ვასილ ბესელია - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: ხუთ, 28.08.2014, 14:01 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ერთი ღამეც
და გახსენება
თბილი შხამივით
უნდა დავცალო;
ღამე ბერდება
სვენებ-სვენებით
და ფანჯარასთან დილა ბანცალობს; . . .და ვიდრე სული კიდევ მრთელია
ერთს გავგიჟდები და გავმრთელდები-
მოვყვები დილას ამ უთენია,
მოვალ და...
თავზე დაგათენდები...
 
nukriaДата: პარ, 29.08.2014, 23:23 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიმზერ დუმილის დაშვებულ აფრით
და არც ღმერთისთვის არ ვარ საჭირო,
შემომაშველე ტუჩების თაფლი,
თუ გინდა სიკვდილს გადამარჩინო. ვიცი, გაცვდება მუსიკა ქარში,
ახარხარდება ეშმა შიშველი,
რა მეშველება, მითხარი მაშინ,
როვა ვერაფერს ვეღარ მიშველი?!
 
nukriaДата: კვ, 31.08.2014, 13:43 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შენი ნებით
უარყავ ღმერთი,
შენ ბედი დაგყვა
რადგან ასეთი...
დარჩები მარტო,
დარჩები ერთი,
ან -
მარტო ერთი მეათასედი; მე უგზო-უკვლო
მოგზაურს ვგავარ
ჩემი ცხოვრების აბლაბუდებით...
მე შენგან,
როგორც სახლიდან,
გავალ
და მერე...
სახლში არ დავბრუნდები..
 
nukriaДата: კვ, 31.08.2014, 22:22 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზები ოკრობოკრო შემაძულა
და ცივი ქარებით გადავარცხნა,
სიბერე მოვიდა გველაძუა,
მოვიდა,
მნახა და
დამამარცხა. ჟინი და სიცოცხლე დამიტორა,
გამლახა უღვთოდ და უბედურად...
და ბოლო სიმღერად დამიტოვა
სევდიან
სიჩუმის
უვერტურა; მთები და ზესკნელი შემაძულა
და ციდან მიწაზე დამანარცხა...
სიბერე მოვიდა გველაძუა,
მოვიდა,
მნახა და
დამამარცხა...
 
nukriaДата: ოთხ, 10.09.2014, 23:19 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
”შენ ჯვარს იწერდი...”
წვიმის იარა
წუხდა მინაზე,
იდგა წვიმების
ცივი სეზონი,
და დაწყვეტილთა
თვალთა ჯინაზე
უკრავდა ვერდი და მენდელსონი. იდგა მოწყენა
ცამდე მაღალი,
მართალი შენთან
და შენს წარსულთან...
და იწყებოდა რაღაც ახალი,
ის,
რაც გათავდა და გარდასრულდა;
ის, რაც დაგჩემდა,
ვით განაჩენი
და სულს სიმძიმედ გადაუარა...
იყო ცრემლები,
და დანარჩენი
სულერთი იყო,
იყო თუ არა...
 
nukriaДата: ოთხ, 10.09.2014, 23:42 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტყვია მოხვდა თუ
ტალახის გუნდა,
გულს ისიც ჭირდა -
რაც რომ გულს აცდა...
მთელი სიცოცხლე
ვტყუოდი გულთან,
ამ ალალმართალ
ბუზღუნა კაცთან! ახლა ვუარობ
სმას და
ნაფაზს და
ახლა
აწმყოდან
ვდაობ წარსულთან...
გულს ახლა ის ჭირს -
მაშინ დაფასდა,
როცა
სიცოცხლე გაუფასურდა!...
 
nukriaДата: შაბ, 20.09.2014, 14:10 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერე ისიც მოვა –
გადამიწევს მკლავს,
მანამ კი ვარ,
თუმცა
უშენობა მკლავს! ვუხმობ ძველისძველ და
უკანასკნელ ვალსს...
ვალი გამყვა შენი,
ვერ გიბრუნებ ვალს! ვერ გიგზავნი კოცნებს,
ვერ გაკითხებ ლექსს,
ვემატები ასე
ამ დღეების ლექს! ვერ ვაწყნარებ გულს –
ჩემს გატეხილ ფარს,
და ვეჩვევი ასე
წუთისოფლის ფარსს! აწი თუკი მოვა,
(რომ მოვიდეს ხამს!)
რაღას მიზამს მეტს
ბითურსა და ხამს!
 
nukriaДата: ორ, 22.09.2014, 15:43 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჟინის მძიმე და
თეთრი აფრები
ერთხელ მიშლიდა
ფრენის საღერღელს,
ერთხელ მახრჩობდა
ჟინი გაფრენის
და იმ ერთხელაც
ვერ მოვახერხე. ერთხელ ვიყავი
სასომიხდილი,
და გულმა მისად ერთხელ გიწყვილა...
ერთხელ შემეძლო
შენთვის სიკვდილი,
მაინც გადავრჩი-ჩემდა სირცხვილად...
 
nukriaДата: ხუთ, 25.09.2014, 17:00 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ და
ჩემი
ღამის მთეველი
ჩემი დათმობა
და შემართება,
დავბერდი ალბათ-
მოუთმენელი
სიყვარული რომ არ მემართება; ჟინი კი ისევ
ტკივილს მიბევრებს-
ჩემს უკანასკნელ
მტერსა და მოყვასს...
...სიყვარულივით
მოდის სიბერე
და მოსათმენი
წვიმები მოჰყავს...
 
nukriaДата: პარ, 26.09.2014, 22:38 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟამი მოდის
უმიზეზო ვერცხლის,
ახლა არ ღირს
ნუგეში და გლოვა,
ახლა ამ გზას ვერაფერი შეცვლის,
ახლა ამ გზით
აღარავინ მოვა. შევრჩი ასე
უკანასკნელ ფერებს.
ვტოვებ ზეცას
და მორწმუნის ხალათს,
უკანასკნელ
სიყვარულის მერე
უკანასკნელს
ველოდები ღალატს. ახლა წასვლას
არაფერი უშლის,
არწასვლაშიც
არაფერი ყრია...
...უკანასკნელ
ლექსს ვიტოვებ სულში,
ვით განგების
უკანასკნელ ტყვიას.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость