მურმან ლებანიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
მურმან ლებანიძე
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:21 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარეველა
ელეგანტურად,
ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს,
სიხალისეს, სიხარულს ნერგავს, _
შეხე მკაცრს, ძვირფას
შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის,
სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს _ კი, ბატონო!
კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას _ ჯიშით, ჯურით
ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს
ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც
ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის
ხსენებაზე ყორანი ჩხავის, _
რიყეში ვარ და
გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად,
რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის _
ცოდვაა სწორედ _
სარეველა ყაყაჩოს ერქვას!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:23 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეშინია!
ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:23 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მახსოვს!
სოსო იორამაშვილის ხსოვნას


ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო _
მახსოვს!
შენი დათვისისხლა შავი ღვინო _
მახსოვს!
შენგან მოძღვნილი არყის ბოცო _
მახსოვს!
შენგან მოწვდილი ტახის ხორცი _
მახსოვს!
იორ-მუღანლოში სადილობა _
მახსოვს!
შენ რომ შემაყვარე ნადირობა _
მახსოვს!
შენ რომ ლელიანის კატა მაპოვნინე _
მახსოვს!
შენ არ ესროლე და მე რომ მასროლინე _
მახსოვს!
მე რომ პირველი ხოხბით გავიხარე _
მახსოვს!
შენ რომ დაიხარე და აიყვანე _
მახსოვს!
ივრის ჭალები აქოჩრილი _
მახსოვს!
ეგ მხრები ბრეზენტით გაკოჭილი _
მახსოვს!
მზისგან დამწვარი გორმახები _
მახსოვს!
შენი თათარი ყონაღები _
მახსოვს!
ბოლო ხანებში გვეღლებოდი _
მახსოვს!
მახსოვს, ხელიდან გვეცლებოდი _
მახსოვს!
`მეც ვბერდები და ძაღლიც ბერდებაო~, _
მახსოვს!
`ჰაუ, რანაირად თენდებაო!~ _
მახსოვს!
ლექსებს მიკითხავდი კოცონთან _
მახსოვს!
ეს ოთხი სტრიქონი მოგწონდა _
მახსოვს!

`გახედე: კახეთი! დამსკდარა ატამი,
რა მალე მოვიდა აგვისტოს პირველი.
გარეულ ჭალებში ტრიალებს ქათამი,
ჭაობში იხვია მოწყენით მზირველი~...
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 22:24 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...
ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
_ ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი...
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი _
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
_ საქართველოში??? _ ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი...
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:12 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იმერეთი

უდროო დროს ქოხმახის გაღვიძება,
“მასპინძელო!” – როგორც თოფის დაკვრა;
ხვევნა, კოცნა, ათასი დაფიცება,
ლაფაროში მაინც ქათმის დაკვლა.

უცებ – წყვილი ნაღვერდალი აკვნიდან!
უფლის ცრემლის ყავრიდან ღაპაღუპი . . .
სველი ცეცხლი, წუთში “ქუხნა-სახლიდან”
მჭადისმცხობლის ხელების ტყაპატყუპი.

ტკბილო რაჭავ, ჯრუჭს გადაღმა ჩემი ხარ!
წერეთლისას ვსვამ ქიმიურ მაჭარს . . .
იმერეთო! მაინც შენ მირჩევნიხარ
კარზე ბოქლომდაკიდებულ რაჭას!
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:12 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
მეტეხის კლდეში სწერია
ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
– რა უფრო მშვენიერია:
დიაცი – უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი – აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი – ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი –
გაუღვიძებლად მძინარე?!
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:13 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
უპირველესად ვაღმერთებ ქართველს,
მას მერე – ვისიც რამდენი მმართებს:
ქურთსა თუ სომეხს, რუსსა თუ თათარს –
ამის უფლებას მე ვინ წამართმევს!

სად ყოვლიერი გადატრუსულა
და რუხი ჩაგრავს მხიარულ ფერებს,
– გურუზინ? – თათარი მკითხავს რუსულად
და მიმასწავლის საკურდღლე სერებს.

წყვილ ვაზნას მივცემ ჩემს ახალ ყონაღს –
“ფეშქეშ!” – და თვალებს მიშტერებს ნდობით.
დატოვებს ცხვარს და გადვივლით გორმახს,
ავუხმაურებ სამშობლოს თოფით . . .

მინდა, ეს ლელი ლერწმად გავთალო,
სალამურსავით ჩავბერო ყელში . . .
“ხოშ გელდი!” ძმა ხარ, ჩემო თათარო!
ერთ ბედქვეშა ვართ აზიის ტყეში!
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:14 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ერთი კაცი ხშირად ხმარობს
“რამეთუს” და “ეგზომს”
ტყვილა წერს და ტყვილა წვალობს –
ქართულ სიტყვას ვერ გრძნობს.

კაცი, თუკი მელექსეა,
მდარეც იყოს თუნდა,
ენა – უპირველესია,
ეს ახსოვდეს უნდა!

წერს: “არ ვამბობ, რომ ერთი ვარ!”
წერს: “რამეთუ ვლექსობ,
მაშასადამე, პოეტი ვარ!” და
იქვე დასძენს: “ეგზომ!”

წერეთ, ძამა, არ შეფერხდეთ
ქაღალდით და მელნით . . .
მარკებს უნდა აწებებდეთ
მაგისთანა ენით!
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:15 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოგრა გახდება – შირაზის შუშა!
(ტრპტიხი)


“გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,
რაგინდ მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს!”
საიათნოვა

– 1 –
ეს საიათნოვა ძველმოდურს ბზუის,
არ ვიცი, სცდება, არ ვიცი, სტყუის:
გულუბრყვილობა მაკვირვებს სომხის,
შეცდომა მიკვირს სომხური ჭკუის!

შენ, არუთინავ, ერეკლეს ხიზნობ,
ერეკლეს დროში სამართალს ფხისლობ,
“არ გახდებაო შირაზის შუშა!” –
დროებას ჩემსას ნაკლებად იცნობ!

ხარ, საიათნოვავ, ხემწიფის მუშად,
მაგრამ გეშლება! – ჩვენი შეტყობით,
გოგრა გახდება შირაზის შუშად
დიდთა გვამთაგან ხელის შეწყობით!

ჟღერს საზანდარი სომხური ჭკუის,
არ ვიცი, სცდება, არ ვიცი, სტყუის,
გოგრაზე ჰყვება: შირაზის შუშად
არ გახდებაო! – თავისას ბზუის!

– 2 –
ჭკვიან სომეხს ჰკითხავს უსტა-მურმანი
და პასუხში ეძებს თვისას დასაყრდენს:
“საიათნოვავ. შეიძლება თუ არა, –
ვირისთავი – ორაგულად გასაღეს?!”

“არხეინად! მაგის მეტი რა ვიცით!
თქვენ თქვენს დროში, ჩვენ ჩვენსაში დავიწვით!”
უპასუხებს უსტა-მურმანს ალერსით
საიათნოვა და განაგრძობს ხალისით:

“ვირისთავი, ლანგარზე რომ გაჩაღდეს
მაშარაფით, ლამპით, დაფნის რტოებით,
შეიძლება – ორაგულად გასაღდეს,
ეს კი არის, – გასაღდება დროებით!

ხოლო ესრეთ იცის დროის დინებამ, –
არ იქნება თვალხილული ამოწყდეს,
არ მომხდარა, პირში არ თქვას გინება,
ერთი ვინმე ჯეილი არ გამოჩნდეს!

იტყვის: – ხალხო ტყვილა მღერით ჰარალეს!
მართალია, ლანგარზე არ ჰყვირისო,
ხატი-რჯული, ორაგული არ არის,
ეგ, ბატონო, თავი გახლავთ ვირისო! –

და დუნიაც წუთში აყაყანდება,
ხელს მიაშვერს: თუ არ გჯერათ, აჰანდე!
ვირისთავი – ორაგულად საღდება!
სად ვიყათო, სად ვიყათო აქამდე! –

ერთი სიტყვით, ლანგარზე რომ გაჩაღდეს
ვირისთავი, მდოგვით, დაფნის რტოებით,
შეიძლება ორაგულად გასაღდეს –
ეს კი არის, გასაღდება დროებით!”

– 3 –
მესამე ლექსი აქედან დასკვნად:
დრო მოვალს როსმე ღრუბლის ხროვებით –
გოგრა გოგრადვე დარჩება საწყლად,
შირაზის შუშად თუ გახდება,
მხოლოდ დროებით!

ყოველი შრომა ჩაგვივლის ფუჭად
და ცდა ყოველი – ამაოებით,
გოგრა გახდება შირაზის შუშად –
დროებით მხოლოდ! – ღმერთი-რჯული,
მხოლოდ დროებით!

ეს დიალოგი ბევრჯერ ამტყდარა
და ვირისთავიც დაფნის რტოებით
ბევრჯერ მოურთავთ – გოგრაც გამხდარა
შირაზის შუშად – ხატი-რჯული,
მხოლოდ დროებით!
 
nukriaДата: ორ, 15.10.2012, 21:15 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ასი მუტრუკი
მისევია ერთ ნამდვილ პოეტს...

ასი მუტრუკი
მისევია ერთ ნამდვილ პოეტს,
რა ჰქნას პოეტმა,
სიცოცხლის აზრს ის ლექსში ჰპოებს,
ხოლო ეს ხალხი, _
მუტრუკების ეს მყრალი ჯოგი
(წარმოიდგინეთ,
ლექსისმაგვარს წერს კიდეც ზოგი!), _
სიხარულს ჰპოებს
პოეტების გამწარებაში _
პოეტი გახლავს
ცით და მიწით დამწვარი ბავშვი.
რა ჰქნას პოეტმა,
ის ტანჯვის გზით სიხარულს ჰპოებს,
ღმერთო, მოხედე,
შეძლება და გაძლება მოეც!
ასი მუტრუკი
მისევია ერთ ნამდვილ პოეტს!
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость