ვაჟა ხორნაული - Page 5 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: ხუთ, 06.09.2012, 15:15 | Сообщение # 41
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ყვავილოვანი,ნორჩი პანტებით
ბილიკი ბილიკს გადახვეულა.
ხევებში ნისლის ფოლიანტები,
ადიდებული კაწალხეურა.

გზები სასწაულს ცისას ელიან
/მარაო ღრუბლის ფარტენებისა/.
ქედნის ხმა გესმის?-მზისყანელია,
ასე ლოცულობს გათენებისას.

მშვენიერება მადლის,მარადის,
საგალობელი საორბულასი…
უფალს ადიდებს ამ დროს ჯალათიც,
უფალს ადიდებს ამ დროს უნასიც.

ხვალ ისევ წახვალ.აქ არ იქნები
/რამდენი რამე გითხრეს კედლებმა/.
ბედნიერების გალაქტიკების
განახლება და მსხვრევა გრძელდება!
 
nukriaДата: კვ, 09.09.2012, 17:03 | Сообщение # 42
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ცოტაა ქეთელაური-
მილიონებში ერთი.


“ბერდია ჯაგარაშლილი”
დგას ყოველ კოშკის გვერდით,
შრომობს,ლოცულობს,მარხულობს,
გულსაც დახარჯავს შენთვის;
მაინც პატარა კაცია-
მხოლოდ მონაა ღმერთის!

ცოტაა ქეთელაური-
მილიონებში ერთი.
 
nukriaДата: კვ, 16.09.2012, 20:36 | Сообщение # 43
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს მიკვირს
--------------
ისევ აქ…ისევ უშენოდ
გარშემო მწვანე მთებია.

ცხადში მზეს მოუწყენია
სიზმარში სევდის ხმებია.

შენი სიტყვების ნათება
და ფერი მომნატრებია.

ეს მიკვირს_უსიყვარულოდ
ჯერ როგორ იბადებიან
ან მერე როგორ ცოცხლობენ
ან ბოლოს როგორ კვდებიან.
 
nukriaДата: ორ, 17.09.2012, 20:19 | Сообщение # 44
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჰორიზონტს იქით წვიმაა
ჰორიზონტს აქეთ დარია.

შენ თვალწინ ელავს მდინარე
შორს გახედავ და მკრთალია.

მგზავრი მწვერვალზე რომ ადის
ერთი ყვავილის ბრალია…

ჰორიზონტს იქით წვიმაა
სხვა შრიალი და ბრწყინვაა
ჰორიზონტს აქეთ დარია.
 
nukriaДата: სამ, 18.09.2012, 14:01 | Сообщение # 45
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

სინაზე მზის და დარაიების,
სხივოსან ჩრდილთა სამაიები.

გზა ამაღლების და დრო ამურის,
ფიქრში _ მუსიკა წყროსწყალური.

ლოცვა ალუბლის და კვიპაროსის,
ასკილის ჭრელი ტანისამოსი.

გულიდან გულში ნაკამკამარი
სიტყვა _ წამალი და რა წამალი.

ღრუბლები, როგორც ფურცლები სანთლის,
გაუხუნარი ბროლი და სათი...

ხმები _ ღვთიური გამოცანები
და სევდა დიდი სალოცავების.
 
nukriaДата: პარ, 21.09.2012, 13:40 | Сообщение # 46
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მღვრიე სარკმლების უდაბნო
ბზარები წმინდა გალავნის.

ცოდვების უსასრულობა
მზისკენ მიმავალ ქარავნის.

გულების გამოხედვაში
ღმერთის ხმა გაუბზარავი.

ქრისტეს მეტს დედის ამაგი
გადაუხდია არავის…
 
nukriaДата: ორ, 01.10.2012, 14:42 | Сообщение # 47
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დარდია ღიმილიანი
------------------------
ეს თუა წუთისოფელი_
არც წუთის ნახევარია
ხან აგამღერებს ხან კიდევ
ფიქრებს დაკრული ხმალია
სითბოა ერთი ბუდისა
სატკივარია უფლისა
ერთი კელაპტრის ალია
უცოდველების ცოდვაა
და უბრალოთა ბრალია
დარდია ღიმილიანი
და წვიმიანი დარია.
 
nukriaДата: ხუთ, 11.10.2012, 16:54 | Сообщение # 48
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
სიყვარულია “მტერთა მზარავი”,
ანათებს მისი ხმა და საძვალე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი სევდა აწვალებს.

სიყვარულია გულის მბზარავი,
სამოთხის ქარი,თბილი,ფრთამწვანე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი ხვედრი აწამებს.

სიყვარულია ხსნა და წამალი,
მარადიული გზა და ლაზარე.
არ დაემდურო ქვეყნად არავის,
ყველას თავისი დარდი ამწარებს.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 21:32 | Сообщение # 49
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც არასოდეს
----------------------------------
დარდის აღმართებზე
სიხარული
ყვავილობს როცა,
როცა სიხარულის
აღმართებზე
ყვავილობს დარდი,-
როგორც არასოდეს,
ღმერთს ხედავ და
სიცოცხლეს ლოცავ,
როგორც არასოდეს,
დრო ისეთი ნათებით
გადის…
 
nukriaДата: პარ, 19.10.2012, 16:12 | Сообщение # 50
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
როს ნაკადული გესაუბრება
და სიახლოვეს ია როს არი,
საწუთრომ როგორც არ უნდა გტანჯოს
/ხან გადაგჩეხოს,
ხან კიდევ გხანჯლოს/,-
არ აიმღვრევი იაგოსავით…
და სამოთხისკენ წაგიყვანს გემი
მზისფერი,ნისლის იალქნოსანი.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ძებნა:

მოგესალმები Гость