ვასილ ბესელია - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 17 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 15
  • 16
  • 17
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: შაბ, 03.12.2016, 16:06 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი ცხოვრების თეატრიდან

მოგესალმებით, მე გახლავართ უფლის მხევალი,
ჩვენი ცხოვრების თეატრიდან შევყურებ პარტერს...
ერთი უნიჭო, შეუცვლელი გრძნობის მძევალი,
დღეს, ბოშა ქალის როლში ვარ და გაგიხსნით კარტებს.

ვარ მსახიობი, ამ ცნობილი თეატრის დასის,
არა ცნობილი..თავისუფლად მივყვები ქუჩებს,
ხან ვითამაშე ბედნიერი, თუ რაღაც მსგავსი..
ზოგჯერ კეთილიც, დაცემულს რომ იარებს ურჩენს.

ვიყავ ერთგულიც, მოღალატეც, ვირჩევდი ნიღბებს,
ვიცვლიდი ძონძებს, აღრეული მქონდა ფერები,
ჰო, გამახსებდა გლახის როლიც მოვირგე იმ დღეს,
სიყვარულისკენ გაშვერელი მქონდა ხელები.

დგას რეჟისორი, ბუმბერაზი დასის მაესტრო,
მრისხანე სახეს აეწია მარცხენა წარბი,
ცხოვრების თეატრს დარბაზები ისე აევსო.
უცხო როლებით დადიოდა გონჯი და ხარბი.

სიზმარეულად ირხეოდა ფართე სცენები,
ის ერთი როლი სანატრელი დამრჩა.. და ვიცი,
დადიან ბევრნი, მსგავსი დარდით გულნატკენები,
რგებოდათ როლი ქალისა და ჰყოლოდათ პრინცი.

ნანა მეფარიშვილი
შემოგპარვია ხანა სიმწიფის,
როგორც მშობლიურ ზვრებს და ვენახებს!
მომნატრებიხარ ისე ძლიერად,
შევიშლებოდი რომ არ მენახე!

მახსოვს ვგიჟობდით წლებში ბავშვობის,
მხიარულები ვუსმენდით ''ბიტლზებს!''
სველ ტანსაცმელებს მზეზე ვაშრობდით,
ჩვენც ვუყვებოდით ერთმანეთს სიზმრებს!

მსურს დავიღვაროთ ისევ კოცნებად,
სიყვარულისთვის ტუჩები მითრთის!
ხარ ყოველი დღის გასხივოსნება
და ყველაფერი - რაც გრძნობად ითქმის!

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 19:46 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წნევა დამდევს, კიდო მეტი –
ამ ბოლო დროს
გლახათ დამდევს...
სამასია კილომეტრი
სენაკიდან მახათამდე... წავიდოდი...
( ჯვარი ქელეხს –
არ გეშლება შენ მაგიდა!..),
მარა,
რაფერ ივლის ცოლი
მახათამდე...
სენაკიდან!..
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 19:46 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არც ისე
გესლიან საყვედურს
გაგატან ,
თუ
მკითხავ -
იმ მწარე ცრემლების მიხედვით ,
ჩემგან რომ წახვედი არ გითვლი ღალატად ,
სხვა იმან იკითხოს, ვისთანაც მიხვედი ..
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 19:47 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარც თბილისი,
აღარც ნოსირი,
აღარც მაისის ფარჩა მდიდრული...
ბოდლერის ბებერ ალბატროსივით
ვარ ძილღვიძილში თავჩაქინდრული; აღარ ამომდის
სული ვედრებით,
ვარ დაღლილი და უარყოფილი...
ახლა რა პირით, ნეტა, ვბერდები,
ან...
რა სიკვდილით ვარ კმაყოფილი!...
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 19:53 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არსად ვარ და...
დაკარგულიც შენს წინ ვარ,
თავს გაწონებ –
ისევ დიდის ამბით....
ვეღარ მოვრჩი
ოცნებების შეწირვას,
ვეღარ გავცდი ამ ცხოვრების გამბიტს... ყველა გზა რომ ჩაკეტილი წრეა,
მერე მივხვდი –
ცდა რომ დაგვრჩა თითოღა...
ვერ წაუველ
ამ უაზრო წრიალს,
ვერც სიმართლეს –
„ შენც მაგარი ხვითო ხარ! “ ზამთრის ქარი
თათებს ზურგზე მაბჯენს,
უნდა ამ ქარს
ზურგჩანთაში ჩატევა...
მივაბარე სული უკვე გამჩენს
და ცარიელ
ჭურჭელივით მჩატე ვარ... შენ ხარ სადღაც,
შენი წლებით სავსე,
მე არსად ვარ,
აღარც ჩემი ხნისა ვარ...
და ლოდინით გახუნებულ ცაზე
ამ ლექსს გიწერ –
დავიწყებულ
მისამართს...
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 19:55 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა ღვარცოფად
საზღვარს გადივლის
დღეები ფიქრის,
იჭვის და დავის,
შემრჩება ხელში
ფუჭი ქადილი,
ვერ გავიტანე ლექსებით თავი! ძნელია ახლა რამის გარჩევა,
ადგილს კარგავენ სულში საგნები,
შენ ერთიც წახვალ...
და მე დავრჩები
ერთ მთელზე, უკვე, ერთით ნაკლები... წყდება დღეები
თითზე დათვლილი,
და გზები წყდება აღმართის ძირას...
...ვლოკავ ამ ტკივილს
მურა დათვივით
და სინანულის
ბუნაგში მძინავს..
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 20:00 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ახლა შენთვის
ვარ ზამთარი-
თავს რომ გაბეზრებს,
ჩემს ზეცას უკვე აშავებენ
ზამთრის ქორები,
ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე
დაკეტილია შენსკენ ბედის სემაფორები. იყო სიგიჟე,
იყო ცეცხლი და ლიტანია,
ღალატიც მეჯდა ყაჩაღივით
გზებზე ბეჯითად,
მე ჩემი თავი ხელშიც ბევრჯერ ამიყვანია,
და ღმერთმა იცის-
წამიღია ბევრჯერ ბეჭითაც. მე ვერასოდეს ვერ ვიხდიდი სამაგიეროს
და ვალად ვტოვებ
უკანასკნელ ტკივილს, აწინდელს,
იმ ძველმა ელვამ,
იქნებ ერთხელ, ისევ იელვოს,
თუმც ელვის გამო,
ზღაპარია, ისევ გაწვიმდეს. და ეს სიცოცხლეც მიდის ასე,
თავს რომ გაბეზრებს,
როგორც გვიანი შემოდგომის
ცივი თქორები.
. . .ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე
დაშვებულია ჟანგიანი სემაფორები...
 
nukriaДата: ხუთ, 30.03.2017, 20:03 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გაგონდები
კაცად თუ ზღაპრად,
სულის სანთლით და
სხეულის ტაძრით...
მე კი...
ცოტაც და
საჟენზე დაბლა
ჩამიძახებენ ბახით და ბაწრით. რაც თავი მახსოვს,
იღბალი მცდიდა
და ვიღაც იყო თბილი და ავი,
მე ჩამოვედი მიწაზე ციდან,
რომ დამეხარა მიწამდე თავი... ახლა კი მხოლოდ
ოცნებას მიწვავს
ზეცა და ხსოვნის მძიმდება უპე...
...ვერ გავექეცი ამ ცოდვილ მიწას,
ვერ შევერიე საწვიმარ ღრუბელს... ვერც გამიტყუეს
წვიმებმა გარეთ
და უდღეური დამექცა თაღი...
ვიხსენებ შიშველ ზაფხულის ქარებს,
ვით ფეხშიშველა ბიჭების ძახილს. და ვურიგდები
დაშვებულ აფრას,
სულს –
გამეტებულს სხეულის ნაცრით,
სანამდე ერთი საჟენით დაბლა
ჩამიძახებენ ბახით და ბაწრით.
 
nukriaДата: შაბ, 24.06.2017, 00:13 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს ახლაც...

წვიმდა და...
არ იყვნენ
კოჯორში ჩიტები,
წალეკა სიჩუმემ
ერთი დღე მკათათვის...
უკუთვლას ვიწყებ და
არ მყოფნის თითები,
იმ ზაფხულს ვეძებ და
იმ წლამდე რა დათვლის!

თითქოს მეც სიჩუმის
ღრუბლიდან დავეშვი,
სიჩუმე წვეთავდა
ფოთლების მოვიდან...
...და მერე შენს მწვანე,
წვიმიან თვალებში,
მთელი წლის ნალექი
ერთ დღეში მოვიდა.

ახლაც ის წვიმები
კოჯრიდან არ მიშვებს,
(სად ნაძვებს ლარივით
მოუჩანთ წვივები)
და ჩუმი დღეების
ჩავარდნილ კლავიშებს
ჯიუტად კენკავენ
სულელი წვიმები....

წვიმს ახლაც....
ამ წვიმამ
რა უნდა უშველოს
იმ მწვანე თვალების
ცრემლიან ქლოროფილს...
წვიმს ახლაც...
და შევრჩი ამ წკვარამს უშენოდ,
როგორც იმ ცრიატი
დღეების ბოლო ფირს...

წვიმს ახლაც...
ახლა ვართ
საყვარლად დიდები,
წვიმს...
და იმ წვიმების
ალმური გადამდის...
უკუთვლას ვიწყებ და
არ მყოფნის თითები,
იმ ზაფხულს ვეძებ და
იმ წლამდე რა დათვლის!...

წვიმს ახლაც...
ცის კარვებს
ღრუბლების ჟინი შლის,
და წვიმა მისველებს
წერილის კაბადონს....
...და მე ამ წვიმის ლექსს
ვატან შენს შვილიშვილს,
წარწერით :
„ჩემს ძვირფას,
ჭაღარა ქალბატონს! „
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
  • გვერდი 17 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 15
  • 16
  • 17
ძებნა:

მოგესალმები Гость