ვასილ ბესელია - Page 15 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: შაბ, 27.09.2014, 18:33 | Сообщение # 141
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალწულივით
მომარიდებ სახეს
და მგონია გაზაფხული მოდის,
შენი მკერდის
პიჩიკატო ამხელს
ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს... ხარ სალბუნი
მწარე ფიქრთა წყების
და მიმწუხრის აბჯარი და თორიც,
შენში დროობს ჩემი მწარე წლები
და ვივალდის
”წელიწადის დრონიც”… ვეგუები
ზამთრისპირულ ნაღველს
როგორც ხსოვნას
მარადმწვანე ტოტის...
...შენი მკერდის
პიჩიკატო
ამხელს
ვიოლინოს მივიწყებულ მოტივს...
 
nukriaДата: სამ, 06.01.2015, 00:39 | Сообщение # 142
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადამიყოლებს ეს ბოლო წელი,
გამწყრალა ალბათ მწყემსი კეთილი...
მე სათითაოდ
გაგატან წერილს,
რომ იმ სიზმრების ანი და ბანი
გაიმეორო, ვით გაკვეთილი.

ჩემი ცხოვრების აბურდულ გზებზე
გადამიყოლებს ბოლო ბწკარები...
მე დაგიტოვებ
პირღია ლექსებს,
რომ ის ტკივილი გაიმეორო
და ფეხაკრეფით გაგეპარები...
 
nukriaДата: პარ, 09.01.2015, 21:31 | Сообщение # 143
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელვა შეგფენია თმაში
ხმაში შეგპარვია დაღლა,
ისე მჭირდებოდი მაშინ-
როგორც არ მჭირდები ახლა.
მიაქვს მიტოვებულ ჩვენს გზებს
სუნი გალეული საპნის,
შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს
ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.
როგორც გატეხილი ღილი,
აწმყო დაკარგვია წარსულს,
ვითმენ ირონიულ ღიმილს,
იოდს-იარაზე წასმულს.
რაც წლებს ქარიშხლიან რიგში
მიმქრალ მაჯასავით უცემს-
ჩემი ბედისწერის წიგნში ვეძებ
ამოსახევ ფურცელს...
შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,
დარჩა დატუქსული ბავშვი...
როგორც არ მჭირდები ახლა-
ისე მჭირდებოდი მაშინ...
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 16:16 | Сообщение # 144
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმ მწვანე წვიმებით მოიწვიმა
ის გზები -
ზღაპარს რომ დავადარე,
ზღაპრებში
იმ გზებმა მოიწყინა,
ის მწვანე წვიმებიც ავად არის...

დავეძებ მწუხარე მოლანდებით
იმ ზღაპარს - ვალივით გადასახდელს,
რომ ისევ იმ გზების მონატრებით
ისევ იმ წვიმებში გადავსახლდე...

იმ ზღაპარს
სულივით აბარია
უნაზეს ტკივილით გაბრუება...
...იმ ვალის გადახდა ზღაპარია,
როგორც იმ
ზღაპარში დაბრუნება...
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 22:33 | Сообщение # 145
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენზეა ცრემლი და შროშანი,
როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს...
ვინ იცის, ჯერ იქნებ შორს არი,
ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ.

ვთამაშობ და გამჩენს ვბარდები
და შენსკენ მახედებს გუმანი -
შორსაა ჯერ სველი ვარდები,
შორსაა ბახი და შუმანი.

დრო გამყავს,სიცოცხლის ხემსიდან
ჭურჭელი რჩება და სარქმელი,
შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და
პალატა,
სკამი და
სარკმელი...

როდესაც მუზებიც გამრიყავს,
სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს,
დავაწერ სიკვდილის თარიღად
ბოლო ლექსს-
სიკვდილის დიაგნოზს...

ვარ შხამით მოყვრის და მოშარის.
სანამ დრო ძვალივით გამაშრობს.
ჯერ იქნებ,
ვინ იცის,
შორს არი,
ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ...
 
nukriaДата: ხუთ, 05.02.2015, 22:34 | Сообщение # 146
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრძენი ვიყავ,
გიჟს ვედექი შეგირდად,
გიჟი ვიყავ და ბრძენკაცის ხალათით,
ვით პასუხზე
გაცემულმა შეკითხვამ,
მომავალმაც ჩამიარა ღალატით,

ქარი ვიყავ,
უდაბნოში ვიქროლე,
წვიმა ვიყავ...და ღრუბელთან მივედი,
მომავალიც ვეღარ გამოვიგლოვე,
და ვერც წარსულს ველოდები იმედით.

ღმერთო, იმგვარ
ბედისწერით დამთოვე,
ყველა ცოდვა-მადლი მიანგარიშე,
მომავალში ან წარსულში დამტოვე,
ან წარსულის და მომავლის გარეშე...
 
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 00:23 | Сообщение # 147
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტკივილის მეტი
რა ვიცი –
წყალიღა დამრჩა სისხლიდან...
შენი შიშველი ლავიწი
ახლა სხვა მზერას ისხლიტავს!..

მე კი ვწერ,
ვსვამ და
ვთამადობ,
ისევ წაგებულ ომში ვარ...
...მხარზე რომ თავი დამადო
ისევ პურივით მომშივა...

ისევ არამად
გამომხმარ
წლების ქარავანს მივდენი,
ნატვრამ რაც უფრო გამომხრა
გინატრე ორი იმდენი!

ის ცოცხლობს,
რაც რომ გადაჰყვა
იმ წლების შხამს და სიფიცხეს....
...მე კი სიცოცხლის გადაღმა
ვწერ,
ვსვამ,
გნატრობ და...
გივიწყებ...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:38 | Сообщение # 148
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარდა რადგან,
შევუნდე ცოდვა
და უკუღმართი
სულის ებანი,
მე ვაპატიე
დიდი და ცოტა
და უნებლიე
შეცოდებანი...

მაინც ჩამიქრა
სულში მთიები,
შემომებურა
იჭვის მანტია...
...ის კი წავიდა
ნაპატიები
და პატიება
არ მაპატია...
 
nukriaДата: ოთხ, 25.02.2015, 16:55 | Сообщение # 149
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ელვა შეგფენია თმაში
ხმაში შეგპარვია დაღლა,
ისე მჭირდებოდი მაშინ-
როგორც არ მჭირდები ახლა.
მიაქვს მიტოვებულ ჩვენს გზებს
სუნი გალეული საპნის,
შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს
ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.
როგორც გატეხილი ღილი,
აწმყო დაკარგვია წარსულს,
ვითმენ ირონიულ ღიმილს,
იოდს-იარაზე წასმულს.
რაც წლებს ქარიშხლიან რიგში
მიმქრალ მაჯასავით უცემს-
ჩემი ბედისწერის წიგნში ვეძებ
ამოსახევ ფურცელს...
შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,
დარჩა დატუქსული ბავშვი...
როგორც არ მჭირდები ახლა-
ისე მჭირდებოდი მაშინ...
 
nukriaДата: ორ, 02.03.2015, 23:21 | Сообщение # 150
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხული
(”...მოდიხარ სხვისთვის!”)

მოსავს
გადახრუკულ
მინდვრებს,
(ამწვანდება ტოტი ოდეს),
თან მოდის და
თან ფეხს ითრევს-
ვითომ ჩემთვის მოდიოდეს!

ვითომ ამირევდეს თავგზას,
დამასევდეს იმ ქალწულებს,
სადაც ერთი კოცნის ფასად
ვინმე შემომილაწუნებს...

აბა სიზმრის ათინათი
მწვანეს შეურიოს კოცონს,
ფერში ამოთხვრილი თათი
ჩემს მოწყენას შეახოცოს:

ამ სიმძიმის გადამკიდეს -
სად სიყვითლის ჟამი მეტობს,
შემაყვაროს ვინმე კიდევ -
(კიდევ ერთხელ გამიმეტოს!)

ჩემთან მოინდომოს დაცდა
ვარდის ფურცლით, ნოტიოთი,
(ასე გაურკვეველ კაცთნ,
ჩემთან -
შენ თუ მოდიოდი).

ახლა მივიწყებულ მოტივს,
ვითმენ - წლების ალიყურებს,
ისევ გაზაფხული მოდის,
ისე, - ზედაც არ მიყურებს.

მოდის როგორც
ცრემლი ნატვრის -
(წკრიალებდა ნოტი ოდეს),
თან მოდის და
თან მამადლის -
ვითომ ჩემთვის მოდიოდეს.

ხან ყვავილით მეპრანჭება,
ხან მტირალა ვენახებით,
ვიცი,
ჩემთან ვერ დარჩება,
რომ დამცინის ხელაღებით. -

რომ ამ ლექსსაც წამიყრუებს,
ვერც მთმობს,
აღარც ვენაღვლები...
რომ ლექსითაც თავს ვიტყუებ:
- ბაღანას ხომ ვერ ავყვები...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость