მურმან ლებანიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
მურმან ლებანიძე
nukriaДата: სამ, 05.06.2012, 16:16 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მარაკები შლიდნენ ბალახს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ,რომელიღაც ბალახს
უცებ ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა,
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის-ცისფერ ანუ თეთრის,-
სუნი- საზოგადოდ ქალის,
სუნი-საზოგადოდ მდედრის........
ღმერთო!ღმერთო!მე სულ ველი სიკვდილს-
შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო.
 
nukriaДата: სამ, 05.06.2012, 17:26 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

არ მიყვარს კაცი(ვარ ლაჩრის ძირში)
ვის თავის თავი გმირად გამოჰყავს,
მტერს შეუკურთხებს,შედრკება ჭირში
და ფურთხს თავისას თვითვე ალოკავს.

მე რომ ძვირში ვარ ლაჩრის და მხუთრის,
ეგ თავისთავად,მაგრამ სხვაც ღუპავს,
ბრალი მისი რომ ალოკვა ფურთხის
ვინც დაავალა ,მასაც არ უყვარს.
 
nukriaДата: ოთხ, 04.07.2012, 17:04 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას

გურამ!
ახალციხესთან ტბა ყოფილა-
მე რა ვიცოდი!
გურამ!
ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა,
მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა,
მე რა ვიცოდი!
... და სანადიროდ,
საკალმახოდ, ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასოდეს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი!
"ნელი ტანგოა" ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მკითხეს!..
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
"გურამი დამხრჩვალაო", -
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს...
აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი...
გურამ! შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -
შენს კისერს უგავს
კისერი - მშვილდი!
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 16:49 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის
მადონა ნორჩი,
ამიმხედრდება
შენი ერთი დანახვით სისხლი,
დ მერე, როცა
გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი
ხოლო შენ მორცხვად
შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი,
განუზომელი
ნეტარების
მოლოდინით მევსება ხორცი...

ო, უტკბილესო!
ტიტანური შთამბერე ძალი!
მინდა დაგწვდე და
აგიტაცო უეცრად ცაში,
მინდა ვიყვირო:
-"საოცრება! შეხედეთ! ქალი!"-
მაგრამ ბნელდება
და ხორხოცით, გრგვინვით და ტაშით
მიეჩქარება
უფსკრულებში
დამსხვრული ხორცი და ძვალი.
 
nukriaДата: ოთხ, 18.07.2012, 22:34 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთარ ჭელიძეს

გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია,
თიბათვეში, გასთიბავენ და _ თივა.
ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _
ოთარ, გული მტკივა.
გული მტკივა, მომაშველე რამე,
შემახსენე საზიარო სიყრმე,
მომატყუე, რომ შორსაა ღამე,
ხალისიან საღებავებს მიხმე.
შენც გჭირდება, ძმაო, ჩემი ხელი,
მეც მჭირდება, მომიფინო წყლული.
ისევ შენ და ისევ შენი ცხელი,
მტკივანი და უღალატო გული!
მე ვიგონებ ფიროსმანის ქუჩას,
პირველ ლექსს და ცაში პირველ ფრენას
მზეგარეულ დღეებს ერთიმუჭას
და ცალთვალა შენს პაწია სენაკს.
გავლილია წუთისოფლის ბინდი,
ავლილია მოქანავე კიბე _

გიხაროდეს, ოქროს ზვირთში ცხონდი,
აღმართ-აღმართ მწიფე ლექსი ჰკრიფე!
დაღმართ-დაღმართ ვეშურებით ახლა,
ძირს მოვყვებით მზის ჩასვლისას ქუჩებს,
და ერთ-ერთი, ვიცი, ასწევს მაღლა
ყვავილებით დამძიმებულ ჭურჭელს.
ჯერ კი მაინც მზე დაგვღუის ციდან,
დაბადებით პირდაპირს და ჯიუტს
თავდაღმართშიც გაგაგონო მინდა:

“ტია-ტია, ტიუ-ტიუ-ტიუ”.
დაგეკარგო უნდა ორი კვირით,
მოგიტანო მოძებნილი ხმები,
მომაგებო საკოცნელი პირი,
მოგიშვირო ჭლექიანი ყბები...
შეცდომაზე გვისწავლია, ოთარ,
უშეცდომოდ არ გვივლია გზები,
კი გვწყენია ერთმანეთის ცოტა _
გავწმენდილვართ, დავრჩენლივათ ძმები...

გაზაფხულზე ყაყაჩო _ ყვავილია,
თიბათვეში, გასთიბავენ _ თივა.
ყვავილობა, იცოდე, ჩავლილია _
ოთარ, გული მტკივა.


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 18.07.2012, 22:36
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:58 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯიხვი - ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასის პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის -
წითელ-
ფეხება მტრედებო?!
 
nukriaДата: ოთხ, 08.08.2012, 02:55 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლეგენდად დარჩეს!

გალაკტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაკტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაკტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაკტიონი
და ორთავე ატირებულა, ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!
 
nukriaДата: კვ, 19.08.2012, 21:54 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!

რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!" -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: "მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე".
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
"ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!" -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
"პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას გვასწავლის შოთაც!" -
არ დაეთანხმა ირაკლის
და იუარა გოგლამ:
"სად სიყრმე ყირაყირა ჰქრის,
იქ სიბრძნემ ლექსი მოკლა!
პოეტს ჯერ სიმხნე სჭირდება,
მყვირალობა და ბუკი!
ლექსს ვინ მისცაო დიდება
გარეშე სიჭაბუკის!"
სიმონმა გოგლას ღიმილი
ჰკადრა და მოჰყვა სწრაფად:
"პოეტს სჭირდება ტკივილი,
პოეტს სჭირდება ჯაფა,
სჭირდება ვრცელი გზაშარა,
ბევრი წვა, ბევრი ფიქრი,
ინტელექტი და განსწავლა,
მწიგნობრობა და წიგნი!"
სუროში შაშვმა დასტვინა,
მზე შუბისტარზე იდგა,
ვრცლად აღარავინ არ ცდილა,
მოკლედ მრავალი ითქვა.
თან კვერს უკრავდნენ ირაკლის,
თან თაკილობდნენ თმობას -
მუხრანმა: "გრძნობა სიახლის!"
გრიგოლმა: "ფორმის გრძნობა!"
ალიომ: "მხოლოდ იდეა!"
(კოლაუ იდგა განზე...)
კარლომ თქვა: "საქმე ჰკიდია
წერასთან ერთად ფხაზე!"
სთქვა მარგიანმა: "მარილი
მთავარიაო სვანში!"
სთქვა ნონეშვილმა: "ყვარელი
და სტუდენტობის ტაში!"
თავისთვის იჯდა ჩრდილში,
არას იტყოდა ანა...
- ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! -
გალაკტიონმა ბრძანა..
 
nukriaДата: კვ, 19.08.2012, 21:55 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;

ყველაფერი წამიგია _
მეგობრები მაკლდება.

ბრაუნინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან _
მშვენიერად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება _
წასულან და წასულან!

და დღეები გადის ზანტად,
ღამეები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო _
რაც მომხვდება, ვიყვირო..
 
nukriaДата: კვ, 19.08.2012, 21:57 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
როგორ არ არის
ეს შენი ძალა,
მე რომ წარბშეკვრით
ჩამეცინება!
მე რომ შენ გამო,
ჭრილობას ვმალავ,
შენ რომ(მძინარის)
იმედით მჭვალავ
და მე რომ
შენგნით
არ მეძინება!
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость