ლექსები facebook -დან - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ლექსები facebook -დან
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:54 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და ვინჩის ფერწერა აკლია...

ვზივარ აივანზე და ვაგებ ოცნების ობელისკებს,
მაისს ველოდები აპრილს ერთი დღით რომ ამოკლებს,
მინდა შევენაცვლო ცოტა ხნით დიდ პოეტს რომელიმეს
და თუნდაც დავმარცხდე- მეც მერქვას გულადი პატროკლე!...
თეთრი პუანტებით დღემდე ვეპარები ოქროს ჭიშკარს,
ფრთხილი ნაბიჯებით ვცდილობ სცენის მაღლა აფრენას,
მაგრამ რეალურად ვხედავ, ვემსგავსები ლოკოკინას
თითს რომ შეახებ და იწყებს უკან-უკან დახევას...
მე არც გულადი ვარ და ვერც აქილევსობას გავუძლებ,
არც მაქვს ამბიცია - ალბათ ესეც დიდი ნაკლია...
ჯერ ხომ ჩემს მოლბერტზე ფენებად დაწყობილ სადა ფურცლებს
ვან გოგის ნიჭი და და ვინჩის ფერწერა აკლია....
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:57 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუნჯი
...

მე შემიძლია სულაც გავჩუმდე.
ჩავიგუბო პირი მკვდარივით.
ავიღო კოვზით შავი მიწა და
შაქარივით მოვიყარო გამშრალ ენაზე.
შავი ფერი აქვს ყველა დუმილს.
ლოდის სიმძიმე
და ზამთრის გემო.

მე შემიძლია იმდენ ხანს ვდუმდე,-

მიწამ ყლორტები გამოიღოს,
მიწამ ფესვები გამოუშვას,
ჩამეზარდოს ყელში მკერდამდე.
მიწამ ფოთლები გამოუშვას,
მიწამ ნაყოფი გამოიღოს-
მწიფე მარცვლები.
მერე გეგონოს რომ მე მოვკვდი,
მერე გამართლდეს რომ მე მოვკვდი
მერე იცინო.
მერე წამიღონ მიწით სავსე,
მერე დამმარხონ შენით სავსე,-
სავსე სიცივით.

დილით ავიღე კოვზით მიწა
და შაქარივით მოვიყარე გამშრალ ენაზე.

ახლა მუნჯი ვარ.
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 19:58 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი მეორე ნახევარი მხოლოდ წიგნია

მთვარის შუქზე ვეფერები ფურცლებს,
ფიქრი იწყებს გონებაში რევას,
ოდესმე თუ ჰყვარებიათ ნეტავ,
ერთმანეთი ადამსა და ევას?
შვილი დედას ეკითხება,რატომ
ჩურჩულებენ ვარსკვლავები ცაზე?
მთვარე ალბათ იავნანას მღერის
ოღონდ მხოლოდ ძალზედ დაბალ ხმაზე.
ქალმა თითქოს დაჯერებით მიუგო,
მე კი ისევ,ფანჯარასთან,სიზმრებს ვარჩევ
წავიკითხო ჰიუგო.
ალბათ გათენდება დილაც მალე,
ისევ დადგება შემდეგი ''ხვალე''
ვიგაც ისევ,რომ მაჯობებს რამით,
განა დაშავდება ამით?
ვიღაცა ჩემსკენ იშვერს ხელს:
ემან დღეს ბევრი დააშავა,ემან კი...
რავქნა,რომ ბირჟას ვარჩიე რემარკი?
ფიქრები ისევ ირევა,
ტრიალებს 360-ით,
ვიცი,რომ ერთ დღეს მიხილავთ,
დოჩანაშვილის სამოსით.
ფულს მონტე-კრისტოს ვესესხებ,
არ ეწყინება დიუმას,
დარტანიანი შემივსებს,
ამ სულ პატარა ნიუანსს...
ჯონსტანტინესაც შევუვლი,
არ არის თუმცა იოლი,
კლოუნის თვალით მიყურებს,
აქეთ ჰაინრიხ ბიოლი.
არ მავიწყდება მოვნახო,
გავიცნო''მადამ ბოვარი''
კოელიოსაც მოვძებნი
არ არის დასატოვარი...
ჩემს გვერდით ყოფნას შევვედრებ:
ათოსს,პორთოსს და არამისს,
კაბის კალთა,რომ დამხიოს
სხვას არ ვენდობი არავის.
ჯადოქრობაც მჭირდება,
''ათას ერთი ღამიდან''
რამდენიმე პერსონაჟს
გავიხსენებ თავიდან.
ჩემო ქართველნო ნუ მიწყენთ,
შოთა,ილია,აკაკი,ლადო,
მომეცით ახლა უფლება,
თქვენს ხელში გავიზარდო.
ტიციან,ვაჟა,ტაბიძე,ანა,
სხვა არვინ მინდა,გამიგეთ არა...
როცა მათთან ვარ,
თითქოს ყველა მხოლოდ ჩემია,
არ მომეკაროთ,იქნებ გადამდებია.
მესაკუთრე ვარ ბუნებით ხალხო,
ვიცი მეკუთვნის თქვენი წიგნები,
ისიც იცოდეთ ჩემს სიცოცხლეში,
მუდამ,რომ თქვენი მონა ვიქნები.
რაც უნდა ითქვას:ცუდი თუ კარგი,
მე შევუსცვალე ამ სიტყვას აზრი,
და გაიხედეთ გზა ხომ დიდია,
ჩემი მეორე ნახევარი მხოლოდ წიგნია.
 
nukriaДата: ორ, 30.04.2012, 20:07 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შემოდგომაა...
ცეცხლი ბრიალებს
ფოთოლი ცეკვავს,ფოთოლი ტრიალებს
შემოდგომაა...
ქარი წრიალებს
ბაღს აწიოკებს და აშრიალებს

ან ასე

ცივა...
შემოდგომაა,წვიმა და ქარი
გზაზე გაშლილა ძოწი და ლალი
ცივა...
შემოდგომაა,ქარი და წვიმა
უღონო ხეებს ფოთლები სცვივა
ცივა...
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:20 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ბილიკები გუბეებმა გადათელეს
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით თქვენი დარდით,
იქნებ ფიქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ,
მაპატიეთ ქალბატონო... შემიყვარდით.

უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანითი სულ ვერაფერს მიგახვედრებთი
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.

რატომ შეკრთითი ღაწვებს ფერი დაჰკრავთ თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს,
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.

მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთი
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.

მაგ სიმკაცრით, თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ რა საჩუქარს ელით ბოლოს,
მენანებით ლოდინით და დარდით დაღლილს
სიბერეც რომ შეგეპარათ ქალბატონო.

თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით, მიმანიშნეთ, არ დამზოგოთ
საკუთარ თავს ჩავთვლი ალბათ დამნაშავედ
სინანულიც გვიანია ქალბატონო.

დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხრით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვს მაშინ, თვალს რომ ვეღარ გარიდებდით,
ახლა მაინც რა გატირებთ ქალბატონო.

თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ, ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ,
და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო!!!!
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:28 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ვარ მწერალი

არ ვარ მწერალი და არც პოეტი
არც მეფე ვარ და არც ჩემპიონი,
ამ ქვეყანაზე ლექსად მოვედი
პოეტი იყო გალაკტიონი.

არც სარდალი ვარ, არც მეომარი
არც მოგზაური და არც მხატვარი.
ამ ქვეყანაზე სიტყვად მოვედი
შემოქმედების ვარ მათხოვარი.

არ ვარ ბატონი და არც მონარქი,
არ მისურვია მე მბრძანებლობა.
ამ ქვეყანაზე კაცად მოვედი
ტალახში ფეხი არ ჩამეფლობა.

არ ვარ ბერი და არ ვარ მოძღვარი,
არც ბრძენი ვარ და არც მწიგნობარი.
ამ ქვეყანაზე ცოდვით მოვედი
ვერ შევიძინე მე მეგობარი.

არ ვარ ვარსკვლავი, არც სავსე მთვარე
არ მიყვარს ფული და არც სიმდიდრე.
ამ ქვეყანაზე მიწად მოვედი
და მიწა მაწევს გულზე სიმძიმედ.

არ ვარ მეფე და არ ვარ პოეტი
მე არც მტკვარი ვარ და არც რიონი.
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედი
მე ვერ ვიქნები გალაკტიონი.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:31 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო და მანძილი

ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში,
სადაც არ არის დრო და მანძილი,
სადაც ცხოვრება თავისით გადის,
ასე მარტივი, ასე ნამდვილი.

სადაც არ არის ჟესტი თუ ფრაზა,
სადაც სათქმელი არ იყიდება,
სადაც მზე ჩადის უბრალოდ, ნაზად,
სად არც ომია და არც დიდება.

სადაც არასდროს არაფერს ცვლიან,
სადაც არ არის წვრილმანი საქმე,
სამყაროს კარი აქვთ მუდამ ღია,
რადგანაც უყვართ სიცოცხლე ასე.

სადაც ცხოვრება თავისით გადის,
რადგან არც დროა და არც მანძილი,
ისინი შეხვდნენ ოდესღაც ცხადში
და ეს შეხვედრა იყო ნამდვილი.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:40 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

-ასე მგონია ვიღაცა უნდა შემხვდეს.
-ვინ უნდა შეგხვდეს?
-არ ვიცი.
-მაშ,რატომ გგონია?
-იცი,მე ის მიყვარდა.
-როდის?
-ეგ არ ვიცი როდის,ალბათ დიდი ხნის წინათ.
-მაინც?
-მანამ დავიბადებოდი.
-ვერ გავიგე.
-შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან,მე იქ მიყვარდა და ეხლაც იმას ვეძებ.
-რომ არ შეგხვდეს?
-ეგეც შეიძლება.
-უცოლო ხომ არ დაბერდები,მოიყვანე ვინმე.
-ვინ?
-რა ვიცი,ვინმე.
-არა,არა,ეგრე როგორ მოვიყვანო?
-ის რომ არ შეგხვდეს?
-ხომ მიყვარს?
-ეგეთი სიყვარული არ გამიგონია,არ იცნობ,არ გინახავს და გიყვარს.
-ჰო,მიყვარს.
-იქნებ არ გიყვარს?
-მაშ,რატომ მგონია,რომ უნდა შემხვდეს?
-იქნებ სიზმარში ნახე?
-არა,სხვაგან ვნახე სადღაც.
-გარეგნობა გახსოვს,როგორი აქვს?
-არა,არ მახსოვს.
-მაშ,როგორ უნდა იცნო,რომ შეგხვდეს?
-ვიცნობ.ვიცი,რომ ვიცნობ.არ შეიძლება,რომ არ ვიცნო.

-არ შეგხვდა?
-არა,არ შემხვდა.
-მერე?
-რა მერე?
-არ მოიყვანე ცოლი?
-არა.
-კიდევ იმას ელოდები?
-ჰო.
-რამდნი წლის ხარ?
-სამოცდაექვსის.
-კიდევ გიყვარს?
-კიდევ.
-იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი.
-ჰა!
-არა,არაფერი.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:41 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ,
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ თქვენ, ბატონო
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ,
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშ გიხდით,
მომიტევეთ, მომიტევეტ თქვენ, ბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი ხვევნა,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეთ ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დამრჩა უთქმელი და სამახსოვრო
ახლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ
აი სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ,თქვენ, ბატონო მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო ყველაფერს რომ მპატიობდით?
ეხლა კიდე ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ, უკანასკნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოთ მიგატოვოთ,
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით თქვენ, ბატონო.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 02:46 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარიტ"მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თQვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები facebook -დან
ძებნა:

მოგესალმები Гость