ვასილ ბესელია - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: ორ, 02.06.2014, 10:33 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცებ ჩამოდგა
სიჩუმის შიში
ვიოლინოზე გაყინულ ხემის...
და გამახსენდა -
ცხადში თუ ძილში
უკრავდა ვიღაც
გაკრული ხელით... გარეთ კი თოვდა
ჩუმად და რბილად,
იდგა სიჩუმე
ფანტელზე მეტი....
და წრიალებდა
საკმელში დილა
ამ სიზმარ-ცხადის
საფოსტო მტრედი...
 
nukriaДата: ორ, 02.06.2014, 22:39 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენზეა ცრემლი და შროშანი,
როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს...
ვინ იცის, ჯერ იქნებ შორს არი,
ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ. ვთამაშობ და გამჩენს ვბარდები
და შენსკენ მახედებს გუმანი -
შორსაა ჯერ სველი ვარდები,
შორსაა ბახი და შუმანი. დრო გამყავს,სიცოცხლის ხემსიდან
ჭურჭელი რჩება და სარქმელი,
შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და
პალატა,
სკამი და
სარკმელი... როდესაც მუზებიც გამრიყავს,
სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს,
დავაწერ სიკვდილის თარიღად
ბოლო ლექსს-
სიკვდილის დიაგნოზს... ვარ შხამით მოყვრის და მოშარის.
სანამ დრო ძვალივით გამაშრობს.
ჯერ იქნებ,
ვინ იცის,
შორს არი,
ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ...
 
nukriaДата: სამ, 03.06.2014, 23:49 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟინი ტივად
ვერ მეტივა
და დაშლილით
დავრჩი ტივით,
სადაც რომ ვარ-
ზედმეტი ვარ,
სადაც არ ვარ -
ვარ ჩიტივით. წლების
მოღაღანე ქარვამ
ბოღმაც მოაღაღანავა,
დიდი იქ ვარ -
სადაც არ ვარ,
სადაც რომ ვარ -
ბაღანა ვარ! გულზე
მობაგუნე მჯიღით
მწდედ დავალ თუ
თარსად დავალ,
სადაც არ ვარ -
ყოფნა მიღირს,
სხვაგან მაინც
არსადავარ!..
2014.
 
nukriaДата: შაბ, 14.06.2014, 01:16 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლერი ჯალაღონიას

***
არც
ქანდარა,
არც პარტერი,
არც ხავერდი ბენუარის,
არც ცისფერი შეკივლება დეზდემონას პენუარის...
ვერ ვიშოვით ვარდებს ვეღარც ტატოს ლექსის ღაღადებით,
ვერ ვაცდუნებთ მარგარიტას ფიროსმანის ნახატებით-
რადგან პოეტს აბითურებს მეძავი და მოდებილო,
და მაესტროს ჯიბრზე, რადგან, ტრაგედია ვოდევილობს...
სულ ვეძებდით,
თუმც ვიცოდით-
ვერასოდეს მოვნახავდით,
ამ ძებნაში მხოლოდ შხამი გამოვძებნეთ, ორნახადი...
ის ვართ,
ვინც რომ ბედის ბროლი ბედის ბორბალს მიამტვრია,
ეს ცხოვრება ბერიკების უსახური თეატრია,
სადაც მუდამ თამაშობენ იგავს კუს და მორიელის,
ხან ექსილეს ბოღმა გვახრჩობს, ხან ქირქილი მოლიერის...
. . . და არყოფნა-ყოფნის სიბრძნეს
თითქოს მტვერი აკმიესო,
ეს სიბერეც შექსპირივით დაგვჩხავის და დაგვპიესობს . . .
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 01:16 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვსვი ჯინი და
ვსვი მარტინი,
ახლა უფრო
ჭაჭა მნებავს,
ვსვამ,
ცხოვრებას ვიმარტივებ,
ვაფრთხობ დარდის
ჭაჭანებას, (და სულ ველი
ბუნაგიდან,
ბედის გამოჩანჩალებას...)
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 02:16 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარებმა მცემეს
ცივი ზუზუნით,
და ნემსებივით
ცივმა წვიმებმა...
ისე მარტო ვარ
და მობუზული,
კარგად რომ ვიყო-
გაგეცინება.მე მხოლოდ ხსოვნა
შემრჩა წყეული,
ფოთოლცვენა და
შავი ტოტები...
ისე მარტო ვარ
და დაბნეული,
კარგად რომ ვიყო-
შეგეცოდები...
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 02:17 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ახლა ჩემსკენ
მოხედვაც გიჭირს,
მე კი-
მე მაინც შენთვის ვილოცებ,
სანამ ხელოსნის შავ-თეთრი ნიჭი
გადამხატავდეს მარმარილოზე...რა ვქნა, თუ თავი
ვერაფრით გარგე,
ეს წლებიც ტყვიას
ტყვიაში აჯენს,
და ჩემს სიმაღლე
გაბზარულ სარკეს
ჩამოაფარებს ჭვარტლისფერ ნაჭერს.მოვალ მე ალბათ
დიდი ხნის წინათ,
თაფლის სანთლის და ვარდების
წვაში,
როცა დაურბენს
საფლავებს წვიმა
და როვა წვიმა ქვაზედაც წამშლის...
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 02:17 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუმცაღა ძველი
ტკივილიც კვდება,
ნელდება ბოღმაც
ქვასავით მკვრივი -
ყოფილი ცოლი
ქუჩაში გხვდება,
როგორც ყოფილი
მეგობრის ქვრივი...მივიწყებული
მომწარო ბედით
ოცნების დროშა
უკვე დახრილი -
ყოფილი ცოლი
ჩაგივლის გვერდით,
როგორც ის წლები...
წყალში ჩაყრილი...
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 02:18 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადამიყოლა
ცრემლიან პეშვით,
შავი ღრუბლების შავმა მინდორმა...
დღეების უხმო
კლავირი შემშლის
და შემოდგომის უამინდობა.
და გაცრეცილი
ლოდინის გაღმა
თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები.
შენი საქმეა -
მოხვალ თუ წახვალ,
მე -
არცერთისთვის არ მემეტები...
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 02:18 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარდა რადგან,
შევუნდე ცოდვა
და უკუღმართი
სულის ებანი,
მე ვაპატიე
დიდი და ცოტა
და უნებლიე
შეცოდებანი...მაინც ჩამიქრა
სულში მთიები,
შემომებურა
იჭვის მანტია...
...ის კი წავიდა
ნაპატიები
და პატიება
არ მაპატია...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость