პოეტი პოეტიშვილი - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 10 დან«12891011121718»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:03 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველი წყობა ანა თემური,
ახალი რითმით, ანათე მური.
თუ აღარ გიყვარს ანა თემური
გეკუთვნის ლექსი ანათემური.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:03 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დიდი სიყვარული რამხელაა?
ახლა მე ,რომ მიყვარს იმხელა.
ლექსის დიდოსტატი ცალხელაა,
მაგრამ შედევრები იხელა.
დიდი პოეტობა რამხელაა?
მარტო ღმერთი რომ ყავს ბადალი...
კითხვის პასუხითურთ გამხელაა-
ჩემზე სულ ცოტათი დაბალი.
/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:04 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორჯერ შვიდი წლისა ხარ უკვე,ახლა ნათია,
ჩემი რითმის ჩალხანა, თავის ალხანათია.
ათზე მეტი საათი ,მთვარემ ამან ათია.
მზე ,კი ცის კაბადონის დილის ამანათია.
დადის უკავალეროდ გულის დამა ნათია,
ყმუის ლაიტურები, ქილილდამანათია.
ალბათ უფრო ტკბილია ლექსის კაკა ნათია.
ალთას მახე დამიგეს, ბალთას კაკანათია.
თეთრ ღრუბლიდან ცისფერი მოჩანს ათინათია.
ორჯერ ხუთით დღიურში მინდა ათი ნათია <3
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:05 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვარ ცის წინაშე ,თხელი საბურით.
წვიმაში დგომა, ჟირი როდია.
ცისარტყლის ყანწით,ხელით საუბრით,
თამადა სუფრის დირიჟორია.
ჩემი ტიტული ვენეციაში,
ლურჯი გონდოლის მწირი დოჟია.
ვარდის ისრებზე -შენ ეცვი ია,
ამური გულის დირიჟორია.
ნისლი ღრუბელის საფუარესი,
ლექსში ნართავი რითმის "დროჟია"
ჯადოსნურ კალმით ფაფუ არესი,
პოეტი ფურცლის დირიჟორია.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:10 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღებავს მშვიდობის ფასადს ლაოსი,
ომმა მოიცვა სადა მიანმა.
არ ინდობს სისხლის ფასად სალოსი,
სად გაიხაროს?! სად ამ იანმა?!

იხდის მშვიდობის საფას ლაოსი,
პოს შეუერთდი ადა, მიანმა.
გცხვენოდეთ ძმათა სასაფლაოსი,
ადამიანი ადამიანმა,
ვინც, არ დაინდეთ!!!

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:11 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუმის მაჯამა

არ გეგონოთ რუმი ნელი
და მით უფრო რუმინელი.
ა, კისერი ა, ქურუმი
ხმალს არ მახლებს აქ ურუმი.

დამანახე რუ კურუმი,
მოედანი და ფორუმი
დამა ნახე უკუ რუმი.
მოიწვიე დაფო რუმი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:12 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანატოლი კაჭარავას

იყავ საქართველოს ვახტიორი,
შავ ზღვას კაპიტნობდი ანატოლი.
ქალი გყვარებია მსახიობი,
ნატო სილამაზის თა-ნატო-ლი.
ბათუმს სანაოსნო დაუარსე,
ზურგში ჩაუყენე კაი ქარი.
გვერდი არც ღუზის სახლს აუარე,
გულში დელფინები ჩაიკარი.
ღვაწლი ღრმა გაქვს,სიღრმით ბაიკალის...
შენს წინ მუხლმოყრილი აჭარა ვარ.
გულში დამცირებაც ჩაიკალი,
დღეს, კი გადიდებენ კაჭარავას.

/პოეტ პოეტიშვილი/

უცხო შენთვის რომ არ იყო,
ეს მეჩეჩი ან ატოლი,
შავი გემი დრომ გარიყოს,
ლურჯს დავარქვათ "ანატოლი"

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:14 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
[color=yellow][color=gray]პირში გეტყვი ბათუმო (ზემოდან დანახული კადრები)

მზე ამოგვდის ბათუმზე,
გუშინ ქრისტეს არ ვგავდით.
მთვარე ფარავდა თუ მზეს,
მზის სხივებსაც ვკარგავდით.
ვფიცავ ბათუმს ვაღმერთებ,
სხვაგან მიჭირს გარებაც.
ვწუხვარ ტრფობის ქალღმერთებს,
ვხედავ სტრიპტიზბარებად.
ახლა ისე გმართავენ,
გართმენ ძველ სილამაზეს.
ბულვარს სახეს ართვავენ,
სვამენ ყირამალაზე.
აქეთ ქარის წისკვილი,
იქით ვუცქერ ტაუერს.
ქალაქი მიწ(ჭ)ირხლილი,
რომ თავს მერიც აურევს.
ბინებს ისე აგებენ,
ჩრდილავს მეორე ბინებს.
მტერს ხმალი შევაგებე,
გამამეორებინეთ.
ვერ გტევ ზურგის მისაქცევს,
ქალაქს ძაღლებს ვინ უსევს?
დადებითად ის გაქცევს,
ვინ გაჩვენებს მინუსებს.
იხრჩობოდი იმ ბოლოს,
რომ ცალ ხელით სელფინობ.
გსაყვედურობ სიმბოლოს,
რადგან ვეღარ დელფინობ.
გინდა ჭამო ჭიმური,
თავს გადგია თუ რქები,
ბათუმს წამოჭიმული,
უთვალავი თურქებით.
კლიტე გახსნეს გონიოს
და დაიწყეს ბოგინი.
ბორდელია მგონიო,
საზიარო ლოგინით.
თუგინდ ძმაო გეწყინოს,
თუნდაც მაგრად გეტკინოს.
ბევრჯერ ვნახოთ ეს კინო,
კადრებს გადავერკინოთ.
შიშვლადაც ბანაობენ,
ზღვისფერ ლაივ-ვანაში.
ალოთებენ თაობებს,
ოღონდ ჩაიხანაში.
ენამ თუგინდ მაჩუმოს,
გულმა ყელში აცურა.
პირში გეტყვი ბათუმო,
ვეღარ ცხოვრობ კაცურად.

/პოეტ პოეტიშვილი/
[/color][/color]
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 15:00 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვინის აკვანი (ექსკლიუზივი)

უფლის დიდებით იწყებს თამადა,
ომთან-მშვიდობის ვახტა გურულის.
სხვა პოეტებთან მიწყდება სმა და,
ვსვით მე და გალამ ვახტანგურული.
ქართველებს ხვავი-ბარაქა რთველოს,
ჭირში არ გვინდა-ლხინის წაყვანა.
ვინც უფლის სუფრა არაქართველოს,
არ მივიჩნიოთ ღვინის აკვანად.
ყელამდე ფლული ვარ მე ქვევრები,
მიდუღს გული და ერი მიფეთქავს.
როგორც მასპინძელს არმებევრებით,
უფლის სტუმრები მერიქიფეთა.
ლექსში ჩავიკარ პურისმტე ვნებით,
ერთგული ძმობა ავა ზედა შრეს.
არ დამიწურავს გულის მტევნები,
რომ ღვინო ჯერ ვერ გავაზედაშე.
ღმერთმა გვაჩუქა ლაჟვარდის წყალი,
მას განდგომია არიფი მწყრალად.
მთვრალი გრძნობები ქალვაჟს დის თვალით,
თუ მთვარემ მათთვის არ იფიალა.
ბეჭზე რომ დაგსვავს ცოლი კაურით,
მერე დღე- ღამეს გადაერევა.
თვრება ოცნება ცოლიკაურით,
სახლში არ მოსდევს ადამს ჯერ ევა.
რითმის ლაშქარი-დასი მტკვარული,
არ მიმატოვებს სარდალს ეულად.
ჩემი სიცოცხლე და სიყვარული,
მცირე სასმისით არ დალეულა.
ზეცას მოვპარე მთვარის ფიალა,
მზე გადღეგრძელე განსხვავებულით.
გული გრძნობებმა ამიფრიალა,
ვარ სამოთხეში დაზვარებული.
მათრობს ბახუსი ,მწვავს დიონისე,
ვერ მოუხურე კაეშანს კარი.
სირცხვილის ცეცხლი ასდის ონისეს,
ანგელოზია ნაეშმაკარი.
სისხლი უნინო, ვინც ძმარა გული,
მან ვაზის ჯვარი დაწნა ხელიდან.
მიდუხს ვენებში ქინძმარაული,
მომდის ცრემლები საწნახელიდან.
გულს მეზიარე ქალი ბარძიმით,
მე სხვა ნაჟურით ვერ ვთრი ეგ მასვი.
ცისფერ პეგასის ნალის ვარ ძიმი.
მოვალ მხედარი თეთრი პეგასით.
მწვავს და მატირებს კასილს რა ალი?!
გრძნობები შენთვის გამისუფრია.
სურვილს ამიხდენს თასი გრაალის,
სხვა არაფერი არ მისურვია.
ვდღესასწაულობთ ზატიკს კულებით,
ღმერთი გადადის ალავერდობით.
და ცა ღრუბლებით გატიკულები,
მათრობს ,მაწვიმებს გალავერდობით.
ღმერთო გვიმრავლე აუ!წინ წყარო-
მრავალმჟამიერ ქართველთ სამშობლოს.
არწივთ ქვეყანავ დაუვიწყარო,
ვერ დაარწივდნენ მართვე ამ ბოლოს.
ვერ ჯობს მერწმუნე კი,ჰოს-არანი,
გულმა სხვა გულებს არ ედიახა.
ჩემი გრძნობაა შიოს მარანი,
რომ სარკმელს თეთრი მთვარე მიახმა.
რით გიფერადო კაბა მითხარი,
რომელ ყვავილით,რომელ იებით?
უკვდავი ღვინო ალბათ მიხარის,
დათვრნენ ამ ლექსით სომელიეეეეეეეეეეები.
ჩემი ლექსები არის უკვდავი,
როგორიც დროა და ცა ულევი.
მასმევს აგუნა მთვარის უხვთასით,
დღისით ვბარბაცობ ნააგუნევი.
ქართველმა შექმნა ენოლოგია,
რომ პირველია ლხინის წაყვანით.
ვაზის საწყისი გენოლოგიაააააააააააა-
საქართველოაააააააა- ღვინის აკვანიიიიიიიიიი.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 15:47 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახდა ოცნება საეშაფოტო,
იღბალმა იმედს გიიოტინა.
ციდან შავ-თეთრი დაეშვა ფოტო,
მე მიმკურნალებს გილიოტინა?!
მოდი პრინცესა მელის ეს ვიდრემ.
დღეს ეიფელზე აივლის ლიფტი,
ვნახავ სასახლეს ელისეს მინდვრებს,
გეძებ სინათლეს ბრაილის შრიფტით.
ამინდს მოედო იერი შარის,
მარტს ვერ განმარტავს შამპოლიონიც.
ვეღარ მაცინებს პიერ რიშარი,
მათრობს შამპანი, შატო-ლიონი.
ჩემს მტერმა გაჰყვეს ამ მტერს ბოლოში,
გაწვა ღრუბლებზე ქამელეონი.
კვდება იმედი ვატერლოოში
და თავს იწამლავს ნაპოლეონი.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
გვერდი 10 დან«12891011121718»
ძებნა:

მოგესალმები Гость