მურმან ლებანიძე - Page 7 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
მურმან ლებანიძე
nukriaДата: ხუთ, 03.04.2014, 10:36 | Сообщение # 61
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გურამ!
ახალციხესთან ტბა ყოფილა - მე რა ვიცოდი!
გურამ!

ტბასთან სათიბი ზღვად ყოფილა, მე რა ვიცოდი!
იქ სლავურ სოფელს რა უნდოდა, მე რა ვიცოდი!
და სანადიროდ, საკალმახოდ, ცხენთა სახედნად
რომ მპატიჟობდი,
ვეღარასდროს თუ ვერ გნახავდი,
მე რა ვიცოდი! "ნელი ტანგოა" ეს ქვეყანა, გურამ!
ხომ არ იცეკვებო, - ათასჯერ მკითხეს!...
აბასთუმანში, ჭიქა არაყზე,
"გურამი დამხრჩვალაო", -
სხვათაშორის ბიჭებმა მითხრეს... აწ გვაგონდები
ჩუმი სევდით და ჩუმი წყენით,
ვინც კაცურ მჯიღით გრანიტებს ფშვნიდი,
გურამ! შენს წიგნზე დავხატეთ ცხენი -
შენს კისერს უგავს
კისერი - მშვილდი!
 
nukriaДата: კვ, 06.04.2014, 11:57 | Сообщение # 62
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,
მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,

შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,
მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი; თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,
აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,
მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი,
ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ!
 
nukriaДата: ოთხ, 30.04.2014, 23:32 | Сообщение # 63
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლხინში ავხირდები,
ჩრდილში გაგიდგები,
ჩემთვის ვაჩხაკუნებ
ფანდურს სანატრელო.
ჭირში დაგიტკბები,
ბევრს არ დაგპირდები,
ფეხზე დაგიდგები,
ჩემო საქართველო!
 
nukriaДата: პარ, 16.05.2014, 20:49 | Сообщение # 64
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- ''მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვმღერი ქართულად.
მადლობა ღმერთს, ნებადართულად.
შანსი მქონია, არ მომირთხამს ფეხი თათრულად.
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს - ეგეც ქართულად.
და კი ბატონო, თარგმნეთ, რუსულად, თარგმნეთ სპარსულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს,
მე ვწერ ქართულად.
მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული.
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული''.
 
nukriaДата: ხუთ, 22.05.2014, 21:07 | Сообщение # 65
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: პარ, 23.05.2014, 18:14 | Сообщение # 66
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს _
ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი: _
ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
_ აფხაზეთი ჩემი!
როსმე `არგო” (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი: _ მკვდარსა მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
_ აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს _
არაერთის ზედ მიემსხვრა გემი...
და მე ვყვირი: _ ოხ, უწინამც! უწინამც!
და მე ვმღერი:
_ აფხაზეთი ჩემი!
 
nukriaДата: შაბ, 31.05.2014, 23:48 | Сообщение # 67
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტი გაუხარელი და ტერენტი გრანელი.. იმნაირი მარტია და იმნაირი ამინდი,
ძაღლიშვილი ვიყო, თუ ვიცოდე, რა მინდა!
პოეზია,მრწამსი,ძველი თემა---ელენ!
იწერება წამში---როგორც ახლა წერენ.
ტენდენცია,აქცენტი,სტრიქონები დამტყდარი...
უსაშველოდ დაგრძელდა საქართველოს ზამთარი.
ჭერში კუთხე სველია,ალბათ,გატყდა კრამიტი...
ძაღლიშვილი ვიყო,თუ ვიცოდე ,რა მინდა!
რეკავს ფოსტალიონი,ტოვებს,მიდის,წავიდა...
ძაღლიშვილი ვიყო,თუ ვიცოდე,რა მინდა!
შინ ღუმელი არ მინთია,გარეთ ბერენ ავდრები...
იმნაირი ამინდია,დღეს უთუაოდ დავთვრები.
მინდა სული ნაკუწ-ნაკუწ დედამიწას მოვპნიო...
შენ რომ გინდა მეც ის მინდა,აღრენილო მსოფლიო!
 
nukriaДата: ოთხ, 16.07.2014, 21:30 | Сообщение # 68
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"არ გამაჩნია არაფერი!" - ეს თქვა მეჯღანემ.
"ვარ ყარიბი და უპოვარი!" - თქვა ჩალვადარმა,
"აწ მეც თქვენსავით! - თქვა ვაჭარმა, - რაიღა დამრჩა?
მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა ამაოებით,
მეკობრეთ მცარცვეს,წავალ ქამრით მოვიშთო თავი"... "ამომავალ მზეს რომ ვუყურებთ, ცოტაა განა?!"
თქვა მათხოვარმა, გაისწორა ბეჭებზე ფლასი,
ამოიჩარა იღლიაში მურდალი ჯვალო
და გასწია მზის საყურებლად....
 
nukriaДата: პარ, 02.01.2015, 15:13 | Сообщение # 69
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"რა გირჩევნია მთაწმინდის პლატო,
ბანკეტის ზრინვა, ქირქილი, ჭორი,
იქ, იმ ზრიალში, შენ შენთვის მარტო
და შენს გარშემო ათასი მძორი.

თუ ყრუ სოფელში ნამცხვარი ქატო,
მჟავე ღვინუკა, რაჭული ლორი,
სამფეხა ტაბლა, კაცები სანდო,-
კუბოს ფიცრამდე შენსავით სწორი?!"

მურმან ლებანიძე
 
nukriaДата: სამ, 24.02.2015, 00:09 | Сообщение # 70
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“ვოი”

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,
ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…
ვოი! შხარა სისხლით შეღებილა –
კოხტა თიკანაძე მომკვდარა…

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, –
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია –
თოკი – ერთადერთი ჩაუბია,
თავი – სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები
გასჩრიათ ყელში…

– „ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი!
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ
აღმართში – კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე – მითხარით ზარი!..“

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

– „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –
რამ დაგაპატარავა, შვილო?!“

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე…
შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი უკვე დახარჯე…
შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს ღამე გახაზე…
ასი ცხენოსნით უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე…

ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი!
რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –
ყინულის ლოგინში!

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი – მკვდარიც ჩაუქია!
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა!

1964 წ.
 
Форум » ლიტერატურა » მურმან ლებანიძე » მურმან ლებანიძე
  • გვერდი 7 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость