უდროობაში ჩავიძირე, განა დავბერდი...

სულ მალე მარტი აუხელს თვალებს ქალაქის ხეებს
და თვალისჩინი დაუბრუნდებათ _
მოაწყდებიან როცა მზიან ქუჩებს იები,
ყველაფერს ცეცხლი უკიდია, როგორც ყოველთვის,
პოეზია და სიყვარული არის იაფი...

მეც სადმე წავალ ამ ქალაქიდან,
უცხო მხარეში გადავინაცვლებ,
შენს ძებნაში თუ არ დავძაბუნდი
და ნაადრევად არ ჩავინაცრე,

თუმც მოთმინება დედაა ჩემი,
ფიქრით ვეჩვევი ყველა სიმკაცრეს:
აღარ არსებობს ჩემთვის ტკივილი _
უჩვეულო და დაუყუჩები,
მოსაფერებლად იმეორებენ
შენი სახელის ხმოვნებს ტუჩები.

...სხვა არაფერი, მინდა მხოლოდ შეგეხმიანო
და მე არ ვიცი, ეს სურვილი გაძლებს რამდენ ხანს,
რაც თავი მახსოვს, და არ მახსოვს, მუდამ აქა ვარ,
განვლილმა ჟამმა კი არ გამტეხა,
კი არ ჩამაქრო და გამაქვავა,
დაუნელებლად ამაგიზგიზა
და ამ წყვდიადში ისე აღმანთო,
რომ შემეშინდა საკუთარ შუქის,
რომელმაც ბნელი აზრი გამანდო.

მე ასე ვიფრენ უმისამართოდ,
საამო წუთებს წავართმევ ნექტარს
და მეშინია, რომ კვლავ ვეკუთვნი _
შეყვარებულთა საეჭვო სექტას.
 
nukriaДата: ხუთ, 09.03.2017, 23:00 | Сообщение # 312
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი ვნახე კაფე ნალში,
რაღაც ვნების ქარმა გამკრა.
ჩამივარდა გულში,თვალში
ის კი უცებ სადღაც გაქრა.
იმის შემდეგ დრო გავიდა,
დამავიწყდა ქალი თითქოს,
მაგრამ ვგრძნობდი რომ არ მინდა
ვგრძნობდი სული ვნებას ითხოვს.
ვიხსენებდი მის ორ მნათობს
ცისფერ სხივებს რომ სტყორცნიდა,
და ვხვდებოდი როგორ მათრობს
ის კი ალბათ სხვას კოცნიდა.
დამყვებოდა მცირე დარდი,
და მირტყამდა როგორც დენი,
ბავშვობიდან კი ვარ მარდი
მაგრამ მაშინ დავიბენი.
არ ვიცოდი მისი გვარი,
სახელი და ეროვნება.
არ ვიცოდი ჰყავს კი ქმარი,
იქნებ იმას ემონება.
მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე,
ვერაზეა კაფე ''გირჩა'',
იქ დავუგე ლექსის მახე,
იქ კი,ვეღარ გადმირჩა
 
nukriaДата: ხუთ, 09.03.2017, 23:07 | Сообщение # 313
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საერთოდ, ყველა ტელევიზია ერთდროულად რომ გააჩეროს
„ხელთუქმნელმა ძალამ“-‘მარჩენალმა და ყოვლად მზეიმ“
{დანარჩენი თქვენ დაუმატეთ, -
ნუ, პოლიქრონიონს მაინცდამაინც ნუ მიაწვებით, -
ბუნებაში მეტი მრავალფეროვნებაა!}
ძველმა და ახალმა, საქართველოში ხალხს არანაირი ინფორმაცია არ მოაკლდება -
მონდომებული ხალხი ყოველდღიური ინფორმაციის გადაცემის სხვა წყაროებს გამოიყენებს...
და ხალხი სრულად ინფორმირებული იქნება... ეეჰ, სამეცნიერო-ტენიკური პროგრესი ვერ გაუგია ჯამაათს და...
კომბლეს დასდევს და გადაცემებს... ვავა, ვავა, გრუზია!
რა დღეში ხარ,
რა დღეში!...
 
nukriaДата: ხუთ, 09.03.2017, 23:17 | Сообщение # 314
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუშინდელი ბრძანებით,
,,მეორე არხზე“, 17 ივლისიდან ყველაფერი გაუქმებულია,(სესიების გარდა). ასევე აღარ იქნება მოპოვებული
,,თავისუფალი ტრიბუნა“ და
,,ბრიფინგის დრო“,
რომლებიც 7 წლის განმავლობაში -
ერთადერთი თავისუფალი სივრცე იყო პოლიტიკური სუბიექტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის! ეს რაზეა გათვლილი?
რა უნდა მივიღოთ?
მუნჯი და სერიალებში ჩასრესილი ტელევიზიები,
თუ... საინფორმაციო არხების გადაკეტვა? 21-ე საუკუნეა!
ვიღაც მაგრად ცდება!
ვერავინ შეძლებს, ადამიანების შეჩერებას და აზრის გამოთქმის აკრძალვას, თუგინდ ისეთისა, "მამა-მარჩენალს" რომ არ მოეწონება!
ქვეყანა უამრავ პრობლემაშია გახვეული, -
გამოსავალი ვიღაცის კაბინეტში არ მიიღწევა... ჩვენ 70 წელი გვყავდა "ბრძენი პარტია",
რომელიც ხალხს "ნათელი მომავლისაკენ" ერეკებოდა,
თან მუსრს ავლებდა მათ! სულ ახლახან ჩვენ გვყავდა სულით ზუსტად ისეთივე ტერორისტული პარტია, მაგრამ ტრაკით ნაკლები...
მაგრამ,
რამდენადაც დრო და ვითარება აძლევდა საშუალებას,
ამცირებდა, კლავდა, ...-და, ცემდა და გაზით ახრჩობდა! ვინ შემდეგი?! ისტორიები არ მეორდება...
ფარსი ტრაგი-კუმიკურ ელფერს იღებს და...
ცუდად მთავრდება, როგორც წესი!.. წარმატებები,
ძალა და
შემართება ყველა ღირსეულ კაცს,
არამონასა და არაყმას,
არაიდეოლოგიზირებულ კრეტინსა
არა ნეო-ბოლშევიკ ორიენტირებულს!
 
nukriaДата: კვ, 12.03.2017, 20:56 | Сообщение # 315
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ იქნება, არ გყვარებოდა ცხელი ყავა,
ან და გორიკა,
და პორტის ბოზი,
გრილ ნიავივით რომ ჩამოყვა ‘’ანდალუზიას’’.
და ერთხელ თუთუნს ვყიდულობდი და კაცმა მკითხა,
მეზღვაური ხარ?
მე ზღვა, ურია, სიყვარულის დიდი ურია,
მეზღვაური ვარ ულაინეროდ,
ორი ფეხით და უყავარჯენოდ,
მხოლოდ ჩიბუხი და სიყვარულის ერთი უნცია,
ბათუმის ''ბერეგს'' აყოლილი ერთი აშუღი.
წვიმა სმოკინგში, სველი ჯოხით კომპოზიტორობს,
კომპოზიცია არის ნელი, ისე მარტივი,
როგორც ბათუმის ანგორებში ეს ილუზია.
მე ზღვაური ვარ, ულაინეროდ,
უსიყვარულოდ ვკვდები, მიმაგე,
ვალსია შენი სიყვარული... ანდალუზია,
ერთხელ რომ ხურდად დამიტოვე,
მერე მიმაგდე.
მე ზღვა, ურია, ჩამოვედი დილით ბეთუმში,
ეს ილუზია არის ღმერთის ნეკროლოგია,
ბათუმურია შენი მზერა, ბათუმურია.
ახლა წვიმს ჩემთან, ალტერნატივს ვეძებ ქედამდე,
გინდ ილუზიებს დაგიკრიფავ,
გინდა მთა-გორებს,
ზღვას ამოვაშრობ შენს ცრემლებში...
ანდალუზია.
აქ ბათუმია, ბათუმური სხვაა სიკვდილი,
აქ სხვა თუთუნი, თუმცა ეგეც ბათუმურია.
მე ვწერ ახლა და ალკოჰოლი, ჩემი გადია
მიერეკება კამეჩივით სისხლში სიყვარულს,
აქ ხომ პოეტი ასი გრამი ალკოჰოლია,
ანდალუზია, ეს ილუზია ან და ლუზია.
და ძველ დუქანში მელიტონ ბაბუ
ახვევს ყალიონს.... არ მაპატიო...
ეს სიყვარული არ მაპატიო.
სიყვარული ხომ ბათუმია
ან და ლუზია...
მე გეხვეწები
ბათუმი მაინც არ მაპატიო....
არ მიმატოვო!
არ მიატოვო ეს ილუზიაა....
............
ხოო... გორიკა მოკვდა...
ახლა გავიგე...
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 00:10 | Сообщение # 316
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დადიან წყვილები,დახრილი თავებით,
თითქოს ცის სიმძიმე ბეჭებზე აწვებათ,
ტალღებზე ბორგავენ დაბმული ნავები,
მთვარესაც სველი აქვს წილეთი ღაწვები,

წყვილები დადიან,მე გულში ვიცინი,
ჩვენს შორის ზღვები და ათასი ქარია,
ღამეებს ვათენებ, დილასღა ვიძინებ,
მუშტებით ვერ ვამტვრევ მანძილის გალიებს,

დრო გადის,მე უფრო ვნებდები სიყვარულს,
და შენი თვალები,გიჟივით მახელებს!
ჩვენ ზეცის სიმძიმით,მხოლოდ თუ ვიხარებთ,
ფურცლები ინახავს ჩვენს უკვდავ სახელებს!
 
nukriaДата: სამ, 14.03.2017, 00:43 | Сообщение # 317
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთელი დღე თოვდა,როგორ შვენის დეკემბერს თოვლი,
მონატრებიხარ ამ ქალაქის ჭაღარა ქუჩებს,
მოგნატრებია ეს ქალაქი თბილქვეყნებმოვლილს,
ამ რეალობის დაჯერება თვალებსაც უჭირს...

უცნაურია,როცა ხედავ ფერშეცვლილ ქალაქს,
(თან ეს ქალაქი სისხლითა და ხორჩით შენია)
ჯიბით ატარებ საუკუნის წინანდელ ბარათს,
სადაც თბილისი ასეთივე-თოვლისფერია

და ვერ იჯერებ.რომ რუსთველის მიყვები გამზირს,
რომ ეს ფიფქები სულ არ არის ბუტაფორია,
შენ გააფრინე,ან კარგად ხარ...არ იცი რა გჭირს,
ფაქტი ერთია,თეთრ ქუჩებში იწყებ ბორიალს.

უკვე დაბრუნდი!
 
nukriaДата: ორ, 27.03.2017, 01:00 | Сообщение # 318
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა შენს ლექსში
თუ არ ვითოვე, ზამთრის წიგნები
გაყინოს თოვლმა! •
როგორ შევაგროვო კალთაში,
ამ გაფითრებულ ზამთარში,
ამ გაყინული თითებით,
ჭრელი ბავშვობის კენჭები,-
ჩემი სამოთხის ჩიტები....

რა მატყუარაა სარკე!
როცა ვტირი - ტირის;
ვითომ ვებრალები.... •
წვიმა - მოცარტი
მოხეტიალობს,
ხიდებზე წვანან
ლურჯი ბინდები...
შემშლის ეს სველი
ფორტეპიანო,
არსად ვარ...
შენთან ყოფნა მინდება.... •
ჩემო ქვათაფერო მოთმინებავ!
რაო, მთავრდები?! •
სიტყვებს ვკითხულობ!
მთავარია, რა წერია
მრავალწერტილში... •
ღამე
მოცეკვაობს
მთვარის პუანტებით...
მახსოვს სველი ხიდი,
ხელი,
ჟრუანტელი... •
მოწყდი,
ჩამოწყდი ფოთოლო!
(რა ფიცი გიდევს ღმერთთანო?)
დასრულდი,
მზე გაგეყარა,
დაეცი,
ნუღარ ფერმკრთალობ... • კალთა ავიკეცე - ჯავრს კი არ მოვრჩი... •
სიბერე? ალბათ ესაა:
ახლა ფეხზე უფრო მეტი მიწა მეკვრის,
ვიდრე ოდესმე... •
ნუ მითვალთვალებ ფანჯრიდან მზეო,
შემოდი, დაჯექ დედოფალო,
გამითბე ლექსების ტრაპეზი.... •
...მერე რა, რომ დარდი გადევს მხარზე,
მერე რა, რომ ამღვრეული წყლებია,
აგერ მოდგა გაზაფხული კარზე,
თებერვალი ვის არ დავიწყებია... თამო ჯაფარიძე
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კაპრიზი
  • გვერდი 32 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 30
  • 31
  • 32
ძებნა:

მოგესალმები Гость