ვასილ ბესელია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 16
  • 17
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:37 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ცეკვავდით ჩემთან...
თავს იკლავდნენ სტვენით ჩიტები
და სასოებით მიბნედილი მახსოვს გრაცია,
აკლდა შტრაუსი და შეხება აკლდა თითებით
შორეულ სიზმრის უკანასკნელ დეკორაციას...

მე დამრჩა თქვენგან
სულის ფსკერზე დაღლილი ვარდი,
თქვენ-
მარტოობის მძიმე ბოხჩა თავსასთუმალად...
...მე ახლაც ისე,
ისე მინდა დავმალო დარდი...
თქვენ, ალბათ, ასე გულმოდგინედ
ასაკს თუ მალავთ...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:37 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

შერჩება ლექსი ხსოვნის ბარათებს,
ვით უშოვარი წამლის რეცეპტი,
მე კი გავყვები იმ მისამართებს
უმისამართოდ რომ დავეძებდი.

გავყვები იმ გზებს, ნისლში რომ დალბა,
სანამ საკუთარ თავთან ვცოდავდი,
და ცოტა გვიან მივხვდები ალბათ,
რომ დავიღალე და დავცოტავდი;

რომ დღე კვდება და...
კაცი ცოდვაა,
ჟინი უძირო ოდეს ქვევრია,
ერთი სიცოცხლე თურმე ცოტაა,
ერთი სიკვდილი-
ძალზე ბევრია...

ვასილ ბესელია
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:37 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
მე გელოდები
ძველი ზღაპრის
მიმქრალ კოცონთან.
დაშვებულ აფრით...
გატანილი ჩემი ლელოთი,
მე ის არა ვარ
(არც ვიქნები),
შენ რომ მოგწონდა,
შენ ის არა ხარ
(არც იქნები)
მე რომ ველოდი...

მწვანე კორომებს
შეხმობიათ
ნედლი ტოტები,
ის სიყვარულიც,
ის ღალატიც
უკვე ძველია...
...შენში ის მიყვარს-
უმიზეზოდ რომ გელოდები.
ჩემშიც ის დაგრჩა-
უმიზეზოდ რომ მიგელიან...

ვასილ ბესელია
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:37 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ფრიალებს ჩემი მერმისის დროშა
იჭვის ქიმზე და ბილიკზე ბეწვის,
ვერ მიმკითხავა იღბალი ბოშამ
და ხელისგულზე ოცნება მეწვის...

შენ დგახარ ჩემთან, სიკვდილზე რთული
და უფრო იქით, სიცოცხლის მიჯნის...
დამდგარა ჟამი გაუხსნელ გულის
და ხელუკუღმა დამხობილ ფინჯნის...

...და შენც ნუ ეძებ ჩემში ქირომანტს
როცა მე თვითონ ხავსს ვეჭიდები,
და თვით არ ვიცი, რისთვის ვჭირდები
ცხოვრების ჩემის უნაპირობას...

...შორს სასაფლაოს სიმშვიდე მოჩანს,
გასავლელია ბილიკი ბეწვის,
ვერ მიმკითხავა იღბალი ბოშამ
და ხელისგულზე ოცნება მეწვის...

ვასილ ბესელია
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:37 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
სხვისი ტკივილიც მწარედ მტკენია,
(სხვა არაფერი არც მაბადია),
თუ კი რამ ცოდვა ჩამიდენია
ალბათ იმიტომ-რომ მაპატიო...

იმ ტკივილს ახლა ვინ გამიგონებს,
ან ლოცვას-ღმერთს რომ შევახვეწებდი...
შენ მაპატიე-რომ ვერ გიპოვე,
არ მაპატიო-რომ არ გეძებდი...

ახლა მე შენთან წუთებს მითვლიან,
ცოტაც და სულიც გამომეცლება...
და კაცმა რომ თქვას-როგორც იტყვიან
მე შენთან ალბათ არც მომესვლება...

არც რას გიმხელდი, არც გიმალავდი,
ჩემთვის ვცოცხლობდი, ჩემთვის ვკვდებოდი,
შენ მაპატიე ყველა ღალატი...
...მე რა ვიცოდი, თუ შეგხვდებოდი...

ვასილ ბესელია
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 21:38 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
მარჩიელივით არჩევანს ბოლოს
ისევ შენს სახელს თუ ჩავუთქვამდი,
მრავალთა შორის
შენ ერთი მხოლოდ
მიყვარდი ბოლო ამოსუნთქვამდი...

მოვკვდები?
იმ სხვას მკვდარი გერჩიო,
ნუ დაინანებ ცრემლს და ცხონებას...
...დასწყევლოს ღმერთმა-სამიდღემჩიოდ
შეყვარებული კაცის ცხოვრება...

ვასილ ბესელია
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 02:06 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი
და დაქანცული სულის გოდება,
ვარ ქარიშხლებით დაღლილი გემი,
გაამინდებას რომ ელოდება.

მწვანე თვალების წვიმიან მაისს
რა უხილავი ცოდნია გზები,
მე მინდა გწამდეს-შენ ერთი მაინც,
რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები.

და როცა სული მიიწევს მაღლა,
როს წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები,
მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლა,
მითხარი, ხომ არ დამემდურები?!

თუ გაზაფხული ყვავილობს შენში
და შენს გაზაფხულს გვერდს ვერ ავუვლი,
თუ სუნთქვა ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში,
ხომ არ იქნება დანაშაული?!

თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო,
შენი თვალების მორევს ჩავიტევ.
შენი ტუჩების თუ გამყვა გემო,
მითხარი,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ?

არადა, სული მიიწევს მაღლა
და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები,
მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა ახლა
მითხარი, ხომ არ დამემდურები?!
 
nukriaДата: ოთხ, 14.03.2012, 21:47 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საღამოს ლექსი

(მინაწერი საღამოს ლექსზე”შენი თვალები”

ის რომ ხედავს ქალს ნათიხარს,
(თან ქალებში უღური აქვს!)
გიას ვეტყვი -
რომ ნაღდი ხარ,
პოეტს --
გია მურღულიას!

შენ ასაკთან
კამათი ხარ,
(ვინც წლებს
ვერ გაუღუნია),
სხვა ერთია,
შენ
ათი ხარ,
შენ
გია ხარ, მურღულია!

ლექსს ვინ
გაგაშველებს აწი,
(სად ქედნების
ღუღუნია),
გლოცავ სამსტროფიან
ყანწით
პოეტს --
გია მურღულიას
 
nukriaДата: პარ, 20.04.2012, 18:31 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შენზეა ცრემლი და შროშანი, როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს...
ვინ იცის, ჯერ იქნებ შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ.
ვთამაშობ და გამჩენს ვბარდები და შენსკენ მახედებს გუმანი
- შორსაა ჯერ სველი ვარდები, შორსაა ბახი და შუმანი.
დრო გამყავს, სიცოცხლის ხემსიდან ჭურჭელი რჩება და სარქველი,
შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და პალატა, სკამი და სარკმელი...
როდესაც მუზებიც გამრიყავს, სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს,
დავაწერ სიკვდილის თარიღად ბოლო ლექსს, სიკვდილის დიაგნოზს...
ვარ შხამით მოყვრის და მოშარის. სანამ დრო ძვალივით გამაშრობს.
ჯერ იქნებ, ვინ იცის, შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ...
clover clover clover
 
nukriaДата: ორ, 23.04.2012, 04:10 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ფოთლების მიჰყვება გაფითრება
ოცნების იჭვიან მონახაზს,
აწი
მერცხალიც
გაფრინდება,
უფრო თბილ ცხოვრებას მონახავს.
გაჰყვება ოცნების პანაშვიდებს
ზღაპარი
დამსხვრეულ ზღუდეების...
აწი
სიკვდილივით
დამამშვიდებს
სიმშვიდე ცარიელ ბუდეების;
...მერცხლებს უნუგეშოდ ეცისფრებათ
ხსოვნის
გაცრეცილი აკვარელი...
...მე კი
ბუდეები მესიზმრება
სხვენზე შემოდებულ აკვანივით...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 16
  • 17
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость