პოეტი პოეტიშვილი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 11 დან«129101112136768»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 15:56 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაპიტანია ბნელი ფებუსი,
არ გიღალატებ დღეს მე სალდათი.
სიყვარულია ძნელი რებუსი,
გამოსაცნობი ესმერალდათი.
მზეო ზამთარის გადამრეკავო,
მთვარე დამადნე ნაზი ლოდოსით.
გულო გრძნობების ზართამრეკავო,
დამაქვს სიწმინდე კვაზიმოდოსი.
ჩემი ზურმუხტი ბოშის ქალი ხარ,
ვჯობნი ლექსებით პიერ გრენგუარს.
სასიყვარულო დროშის ალი ხარ,
ნუ მესვრი ტყვიას-ძლიერს შენ უარს.
გულცივ კლოდ ფლოროს ხელს ვკრავ ტაძრიდან..
ედგა ჯალისაც თავზე აფთარი.
გრევის მოედანს ეკრა აბრიდან,
საეშაფოტო თავშესაფარი.
მედიუმობა წყენდა გუნებას,
ხელისგულები ბადებს ანანკეს.
ოქროს თევზს ვთხოვდი შენ დაბრუნებას,
რომ დაეჭირა ბადეს ან ანკესს.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 15:58 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მედეას ხო და დაგვრჩა ხო- ხობი,
ცერად დაყურებს აიას ონი.
მიჰყვება კოლხი არ ჩანს ხოხობი,
არგო, საწმისი და იასონი.
შეეხმიანა მითი ლეგენდას,
სამოთხის ფრინველს სდევდა მიმინო.
თბილისს ედემად მითითებენ და
ვერ გავიმეტებ შენდამი მინორს.
ღორმუცელობა მადას ერია,
თვალი სატირლად ჩამხობილია.
გული მეთუთქვის სადაც წერია,
რომ მენიუში ჩახოხბილია .

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 16:09 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაისმა ათი გამოსცა რიცხვი,
წლები წასულან ტანტალოებით.
სკოლიდან ვიყავ გამოსარიცხი,
იმდენჯერ მქონდა შატალოები.
მე-კალმის გული ხელში მეჭირა,
როგორც ლოცვის დროს კრიალოსანი.
თითქოს ერთს ხელში ცელი ეჭირა,
მომთიბა ერთ დროს ფრიადოსანი.
და სიბეჯითე იქცა პირიქით,
ვიქეც ხელმწიფედ ონავარების.
გოგო მგზავნიდი იქ ცას ჭირს იქით,
წყევლით პირზე არ მონაკარებით.
ადამს ცხოვრება მელის აწ ევით,
მთვარეს მკარნახობს შიგნით მზე პირადს.
არ ვაქტიურობ ხელის აწევით,
არადა ვიცი წიგნი ზეპირად.
მე გიმატებდი ცარცით დაფაზე,
ასევე მერხზე და სველ მინაზე.
იმ დროს კალამით გავინაფაზებ,
შენს ჩრდილს დავსდევდი დასვენებაზე.
არ გავაცდინე გაკვეთილები,
სადაც ჩატარდა პარალელურად.
თვალებს შევწყვიტე აქვე ღილები
გიმზერ კუთხიდან არაველურად.
ნუთუ მიფრინავს მოდნა ეს წლები,
მახსოვს დუეტი სოლო ვერხვიდან.
შენ წინა მერხზე ცოდნას ესწრები,
ლენჩი ლექსს გესვრი ბოლო მერხიდან.
ლურჯი ბაფთები არ შეგატიე,
ლოყა არ დამრჩა უალიყურო.
კარს ვუკაკუნე ხან შევამტვრიე,
და რა ბიჭი ვარ თუ არ გიყურო.
ლადოს და ჩემო ასაკო ტოლო,
ხარ სიყვარულით გადაფერილი.
ეს დავალება და საკონტროლო,
ლურჯ რვეულიდან გადაწერილი.
ვკითხულობ წიგნებს სხაპასხუპებით,
ბიჭი ცელქი და თვალებპაჭუნა.
რომ დადიოდი წკაპაწკუპებით,
გული დამქონდა ალებკაკუნა.
შენს თვალებს ჩემი გულის დირექტორს,
თვალს ვერ ვუსწორებ ვიწვი სირცხვილით.
ჩემს გაკვეთილებს ვუცვლიდი ვექტორს,
ვინც ასე მიყვარს იმისი ცხრილით.
ხელზე ვინიშნავ მშობელთა კრებას,
ზარმაცს მიწოდებს დამრიგებელი.
ვუსმენ უყუროთ მგმობელთა ქებას,
გავხდი მორცხვი და დამრიდებელი.
გულის კედელზე მხოლოდ ბზარია,
გახდა მოყოლა საწვალებელი.
მორჩა გათავდა ბოლო ზარია,
და გზებს გვილოცავს მასწავლებელი.
ნიშნებს დამიწერს წლების დღიური,
კლასში ჩამტოვებ ანუ ჯურნალი?!
ჭაღი ვიქნები ვენეციური
და სიყვარული განუკურნალი.
იმ გულს რა ვუთხარ რომელიც გოგოს,
თუ ფიანდაზად არ დაეგები.
მინდა სიყვარულს მოვესიმბოლო,
არ დამასვენოს არდადეგებით.
დღეს ჭრილობებზე ომობს იოდი.
შენს გულს ლურჯ ცილას მივაცილებდი.
სულ ერთი ჩანთით,რომ მოვდიოდი,
სულ ორი ჩანთით მიგაცილებდი.
გულია ჩემთვის კაი სიმბოლო,
ეს გაიგონეთ გარშემო მდგომო.
ლექსებს გაბარებთ მაისის ბოლოს,
რომ არ გამომყვეს საშემოდგომო.
/პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 16:16 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყბედი ბედის ირონია,
ჭირმა მომცა პასი ზორის.
მზის და მთვარის სინორია,
ასპარეზი ასპიროზის.
მდინარეზე ვერ ფრენს რაში?
კადრებს არჩევს რაი პო-ზის.
დავინახე ვენერაში,
მთლად შიშველი ასპიროზი.
პრინცი,მეფე,მზე,პარისი...
ყელში მიჭერს სპაზმი ორი.
სიღნაღის და მე პარიზის,
მფლობელი ვარ ასპიროზით.
გამრავლდება აზრი სპორით,
დამთანხმდება კაპრიზი როს,
ვესტუმრებით პარიზს ორი,
ვენერა და ასპიროზი. <3
/პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 16:33 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტანს ცისარტყელა გეხვევა ლენტით...
გული გადაჰყვა ნუკვებს ვერონის.
მთელი ცხოვრება შეხე! ვალენტინს,
მიყვარდებოდნენ უვენერონი.
გათავისუფლდი გულზე გკიდია,
ქვა ბედნიერი- იასპი როზა.
მთვარის სავალის სულ მზე გიდია,
ცის პაემანმა იასპიროზა.
გიწვავს სიყვარულს უკვე ნერონი,
შესამჩნევია ვუალს ტენიო.
გვიყვარდებოდნენ უვენერონი,
პოეტს დატოვებ უვალენტინოს?!
სავალენტინოს თურმე ბანგივით,
სადამო სუნთქვა გეკვრის ვალეტით.
გთხოვ დამიბრუნე ბუმერანგივით,
თეთრ სიყვარულის ეკვივალენტი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 16:36 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუზის დაბადება

ხატვა ,მუსიკა ,გოია, ლისტი.
დავხატე მთვარის მე, როიალი.
მეფე პოეტის როიალისტი-
მე ვარ -მომავლის მემორიალი.
კალამი მირონს მას უზეთია,
პოეტს მიდგანან მხარში ქალები.
ცხრა ცის ცხრათვალა სამუზეთია,
მამსხრევს მარაოს ქარიშხალები.
მიმაჭანკალებს ლუკას კრანახი,
დავწინდავ ლექსით ფაგოტი ჩელოს.
არაკრაკებით კულას კარნახი,
ხატავს ქმნილებას საბოტიჩელოს

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 17:05 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე ცქრიალებდა თეთრი ანგელოზი,
ფრთებით ასხივებდა არმაზს ჩუქურთმიანს...
--ვეღარ დატკბებაო ჩვენზე სარკინოზი,
ჰეო! -- მოქიშპენიც დროშებს უკუ ხრიან...

დროზე ვითავისეთ ჯვარის სასწაული,
ნინომ მშიერ გულზე ცვარით იმხარხულა,
მადლი გვიფარავდა ღვთიურ საწყაულის,
მთაში მონადირე სჭექდა მირანგულას.

ხშირად იგრიალა დუშმანთ აზვირთებამ,
ბევრჯერ აგვიცრემლეს მოყმე თუ დიაცი;
ქართველს არ სჩვევია ისე განივთება,
რომ არ ასულდგმულოს გენის ხვაშიადი;

რომ არ შეულეწოს მკერდი მოძალადეს,
რომ არ აგვირისტოს ხვალის ჭირნახული,
რომ არ ეთაყვანოს უფალს მოამაგეს,
რომ არ შემოსძახოს ჰანგი ცისმაყრული.

ასე მარქაფულად კვლავაც მედგრად ვივლით,
ისევ ვუკუვაგდებთ გრიგალს აუგიანს,
წმინდა მარიამის კუთვნილ ღვთიურ წვლილით,
ჩვენი მომავლის ბარტყს ფრთები აუსხია!

პაპუნა ქვარიანი
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 17:16 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ისევ მგზავრი ხარ, მეც ვრჩები ამ გზაზე...
პირისპირ შეხვერდას ტოვებენ წუთები,
სადა ხარ?!.. ერთმანეთს ვეძახით - ტანიდან,
ისე რომ სხეულის გადასკდა კუნთები.

ცხოვრება გავიდა, დღეებით... ცალ - ცალკე
რა იყო მიზეზი ნამდვილად არ მახსოვს,
თუმცაღა სიყვარულს ვეძებდით თავიდან...
იქნებ და მე ვცდები, იქნებ და არ გახსოვს?

მაგრამ დღეს, შენ ისევ შორსა ხარ უჩემოდ...
უშენოდ აყვავდნენ ჩემთანაც ნუშები,
ჩვენ ისევ მგზავრები ვიქნებით ხვალიდან
და ისევ, გაგვყრიან - გადათვლით წუთები.

/ შალვა ლონდარიძე /
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 23:41 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვთისგან ნაბოძებ თვალებზე, აგვაფარეს ფლიდად ფარდა!
არაფერი დაგვანახეს, პირისა და კუჭის გარდა!..
იქ ჩავიდა შემეცნებაც, შუა ხაზზე დაბლა დადგა;
გაგვაბუჟა ძილისაგან და ტვინს მართავს ავი მარდად!

ზოგი ღრეობს, უამრავი, ხვედრი ხდება შიმშილისა!
თარეშობენ ავკაცები, აღარ ესმით ღვთის შვილისა!..
აირია მექანიზმი, მის სტრუქტურას ჟანგი შლისა...
ის ჩასულა თვით ძრავამდე და ფუნქციას უხრავს ძირსა!

საჭე გადატყდა ღერძზედა, ვერ მართავს გემსა ბოცმანი!
არ იცის საით უბეროს, ქარმაც დაიწყო ტორტმანი!..
ასვია ერთი პალო და მასზე დავიწყეთ გოგმანი...
ჯერ მას უჭირავს ჯოკერი, თანაც ბევრი აქვს ცოდვანი!

ხომ ითქვა: "ვინც იპირველოს, იგი გავიდეს ბოლოში"!
გვიკვირს?.. ღვთისაგან ნათქვამი, რად არ აცრუებს მოლოდინს?!..
"გამოჩნდებაო ცრუ ღმერთი, აღარ გაჰყვეთო მის ბოგინს"!
ქრისტე არ სცდება, იცოდეთ! დროა ვიწყებდეთ მის ლოდინს!!

ყველაფერს ამას მოჰყვება: ქრისტე ჩამოვა მეორედ!
ადრე მოვიდა მდაბლობით, ის მას არ გაიმეორებს!..
ახლა ჩამოვა დიდებით, ბაგას დატოვებს ის შორედ!
და გამოჩნდება იქ სწრაფად, სადაც არ ველით მას სწორედ!

დროა ხარობდეს ღატაკი და ცრემლებს ღვრიდეს მდიდარი!
თურმე ყველაზე ცოდვილი, რატომღაც სწორედ ის არის!..
რადგან სატანამ ცოდვების, ბევრი ატენა ქვითარი...
და წინაღობაც, მაგისგან, არ იყო არავითარი!!

... და ასე იშვა სურათი, ბოლო ჟამისა სახითა...
როცა ავსულმა სიმართლე, ცხელი შანთითა დაფლითა!..
მალე ჩამოვა სინათლე, მკვდრეთით აღმდგარის ძალითა!
დიდ გულს მოთაფლავს ღატაკთა, ზეციურ წმიდა თაფლითა!!!
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 23:47 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოხ! როგორ მინდა, რომ გვქონდეს, კაცური კაცის სახელი!
ხატთან სიტყვა ვთქვათ, ტაძარში, თვით ინთებოდეს სანთელი!..
შუქს ვფენდეთ ირგვლივ გარემოს, ვიყოთ სათავე ნათელის...
და ჩვენი მოდგმა, ყოველთვის, იყოს მართალი ქართველი!!

მერე წავიდეთ უფალო, შენთან წარმოვდგეთ კაცადვე!
ოღონდ კაცური ცხოვრება, აქ კაცურადვე გვაცადე!..
ხამს! სამომავლო საქმეში, რომ გავუსწორდეთ ნაცადებს;
ყველა ნამდვილი ქართველის, ჩვენ მივაღწიოთ საწადელს!!

ბევრ რამეს ვითხოვ მე ალბათ, გვწადია ღვთისა შვილობა!
რომ ქართულ ჯილაგს მოჰმადლო, ერთობის არმოშლილობა!..
ისევ შეხორცდეს სუყველა, რაც მოგვაყენეს ჭრილობა!
მტერი მოგვშორდეს და შიგან, შეწყდეს ურთიერთ ცილობა!!

ეჰ! რა სურათი დავხატე, თავი ღმერთკაცი მგონია!
ეს რა აზრები მოვიდა, ან რა სურვილი მქონია!..
არა და... ეს ყველაფერი, ჩვენ ადრე, უკვე გვქონია...
და მისი განმეორება, არ გამოიწვევს ფორიაქს!!

ეგებ, კვლავ სცადო უფალო, გაწმინდო ადამიანი,
რომ არცერთ კაცში არ იყოს, გული ცივი და ქვიანი!..
გვიმრავლე ქალნი თვალმნათნი, მამაკაცები სვიანნი!
ქალ-ვაჟნი ახოვანები, ლამაზები და ჭკვიანნი!!

... თუ ამას ყველას აგვიხდენ და მერე ისევ შეგცოდეთ!..
მაშინ ახია! ფეხებქვეშ, რომ მიწა ცეცხლად გვეწვოდეს!!!

/ ამირან თოდუა /
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
გვერდი 11 დან«129101112136768»
ძებნა:

მოგესალმები Гость