ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.04.2012, 17:55 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მოდი,გათანგე ვნება, შენი, გააპრილებით, შენი სიგიჟით,სიყვარულის არდაპირებით, მოდი, წაშალე გადამღლელი ერთფეროვნება, ლტოლვილ ფერების დამამჩნიე ღრმა ხელოვნება! გააპრილებით, მხოლოდ შენი გააპრილებით შენი სიგიჟით,სიყვარულის არდაპირებით!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.04.2012, 20:03 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კაფეში
კაფეში ბოლია... უკრავს როიალი, თითები კლავიშებს ვნებით ეხებიან... არ არის ბეთჰოვენი, არც ბახი,მოცარტი, მაგრამ თავდავიწყებით უკრავს მელოდიას... ვზივარ,ვიბოლები... ქუჩაშიც ნისლია... არ მინდა არავინ,მინდა ვიყო ჩემთვის... იღება კარები და კაცი შემოდის ბართან ჯდება და მუსიკას ერთვის. თითებზე დამჩნევია ფუნჯის ნაკვალევი, ეტყობა სვამს დილიდან,რა მისი ბრალია? მზერას მაპარებს და თან ფიქრობს თავისთვის, ღრმა გამოხედვა აქვს, რა დასახატია! კარი კვლავ იღება, კვლავ კაცი შემოდის, კუთხეში ჯდება და ფიქრებს აჰყოლია, თვალებს დამჩნევია ღამის უძილობა, თითებს კალმის კვალი ჯერაც არ გასცლია, სულში მიძვრება და ვიცი ფიქრობს ახლა, ამ ქალს სული სტკივა, რა დასანანია! ბოლში ვიძირები, ჭიქას ბაგეს ვახებ, ჩემთვის ვაბოლებ და მათთვის არ მცალია... კვლავ კარი იღება, კვლავ კაცი შემოდის, ინტელიგენტი თუ რაღაც მაგვარია, ახლა მე ვუყურებ, კარგად ვაკვირდები, ამას აქ რა უნდა ,ან რა დაკარგვია... შუბლზე დატყობია სწავლის ნაკვალევი, მზერას დიდაქტიკა ჯერაც არ გასვლია, თვალებით მჭამს და სული არ ადარდებს და იცით რას ფიქრობს? –ჯანმრთელი ქალია! კაფეში ბოლია... უკრავს როიალი თითები კლავიშებს კვლავ ემონებიან და ახლა ამ სამ კაცს გაუხდა საერთო ეს ერთი ქალი და ეს მელოდია!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.04.2012, 01:51 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** შენზე ფიქრიც კი მშველის, ხანდახან, თუ ფხიზელი ვარ და თუ არ ჩანხარ!
და თუ დავლიე? და თუ ვარ მთვრალი? ცეცხლზე ნავთს მასხავს ფიქრი–აფთარი...
ვნებამორეულს მინდა შეხება და ის ცახცახი,ის– მახსენდება!
მაგრამ შენ არ ხარ, არც არსად ჩანხარ, ვიმატებ სასმელს, აბა,სხვა რა ვქნა?
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.04.2012, 00:10 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მიყვარხარ!მიყვარხარ!მიყვარხარ! თუმცა ვერ გავიგე ვინ მყავხარ! მე მყავხარ, სხვას ყავხარ, ვის ყავხარ? ნატვრაში და ფიქრში –იყავ!ხარ!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.04.2012, 22:23 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მომიჭერი, მზის სხივებით მოჩითული, შენი კაბის, ჭრელი კალთა! შემიკერე, ზღვის სურნელით გაჟღენთილი, სარაფანი, სიფრიფანა! ჩამომაცვი, მე კისერზე, ნიჟარების მძივის წყება და მომიწყე შენს ნაპირზე საოცნებო ნეტარება!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.04.2012, 22:24 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,ასჯერ წავედი და ვერც ერთხელ ვერ გამიმეტე!!!!!''–
ასჯერ წავედი, და ვერც ერთხელ ვერ გამიმეტე, რაც კი შეგეძლო (არადა არ ხარ პოეტური), მეტაფორა არ დაიშურე! თურმე ჩვენს შორის იყო ბევრი,გაუხუნარი, იყო წამები, უკვდავებას რომ უტოლდება! მეუბნებოდი, რომ გიყვარდი, რომ გჭირდებოდი, რომ გჯეროდა ! მეფიცებოდი, მარწმუნებდი, რომ ვერ გაძლებდი! და თვალებით ლურჯი ზეცა გემოწმებოდა! და კოცნა შენი, ბაგიდან არა, თვით გულიდან გამომსხლტარი, შენს სიყვარულს მიდასტურებდა! ასჯერვე დავრჩი!.. ასჯერ დავრჩი მოტყუებული და მინდა ახლა, ასმეერთედ ისე წავიდე, აღარაფერი მოვისმინო, რადგან უკვე არაფერი მჯერა შენი!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.04.2012, 22:41 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ნახე,გათენდა და ავბრჭყვიალდი, უკვე დაანთო მზემ ცეცხლის ალი, ხოდა წამიყვანს ახლა მზის სხივი, ვეღარ დავრჩები, ვეღარ დავიცდი! როგორ მიყვარდი, როგორ გნამავდი და არ მინდოდა ქვეყნად არავინ, ახლა მზე მიხმობს,მასთან მივდივარ, მე ხომ ცის ნამი,დილის ხიბლი ვარ!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 25.04.2012, 22:43 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არაფერს ვნანობ *** არაფერს ვნანობ
და ყოველ წამს ველაციცები,
ვით სიფრიფანა,
თხელ ფურცელზე
დაწერილ წერილს!
რომ არ გამიცვდეს მოგონება
ასე ძვირფასი,
თუნდაც გავიდეს ამის მერე
ათასი წელი!
რეჟისორივით,ყველა კადრი
მოვძებნე უკვე
და გადავავლე რამდენჯერმე
მწყურვალე თვალი,
ვინ მოიფიქრა ეს სცენარი,
ალბათ მიხვდები,
თუმცა კი გეტყვი,
გამოვიდა ძალიან კარგი!
იცი,ვიცოდი,
რომ ყველაფერს აქვს
დასასრული,
მაგრამ ამ ტკივილს სული
ვერა,ვერ შევაჩვიე,
მე დამეკარგა დედამიწა...
ბევრი ვეცადე
და ამ გრძნობიდან,
ვერა,ისევ ვერ გავაღწიე!
გავა დღეები,
ზამთრის ბუხარს აუვა ალი,
ხელი კოცონში საბოლოო
შეშას შეანთებს,
მერე სხეული მოისვენებს
და სული ჩემი,
ამ მოგონებას
ჩემ თვალების სხივებს მიაფენს!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.04.2012, 19:08 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
გაზაფხული მოვიდა და ავსურნელდით... ყვავილთ ნექტარს გულს ვიპკურებთ– გასულელდით!!! ჩვენ ვართ მდედრის,დედამიწის ასულები, კაცები გვსურს,არა მამრი– ავსულები! მზეს ვუღეღეთ, კვლავ,გულები– ავსურნელდით, საკინძენი დავიწყვიტეთ– გასულელდით!!!
Сообщение отредактировал nukria - კვ, 10.06.2012, 02:21 |
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.04.2012, 01:45 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ჩუ... სანამ სიჩუმის მსუბუქ მკლავზე, თავი ოცნებებში ჩამირგია, მიწიდან ქუჩები ცამდე ვშალე თვალებით, ხიდებად გამიდია . ფიქრები, უმიზნოდ გაფანტული, ტროტუარს ტერფებით აწყდებიან, სიმშვიდის მკლავებში დაშრამული, ფერები სხეულში თავსდებიან. და ყველა შეცდომა შეცოდებად მზა, უფლის ფეხებთან დამიწყვია, ვიღაცას სხვა უფრო ეცოდება, მე ჩემი ცოდვა ვერ დამითვლია. ჩუ... სანამ სხეულზე მრუში ღამე მთვარესთან გაყრილი ურცხვად ფეთქავს, სიზმრებმა გაშალეს თხელი ბადე, კადრები როგორც ზღვა, ისე ღელავს . სიტყვებად დამიდის სისულელე, თითებში შრიალით ცეკვავს მარტი, თავი თუ ლექსებით ვინუგეშე, ოთახის სარკმლიდან ცა-მონმარტრი, ჟღერს წვიმად სიჩუმის სარეცელზე, ასველებს სიმშვიდის ვიწრო სარჩულს, სამყარო ერთ სუნთქვად გაშლილ ხელზე, სთვლემს როგორც ზღაპრებში მეფის ასულს. ჩუ... სანამ ღრუბლების მსუბუქ მკლავზე ცივი ოცნებები გამითბია და გზები ღმერთამდე ხიდად გავდე, სანამ უშენობა დამითმია..
|
|
|
|