ვასილ ბესელია - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ვასილ ბესელია
nukriaДата: კვ, 11.05.2014, 15:11 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენს გულამდე
მოსასვლელი
ხიდები რო
დაწვი ნებით,
რომ გაერთე
სილამაზის
შენახვით და
დამწნილებით... ...ზიხარ ბებერ
დაქალებში
და იხსენებ
დაწვრილებით...
 
nukriaДата: კვ, 11.05.2014, 15:12 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ერთი ღამეც
და გახსენება
თბილი შხამივით
უნდა დავცალო;
ღამე ბერდება
სვენებ-სვენებით
და ფანჯარასთან დილა ბანცალობს; . . .და ვიდრე სული კიდევ მრთელია
ერთს გავგიჟდები და გავმრთელდები-
მოვყვები დილას ამ უთენია,
მოვალ და...
თავზე დაგათენდები...
 
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 22:41 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტაბუ -
ღვინოს და ნაფაზს!
ჭამ -
გერკულესის ფაფას!
ვერ
მოეშვები თუმცა -
ღვინოს,
დუდუკს და
კაბას! უსმენ
ძველმოდურ „აბბას“,
( 20 თეთრს
ეძახი აბაზს),
მიათრევ
წუთისოფლის
ორაბაზიან ჭაპანს!
 
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 22:42 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინახავს მდიდარი ბედნიერი;
მინახავს მდიდარი უბედური;
მინახავს ღარიბი ბედნიერი;
მინახავს ღარიბი უბედური;
მაგრამ არ მინახავს შეყვარებული უბედური.
ვისაც უყვარს, ჭეშმარიტად უყვარს - ის ბედნიერია.
ორი შეყვარებული ადამიანი და მათი თვალები - მთელი სამყაროა...
სიყვარულით - ყველაფერი იოლია!
ყველაფრის თავი და თავი, გული და გული, სული და სული - სიყვარულია! სიყვარულით რამაზ გიგაური
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 01:46 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვარ და
ჩემი
ღამის მთეველი
ჩემი დათმობა
და შემართება,
დავბერდი ალბათ-
მოუთმენელი
სიყვარული რომ არ მემართება; ჟინი კი ისევ
ტკივილს მიბევრებს-
ჩემს უკანასკნელ
მტერსა და მოყვასს...
...სიყვარულივით
მოდის სიბერე
და მოსათმენი
წვიმები მოჰყავს...
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 11:10 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისში დაწერილი ლექსი ნოსირზე
(ირონია) წყალს
დაჰყოლია
შენი
ბჟიტები,
შენ სათავესთან დარჩი მდუმარი.
მოვალ და
ისე შემიშინდები
უდროო დროს რომ
მოვა სტუმარი... აქ შვილნი შენნი ვგავართ არწივებს
კაბინეტებში რომ ვიყუჟებით...
და პენსიამდე
თუ მივაღწიეთ
მოვალთ წნევით და
წამლის შუშებით... თუ პანთეონის
ვარდისფერ აღმართს
ვერც ნიჭით შევწვდით,
ვერც - სხვა არხებით...
...იმ წყალს
უკანვე ავყვებით აღმა
და სათავეში
დავიმარხებით.
 
nukriaДата: ორ, 26.05.2014, 01:10 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ მახსოვს შენი თვალების ფერი,
(ნეტავი მართლა აღარ მახსოვდეს)
შენ სინანულის დაგფარავს მტვერი.
შემენანები
აღარასოდეს... შიშინებს წვიმა
თბილი და მშვიდი,
შენზე ვფიქრობ და
ფიქრითაც ვცოდავ,
ალბათ შენ გაგყვა ტკივილი დიდი,
მე მიტომ დამრჩა ტკივილი ცოტა...
 
nukriaДата: ორ, 26.05.2014, 01:18 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეს ავაყოლე ნატვრა ამ დილით,
ცხრა სხივს გაფიცებ, მითხარი მეთქი,
გავანდე ჩემი თხოვნა–წადილი,
სისხლ–ძარღვებიდან ამონახეთქი. სხვაგვარად მიყვარს ანათებს რაიც...
(მზეო უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ)
აქ ხარ და სითბოს დავეძებ მაინც,
ანათებ, მაინც სინათლეს ვეძებ. ნეტავ სხივები ვინ დაგითვალა,
ვერ გწვდები, სულზე მაციებს მგონი,
საქართველოში ჩემო ცხრათვალა,
სულარ იყავი ასეთი შორი. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 31.05.2014, 21:29 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჟამმა
შემიტყუა
შებერების
და შენი თვალები არ მაბოდებს,
ნოსირში
სკვინჩებს ვეფერები-
ჩემს ლუჩიანო პავაროტებს... როგორც
უმკაცრესი განაჩენი
და მთელი ცხოვრების ანა-ბანა-
ნოსირში
საფლავია მამაჩემის
ჩემი და სკვინჩების ანაბარა...
 
nukriaДата: კვ, 01.06.2014, 16:50 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე სიყვარულზე მინდა გიამბო,
შენ გულისკარი რატომ ჩარაზე?!
მსურს გავაქროლო ჩემი იაბო
ცისარტყელების ფერად შარაზე. ეს სიტყვა, ასე მე წავაქეზე,
მტკივა წარსულის ცრემლი და ტყვია,
ო,ნეტა იმას ვისაც ბაგეზე,
შენი ალერსის კვალი ატყვია. თუ ვერ გავუძლებ ამ ტკივილს ,წავალ,
წუხელ წყვდიადში გწერდი ბარათებს...
ახლა კი შენი სახის ცისკარი
ჩემი ფიქრების სარკმელს ანათებს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვასილ ბესელია
ძებნა:

მოგესალმები Гость