ვაჟა ხორნაული - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: ხუთ, 06.12.2012, 16:54 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე,
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს),
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...

შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე.
 
nukriaДата: ხუთ, 03.01.2013, 22:31 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წრიპიკო და წრუკა
----------------------

ორღობეში ჩაიარეს,
ჭალა დარჩა უკან,
აღარ ახსოვთ არც კაკალი
და არც_ატმის კურკა.
ნეტავ საით იჩქარიან
წრიპიკო და წრუკა?

თურმე მტრედმა დაურეკა
ამ თაგუნებს დილით,
რომ წყალგაღმა,
სადაც ტყეა
მაღალი და ხშირი,
ფისუნია ავადაა,
მარტოა და ტირის.

აი,თურმე რატომ ჩქარობს
ორი თაგვი ასე…
და მიდიან მზის სიცილით
განათებულ გზაზე.
ფისოსათვის საჩუქარი
მიაქვთ,მართლაც,კარგი:
სულ ახალი,დიდი ფოტო
ფეხბურთელი თაგვის.
 
nukriaДата: ხუთ, 10.01.2013, 20:00 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცისა და მიწის დობილო
-------------------

შენ გაგიმარჯოს, აღაზა,
გულითა დადაგულითა,
ტკივილიანი ფიქრებით,
აუმღვრეველი რჯულითა,
მავედრებელი ცრემლებით,
ქვეყნისთვის დამალულითა,
დაღონებული დაისით,
უჩრდილო სიყვარულითა,
ზეცამდე ამაღლებულო
კაი ყმის სიბრალულითა.

დევნილო, გაწამებულო
ხმებითა, კრულზე კრულითა,
გლოცავს და გეალერსება
ღმერთი სიტყვებით შუმითა,
ვერა... ვერ წარმოგიდგინე
სამტროდ შემართულ ცულითა.

მარადიულო ჯავარო,
მზეო, ჩასულო ლამაზად,
ცისა და მიწის დობილო,
შენ გაგიმარჯოს, აღაზა!
 
nukriaДата: პარ, 28.06.2013, 12:15 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუნდ უკვდავების წყალიც გასხურონ
გასვან ნექტარი სუფთა და ძველი
მაინც გასცვდები როგორც ქასური
როგორც ბილიკი წიგნი და ცელი.

იცხოვრო თუნდაც როგორც წმინდანმა
/რაც სიხარული იქნება უფლის/
მაინც გასცვდები როგორც გიტარა
როგორც ჩუქურთმა ჩანგი და ზღურბლი.
 
nukriaДата: ხუთ, 12.12.2013, 17:02 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მ გ ე ლ ი
-------------
ადამიანთან შედარებით
მტრედია მგელი
და ამიტომაც ეს ცხოვრება
ძნელია ძნელი.

მგელი მგლებისთვის იმედია
თანაც მარადი
წინაპრის ანდერძს არ ეპყრობა
როგორც ჯალათი.

იცნობს და ებრძვის
დაუნდობელ მოდგმას მტრებისას
და ამიტომაც უკვდავია
ჯიში მგლებისა.

მგელს შენატრიან ფლიდი მელა
დათვი დებილი
ვერ უსხლტებიან კაცს და სიკვდილს
ქარში მგლებივით.

თუ არ ივარგე
კაი ყმის და არწივის გვერდით
ვინ მოგიხსენებს
მითხარი ერთი.

არ გაუცვლია დედის რძე და
მამის ხალათი
არც მგლების მხარე დაქცეულა
მგლების ღალატით.

დაკაწრულია მისი გული
დარდის ეკლებით
ვაითუ ტყვიამ შეიწიროს
სტკივა ლეკვები…

ხაფანგი თოვლში
გაჩეხილი ძველი მუხნარი
ყმუილი სავსე სინანულით
ცრემლი მდუღარი.

მგლის პირფერობა ვის სმენია
ანდა-წუწუნი
გზას მიუყვება
მეათასე პაპის ძუნძულით.

ამიტომ მოჩანს
კაი ყმის და არწივის გვერდით
ბრძენია კაცი და ათასჯერ
ბრძენია ღმერთი...

ადამიანთან შედარებით
მტრედია მგელი
და ამიტომაც ეს ცხოვრება
ძნელია ძნელი.
 
nukriaДата: პარ, 13.12.2013, 15:50 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვიდივე სალოცავია
-----------------------
მზის ამოსვლისა არ იყოს
მზის ჩასვლაც კაი რამეა -
დღე გარდასულა შორსაა
თვალწინ ახალი ღამეა 
დაბლა შობაა ნამისა
მაღლა ვარსკვლავთა ჩქამია
გული სხვაგვარად წრიალებს
დასალიერი მკრთალია 
მთვარე მოსულა წყაროსთან 
ირემი მოუყვანია... 

ქარს ბერი ზეხმელისათვის
მოუხვევია მკლავია
სიყვარულისგან ნაკურთხი
გალაღებულან მთანია
ბნელში ღუღუნი ნათლისა
და სითბო ღმერთის კალთისა
არც რასთან შესადარია
შვიდი ცის მეზობელი ხარ
შვიდივე სალოცავია
გაოცდები და შეკრთები
ისეთი სანახავია
სიკვდილ-სიცოცხლის ტაძრები
ერთურთის გვერდით მდგარია.
 
nukriaДата: ხუთ, 16.01.2014, 18:25 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენგან მოქსოვილ წინდაზე
ფერი ფერითა ხარობსო

მწვანეს ყვითელი უხდება
თეთრში წითელი გალობსო
არა ხუნდება მაისი_
ზეცა და მიწა სწყალობსო
წმინდა ძაფების კუნძულზე
სამოთხის დარი დარობსო.
 
nukriaДата: სამ, 11.02.2014, 22:32 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი

სილამაზის ვარ ტრფიალი,
გონჯი სუყველა მიავსა!
ქალი კი ცვარს უნდა ჰგავდეს,
სუნთქვად მასდევდეს ნიავსა.

ხმატკბილად მოსაუბრობდეს,
ტანშია გგვრიდეს სიამსა,
ბუნებით უნდა ერთვოდეს
ცაში ანგელოზთ სიასა.

მზესა სჩრდილავდეს, ნათებით
მთვარეს აძლევდეს ზიანსა,
ალერსით გააცოცხლებდეს
სიყვარულს მაღალზნიანსა.

გაკარგვინებდეს თავ-გონსა,
უგზოსა გხდიდეს გზიანსა...
ჩემთვი არ ვამბობ, ისე ვთქვი,
ვმადლობ, რასაც ვარ ზიარსა!..
 
nukriaДата: ოთხ, 12.02.2014, 18:17 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უდაბნოებზე დაგიფენს
ოქროსწამწამა ყანებსა

ცის ბილილებით მოგირთავს
გალავნებსა და ბანებსა
ღმერთის ხელებით გააღებს
მაგ შენი გულის კარებსა
შევა და აღარ გამოვა
გაგტანჯავს გაგახარებსა
სივრცეებს გაგისხივოსნებს
მზის გაღმა მოკამკამესა.

და გვიან
ბოლო წყაროსთან
ის დაგიხუჭავს თვალებსა.
 
nukriaДата: პარ, 21.02.2014, 13:45 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ არ შეეწირები
-----------------------
გამაგრდი-უნდა გაუძლო
ტკივილებსა და ვარამსა
სადღაა ჩვენი სამოთხე-
დამსგავსებია ტრამალსა
ძაღლის ყეფაში ბზარია
დრო არევია მამალსა
იმედი გამკრთალებიათ
მგზავრსა და იმის ამარსა
შვილები?ვაი სირცხვილო
ქვეყანა ხედავს ამასა:
ჯობნას ვინ ჩივის-კოჭამდე
ვერა სწვდებიან მამასა.

როგორ არ შეეწირები
სიცოცხლეს ამისთანასა-
ცრემლიან “მრავალჟამიერს”
სევდიან “იავნანასა.”
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ძებნა:

მოგესალმები Гость