ვაჟა ხორნაული - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: პარ, 19.10.2012, 22:54 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მასპინძლის ბედნიერება
----------------------------------------
ინათა სიკვდილს ვესტუმრე
მიმრავლა სასწაულები:
ფერი და მელოდიები
სიცოცხლის სამკაულების
ყოველ კუთხეში ყვავილი
/ვერ შეეხება ხელიო/:
ზოგი_მორცხვი და ცისფერი
ზოგიც_თამამი ჭრელიო
ცის ნაპირების ბიბინი
ღუღუნი მზის და ყანისა
ღვთიური ფიქრი სიმების
მოელვარის და მკრთალისა
ხე_სივრცის მამშვენებელი
ბერივით მშვიდად მდგარიო
ლამაზად გაცინებული
კელაპტარი და წყალიო.

სიკვდილს ვესტუმრე იხარა
ვიხილე ოქრო ზღვებისა
თავდავიწყება ფრენაში
ცეცხლმოდებული ფრთებისა
სიტყვა_ქცეული ხატებად
მარადიული ნათება
მარადიული ხმებისა.
 
nukriaДата: სამ, 23.10.2012, 19:26 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის კარიბჭესთან
------------------------------
როდესაც მწვანე ყვითელს გაირევს
და განათდება ფსკერი მდინარის,-
კვლავ დაღონდება ქარის შაირი
და ჰორიზონტი,ცისკენ მზირალი.

კვლავ დაემჩნევა სივრცეს წიფელი,
როგორც საკრავი შავი ლარებით,
გაფერმკრთალდება ნისლი მზისფერი,
დადუმდებიან წვიმის ზარები.
 
nukriaДата: შაბ, 27.10.2012, 17:11 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს სიცოცხლეზე ტკბილი რამეა
--------------------------------------
სარკმლიდან მოჩანს სიმშვიდე შორი
სივრცის ღიმილით თბება კედლები
როგორ უხდებათ ხეივნებს თოვლი
და სახურავებს_ ჩრდილი მტრედების!

ჩვილის თვალებში იის ნამია
დედის ხელებში_სიკეთე ღმერთის:
ეს სიცოცხლეზე ტკბილი რამეა
და უკვდავების წყაროზე მეტი!
 
nukriaДата: კვ, 28.10.2012, 16:06 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულს მოეკვლევინა
------------------------------
ზოგჯერ მოწყენა უხდება
ზოგჯერ_სიცილის ხანჯლობა
მოყვარეს ცალგულობაში
და მტერს ფრენაში აჯობა.

არასდროს გაჰკვირვებია
მგლის მგლობა ქაჯის ქაჯობა
ბევრს ცრემლის სილამაზეში
ბევრს სიმღერაში აჯობა.

ხან წყაროდ ყოფნა სწყურია
ხან_იასამნის ვარჯობა
სალამურს უბრალოებით
ნამს სისუფთავით აჯობა.

ესაა ღვთის მოსაწონი
ვაჟკაცობა და ვაჟობა_
სიყვარულს მოეკვლევინა
სხვამ ვერაფერმა აჯობა!
 
nukriaДата: კვ, 28.10.2012, 16:07 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
_დარდების მეტი საწუთრომ
ნეტავ რა მოგიტანაო?!
_ამავსო ვარსკვლავებითა
მზეც მოაყოლა თანაო.
 
nukriaДата: სამ, 30.10.2012, 16:32 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლაც შენი ვარ მთლიანად
------------------
მზემ ისე უცებ იალა
ფერები ააბრიალა
სიხარულს სალამურისას
/სალოცავ-საამურისას/
ბულბული შეეხმიანა
სამკაულების სიცილმა
ჰაერში გაიბრკიალა
კარუსელივით ტრიალებს
კრიალოსანი კრიალა
კამკამებს ტაძრის სარკმელი
კაფიამ დაიწკრიალა…

ყოველთვის შენი ვიყავი
ახლაც შენი ვარ მთლიანად!

ხმებს გადაევლო ძახილი
ხანჯლის პირივით პრიალა
სივრცეში ისე შორს არი
ცრემლივით მოჩანს ფრთოსანი
მიაფრენს ფრთების იარა
ხარობს ხალისის სოსანი
ხასხასა და სხივოსანი
დამჭკნარა ეჭვის ხვიარა
მეფესაც დაავიწყდება
ახლა ტახტი და ტიარა.

სამოთხის სითბო დატოვა
ჩრდილმა რომ გადაიარა.

ყოველთვის შენი ვიყავი
ახლაც შენი ვარ მთლიანად
შენი ხმის სურნელებასთან
თაფლი რაა და ია_რა
მემილიონედ დავცალე
უფალო შენი ფიალა!
 
nukriaДата: ხუთ, 01.11.2012, 16:21 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულის ბრძენი მონები
----------------------------
შოთას,ვაჟას,გალაკტიონს

ტანჯვით გალიეს მთელი ცხოვრება,
სიტყვას აწრთობდნენ განმარტოებით
და სიყვარულის ბრძენმა მონებმა
აავსეს დროის საბადოები.

მათში ჰყვაოდა ღმერთის გონება
ცისა და მიწის გადასარჩენად
და სიყვარულის ბრძენმა მონებმა
ხარჯეს და ხარჯეს ხმა და მარჯვენა.

ცეცხლგამოვლილი წმინდა ხატები
მარადიულად ჩვენთან არიან,
გვაცოცხლებს სითბო მათი დარდების,
ჰორიზონტებზე მათი კვალია.

ტანჯვით გალიეს მთელი ცხოვრება,
სიტყვას აწრთობდნენ განმარტოებით
და სიყვარულის ბრძენმა მონებმა
აავსეს დროის საბადოები.
 
nukriaДата: ხუთ, 01.11.2012, 17:06 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნ ო ე მ ბ ე რ ი
--------------------
სივრცეს ემჩნევა,რომ მალე მოთოვს,
უფრო მოიწყენს ეული ალვა.
ნუღარ მოელი შარშანდელ ფოთოლს,
გახმა,მოწყვიტა,წაიღო ქარმა.

ღრუბლიდან მკრთალი სხივები ცვივა,
იცლება ბაღი,ყვითლდება ჭალა.
ნუღარ მოელი შარშანდელ წვიმას,
წარსულის მთებზე ახარებს ბალახს.

გულს მოემატა დარდის სპეკალი,
დაბერებულა ბია და ბარდი.
მდინარეს მიაქვს ვარდი შემხმარი,
სიტყვის თვალებში სითბოა დარდის.

წაშლილან გზები,ზეცაა მოწმე,
გაცრეცილია ჩრდილი და მზვარე.
ნუღარ მოელი შარშანდელ კონცერტს,
სხვა მელოდია დანამავს თვალებს.

კვლავ მონატრების ცისკრების ქორო,
კვლავ სიყვარულის ხანჯლების ლესვა.
შარშანდელს ტკივილს ელოდე მხოლოდ,
შარშანწინდელსაც და უფრო ძველსაც.
 
nukriaДата: ოთხ, 21.11.2012, 17:24 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზ ე დ მ ე ტ ი
-----------------
ღიმილით ქლესა.ლექსით ჯამბაზი,
კომფორტის გიჟი.თაგვი დარბაზის.

გულში ჭირხლი და შურის ეკალი,
ეკრანის ლაქა.ხურდის მკენკავი.

ქილიკის მეფე.შხამი შარჟების,
ძირს მოთვალთვალე,მაღლა ჩამშვები.

მისი სიმდიდრე-სურვილი ავი,
ახალი ეჭვი და ბოღმა ძველი.

ზედმეტი,როგორდ გუმბათზე ყვავი,
როგორც სარკმელში ობობას ქსელი.
 
nukriaДата: ორ, 26.11.2012, 17:24 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზესავით ღმერთის ერთაა
--------------------------
სიზმრის ციდან რომ დამნათის
შენი სახე და ხმა არი
თოვლშიც რომ იისფერაობს
შენკენ სავალი გზა არი
ეს სიყვარული ნეტავი
რა იყო ანდა რა არი
უნაპირო და უძირო
ყვავილოვანი ზღვა არი
მზესავით ღმერთის ერთაა
მხარზე არწივის ფეთქვაა
გულში სანთლების წვა არი
ხან სიკვდილისგან ხან კიდევ
სიცოცხლისაგან ხსნა არი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ძებნა:

მოგესალმები Гость