სოსო ნადირაძე - Page 83 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 03.01.2015, 02:45 | Сообщение # 821
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თბილისს

როგორ მინდოდა...
შენზე მელოცა
მაგრამ ცოდვილმა
ხმა ვერ დავძარი,
მთაზე დარჩენილ...
ნოეს კიდობანს,
მოჰგავს ყოველი
შენი ტაძარი...

თუ ხოხობს სტკივა,
თბილისსაც სტკივა
აქ არის მეფეც,
თავის ამალით,
ბებერ მტკვარს
მტკიცედ შეუკრავს
ტივად,
შენი წარსული
და მომავალი

კვლავ შეშინებულ
მუდარას ვისმენ,
ეს არ უხდება
ქალაქს სატახტეს
თბილისი ქიმზე
შემდგარა ისევ
რომ ყველას თვალწინ
მტკვარში გადახტეს.
---------------------------------

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
------------------------

ახლა მარტია

ახლა მარტია, ისე ვფიქრობ თითქოს დავბერდი
და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ,
მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით
და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.

ახლა მარტია, დამიჯერე, ჯერ არ ნახულა,
ჩემი სარკმელი, ასე ლურჯი, ასე ციმციმა,
ნეტა ვიცოდე ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა,
რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა.

ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით,
ერთი ნუგეშით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით,
შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი,
რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით...
---------------------------

ძაღლი გრანიტი

სოფელს დარაჯობს ძაღლი "გრანიტი ",
ენით ილოკავს თათებს ქონიანს
და სახურავის ყველა კრამიტი,
სახლის მშიერი ენა ჰგონია...

რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,
ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს,
მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს
კრამიტის ენით ალაპარაკებს!
------------------------

შემოდგომა

რადგან დაეტყოთ სიყვითლე ტყეებს,
რადგან გაუცვდათ ფერი ბალახებს,
დგას შემოდგომა და მწვანე დღეებს
თავის ოქროსფერ სკივრში ალაგებს...

ისე ეხება ლერწების გრეხილს,
ვერ გამიგია, ზვრებს რომ გავყურებ,
მწიფე ყურძენს წყვეტს ნეტავი გლეხი,
თუ შემოდგომას პარავს საყურეს?!
 
nukriaДата: ორ, 05.01.2015, 01:26 | Сообщение # 822
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩა და ტანგო

ერთი ვარსკვლავი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...

თურმე გზა არის არც ისე შორი,
ქუჩაა ტანგო, აუ, რა ნელი,
და ვცხოვრობ ასე პოეტებს შორის,
ჩემი ლექსივით აუტანელი...

ხვადი მგლებივით არა ვართ მარტო,
ღობე - ყორეებს კლანჭით ვეცემით,
და პოეტებიც ჩვენს ციცქნა ფართობს
შემოვინიშნავთ ხოლმე ლექსებით...

ოდისევსივით არ სძინავს სოფელს,
ვგრძნობ ქალის სურნელსს, როგორც სახსოვარს...
ნეტავი მთვარეს - ჩემს პენელოპეს,
ვარსკვლავები ვინ შემოაქსოვა?

ერთი მნათობი მათბობს და მართობს,
რომ გამეღიმა იგრძნო იმანაც,
მე ხმელი პურიც მეყოფა სარჩოდ
და პოეზიის მცირე ნირვანაც...
 
nukriaДата: ოთხ, 07.01.2015, 21:15 | Сообщение # 823
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის?
სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ,
მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი,
მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?!

ბილიკს მივყვები ისევ და ისევ,
ფიქრი მაქვს საგზლად - სადღეღამისო,
მე ღმერთი ზეცას ვარსკვლავით მივსებს,
სხვა უკეთესით რითი ამივსოს?!

ათასი ჩიტის გალობა ისმის,
არ ჩაუვლია მწყემსს უტარიგოდ,
ღმერთი უთვალავ ყვავილებს მიზრდის,
და ბედნიერი როგორ არ ვიყო?!

თქვენ როგორ ფიქრობთ, აუგი მეთქმის?
სარკმელში ფიქრობს დღე უპასუხოდ,
მე ყოველ დილით მზეს მჩუქნის ღმერთი,
მეტი რა გინდა კაცს, რომ გაჩუქონ?!
 
nukriaДата: ოთხ, 07.01.2015, 21:17 | Сообщение # 824
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გილოცავთ შობას! (ვუძღვნი ყველა მეგობარს!)

შობამან შენმან,ქრისტე ღმერთო,
გვიშვა ნათელი...
შობამან შენმან,ღმერთო ერთო,
გვკურნა ნათელნი....
შობამან შენმან,ერთადერთო,
ხელში აგვიხვნა...
შობამან შენმან, ჩვენ, საგრდემლო
კარნი გაგვიხვნა...
შობამან შენმან, ძევ ღმრთისავ და
მამავ! ყოველგნით
მოგვყარე მუხლად, პირჯვრისწერით,
ცოდვათმგროვებნი,
მოგვმადლე სულის შესაშველო
კურნება უძღებთ -
მათაც,კვლავ, კაცთა,
უსაშველოს რომ ვეღარ ვუძლებთ....
ხედავ? სანთლებით გავანათეთ
სული - სარკმელი,
მოწყალე თვალით,გადაგვისვი
უღირსთ ,თავს - ხელი,
რომ ჩვენს გულებშიც,ვით ბაგაში,
იშვას მძლეველი,
ჩვენივ ცოდვებით გაცემული ნაზარეველი...
დიდ არს სახელი,
დღესაც სძლიე უარმყოფელსა,
იშვი , იესო! -
ვიხარებდეთ ორივ სოფელსა!
მოწყალებისა,მოწყალეო,
კარნი გაგვიხსენ-
მარადიული სიყვარულის
არსი აგვიხსენ-
შობამან შენმან,ქრისტე ღმერთო-
ღმერთო-იესო!

06.01.2015. ღრიანკალი
 
nukriaДата: შაბ, 10.01.2015, 14:30 | Сообщение # 825
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კალამი

კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები...

შენი თეატრი მიატოვეს და უდასოა,
ახლა მინდორში გამოხვედი სახეტიალოდ,
თითო ფოთოლი თუ ანბანის თითო ასოა,
მაშინ ლექსია ყოველი ხის მწვანედ შრიალი...

სასაცილო ხარ, ქარი გითვლის უკვე ნაოჭებს,
და შემოდგომა ყვითელ ნაცარს გაყრის მუჭებით,
ქუჩა ხე არის, შენ ფოთოლი და რომ არ მოწყდე,
მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ებღაუჭები...

ქალაქს ციმციმა ნათურებით შენს წინ შესვამენ
ვარსკვლავის ცეცხლზე მოზეიმე შმაგი დევები,
უცნაურ მთვარეს დარაჯობენ დღემდე შენსავით,
ლექსები, შენზე დაღლილები ღამისთევებით.

ფურცლებზე ტანჯვით გადაწერე სულმა რაც ზიდა,
მხურვალე მზეა ცრემლიანი მიწის საშრობი,
და გული გწყდება, რომ ლექსები ისე გაზრდილან
ნაკვალევიც კი აღარ დაგრჩა მათი ბავშვობის...

ამ ქუჩამ იმ გზას საბოლოოდ ისე დაჰკივლა,
დაფრთხენ კენჭები - ეზოების ლაწირაკები,
ახლა შენც ქარის უხილავი ნაწილაკი ხარ
გარშემორტყმული უხილავი ნაწილაკებით...

გაქრა, წავიდა სიჭაბუკის წვა და აზარტი,
უნდა დატოვო, გზებზე მარტო უნდა აენთნონ,
შუქნიშნებივით ლექსებს ქარში გააქვთ ზანზარი,
ცრემლის ხაზს ხედავთ განწირულნი უერთმანეთოდ.

თვალის გახელაც ვერ მოასწრე ისე შებინდდა,
მიწასაც თითქოს უკვე გასძვრა ქანცი წრებრუნვით,
იმდენი მძიმე ლექსი მოგტყდა უკვე მხრებიდან,
რომ ახლა ლექსის ლოდებს უცქერ განცვიფრებული...

სამყარო შუბს და ქარის წისქვილს ვეღარ შორდება.
უკვე შენც ქართულ - ლამანჩურად აგებ დიალოგს,
ეკლიან ტანზე დაგღმუიან ქარდიდობები,
გზაც ჯამბაზივით ქარის ფსკერზე დახეტიალობს.

კალამი - გულში ამოჭრილი კბილი სარძევე,
მელანი, ლურჯი გზა, რომელსაც ვეღარ ერევი,
დიდი ხანია მოსვენებას აღარ გაძლევენ
ლექსები - რითმად დაწყვეტილი შენი ნერვები.

***

ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით,
მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით,
არ გაგწირავენ ჩემი ლექსები,
არც არასოდეს მიგატოვებენ..

მერე რა, თუკი დამიძახებენ,
გამოვეწყობი მაინც საშენოდ,
მერე ლექსებში გადავსახლდები,
რომ წიგნებიდან არ მოგასვენო.

დავრჩებით მაინც ბედის ურჩები,
გინდა ჩამთავრდეს ჩვენი იწილო,
მე არასოდეს მოვიღუშები,
შენც ეგ ღიმილი არ მოიცილო...

ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით,
მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით,
არ გაგწირავენ ჩემი ლექსები,
არც არასოდეს მიგატოვებენ..
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:09 | Сообщение # 826
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი ბანქოს კაცი

ისევ არ ჩერდება ხელში კამათელი,
ასჯერ გავაგორე უკვე ორი იაქი,
ის რაც უნებურად სტრიქონს დავაკელი,
მექცა მარადიულ ტანჯვა - ფორიაქად...

მე და ჩემი ლექსი - ორი მოთამაშე,
ორი ყომარბაზი, ორი ბანქოს კაცი,
თავანს ჩავდივართ და სულ სიცოცხლეს ვაგებთ,
ასე შეუმჩნევლად, ასე ნაწილ - ნაწილ...

---------

ორი შეშლილი

ერთად დადიან!-
-იტყვის მავანი
და გვერდს ჩაუვლის
ორი შეშლილი-
-ლექსი, ჩემსავით
ამპარტავანი,
მე, სუსტი ყველა
ჩემი ლექსივით.

სარკესთან ისევ
პირისპირ დავრჩი,
როგორ დამეტყო
შფოთი და დაღლა,
ვერ მოვიშორე
მათხოვრის ჩაჩი,
ვერ მოვიშუშე
მასხარის დამღა...

ნეტავი ცოტაც
გამაძლებინა,
ზაფხული ქშინავს
სიცხის დილემით,
ლარზე გაბმული
ნაგაზებივით
წრეებს უვლიან
სახლებს ჩრდილები...

სულ პაწაწინა
ლაქა ვარ მელნის,
ისევ ღრუბლიან
ფურცლებს ვეჩვევი,
გალუმპული მაქვს
წვიმებით მხრები
და გუბეები
დამაქვს პეშვებით....

ბილიკს შეაცვდა
ჩემი ღიმილი,
მაკრთობს საწუთროს
სახე ტიალი,
და მონანიე
პილიგრიმივით
ლექსიდან ლექსში
დავხეტიალობ...

შრიალებს პალმა
თუ პაპირუსი,
ზღვა ღელავს,
როგორც ლექსის
სტრიქონი
და ცდილობს ტალღა
სანაპიროზე
ყველაზე ძველი
კენჭი იპოვოს.

ცაზე მთვარეა
- ღამის არაბი,
თეთრი ცხენით და
ცხელი მითებით,
ვარსკვლავებს შორის
თრთოლვით გავაბი
ლექსები - ჩემი
ბეწვის ხიდები...

შენიღბულია
ისევ დარბაზი,
ისევ ღიმილი
მტკივა ბაგეზე
და შიშით ხელში,
როგორც ჯამბაზი,
ისე გავდივარ
სიტყვის ბაგირზე.
 
nukriaДата: კვ, 11.01.2015, 15:12 | Сообщение # 827
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საუბარი როსტომ ჩხეიძესთან

ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,
ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს
ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,
სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,
ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,
ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.

უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,
უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,
ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,
ახლა პატარა სიოც მერევა.

რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები,
დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
მოჩვენებითი ბედნიერებით,
გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
-----

ორეულს

ჩვენ ერთმანეთის ჩრდილს გავექეცით,
ჩვენ ერთმანეთის ლანდი დავტოვეთ
და შეძახილი: - დროზე შეჩერდით!-
რეფრენად გასდევს ჩვენს სიმარტოვეს...

ჩემგან წასული გვიან შეგნიშნე,
ჩემო სუნთქვავ და ჩემო ნაწილო
და ხელებს ვიწვდით ერთმანეთისკენ,
რომ ჩვენი ჩრდილი გადავარჩინოთ...

მე შენ გაწამებ, შენ მე მაწამებ
და ერთმანეთის ცრემლებს ვაგროვებთ
და ერთმანეთის ტკივილს ვაჯამებთ,
როგორც სტრიქონებს და მეტაფორებს...

ერთ მიწაში გვაქვს მაინც ფესვები
და კითხვა გვთანგავს გულისწამღები,
მე რომ ვმაღლდები, შენ რად ეცემი?
მე რად ვეცემი შენ რომ მაღლდები?

და როცა გვიპყრობს სასოწარკვეთა,
ვცდილობთ მანძილით შემოვიზღუდოთ,
ერთად მივდივართ მერე სარკესთან
და ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ...
 
nukriaДата: ორ, 12.01.2015, 00:59 | Сообщение # 828
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის ღამე უნდა თეთრად მეთია,
იქ ვარსკვლავები იყვნენ მცველები,
ცივ სამარეში ვერ ჩაეტია
და სახლში დარჩა დედას ხელები...

ღამეს ვჭვრეტ მთვარის თასით გალეშილს
და ემატება ტკივილს ტკივილი,
ვერ ჩაეტია ცივ სამარეში
და სახლში დარჩა დედას ღიმილი...

მხრებით ტკივილი მიმაქვს ქარიქარ,
ცივ სასახლეში გამოხვეული,
ვერ გაეტია ჩახსნილ კარიდან
და სახლში დარჩა დედას სხეული...

ბორცვი მარტოა ახლა სრულიად,
და მეც მშვიდი ვარ ახლა სრულებით
და რადგან სახლი დედის სულია
მათბობს საკმევლის ნელი სურნელით...
 
nukriaДата: ორ, 19.01.2015, 15:40 | Сообщение # 829
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან,
გზა და გზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს. მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან,
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
---
ახლა მარტია ახლა მარტია, ისე ვფიქრობ, თითქოს დავბერდი
და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ,
მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით
და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს. ახლა მარტია, დამიჯერე ჯერ არ ნახულა,
ჩემი სარკმელი ასე ლურჯი,ასე ციმციმა,
ნეტა ვიცოდე, ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა,
რომელ ბუდეში,რომელ ტოტზე გამოიძინა? ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით,
ერთი ნუგეშით,ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით,
შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი,
რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით...
 
nukriaДата: სამ, 20.01.2015, 20:51 | Сообщение # 830
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვისმენ ჩურჩულით
აღვლენილ ბგერებს,
ცისა და კაცის
საოცარ ნაზავს,
დგას სამრეკლოსთან
მოხუცი ბერი
და მაჯისცემას
უსინჯავს ტაძარს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » სოსო ნადირაძე
ძებნა:

მოგესალმები Гость