გივი ალხაზიშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 16
  • 17
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 22:14 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ინტელექტუალეთი

ჩემი ძველი პალტო ახალ პალტოებთან
ეკიდა საბრალოდ, როგორც ჩამომხრჩვალი,
რაღაც უამური განცდა არ მტოვებდა,
იგი ამჟამადაც ზიზღით ჩამომჩხავის.

იწყება სპექტაკლი ფოიეს სცენაზე,
ფრანგული სუნამო პოულობს ნესტოებს,
ფიტული მიჰყვება ხელკავით სინაზეს
კეკლუც ქალბატონის და მარტო ვერ ტოვებს.

კაბების შრიალში იღვიძებს სიო და
სიამის შარიშურს თვალები არ თმობენ:
_ ხომ გახსოვთ, აქ შარშან ძალიან ციოდა...
_ ეს შარშან, ახლა კი მშვენივრად ათბობენ!

გაქუცულ პიჯაკის საყელოს გაქექილს
როცა აღმოაჩენს, სარკესაც რცხვენია,
იფიქრე, იფიქრე, ფიქრია საკენკი..
.უცნობის ჩურჩული: _ ეს ქალი ცხენია!

ბაგეზე ჰკიდია მკვდარ პეპელასავით
რიოში ღიმილი ცარიელ ჰაბიტუსს
და სამკაულების ციმციმა ნაზავი
თვალებს გაგინათებს, რატომღაც ჩაბინდულს.

ესენი ერთმანეთს ზომავენ თვალებით,
"ყორანს" არ ზომავდა ედგარ პო დუიმით,
თან მიირწევიან, თან მიდანდალებენ
მონაწილეები ერთგვარ პოდიუმის.

აქ, თითქმის ყოველი ცრუ აქტიორია,
არ გიკვირს, გაქცევა შინ ადრე რომ გინდა,
მიაღწევ გარდერობს წინსვლით აქტიურით,
ტყვე რომ გამოიხსნა ამ გარდერობიდან.

ჟამიანობისგან ანატირი ჟამი
აშთობს, მწუხარება ვინც არ დაითმინა,
დარდით აღსავსეა გული _ დირიჟაბლი,
ქალაქს გადაუვლის მისი არითმია.

"ლაკმე" გაიხსენე, "ლაკმე", ჩემო პალტოვ,
და ბუტაფორიის ყრუ ამოოხვრამდე
იქნებ დეკემბერმა ბაღი ჩამობარდნოს,
ვიდრე ბითურები ერთურთს გამოხრავდნენ.

ჭორები ვრცელდება თურმე ჰაერითაც,
აღარ ჩერდებიან მოდიალოგენი.
თუნდაც მოუსვლელში წადი, გაერიდე
თვალებს, განათებულს ზიზღის ჰალოგენით.

შენც კვდები თანდათან, გული გეღვენთება,
მიდიხარ შხამით და ჭორით გალახული,
თბება ისტორიის ბნელი აღმართები _
ძვლებით დათესილი, ახლად გადახნული.

მოდიან, მოდიან! აქ განა ბრბო მოდის?!
ზერელე ფრაზებით ისეთ მთხლეს თუ ავლენთ,
რითაც იკვებება ქალაქის ბომონდი,
თქვენც შეემატებით ინტელექტუალეთს.
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:13 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

სიზმრად გნახე, ყვავილებში
უშფოთველად გეძინა.
...პირს ღიმილი დაგფენოდა
მკლავზე მთვარე გეწვინა .

გამეღვიძა, გული დაწყდა,
ახლა უკვე სხვისი ხარ,
ვაი, ვეღარ დაგივიწყე,
„ზედ წამწამზე მიზიხარ“.

დროს მივყვებით თავდაღმართში,
წამით ვეღარ ვჩერდებით,
..ორაზროვნად გეღიმება
ერთაზროვნად ვბერდებით
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 19:14 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: პარ, 20.04.2012, 05:13 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და აღარ ვიცი...

ერთმანეთისგან ჩავლილ დღეებს ვეღარ ვასხვავებ,

ვსხლავ ლიმონის ბუჩქს და ფიქრებსაც მამის სასხლავით,

ალბათ, ერთხელაც, ხენეშივით ძირში გამსხლავენ,

რომ ძარღვებიდან წარმოვდინდე ძველი სისხლივით.



უნდა გავჩუმდე, ვშიშობ, ენამ ხომ არ მიყივლა

და ფიქრის თემას ვწმენდ დაორთქლილ სათვალესავით,

რომ წარმოსახვამ ნანგრევებში არ ჩამიყოლოს,

რომ არ დამეცეს ღამე, - თვალის გადამლესავი.



როგორც ყოველთვის, სიცოცხლეა ახლაც საშიში,

მაინც გადავრჩი, თუმცა ბევრჯერ მასვეს ქეძაფი...

მე დავბრუნდები, როგორც სხივი ბინდის საშოში,

გულთამხილავი უდროობა რომ დამეწაფოს.



და აღარ ვიცი, სად წავიდე, ან სად გეძებო,

რომ მოგეახლო, მოგეხვიო და მოგეწებო.

 
nukriaДата: პარ, 27.04.2012, 17:13 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*

მოშორდი აქაურობას და ცალკე გადექ.
ვრცელი პაუზის შემდეგ გამოხვალ
და ჩაივლი შენივე გზაზე.

ჯერ იმ ჩიხში ხარ, გალავანი რომ შემოავლე
და ჩვეული თვალსაწიერი ყულფად აქციე.
გახსენ გული და ცა გაიხსნება.
 
nukriaДата: სამ, 01.05.2012, 23:50 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თვალები

შენ ხომ აქვე ხარ სულგანაბული
და მეშინია, რომ არ ამოქრე,
მაფორიაქებს შენი სიშორე _
მოახლოებით რომ შეამოკლე_
და ის სიტყვები, სულს რომ შთაბერავ
და გაფიქრებულ სათქმელს ამოკრებ...

იქ სათუოა ჩვენი შეხვედრა,
და მეშინია, მაგრამ ვინ იცის?!
სავსე ვარ შენი წონასწორობით,
თუმცა წარსულის ჩხრეკას ვინ იწყებს?!
დროს არ ვახსოვარ, თუ არ ვახსოვარ,
რაღა თქმა უნდა, ვერც დამივიწყებს...

მიწაზე მოჩანს ფოთლის კონტური,
ეს ანაბეჭდი არის ალიბი
იმ შემოდგომის, რომ ჩაიარა
და შემატოვა კოცნის ალები,
შენ კი წახვედი, თითქოს წახვედი
და ჩემს თვალებში დაგრჩა თვალები
 
nukriaДата: შაბ, 05.05.2012, 13:50 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
*
საითაც გული, იქით კალამი,
ვორდის ფაილიც იქით მიიწევს
და გული, ცრემლით მოსაკალავი,
მოსაკლავია და მოკალული
და ერთი წუთით ვეღარ გივიწყებ.

და მადლი, თუკი რამ შევაგროვე,
ვაგროვე მარცვალ-მარცვალ-მარცვალ და
სადაც აინთო სხვები აქრობენ,
სადაც იყარა შურმა გაწალდა..
მხოლოდ ნიავი მელამუნება,
ამ სიბერეში გამიწაწალდა.

დიახ, ეს მე ვარ, ვინც წეღან შეკრთა
და უნებლიეთ ამოიოხრა,
იმის სათქმელად, რასაც ვერ ვამბობ,
რომ უშენობამ ასე გამომხრა
და თვალს შემორჩა ჭრილობასავით
უკანასკნელი შენი მიმოხვრა...
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 23:40 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ამ ოთახს უყვარდა ქაოსის სიმწყობრე,
გაშლილი წიგნები და ხელნაწერები
ზოგჯერ გპასუხობენ, რისთვისაც იცხოვრე
და ასონიშნები მწერები, მწერები

შეგაცოცდებიან თითქოსდა მითვლემილს,
რათა კვლავ იპოვონ სიტყვათა ყალიბი,
ფიქრში ხარ წასული, თანაც აქ ითვლები,
ოთახში, და არ გაქვს აქ ყოფნის ალიბი.

ვარდია ლარნაკში _ იმ დროსთან კავშირი,
რომელიც წარსულის აწმყოდან მოვიდა
და სიტყვებს ეძებენ ბგერები დაშლილი,
რომ ამოიყვანონ ხმა სიმარტოვიდან.

ვერ ჰპოვებ წასასვლელს, ვერ წახვალ ვეღარსად,
თუ წახვალ, ისედაც ამ ბგერებს წაყვები,
რომელთაც სივრცეში გაღწევა ეღირსათ
და თრთოლვა სიმებად გაბმული ძარღვების.

შენ აღარ არსებობ და ახლა სადაც ხარ,
ვერავინ გიპოვის უხილავ აკრობატს,
ამ ლექსით დატოვებ რეალურ განაცხადს,
თუ როგორ ეცადე სიტყვებში გაქრობას.

ოთახი, ფანჯრები და ძველი მაგიდა,
ჭრიჭინებს კალამი _ ბებერი კალია,
ხავსივით იზრდება ღიმილი ბაგეთა
და იგი გამქრალი სიტყვების კვალია.
 
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 15:41 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია,
ახალნი თუ დაგშორდნენ, ძველნი მარად შენია,
გარდასული დიდების მეტი რა დაგრჩენია,
განვლე კინკლაობაში შენ სიცოცხლის დღენია,
გულისგულში მბჟუტავო, რაზედ მოგიწყენია?

ხვალ რა უნდა მოიმკა, თუკი დღეს არ დათესავ,
ანდა რით ანუგეშებ ქვრივ-ობლებს და ნათესავს?!
თუ მომავლის არ გჯერა, აწმყო მაინც შენია,
ოცნებაში გალიე შენ სიცოცხლის დღენია,
სულთა ჩვენთა სალბუნო, რაზედ მოგიწყენია?

თუკი რამ გაგაჩნია _ ძველად ანაშენია,
უსასრულო ლოდინი მძიმე განაჩენია,
ჩაგენავლა თვალებში შენ დიდების ბჭენია,
განვლე უდარდელობით ამა სოფლის დღენია,
ნეტავ, რამ გაგახარა ან რად მოგიწყენია?
 
nukriaДата: ხუთ, 10.05.2012, 15:42 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საიდუმლო ბარათი

საიდუმლო ბარათო,
ვერ გაქცია არადო
ჟამმა მიტოვებულმა
ბედის ანაბარადო.

უთენებელ ღამეში
აწ ფიქრები მკლავენ შინ
და უმწეოდ ვფართხალებ
წუთისოფლის მკლავებში.

ვტირი, ცრემლი აღარ მდის,
სიტყვა აღწევს დაღამდი.
რატომ აღარ თენდები,
ასე როგორ დაღამდი?!

უმწარესო სახადო,
არას მეტყვი საღადო,
სიტყვით თუ წამომცდები,
დარდო ათასნახადო.

გულში გასანასკვავო,
ჩემო ბედის ვარსკვლავო,
შენი შორი ნათებით
არც მაცოცხლებ, არც მკლავო.

მოთმინება ვისწავლე,
მოდი, სნეულს მიწამლე,
ღმერთო, მათ გამაყოლე,
შენს სიტყვებში ვინც წავლენ.

საიდუმლო ბარათო,
მარად უნდა ანათო,
ჟამმა ჩემში ჩაგტოვა
ხსოვნის ანაბარადო.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 16
  • 17
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость