ტარიელ ხერხელაური - Page 27 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 27 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 25
  • 26
  • 27
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ხუთ, 07.05.2015, 22:34 | Сообщение # 261
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხოლოდ ხახვის
გაფცქვნისას ტიროდა.

მ ი წ ი ს ძ ვ რ ა
-------------
“გამაგრდით ძმებო
თქვენთანა ვარ”_
დაიძახა მეხუთე კედელმა
მეხუთე კედელი ღმერთი იყო
გადარჩა სახლი...
 
nukriaДата: შაბ, 04.07.2015, 05:19 | Сообщение # 262
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალფრედ დე მიუსე
სევდა

ძალა და ვნება არ შემრჩენია,
დრომ წარიტაცა ჟინიც და ღელვაც,
ის სიამაყეც ჩაქრა, რომელმაც
მარწმუნებინა ჩემი გენია.

ოდეს შევიტყე სიმართლე სრული,
ვიფიქრე, რომ ის მეგობარია,
თუმც, როს შევიცან, რარიგ მწარეა,
უმალ აირძნა მის მიმართ გული.

და მაინც იგი არის მარადი,
და, თუ არ გახლავს კუბოს კარამდი,
თავად იქნები უარყოფილი.

უფალმა თქვა, რომ მოგვეკითხება.
ისღა მამშვიდებს, რომ დამრჩა ნება
ხანდახან ცრემლით ვიყო ლტობილი.

Tristesse

J'ai perdu ma force et ma vie,
Et mes amis et ma gaité;
J'ai perdu jusqu'à la fierté
Qui faisait croire à mon génie.

Quand j’ai connu la vérité,
J’ai cru que c’était une amie ;
Quand je l’ai comprise et sentie,
J’en ai été dégoûté.

Et pourtant elle est éternelle,
Et ceux qui se sont passés d’elle
Ici bas ont tout ignoré.

Dieu parle, il faut qu’on lui réponde.
– Le seul bien qui me reste au monde
Est d’avoir quelques fois pleuré.
 
nukriaДата: კვ, 12.07.2015, 22:59 | Сообщение # 263
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
როგორ მინდოდი,
სავსე ვარ სევდით და ეჭვებმა
სული დაფლითა,
შეურვებული უმზეობით,
უამინდობით
და ასე გრძელი, უსაშველოდ
გრძელი ზამთრითა.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
მადლობა, ჩემო, ჩემი პოვნა
არ გაგიძნელდა,
მთელი ზამთარი მე ვიცხოვრე
ეჭვთან და ცრემლთან
და ქარიშხალიც მაწამებდა,
ბეჭებს მინგრევდა.
ახლა თუნდ მოვკვდე,
ეს სიკვდილიც არის იოლი,
რადგან გიხილე, შენი ხილვა
რადგან მეღირსა,
ჩემს სხეულიდან ჩემორეცხავს
ნაგავს იორი,
დამასაფლავებს თეთრ ნისლებში
გათენებისას.
მოხვედი ჩემთან, გაზაფხულო,
მოხვედი ჩემთან,
როგორ მინდოდი, როგორ მსურდი,
როგორ მწყუროდი,
ჩემი ტკივილის მიზეზია
დღეს მხოლოდ ეს ცა,
თავის სიტურფით, ეჭვებით და
უსასრულობით.

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: კვ, 12.07.2015, 23:00 | Сообщение # 264
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სერიიდან-ვიჭორაოთ რამეზე

აფთიაქი ბებოსი

-არა,თითქოს გუშინ იყო,
ამ ველებს რომ ვლეწავდით...
-ქარივით რომ გადვუვლიდით,
ისე,განა ფეხსაცმლით...
-ფარატინა ჩითის კაბებს
ვერ უძლებდნენ ღილები...
-ეჰ!რამდენი თვალის იყო,
გულისპირი იმედის...
-ამ მუხის ჩრდილს აჟრიალებს,
რომ იხსენებს ჩვენს ამბებს...
-მას რა უჭირს,ჩვენ ვიკითხოთ,
გულს რომ ვანდობთ უხვ აბებს...
-უი,მართლა,დღეს დალიე,
ის წითელი ტაბლეტი?
-წითელს კი ვსვამთ,მაგრამ
რაღაც არ მგონია წამლები...
-სწორედაც რომ წამალია,
ცუდადა ხარ მითხარი?
-ასე კარგად თუ ვყოფილვარ,
ბოლოს,მხოლოდ,სიზმარში...
-ისეთია ეს სასმელი,
მოაცოცხლებს მოკვდავსაც...
-გამოვკეტე განჯინაში,
ვერავინ ვერ მონახავს...
-იმ განჯინას აწერია:
,,აფთიაქი ბებოსი"
-მაგ აფთიაქს გაუმარჯოს
უკვდავების გემოთი"-ლიკა
 
nukriaДата: კვ, 12.07.2015, 23:00 | Сообщение # 265
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივან ბუნინი
ფრინველს აქვს ბუდე, სორო აქვს ნადირს...

ფრინველს აქვს ბუდე, სორო აქვს ნადირს.
რა მწარე იყო ყმაწვილ გულისთვის,
როს მამისეულს ვტოვებდი ადგილს,
მიტევება რომ მეთხოვა მისთვის.

ნადირს აქვს სორო, ფრინველს აქვს ბუდე.
კვნესოდა გული, ძგერდა ურჩივით,
უცხო კარებთან როს დავეყუდე
გახუნებული ჩემი ხურჯინით.

У птицы есть гнездо, у зверя есть нора…

У птицы есть гнездо, у зверя есть нора.
Как горько было сердцу молодому,
Когда я уходил с отцовского двора,
Сказать прости родному дому!

У зверя есть нора, у птицы есть гнездо.
Как бьется сердце, горестно и громко,
Когда вхожу, крестясь, в чужой, наемный дом
С своей уж ветхою котомкой!
 
nukriaДата: კვ, 12.07.2015, 23:14 | Сообщение # 266
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ივან ბუნინი
ორი ხმა

- შვილო, გახე, თუ რამე ჩანს,
ვერ გაიგნებ სავალს...
- გადავუყვან სოფლის მეცარს
ფრთახატულა მამალს.

- უსიერ ტყეს ყაჩაღები
ეფარვიან მიწყივ...
- დანა მიდევს უბეს, დედი,
ფოლადია ფიცხი!

- მებორნეებს სძინავთ ამ დროს,
მდინარეა ჩქარი...
- ხიფთანს ტანზე შემომაშრობს
იმ ნაპირზე ქარი!

- შვილიკონა, კუტიკართან
დაგელოდო როდის?
- დედი, ახლა ჩამიკარ და
მითხრ გზა მშვიდობის!

Два голоса

— Ночь, сынок, непроглядная,
А дорога глуха…
— Троеперого знахарю
Я отнес петуха.

— Лес, дремучий, разбойничий,
Темен с давних времен…
— Нож булатный за пазухой
Горячо наточен!

— Реки быстры и холодны,
Перевозчики спят…
— За рекой ветер высушит
Мой нехитрый наряд!

— А когда же мне, дитятко,
Ко двору тебя ждать?
— Уж давай мы как следует
Попрощаемся, мать!
 
nukriaДата: კვ, 12.07.2015, 23:14 | Сообщение # 267
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოჭი,ჭუკი და მამალი
--------------

გოჭი გაზეთს კითხულობს,
თან ბილიკზე მიდის.
_ფრთხილად,_ჭუკი აფრთხილებს,_
მანდ ორმოა დიდი.
გოჭმა არ შეისმინა,
კითხულობს და მიდის,
კითხვით გადაიარა
საცალფეხო ხიდი.
_ფრთხილად,_ისევ ეძახის
ლოდზე მდგარი ჭუკი.
ძროხა არაფერს ამბობს,
უყურებს და უკვირს.
მიდის…გაქრა უეცრად
გოჭიც,გოჭის ჩრდილიც,
ტყაპ!_ორმოში ჩავარდა,
სიბნელეში ჭყივის.
ხელით ამოიყვანეს,
არ დასჭირდათ თოკი,
აბანავა მამალმა,
წყალი ასხა კოკით.

ახლა გოჭი, დარცხვენილი,
მიდის თავის გზაზე,
ჭუკს უთხრა,რომ არასოდეს
მოიქცევა ასე…
მაგიდასთან წაიკითხავს
ჟურნალსა თუ გაზეთს.
 
nukriaДата: კვ, 12.07.2015, 23:15 | Сообщение # 268
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარია ცხოვრება
- ხვალ არ გემახსოვრება.
"მიყვარს, ჩემი ქალია"
- ამბობს, სანამ მთვრალია.

როცა გამოფხიზლდება,
უკვე შვილიც იზრდება.
მერე ისევ დათვრება,
უკვირს: რა ემართება?

ნატრობს ფულის მარწუხებს,
სხვა სულ აღარ აწუხებს.
ყველაფერს ცოლს აბრალებს,
დარბის, ეძებს სხვა ქალებს.

პირჯვარს იწერს ტაძარში,
მერე კაცს კლავს აზარტში.
სხვის ცრემლებზე არ ღელავს,
გადაგივლის, გაგთელავს.

ვერ მეტყველებს ქართულად,
ვერც ლექსებით გართულა.
მისთვის ტლუ და ცუდია
- ვინც არა ხელმრუდია.

სინდისზე აქვს ნიჟარა.
მგელთან არის მშიშარა.
კრავებთან კი მგელია
- ნამდვილი ქართველია!

მოკლედ, არის არსება,
მე რომ არ მევასება.

/ნიკო გომელაური/
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ტარიელ ხერხელაური
  • გვერდი 27 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 25
  • 26
  • 27
ძებნა:

მოგესალმები Гость