პოეზი - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: სამ, 07.11.2017, 17:02 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პიპას, ჩემს ძმას - პიპას

ორსანტიას,
ქარტიას,
ქაფატსა და მარტვილს
თავს წაჰყრია გაზაფხულის ჭიჭვიანი ჭვარტლი.
აბღავებულ სანახებში, ნამუხლარში დევთა
ენგურს მიაქვს მთვარესავით სამეგრელოს სევდა.
და იქ, სადაც რუხთან რუხი ბოკვერები წვანან,
მღერის მზის და ტკივილისას ღვთაებრივი ნანა.
"არ წამოჰკრა ფეხი ამ ქვებს
და არც დააბიჯო,
ბონდოია, ნანასქუა, ბონდოია ბიჭო!"
წუთისოფლის უკმარობით, წუთისოფლის ბგერით,
მიირხევა სანახებში ძვალხოშორი მეგრი.
კვალში მისდევს ოჩოპინტრე, თუთარჩელაც მისდევს,
დაფნის ჯვარზე გაუკრიათ ოჯალეში ქრისტე
და მწვანიან წყლისპირებში წელწაფრენილ ცირებს,
ხელის გულზე მზე უდევთ და საყვედური მცირე.
"კანჭა კვიცზე გადევნებას,
ჩვენ მოგვხედო გიჯობს,
ბონდოია უღორონთი, ბონდოია ბიჭო!"
წამით ხვიჩა ვარსკვლავები მოწკურავენ თვალებს,
მოდექი და ეგ ციგლიგა ცანგალები თვალე...
ბებერ ქვათა მხურვალება მოიჩრდილე ხელით...
მღერის ვიღაც შორეულში, ოდოიას მღერის.
როგორც წითელბატონები და მირონის წვეთა -
ტანზე აყრის საქართველოს ეს უკვდავი სევდა.
ბონდოია მიდის, მიდის...
და კოლხეთის ველზე,
ოდოიას აღარ უსმენს, ოდოიას ეძებს.
და მე მესმის
და მე ვიცი
და უღმერთოდ მჯერა,
როგორც ნისლში კვალარეულ ხვიჩასა და ჩელას,
აქ, კოლხეთის ბინდბუნდებში,
მტერს ჩქამიც რომ დაღავს,
ბონდოია "ოდოიას" იპოვნის და ნახავს.

ზურაბ გორგილაძე
 
nukriaДата: სამ, 07.11.2017, 17:18 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭალას ჩაღმა ჩავუყევი ბამბუკით და ანკესით,
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში.

და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წნორებმა,
დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა.

წელს ზევით კი... ვარდისფერი ბუსუსების ფორები,
წელს ქვევით კი დავინახე, ეცვა მხოლოდ მორევი.

ბანაობდა... და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი?
წყალს მიჰქონდა ტანის ლანდი, როგორც ნისლის ღაღადი.

თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით,
ბროლის მკერდზე დადებული ორად ორი ქვირითი.

დამინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა
და მორევი ბორიალით აყურყუმალავებდა.

გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო.

ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმქრალმა
მკლავთა თეთრი შხაფაშხუფით ახლო არ მიმიკარა.

და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე,
ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე.

იკივლა და იყიჟინა ჰოი ქალის ბავშვობა,
ოღონდ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას.

გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია,
ახლა მხოლოდ ერთი მსურდა, გოგო გადამერჩინა.

და ის გოგო გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა,
ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა.

გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო,
კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა, ბატონო?!

ზურაბ გორგილაძე
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 09:03 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენგან რა მინდა თვითონაც არ ვიცი,
ან რატომ ვირევი შენს ტანში ბინძურად.
ქორწილის დაღლილი ხმა, როგორც მაისი
რა სწრაფად დამთავრდა და ამოიწურა.

მე შენგან რას ველი?! არაფერს დადებითს,
არაფერს ლამაზს და არაფერს მშვენიერს,
უბრალოდ სახეზე თითების დადებით
აღვიქვამ შენს ნიკაპს, ტუჩებს და შენს იერს.

მე შენგან რატომღაც ფერების დანაკლისს
უსიტყვოდ განვიცდი ვრცელ განმარტოებით.
გარეთ გრიგალია, გრიგალი განა ქრის,
უბრალოდ ერთობა სულელი რტოებით.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 09:05 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,
იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა,
მიდიხარ.
შენი წვრილი ქუსლები,
აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად.
მიდიხარ.
ჩემს თავს ვეღარ ვერევი,
წყდება ფეხის ხმა სადღაც კარს იქით,
მინდა სიკვდილი და ეს ნერვები,
ხელში მიჭირავს კონტარაბასივით.
ღამით კი ვიცი დავიბოღმები
და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,
მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,
რადგან
მიდიხარ
ისე ლამაზად!...
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 09:09 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუკი ოდესმე დავხატავ დროს,
თუკი ფიქრები წამიყვანს შორს,
თუკი ოცნება მაჩვენებს გზას..
ნეტავ, ვიცოდე რას ვითხოვ..რას?!
ნეტავ, ეს გრძნობა სად იჩენს სახლს..
შენი თვალები მაჩვენებს გზას..
შენი ღიმილი დამაბნევს კვლავ..
ამ მონატრებას ვერაფრით ვკლავ..
თუკი ღიმილი დახატავს გულს..
თუკი ცრემლები გაფანტავს დროს..
თუკი იგრძენი ამით რა მსურს..
არ დაგივიწყებ მე არასდროს..
ვიცი, გგონია ხარ შენთვის, მარტო..
თუკი არ იცი რა მინდა გითხრა..
მაშინ, უბრალოდ მიღიმი რატომ?!
რატომ ვერ ხვდები , რომ მყავხარ წმინდა.
 
nukriaДата: ხუთ, 09.11.2017, 09:10 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.
ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.

კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს
სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს;
საკმარისია შეეხო ტოტებს
და ნამი თავით კოჭამდე გივლის.

შორით კი ხვამლი მოსჩანს ცისფერი,
როსმე ის ჩემი იყო ზმანება.
გაივლის თვალწინ იგი სიზმარი
და რაღაც მწარედ დამენანება!

ხე ფოთოლს ისხამს, ხე ფოთოლს ისხამს,
ქალაქის ბაღის და სოფლის ზვარის.
ამ მშვენიერ დღეს, ამ დილას სისხამს
მაცოცხლებელი ეცემა ცვარი!
 
nukriaДата: კვ, 12.11.2017, 19:01 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ არის ყველა, ყველაფერი,
მაგრამ არავინ!

ხელის უნებლიე მოძრაობა
ხსოვნის კარნახით _
სიტყვის უხმო სინონიმი...

გაქვავებული კადრი,
სადაც ფეთქავს მხოლოდ ბავშვის ღიმილი _
ბიძგი _ იმავე წრებრუნვის დასაწყებად.

იქ ყველაფერი მეორდება განსხვავებულად.
ერთფეროვანია მხოლოდ შედეგი
და ამაზე აღარ ღირს ფიქრი...

როგორც იქნა, შევაგროვე საკუთარი თავი
და დავემგვანე ეკლის გვირგვინს,
რომელიც შენ გერგო წილად,
გოლგოთის გზა რომ განასრულე.

მე რა ვიცი, ვინ ატარებს ცოდვის ნაყოფს,
ვინ აღსავსეა უსაზღვრო მადლით?!
გაღიმებული წითელი ვაშლი _
არც იშვიათად სახლია მატლის.
 
nukriaДата: კვ, 12.11.2017, 19:38 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული მაქვს, შენი უკვდავების თანასწორია,
და პატიებას თუკი ვითხოვ, მაშინ გახსოვდეს,
ლექსებს თუ დავწერ შენზე იცი?_ განა სწორია,
მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს გზაზეც გამოანათებს.

ნუ მიპასუხებ, რომ შენ ეჭვი არ გეპარება,
არ დაიმძიმო ტყუილებით სასუფეველი,
როდესაც მთვარე, მანათობელს მოეფარება,
გვერდს დაგიმშვენებს სული ჩემი, განუტეველი.

მე მეცინება, რომ დღეს ჩემზე გლოვა იწყება,
ხომ დავამთავრე სიხარულის ორომტრიალი,
მეორედ მოსვლა, ქვეყანაზე, არ მომინდება,
აღარ დალიოთ, ჩემი ხსოვნა ტრფობის ფიალით.

არ ვიცი რატომ, მაგრამ უკვე შემოაბიჯა,
და გულს მიხეთქავს, უსასრულო სხივთა თარეში,
უეცრად, თითქოს გამაცოცხლა მძიმე ნაბიჯმა,
გადამისროლა მგლოვიარე, უცხო მხარეში.

მე ქარს გავატან, ყველა საბაბს რაც კი ეჭვია,
შენ კი განაგრძე, საუკუნო მხიარულება,
ასე მოხდა და, იცოდე რომ ასეც მერჩია,
რომ გააცია ცხელი ტყვია, ცხელმა გულებმა.

უმისამართოდ, არეკლილი ოცნება მერქვა,
სულ მას ვლამობდი, გაღიმება კიდევ მენახა,
ახლა კი ცივი გაყინული გულისფეთქვა ვარ
გადასავლელად დამარხული ახლოს გელათთან

ალალი იყოს და, შეირგეთ შესარგებელი,
არ დაიჩივლოთ, რომ უკვდავი მხოლოდ სულია,
აღარ დალიოთ, ჩემს სახელზე შესანდობარი
მხოლოდ, ის აქეთ, ვისაც ჩემზე მეტი უვლია

ვის უნახია, სიყვარულის ფერის ცვალება,
არა! დამთავრდეს ბოროტების ხანა ყოველი,
მე არ მინდოდა, მაგრამ ვნახე გარდაცვალება
და, თორმეტი ძმის ადგილები გასყოფელი

ფეხზე ადექი, შენ სამშობლოვ, გამოიდარე!
ნუ მოიღრუბლავ თავზე გვირგვინს ისევ სევდიანს,
კიდევ დადგება, სიცოცხლე დღე__ გამოიტანე,
დასკვნა, შენ თვითონ, რა სჯობია ბილიკს ეკლიანს,

მაგრამ, არ უნდათ, რომ შენს სახელს დიდება ეთქვას,
დაე, დაიწყონ ერთმანეთის ლანძღვა უხეში,
შენ კი, გახსოვდე საქართველოვ, ქართველი მერქვა
შებმულს სიტყვასთან კალმისა და ფურცლის უღელში.

ბევრნი წასულან, ჩემამდე და ვიცი მელიან,
შენ არ იდარდო, ხომ გითხარი ასე მერჩია,
როდესაც ვნახავ, მომლოდინეთ, ვიცი მეტყვიან,
რომ კეთილები ბოროტისგან გადამერჩია.

შენ არ იდარდო, საქართველოვ ისევ აღდგები,
არ მოგიხდება გლოვის ფერი არ გაიკარო,
უკვდავ სახელთა დიდ სიაში ისევ დარჩები,
მთავარია რომ, რთული ჟამი გადაიტანო.

გადაიტანო, მაგრამ ვიცი შენთვის ძნელია,
ხელში უჭირავთ უბადრუკებს შენი საბელი,
მე ისიც ვიცი, შენი სიტყვის ცოტა მთქმელია,
და იმ ცოტასაც, სიცოცხლე აქვს განამწარები...

შენ წარსულად გაქვს, მყარი ფუძე და მომავალი,
ერთი იცოდე, რთული გზები ძლიერთ ხვედრია,
ვინც დავინახე გამავალი და მომავალი,
ამ გზებზე შენზე, უკეთესი, არ შემხვედრია.

შენ სიძლიერის ლამპარი ხარ ბნელში მყოფთათვის,
და ხმელეთი ხარ, მაათთვის ვინც კი ზღვას აერია,
შენ მეგზური ხარ,
იმათ გვერდზე, მარტო ვინც დადის,
შენით ვსუნთქავ და, შენი სახე სხვა ჰაერია

ტყუილს არ გეტყვი, შენ სიმართლის ღირსი მამა ხარ,
და ორგულები შენ მიწისგან, უნდა განკვეთო,
ბოდიში, თუკი ავურიე მაგრამ ხანდახან,
შენ შენი საქმე, შენთვითონვე უნდა აკეთო.

მრავალ ჭირ-ვარამ გადახდილი ვდგავარ ასპარეზს,
დაველოდები ჩემი ტყვია როდის დაცხრება,
მე ვხედავ ცაზე შენი სახე როგორ ანათებს
და, იმედია ნაკვალევი შენი დამხვდება.

შენ, ძეო ღვთისავ, შეისმინე ჩემი თხრობანი,
გთხოვ ,კადნიერი თუ ვიქნები, რომ მაპატიო,
დაე ჩაახშვე, წუთისოფლის ამბოხებანი,
გთხოვ ,არ დასაჯო, მიახვედრო და, აპატიო.

უგუნურებით ჩადენილი ცოდვა მანკია,
ყველა იარას უნდქ ჰქონდეს თავის საშველი,
მე სიცოცხლისთვის გაღებული სისხლი მაკლია,
ბევრი მინახავს, რომ უფლისგან ჰქონდა ნაშველი.

ბევრიც წასულან, მოგონებად არ დარჩებიან,
არ მიეზღვებათ საზღაური თუნდაც ეშმაკის,
ჰე საქართველოვ, შენი შვილნი გადარჩებიან,
როგორც გადარჩნენ, მეთორმეტე მოქმედ ვენახის.

მე დასრულებას, ჩემი სიტყვის უნდა ვეცადო,
ბოლო არ ვარ ვიცი, სხვებიც მოვლენ სათქმელად,
არვის ვურჩევდი, რომ ჩემი დღე გამოეცადოთ,
ცოტა დრო ჰქონდათ ცხოვრებაში სულმოსათქმელად.

გული მაქვს, შენი უკვდავების თანასწირია,
და პატიებას თუკი ვითხოვ მაშინ გახსოვდეს,
ლექსებს თუ დავწერ, შენზე იცი? განა სწორია,
მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს გზაზეც გამოანათებს!

ლაშა გორელი
 
nukriaДата: კვ, 12.11.2017, 20:12 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სული გამშორდა,სასროლ მანძილზე
მადლიერების დატოვა ფესვი.
-მტკივნეულია?
-ალბათ,არც ისე...
ვინ,გააჩნია, და რატომ გესვრის..


Сообщение отредактировал nukria - კვ, 12.11.2017, 20:34
 
nukriaДата: კვ, 12.11.2017, 20:33 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვეთი წვეთებზე გადადის ..

ციკლიდან „ეპოქა“

წვეთი წვეთებზე გადადის,
წვეთი წვეთებზე ირხევა,
ერთ ადგილას სცემს მარადის
და ქვა შუაზე ირღვევა.
ეს დაჟინების წყურვილთა
მარადისია განგება,
როდესაც გული ძველისძველ
ფიქრებით დაიჟანგება.
სინათლეს უშვებს წვეთწვეთად
კატაკომბებში სანთელი,
გული შუაზე ირღვევა,
როგორც ცა გასალანდელი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость