პოეზი - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 17 დან«1215161718192324»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 18:03 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ შეიძლება

ხომ შეიძლება მოიშალოს ეს დედამიწა
საკუთარი ზღვებისგან დაჟანგებული,
მზეზე რომ გამოკიდეს გასაშრობად,
დღემდე სველი როა,
დატრიალდეს ამაზე სწრაფად,
ბოძებს ჩაჭიდებულები
გვესროლოს სადღაც,
იმ გრავიტაციულ ველში,
სადაც სიკვდილს ვერ ახერხებენ.
გადაიაროს სარეველამ კონტინენტებზე,
გადაშალოს ყველა საზღვარი,
თუნდაც დავბრუნდეთ, ვერ ვიპოვოთ,
სახლი,
ქვეყანა...
განზომილება გახდეს სამშობლო.

თეა თოფურია
 
nukriaДата: შაბ, 04.11.2017, 18:07 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბავშვობაში სიკვდილს ვგავდი თვალებით,
ვისაც ენახა, ყველა მცნობდა.
მეკითხებოდნენ, სიკვდილის რა ხარო,
სიკვდილი შენი რა არისო.
მომწონდა,
გავიზრდები, სიკვდილი გამოვალ მეთქი,
ან პირიქით,
სიკვდილი გამოვალ და გავიზრდები-მეთქი.
დღესაც არ მახსოვს, რომელი გადავწყვიტე.

თეა თოფურია
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 17:12 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კარლო კაჭარავა - ალენ გინსბერგის უცნობი ქრონიკა

რადიო, ნოემბერი, ნავთი, ჩაკეტილი მინდვრები,
რომ ახსენებ მატარებელს.
მოგზაურობა ღმერთებისათვის.
მოგზაურობა ერთ ადგილზე სიარულისას.
სიზმარში ქუდი მოვპარე - ის არ იყო სხვა.
საშობაო ნაძვი თეთრია - მშიერი ბავშვია.
პარფიუმერიაა, კავკასიური ნაგაზია შენთვის.
ოდესღაც მეც ვხატავდი ნაცრისფერ ქვიშას.
ანგინის დროს ბავშვებს ყელში ნავთს ავლებდნენ რძესთან.
ეს თითქმის პაულ ცელანია თავისი მკვდრებით,
შავ რძეს რომ უღიმიან. ამისთვის სხვაგან
და ყველანი ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს.
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 19:06 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რატი ამაღლობელი - ადამის ლოცვა

არა დაცემული, მხოლოდ აღდგომილი
მინდა ანგელოსი ვიყო,
შვილი უძღები და შვილი განდგომილი
მამამ შინისაკენ მიხმო.
არასრულყოფილი ყოფიერებიდან
ადამიანური დრამა
მომაქვს და ხელს მიწვდის ლმობიერებითა
ძეში მყოფიერი მამა.
მზიდან მთოვარეში, ხოლო მთოვარედან
გულის ღია თაღში შეხვალ,
გზიდან აცდენილი მე ვარ მაცხოვარი და
ჩემი დაბრუნება შენ ხარ.
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 19:10 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რეზო გეთიაშვილი - გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 19:31 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლაშა მარგიანი - * * *

მე დავიბადე ორი ზომით პატარა ქვეყანაში
და
რაც უფრო ვიზრდები,
მით უფრო მიჭერს,
სადაც სულიერი საზრდო იმდენია,
მატერიალურისთვის ადგილი აღარ რჩება,
სადაც საარსებო მინიმუმი სიკვდილისთვის მაქსიმუმია
თუმცა
არავის შეუძლია მშვიდად მოკვდეს
და
მითუმეტეს მშვიდად განისვენოს,
როცა
ცოდვებზე მძიმე ტვირთად
მშიერი შვილების,
ცოლის,
ან
ვინმე ძვირფასის
ღვთის ანაბარად დატოვების წუხილი მიჰყვება,
სადაც საუკეთესო რჩევა რაც შეუძლიათ მოგცენ,
არის ის რომ შეეშვა,
თავი დაანებო,
თუმცა ესეც ფასიანია,
სადაც დამაიმედებლად ჟღერს - აზრი არა აქვს,
სადაც მაინცდამაინც გაჭირვებულებს უჭირთ
და
ვიღაცისთვის სასაცილოა ის,
რაც მართლა სასაცილოა,
მაგრამ
არავის ეცინება,
სადაც უანტენო ტელევიზორივით შიშინებს ხალხი,
მოტყუებული,
დანერვოზებული,
სასოწარკვეთილი
და
პოლიტიკოსები იმის მაგივრად,
რომ
გაასწორონ - რთავენ,
სადაც ყოველი მომდევნო შეშლილი უკანასკნელია,
სადაც ქრისტე ჰორიზონტია კონტურის გარეშე,
ადამიანს
და
ღმერთს შორის,
რომელიც
შეიძლება მიწისქვეშა გადასასვლელში გადიოდეს,
მათხოვრის ცარიელი ხელებიდან
ვინმე
უმუშევარი გამვლელის ჯიბეში ჩარჩენილ ბოლო ხუთთეთრიანამდე
და
არა
მიწიდან ცამდე,
იმ მიწესქვეშაში სადაც მზის ამოსვლაზე მღერიან,
სადაც არ იციან, როგორ გამოხატონ პროტესტი
საპროტესტო აქციების გარდა,
სადაც ყოველთვის ზურგიდან ყვირიან წინ! წინ! წინ!
ისინი
ვისაც არასოდროს მოხვედრიათ გულში ტყვია,
ისინი ვინც არავის გადაფარებულან,
სადაც წინაპრების შესახებ არაფერი იციან,
გარდა იმისა,
რომ
მათი სისხლით
და
ძვლებით არის ეს ქვეყანა გაჟღენთილი
და
უნდა იამაყონ,
სდაც იმდენად თავისუფლები არიან,
რომ
არ იციან რა აკეთონ,
სადაც სასულიერო პირები გატეხილ პირობებს დაემსგავსნენ,
რაღაც
იმდაგვარს
არჩევნების წინ
რომ
იდება,
მოსაგებად გულის,
ან
ფულის,
ადამიანის
ან
ღვთის წინაშე,
სადაც ერთმანეთი ტკივილიდან იბადება
და
არა ტკივილით ახალშობილის მსგავსად,
სადაც ცხოვრება შუქნიშანს გავს,
წარსული - მწვანე,
აწმყო - ყვითელი
და
მომავალი რათქმაუნდა მუდამ - წითელი,
მე იმ ქვეყანაში დავიბადე,
რომელიც
ღვთისმშობლის წილხვედრია,
მაგრამ
დედა აღარ ჰყავს,
რომელიც
საკუთარ შვილებს დაბადების შემდეგ უკეთებს აბორტს,
რომლის მიწაზე დამარხული
სხვა ქვეყნის მიწამ გახრწნა,
სადაც ჩოხოსანი მანეკენები ამშვენებენ
პატრიოტული მაღაზიების ვიტრინებს,
მაგრამ
ჩოხების მაგივრად მანეკენები იყიდება,
საიდანაც თუ რამეს გინდა მიაღწიო უნდა წახვიდე,
ასე ამბობენ,
მაგრამ
ამის მაინც არ მჯერა,
რადგან
ვინც მიდის მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდება,
რომ
ვინმეს ტოვებს,
მას ვისაც ცდილბოს,
რომ
სიცოცხლე შეუნარჩუნოს,
ვისთვისაც საკუთარი ცხოვრება გადადო,
რომ
პური ჩვენი არსობისა ლოცვაზე მეტია
და
სიტყვებზე საჭირო,
სადაც მსოფლიო ექსპერიმენტების ნაგავსაყრელია,
სადაც სინამდვილე აფრთხობთ,
სადაც არ შეუძლიათ საკუთარი გამოგონილი სიმშვიდე დაანგრიონ,
სადაც არ ჰყოფნით გამბედაობა,
რომ
იგრძნონ სადაც არიან
და
იგრძნონ რასაც გრძნობენ
და
თქვან რასაც ფიქრობენ
და
გააკეთონ რისიც ეშინიათ,
რომ
ამ ყველაფერს უნდა წერდეს,
კეთილ მომავალზე დაპროგრამებული რობოტი
და
არა ადამიანი,
რომელიც
თვითმკვლელობაზე ფიქრობს.
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 20:19 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლაშა მარგიანი - * * *

მივდივარ თავდახრილი,
ვიღაცა
ცას უყურებს,
ვიღაცა
თვალს არიდებს სახეებს ღიმილიანს,
ავდექი
და
მთლიანად
მე
ჩიტებს დავუყარე,
საკენკად
რაც
ჩემს გულში
დარდი
და
ტკივილია.
Фото პოეზიის სამყარო.
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 20:29 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანდრეა მოსეშვილი - * * *

ხე იყო მკაცრი
და ეს ხე ხშირად,
ფოთლებთან ერთად აყრიდა ტოტებს,
სახე დაბზარულ მომაკვდავ ქვიშას,
რომელიც მის წინ ეყარა ხოლმე.

ჰო მშვიდ სიცივეს ითმენდა ეს ხე,
ხან მყუდრო ქარის გადაღლილ ნიავს,
ისვამდა ტანზე და წვიმის შხეფებს,
იშრობდა მძიმედ სხვადასხვა მხრიდან.

ასევე ხშირად ახვევდა ტოტებს,
მზის აღელვებულ სხივებში რადგან,
ჯერ ახალშობილ სხეულის ნატკენ
ადგილებს ასე ირჩენდა სწრაფად.

საერთოდ ეს ხე არაფრით გავდა,
იმ ხეებს მასთან ახლოს რომ იყვნენ,
გულგრილად იდგა ხანდახან მაგრამ,
მომავალ ტანჯვას ხვდებოდა იქნებ,
რომ მალე ძირში მოჭრიდა ვინმე,
დედამიწაზე ფესვებით გამხმარს.

ჩიტები ხესთან ფრინავდნენ წრეზე,
ნერვიულად და მსუბუქად ერთობ,
რადგანაც ეს ხე აღმოჩნდა შემდეგ,
ჯვარი რომელზეც შენ გაცვეს ღმერთო.
 
nukriaДата: კვ, 05.11.2017, 20:33 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ანდრეა მოსეშვილი - * * *

ბაბაუაწვერასვით ამომივიდა
გატეხილ გულში
ერთი სულისშებერვა
იმედი...
 
nukriaДата: სამ, 07.11.2017, 15:44 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არაყი ხორბლის, კაპრალი სპლინი,
ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა,
თვალებში ზეცის უკანა პლანი...
ო, პარაბოლა, ოპერა, ბელა

და ყველაფერი იცვლება გვიან,
აპრილით მარტი, ფოქსტროტით ვალსი,
დღეები დღეებს მარტივად გვიან
და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.

ისე თუ ასე - თვალებიც, ალბათ,
გაუფილტრავი გრძნობების პრიზმა,
მზე თეთრი ენით, და ლოკავს ყალბად
დაობობებულ ჭერსა და სიზმარს.

მერე სახლიდან გავდივართ მზეში,
მერე რაღაცას გვპირდება ზეცა,
მერე მომოსი კაცივით ხვნეშის
და ჩვენს სიმანკეს ფულივით კეცავს.

იებით - ჩვენზე ბებერი წყვილი,
იების მერე ყვებიან ქარზე
და ვიოლინო ბავშვივით ყვირის
და რჩება რაღაც, ისე თუ ასე.

კაპრალი სპლინი - შემთვრალი არყით,
ნანათი ჟღვრა და ქერაღრუბელა,
თვალების პირას დამფრთხალი სარკე,
ოპერა - პენი... ო, ბელა, ბელა.

რეზო გეთიაშვილი


Сообщение отредактировал nukria - სამ, 07.11.2017, 17:00
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
გვერდი 17 დან«1215161718192324»
ძებნა:

მოგესალმები Гость