გივი ალხაზიშვილი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
გივი ალხაზიშვილი
nukriaДата: სამ, 22.04.2014, 22:45 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა, ვინც გაქრა, ჩემში გადარჩა,
შეეკედლა ჩემს სიმუნჯეს
და აღვივსე უცნობი სიღრმით,
დამანახა ვინც აქ არ არის,
დამისვა თვალწინ და მასაუბრა მხოლოდ თვალებით,
უსიტყვო ენით, უხმოდ; მე ვეძებდი და არ მესმოდა
სიჩუმის სუნთქვა... ერთია წუთი, რომ გრძელდება,
უცნობ დროს რომ არ ემატება და არც აკლდება
და წასასვლელად მუდამ მზად არის... ვათვალიერებ მდუმარებით სავსე მუზეუმს
და გულში ახლა ის წუთი ბრწყინავს,
ჩემში რომ ფეთქავს
და ვგრძნობ დუმილში რომ კრისტალდება,
თან მიტოვებულ ღამეს გაჰყურებს,
უმიზეზო და ნუკრისთვალება. მოდი, დამიჯექ,
სიმარტოვის გვერდით იყავ და იღიღინე,
ხმა გამახსენე,
ბალახივით როგორ ამოდის,
როცა ვიღლები არსებობით უთავბოლოთი,
როცა ვგრძნობ სმენით, კრისტალივით რომ ჩაისახე,
და სისავსეში დაბადების იწყებ მოლოდინს.
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 01:57 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სახლსაც ენატრება გაქცევა სახლიდან
და მხოლოდ ფანჯრები გადიან
ქუჩისკენ, რომელზეც ჩრდილები დახრილა
და სადაც ნიავი _ ბაღების გადია
ხეებს უნანავებს, აღარსად იჩქარის
და ყველა გამვლელი გიყურებს,
როდესაც ჭრიალით იღება ჭიშკარი
და აჩენს ასი წლის ფიგურებს. კითხვის ნიშანივით წელში მოკაკული
მოხუცი გამოდის სახლიდან,
დაღლილი ხელჯოხი იქით მიკაკუნებს,
სადაც გაუხსნია სავაჭრო დახლიდარს. ვიღაც ფარდის იქით ლანდივით გაკრთება,
ვის ემშვიდობება თვალი ჩაბჟუტული?!
ის იქცა თიხად და თიხისფერ ნაკვთებად
და თიხის ბაგეებს არ უყვარს ბჟუტური. მიმქრალი თვალები, თიხაში ჩასმული,
ქუთუთოს დაკარგავს, რომელიც გაუცვდა,
ჩემი მომავალი და მისი წარსული
ერთმანეთს შეხვდა და ორივე გაოცდა. დროსა და სივრცეში ჩვენ გავცვლით ადგილებს,
ხოლო ადგილების კვლავ გადანაცვლებით
ჯამი არ იცვლება, რაც გაგვიადვილებს,
ვიყოთ ამოუთქმელ სიტყვათა მარცვლები.
 
nukriaДата: ხუთ, 01.05.2014, 11:46 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უქიმერიონის გორა უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
არკი უთხრა ვისი... გალაკტიონი გალაკტიონი აქ სწავლობდა და რობაქიძე,
_ ჰო, კეკელიძეც, თუ არ ვცდები. _ დიახ, კორნელი.
ამ ტაძრის ირგვლივ მოშრიალე და უფაქიზეს
ბაღის სუნთქვაა _ გახუნებულ ხსოვნის მკურნალი. ქვემოთ ქალაქი და კოლხეთის ვრცელი დაბლობი
და მთები, მთები, ქლიავისფერ ბინდში ჩაფლული,
ქალბატონების ბაგეთაგან თქმული _ აპლომბით:
_ ოჰ, ქუთაისში გამთანგველი იცის ზაფხული. შენახულია ამ ჰაერში ხმების არქივი,
სუნთქვის სიხშირე, პაუზები და რეგისტრები.
ამოვიმღერებ საუკუნეს ძველი ჩანგივით
და თვითონ მიკვირს: არ მეგონა, თუ შეგისწრებდით ფარულ ყოფაში, ყურადღებას თუ მომაქცევდით
და თქვენი სუნთქვით, ეს ჰაერიც რომ იმსჭვალება,
ამიყოლიებს ტონალობა, ტემბრი, აქცენტი
გალას სიტყვების, ის სიტყვები მექცა თვალებად, დიახ, თვალებად და ავახელ როგორც ჭრილობებს,
რომელსაც თვლემა და ძილქუში ვერ მოაშუშებს,
არავითარი საზღვარი და შებოჭილობა
და მხოლოდ ეჭვი, მოწანწალე და მოჯაშუშე. ეს სიჩუმეა, რომ გამიმხელს უცნობ ნარატივს,
ის, მეგზურია და უსიტყვოდ რასაც მიამბობს,
სხეულით ვიგრძნობ, მის სუნთქვაში ფეთქავს მარადი
წუთი _ მთხრობელი, გადამდები, ჩემში კიაფობს ის საუკუნე, რომ შემორჩა მხოლოდ ალბომებს,
სასაფლაოებს, პანთეონებს და მუზეუმებს
და მათ საფლავებს ქარ-წვიმები თუ დაალბობენ
და თაკარა მზე ჩამხმარ ბალახს გაუმზეურებს. ჩემი ხსოვნიდან ამოხედვა უნდა ლეონტის,
პირგამშრალია და თვალებით ითხოვს წყალ-ღვინოს,
მე კი ვიცოდი, დროო, ჩემო, დაილეოდი
და გვერდით მკვდარსაც მომისვამდი, რომ მოვალხინო. უგუმბათოა ეს ტაძარი, ათასწლეული
ოკეანეა და ტაძარი არსად მიცურავს
და წლები წლებში წვეთწვეთობით გადარწეული,
აქ მიმოდიან, გროვდებიან, ძმადშეფიცულან. აქ არი ისიც და ამ ქვების მრავალტომეულს,
ააჩურჩულებს ჩუქურთმების ჩუმი ქარაგმა,
და სემინარისტს, სამუდამოდ განმარტოებულს,
მოენატრება, მისი სუნთქვა იცნოს ქალაქმა.
 
nukriaДата: კვ, 04.05.2014, 15:39 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არ ვიცი ვინ მენატრება, მაგრამ ისე მენატრება,
რომ მუდამ ვეძებ და სახლიდან გაქცევას ვცდილობ,
სივრცეებში მომწყურდა ფრენა
და უცნობ გზებზე ხეტიალი უმისამართოდ. მე არ ვიცი ვინ მენატრება,
მაგრამ ჰაერი თითქოს მისით არის აღსავსე
და გაზაფხულის მოყვავილე ბაღს
უნებლიეთ მივყავარ სადღაც, მწვანე ბურუსში,
სადაც წარსული გასუსულა და,
მერამდენედ, ბალახივით ჩუმად ამოდის. "უცნობი მზე" 2014
 
nukriaДата: ოთხ, 07.05.2014, 22:36 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხმას ვერ მიაწვდენ,
უხმოდ,
გულში დაუძახე და გააგონებ...
შენ ხარ იგი,
არქაულ პულსს რომ აგრძელებ,
შენით ფეთქავს ყველა სიტყვა,
სულიერივით რომ მოძრაობს
და ჩრდილს არ ტოვებს... ერთვი იმ სივრცეს,
ბავშვობაში რომ დაფრინავდი
გეშინოდა დაბლა დაშვების
და ციდან ცაში ფრთების შხუილი მიგაცილებდა. ახლა ფრთები შენ სიტყვებში იმალებიან
და მიიწევენ იქით, სადაც იგი გეძახის
და სიღრმით სავსე თვალებიდან
სული გეღვრება... გენატრება მაშინდელი უწონადობა
და უსიტყვო შეგრძნებები,
მხოლოდ ფრთებს რომ ამოძრავებდნენ... მოდი ჩემთან,
ფრთები ისევ დავატოლოთ
და იქ დავბრუნდეთ,
სადაც ვიყავით;
სადაც ნატვრის გულში გავლება
გვამყოფებს ერთსულ
და ერთმანეთში ერთმანეთს ვეძებთ.
 
nukriaДата: ხუთ, 08.05.2014, 23:46 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი, სინათლე, იგი ქრება თანდათანობით,
მე მასთან ერთად და ბოლომდი ვიდრე ჩავქრები,
ამ სიმუნჯიდან სიტყვები მაქვს ამოსაკრები,
ვიდრე ხმაურმა არ წაშალა და არ მომპარა.
გასუსული ვარ და აღსავსე, როგორც დომფალა
დუმილის სუნთქვით და გაღწევას ვნატრობ გარსიდან,
ვფეთქავ უპულსოდ, პულსი სიტყვას კვლავ ესინჯება,
მე უკვე აღარ. აღარც მინდა გადავუშალო
გული არავის. ფიქრში ვცდილობ დამესიჯებას. ცრუ მეტაფორა. რიოშია, აღარ ვენდობი
და ცის ფურცელი მყოფნის ახლა და ეს ფერდობი,
ფანჯრიდან რომ ჩანს, ჩემთან ერთად და უჩემოდაც
რომ გამოჩნდება, ჩვენს სახეებს არ იმახსოვრებს,
ჩვენ კი აღარ ვართ, არ ვიყავით, აღარც ვიქნებით,
ჩვენ საბოლოოდ, იმ ერთ სიტყვად ჩამოვიქნებით,
რომელიც იყო, ახლაც მყოფობს, მარად იქნება,
ვიგულისხმებით ჩვენ ცვალებად პარადიგმებად
იმ სერიების და მწკრივების, ანუ უღლების,
დაუსრულებლად რომ გრძელდება დასაბამიდან,
მარად უცვლელი, ცვალებადი და ხელუხლები. აი, სინათლე, გუბურებში ისე ერთობა,
როგორც თვალებში, ურიცხვია და ვინ დაითვლის
მრავალენოვან სიტყვის ფუსფუსს და მის კავშირებს
ზმნასთან, გულებთან, მაჯისცემა რომ გაახშირა
ბგერათა რხევამ, მინიშნებამ, მოულოდნელმა
სიტყვამ, რომელიც ჩვენშია და თავის სახლშია?! როცა გულისხმა აღმოხდება ღამის ტკივილებს,
ბნელი ჭრილობის უნებლიე ამომკემსავი,
შუაღამისას, ბევრი ფიქრობს, ალბათ, ჩემსავით
რომ არ თენდება, არ თენდება. ნეტავ, გათენდეს!
ამ ხმით, არც ღამის მღვიმეები ამოივსება
და ამ ღმუილსაც ვეღარავინ დააპატენტებს. შენ ისევ სხვაგან, იქით, სადაც ში-თანდებული
წყდება სექტემბერს და შრიალით დაბლა ეშვება,
შენში ჩამქრალა უძილობით გაზანტებული
ღამეთა ცეცხლი, დაისვენე ძველო ფიტულო,
ჩიტის გალობა პაროლია და ორკესტრები
სინათლის კარნახს ასრულებენ უპარტიტუროდ.
 
nukriaДата: სამ, 13.05.2014, 21:27 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზოგჯერ თვითონაც არ ვიცი, ვინ ვარ,
როცა საკუთარ სურვილს ვერევი,
მე სხვა ვარ, როცა გავყურებ მყინვარს
და სულ სხვა, როცა შენ გეფერები. თანდათანობით ვშორდები ყოფას _
ცრემლისმომგვრელს და დამამცირებელს,
ამ საუკუნეს, ავსა და მყეფარს,
სისხლის წვიმები გააცილებენ. შენ იცვამ მთვარის ბოძებულ ქსოვილს
და მთვარის შუქში სუნთქავს წარსული, _
განათებული წარუშლელ ხსოვნით
და მწუხარებით _ გზის დასასრულის.
 
nukriaДата: პარ, 16.05.2014, 00:27 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორკესტრი სპილენძის ჯგუფი, მალერისთვის დაღლილ ფილტვებით
ისვენებს ფიქრში, გაურკვეველ დროში მოცურავს,
წარმოსახვაში გადამალულ სივრცით მიილტვის,
რომელიც დღესაც ალბათობით გარემოცულა. იგი ისეთი მეტყველია და მოუბარი,
სიმებიანთა და ხის ჯგუფის შემოდინებით,
ეს ვოლტორნები, ასე ერთად რომ უბერავენ,
გადასარჩენად ფლეიტის ხმას ეპოტინები. დირიჟორი ხომ ბგერებისგან არის ნაგები,
დიაპაზონით, ჟღერადობით და ტონალობით,
მხოლოდ ჰობოის ნაღვლიანი ხმით შემეგება
და ბავშვობიდან მოფრენილი შაშვის გალობით. ვიდრე ტრომბონი არ ჩამოხევს პიანოს ფარდას,
მოგეჩვენება, უცნობ ძალას ხელში ეკავე,
შენ გაიხსენებ მითიურ ლა-ს, კამერტონს მართალს
და ობოლ ბგერებს, ბარტყებივით როგორ ჩეკავენ. 29. 4. 2014
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 23:39 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა შემიძლია... მაბნევ ხმის ტემბრით,
რეგისტრის რხევით, ბგერის ხავერდით,
დიაპაზონი გაქვს იმათებრი,
ვისაც წარსულში სულს უხამებდი. ამიყოლიე, გულში ჩამხედე
და უნებლიედ გყვები სხეულით,
შენი სიმღერა ისე მამხნევებს,
როგორც ჩანჩქერში მზე ჩახვეული. გულში გავივლებ, ვინ შეედრება _
მოგუდული ხმის ასე ჩამალვას?!
შენი სიმდიდრე არის სიმდედრე
და ეჯიბრები რხევით ამ ალვას,
თმას არა, ახლა ღამეს მითეთრებ,
ისე შენში ვარ, სხვაგან აღარ ვარ...
 
nukriaДата: შაბ, 24.05.2014, 10:28 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც სკის ზუზუნს
მივუახლოვდი მაღალი ძაბვის
ფიქრს, ის მახედებს ცისკენ,
რომელიც გულში გაიხსნა... წეღან იქ ვიყავ, ახლა სხვაგან,
ოღონდ იქ არა, სადაც ვიყავ...
მტკივან მზერაში ჩამეწვეთა უფერული ცა.. ვემალები ბუფერულ სივრცეს
და ავად ვხდები,
რადგან ყოფა შენთან არ მიშვებს
და სუნთქვას მიშლის ჩაკეტილი თვალსაწიერი.. მოდი, მკერდზე ხელი შეგახო,
ისე რომ,
შენი გულისცემა გავიგონო
მონატრებულ სტაკატოსავით... მიჩვეული ვარ ჩემში ჩამალვას,
როცა სხვები ვეღარ მხედავენ,
ჩემ ფიქრს თვალს ვეღარ ადევნებენ
და ვერ სწავლობენ ნაკვთებს,
რომლებიც იცვლებიან სიტყვებთან ერთად,
ხოლო ისინი დაეძებენ გასაღწევ სივრცეს,
ზოგჯერ ბავშვივით ცელქობენ
და ისე დაფრენენ,
რომ ფრთებიც კი არ ახსენდებათ. ასეა დღესაც, ვარ ჩემში და
თავი გარეთ ვერ გავიტყუე,
უსმენს მუსიკას და მუსიკის ჰაერს სუნთქავს,
ტაქტებს შორის ისე მოძრაობს,
როგორც მე და შენ,
ერთმანეთს შორის მანძილს რომ ვზრდიდით,
ხან ვაუქმებდით,
ერთადქცევის სურვილს მივდევდით ერთმანეთში
და სასრული იწყებოდა -
ქრომატულ გამის უნებლიე ამოდინებით _
ისევ გულიდან,
საიდანაც ამოჰყავდა სუნთქვის ფრთები
და მთელი ჩვენი არსებობა წუთზე მიბმული. ხმები ყოველთვის
ერთმანეთში იბადებიან. 6. 4. 2014
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გივი ალხაზიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость