მურმან ლებანიძე - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
მურმან ლებანიძე
nukriaДата: ოთხ, 15.01.2014, 23:33 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლადო

კორტოხზე პურის ძნა,
ჭალის ყანებში მარტო -
ჩემი უფროსი ძმა,
ჩემი ლადო.

სიმინდი იდგა ტყედ -
სვრელი გაჰქონდა ფართო,
ყანას თოხნიდა მხნედ
ჩემი ლადო.

სამხარი ჩავუტანე ჩრდილში,
ღვინო დაგვიწყნია რადო?
ლექსი წავუკითხე შიშით
ლადოს.

მითხრა: "ბევრი წერსო ლექსს!
უნდა ოც წელიწადს რანდო.
სახლში წაიძღვანო თხებს!" -
ლადომ.

ცრემლი მომებჯინა ყელში:
- ვითომ რატომ?!
შენ ვის დაუწუნე ლექსი,
ბიჭო, ლადო!

ბექიდან ბელტები ხვდება,
ბელტს ეძებს:
"შეშლილხარ მთლადო!"
იცინის, სიცილით კვდება
ჩემი ლადო.

. . . სოფლისკენ მივდენი თხებს
და პირველ ლექსებზე ვდარდობ:
ჭალიდან თავის სიგრძე ხელს
მიქნევს ლადო . . .

კორტოხზე პურის ძნა,
ჭალის ყანაში მარტო -
ჩემი უფროსი ძმა,
ჩემი ლადო.

სიმინდი აუშლია ტყედ,
წინ სვრელი მიუძღვის ფართო.
სველ მიწას შემოიყრის ზედ
შიშველ ფეხებზე ლადო.

ვაი, შე დიდფეხა, შენ!
ვაი, შე დიდგულა ლადო!
რა მიწა გაგარილებს შენ,
მაგ შენი ფეხების პატრონს!

ოი, შე ქილიკა, შენ!
ოი, შე ლექსების ჯადო!
ცოტა გავიზარდო ჯერ,
ბიჭო, ლადო!

ბარდნალას მივდენი თხებს
და ლადოს სიმაღლეს ვნატრობ . . .
ჭალიდან თავის სიგრძე ხელს
მიქნევს და მიცინის ლადო.
 
nukriaДата: პარ, 31.01.2014, 20:19 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელთ ერბო-კვერცხი მოგვიწვი,
სათვალით კერავ გობანს.
მე შენი სიმხნე რომ ვიცი,
იქმოდი ლელაობას.

მაგრამ ვერა ჰქმენ, ცხადია,
ქმარ-შვილსღა შეგვრჩი, ლელავ,
შენ ჩემო ცოლო, გადიავ,
დაო, ძმაო და ყველავ
 
nukriaДата: პარ, 31.01.2014, 21:09 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით

და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,_
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა, გათეთრდა, გალურჯდა, გაყვითლდა,_
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა -
გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით
და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა,
უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო;
იცოდა გოგონამ_ რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა _ ლექსში რაც არ იყო...

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდრა,
ის – სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული,
იყო _ რა დიდი და იყო _ რა პატარა!
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული.....

მურმან ლებანიძე
 
nukriaДата: სამ, 04.02.2014, 22:26 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რომ მოვმკვდარიყავ თბილისში ადრე,
მე დამმარხავდნენ, ალბად ჩანგებით
და წამიღებდნენ როგორმე, სადმე,
როიალს რომ ჰგავს, კატაფალკებით.
თეთრი ცხენებით, როგორც გედებით,
ორკესტრებით და შავი ეტლებით,
ოჰ თეატრს გავდა გოგოლის ქუჩა
თავის ცხედრებით და იმედებით.
და ვიქნებოდი, ალბად, ლამაზი,
უფლისწულივით წყნარი და დინჯი,
თეთრი ყვავილის თეთრ აკლდამაში
გრიმიორის და დალაქის ბიჭი.
ვიცი, დამარხვა უფრო სანდოა,
ვიდრე - ცეცხლში რომ ჩაგიძახებენ...
მაგრამ თბილისში ახლა სხვა დროა,
და კრემაციას ხალხში აქებენ.
ოღონდ... მე სიკვდილს ვაპირებ სხვაგვარს
და ინდუსივით მე ვერ დამწვავენ...
ან დაალპება ეს ლეში სანგარს,
ან ჩემი მტრები ძელზე გამსვამენ.
 
nukriaДата: კვ, 09.02.2014, 15:04 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალექსანდრა ჯაფარიძეს

ეს წერაყინი დღეს მისას პატრონს
უხარია და
არც უხარია _
ალექსანდრა
ჯაფარიძის
ნაჩუქარია. . .

_ საბრალო ქალი! _
ამოოხვრით პოეტი ამბობს,
სამწუხაროა,
რანაირად სიბერე გვადნობს!
მიმოდიოდა
ჩვენს ქუჩებში ნამლევი რვალის. . .
შეიძლებოდა
დაბერება ასეთი ქალის!

მაგრამ სიმაღლით
და ლურჯ_თეთრი ყინულით თრობა!
მიდგება სარკმელს,
კავკასისას გახედავს შორეთს;
უკან დაიხევს
წუხილის გრძნობა _
ნაცნობი გრძნობა სიამაყის
განმსჭვალავს პოეტს!
 
nukriaДата: პარ, 14.02.2014, 01:42 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკვდრები

არდავიწყების
მწვანე კონცხთან ამოდის გემი
ზღვის უფსკრულიდან;
მისცემიან გემბანზე ფიქრებს.
მიცვალებულებს -
ალამაზებს ოცნება ჩემი -
ბევრი მათგანი
ქუდს მიხდის და
ცხვირსახოცს მიქნევს.

აკაკი მოკვდა,
მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა,
ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი
და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი
დახუნძლული
ძვირფასი მკვდრებით.

ხოლო ცოცხლები
ჩემს ნაპირზე, ჩემს გვერდით დგანან;
მგონია, ვდგავარ
ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;
ხელს ვართმევ ცოცხლებს,
მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში ჩანან
და კარგად ვიცი,
რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.

წინ! ასწი თასი!
მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს! -
ვიღაც, დიდი და
იდუმალი, გაფრენას მირჩევს...
და გალურსული
ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს,
და საფრენად უძნელეს სივცეს.

ხომ არ დაბერდა,
ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,
რომ, რაც დრო გადის,
უხორცობის წყურვილით ვთვრები,
რომ მპირდებიან
სამუდამო ტაძარში ქორწილს
და მეძახიან,
მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!

რა არის წლები,
ეპოქები რა არის ხშირად, -
მოწამებრივი,
ხორციელი ცხოვრების შემდეგ
უსაზღვროების
თუ იქცევი წილად და შვილად
და წარიშლება
შენთვის ზღვარი
და სიტყვა შესდექ!

ჩუ, ეს ვინ გლოვობს?
მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -
კრთის და ფრთხიალებს
უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.
იქ არა ერთის
შარავანდი ბრიალებს ლამპრად,
იქ რუსთველია
წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.

იქ, წინაპრებთან,
ჩემი დროს შვილებიც ჩანან.
მკერდბუმბერაზი
ეს ვინ დადგა მამების გვერდით?
ოჰ, რა ღირსებით,
რა ლომური ჭაღარით დგანან
და რა ურყევნი
ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!

აკაკი მოკვდა,
მოკვდა ვაჟაც, ილიაც მოჰკლეს,
გალაკტიონმა,
ცაში თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი
და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი
დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით...

მაშ, ასწი თასი!
მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს! -
ვიღაც, დიდი და
იდუმალი, გაფრენას მირჩევს...
და გალურსული
ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს,
და საფრენად უძნელეს სივრცეს.
 
nukriaДата: შაბ, 01.03.2014, 16:48 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,

ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!.
 
nukriaДата: კვ, 02.03.2014, 21:59 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯიხვი ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ ქედებო.

პონტით კავკასის პირს,
ძირს ჩაკიდულხართ ხედებო.
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო.
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ ფრინველებო ცის,
წითელფეხება მტრედებო
 
nukriaДата: შაბ, 08.03.2014, 23:38 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ციცო
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
 
nukriaДата: შაბ, 22.03.2014, 11:29 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბორბლის ხმაური წყდება
და გამთენიის ბნელში,

მატარებელი დგება
თოვლით გასუდრულ ტყეში.

"სად ვართ?" - ვკითხულობ წყენით, -
"რა გვჭირს, შევჩერდით რისთვის?!" -
სარკმელს მომდგარან ხენი,
ღამე - ცხენივით გვიცდის. . .

ვდგავართ ხეობის ფსკერზე,
თოვლი შრიალით ბარდნის,
გადმოკიდულან მთებზე
ვერცხლის ტყეები ზამთრის.

შევხარი ძელქვის ოლეს,
ვხვდები, მიხარის, მიკვირს -
ორ საქართველოს შორის
ეს ხომ მთა არის ლიხის!

და, უცბად, ვერცხლის ტყეში, -
ჰგავს სიზმრისას და არც ჰგავს, -
კვამლი ამოდის მრეში,
იმერულს ვხედავ ჯარგვალს . . .

გამოჰქცევია კაცი
დროს და ეპოქას თვისას,
წარბშეკრული და მკაცრი,
თავს მარტოობით იცავს.

არც გაზეთს ელის შენსას,
არც დღიურს ელის ფოსტას;
ალბათ კარტოფილს თესავს,
ტყიურს სჯერდება ბოსტანს . . .

ოჰ, გაბუტულო ქოხო,
მდგმურო ტყიური სახლის,
გამოჰქცევიხარ როგორ,
ქვეყნის ხმაურს და ძახილს?!

კი! მეც ვიფიქრე გაცლა!
კი! გადავწყვიტე ბევრჯერ!
მე ვერ შევიძელ, მკაცრად
რაც გლეხმა კაცმა შესძელ . . .

რკინის ბორბალი სხლტება,
მატარებელი მიჰქრის,
ქოხი ზურგსუკან რჩება,
მივალ, მიმყვება ფიქრი:

ათი ჩაივლის წელი,
ოციც ჩაივლი წვრილად,
ნაოცნებარი წრფელი
გამახსენდება ხშირად -

ხარაგოულის ახლოს
ტყეა, შესული ხნეში,
კაცი იმერი სახლობს
კენტად - უსიერ ტყეში.
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
  • გვერდი 6 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость