სოსო ნადირაძე - Page 85 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 07.02.2015, 21:45 | Сообщение # 841
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი და ყინვა ითმინა,
ძიძგნა სტრიქონმაც, სიტყვამაც,
და გაზაფხულმა კვირტიდან
ლექსები გამოიტანა...

კვლავ შედგა თითის წვერებზე,
ათრთოლებული ტრფობითა
და ყვავილებად ხეებზე
რითმები ააფოფინა...

შეეხო პეპლებს თითებით,
მიწას დაეყრდნო მთლიანად
და მეტაფორა მინდვრებში
მწყერივით დააფრთიანა...

ქარი და ყინვა ითმინა,
ძიძგნა სტრიქონმაც, რითმამაც,
და გაზაფხულმა კვირტიდან
ლექსები გამოიტანა..
 
nukriaДата: სამ, 10.02.2015, 01:01 | Сообщение # 842
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წვიმს აფხაზურად...
---
ეს მონატრება შემშლის და დამღლის,
ჩვენს განშორებას გამოვერიდე
და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით,
ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...

გზაა მერცხლების ამოხაზული,
მთებიც ძმებივით წამომართულან,
თბილისში მათბობს მზე აფხაზური
ზღვა კი სოხუმში ღელავს ქართულად...

ორი ძმა-კვიცი გაუხედნავი,
მხრებს მიადებენ ერთურთს კაცურად
და ცისარტყელას როცა ხედავენ
ერთხმად ამბობენ - წვიმს აფხაზურად...

ღვიძლი ძმები რომ ერთად გადარჩნენ,
რომ აგიზგიზდეს ორი სანთელი,
აფხაზი დედა ქართველ ჩვილს არწევს,
აფხაზ ჩვილს არწევს დედა ქართველი...

ეს მონატრება შემშლის და დამღლის,
ჩვენს განშორებას გამოვერიდე
და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით,
ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...
 
nukriaДата: პარ, 13.02.2015, 20:05 | Сообщение # 843
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცივია მთვარე ღამის მკერდში გამომწყვდეული,
მთვარე დაღლილი შემოდგომის შორი ძახილით,
მალე ზამთარიც აიტაცებს თეთრი სხეულით,
დრო-ჟამს გაჰყვება ცივი მეფე ყინვის მარხილით...

ჩუმი იქნება ჩემი სახლი და მთვარიანი,
ნაძვები ჩემსკენ გადმოხრიან ტოტებს თოვლიანს,
ბილიკს გაჰყვება სუსტი ქალი, თავსაფრიანი,
შეჭიდებული ყინვის გოლიათს...

გამახსენდება დათოვლილი ჩემი სოფელი,
ნისლში ჩირაღდანს გაანათებს ალბათ ბებია,
ეკლესიისკენ გაუძღვება მას ღვთისმშობელი,
მრავალი ლოცვა აღმოხდება სახესევდიანს...

გაჰყვება ბილიკს სამოთხისკენ, რომელიც უხმობს,
ცოდვას ჩაჰხედავს, როგორც უფსკრულს და გადალახავს,
პატარა მთვარე გაუნათებს სარეცელს უხმოდ
და დაასიზმრებს შვილისშვილის ღამეულ სახლ-კარს...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:54 | Сообщение # 844
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მტერი ათასჯერ
აგვიცელია,
ჩრდილოეთიდან
ქუფრავს ყინულად,
საქართველოში
მთელი წელია
გმირებს ტირიან
უკრაინულად...

კვლავ დაუნდობლად
ესვრიან ქედანს,
და რადგან ყველგან
თავს სწირავს გმირი,
უკრაინელი
შვილმკვდარი დედაც
ასე მგონია
ქართულად ტირის...

2.20.2015
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 01:56 | Сообщение # 845
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბებო, როცა შორს არის,
მენატრება ძალიან,
როცა სტუმრად გვეწვევა,
მისთვის არა მცალია.
სწავლა, ცეკვა-თამაში,
ლექსის დამახსოვრება...
ასე დატვირთულია
ციცქნა გოგოს ცხოვრება.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:35 | Сообщение # 846
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე აბალახებს სახრეთი
დღეებს კენტებს და ლუწებს,
მარნისფერია კახეთი,
ქვევრიც გულივით უცემს...
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:36 | Сообщение # 847
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
**
რა მართალია გაზაფხული
მატყუარა მარტის რტოებით...
რა სიმაღლეა
ენძელების,
ია-იების...
მზესთან ვმეგობრობ,
მიწა მიმათრევს,
ცას ვეჭიდები
და მეშინია
ჭიანჭველების...

2010წ.
 
nukriaДата: შაბ, 21.02.2015, 02:36 | Сообщение # 848
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრძნობა აღარ იბადება,
აღარც გულს ემღერება,

ჩუმი დარდი იფანტება
გამოუთქმელ ბგერებად.

ზამთრითა ვარ გათელილი,
ვერ ვიგუე სიყალბე,
ეს ლექსებიც ბავშვებივით
გზებზე გადაიღალნენ.

სული ფიქრით დავიმძიმე,
ცრემლებს ჩუმად ვარიგებ,
ეს ბაღებიც მტანჯველ წვიმებს
ვეღარ გამოვარიდე.

გაგიჟებულ, დაღლილ სხეულს
ვერ ამოვდე სადავე,
ეს თვალებიც მარადიულ
გაოცებას მალავენ.

უკვე ქარიც შემეჩვია,
მალე ყინვაც დამაზრობს,
ლექსი - ჩემი ეკლესია
თავშესაფარს მთავაზობს!!!
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:29 | Сообщение # 849
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირგაზაფხულო, სისხლიანი დაგხვდა ქუჩები,
მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან,
არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები,
არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა...

გახსენი გული, სხვა თაობა მოდის ძლიერი,
ადიდებული ჩანჩქერები კლდეეებს შემოჰკარ,
როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები,
თვითონ არ ნახე, ყვავილები, როგორ შვენოდათ?

ფრინველებს უთხარ ცას მოედონ, როგორც მტრედები,
თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი,
ნუ ატირდები, უიმედოდ ნუ შეჩერდები,
მოდის თაობა გადარჩენის დღისთვის შობილი...

როგორ იტევდა ისტორია ამდენ ჰეროდეს?!
ის სისხლიანი ღამეც დაგრჩა გაუთეველი,
მაგრამ სამშობლოვ, სევდიანო, მინდა გჯეროდეს,
მოვა აპრილი, როგორც ქრისტე ნაზარეველი...
 
nukriaДата: პარ, 06.03.2015, 02:03 | Сообщение # 850
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ჩემი ლექსის სუნთქვა მაშინებს,
ისე სუსტია და ნაღვლიანი,
ვგრძნობ კალმის წვერით,როგორ ვამძიმებ,
ან როგორ ვაკრთობ ფურცლის შრიალით...

ის ჯერ მუნჯია, უმწეო ბავშვი,
ლურჯი სინათლე უდგას თვალებში,
მე კი ვინ იცის, რა მძიმედ დავსჯი
ჩემი სულის და კალმის თარეშით..

მერე კი მზერით ვაცილებ ნელა
და ვცდილობ ფურცელს გავუზიარო,
თუ როგორ იდგამს ბავშვივით ენას,
ან რა ტაატით იწყებს სიარულს...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость