ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 09:03 | Сообщение # 401 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,გარეთ,კი გარეთ,
გაზაფხული სიმძაფრეს იძენს,
და თაფლისფერი მზის სხივები,
ო,შენსკენ მიწვევს!
ახლა მეეტლე გაამზადებს
სამგზავროდ ცხენებს,
ხო,ვეღარ ვუძლებ, აჯანყებულ
და ველურ ვნებებს!''–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.03.2015, 12:57 | Сообщение # 402 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმის სურნელი შეერია ყვავილთა სურნელს, ისევ მარტია და ისევე რაღაცას ურევს... წვიმასთან ერთად გაიშალა ქარმაც აფრები და ჩემს ქალაქში რეტდასული დავიარები...-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.03.2015, 02:04 | Сообщение # 403 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –გოგოებო,მერე, ჩემთან გავიაროთ... ჰმ...დავაცხე დილით ციმციმ ბლინები... ისეთია,ეს მზეც რომ ვერ შეედრება, ყვითელგულა,ნოყიერი, დიდები... –შენთან–არა!ჩემთანა ჯობს ვისადილოთ! კალმახები ვახტუნავე წვნიანში... ქორფა კიტრებს რომ ვაწყობდი, იმ დღეს,გახსოვთ? იღიმება ზორბა, დიდრონ ქილებში... –მე ქათამზე,დამეწვიოთ, იქნებ ჯობდეს? დავადინე ნიგოზს ზეთი, იმდენი... ბაჟეში დევს,გველოდება, გოგოებო! ღვინოცა მაქვს,იმერული, წითელი... ავდგეთ,ახლა,არ დავიწვათ, გავეშუროთ, გზა გადაწყვეტს პირზე გვადგას რის გემოც... ამ ცხოვრებას,მითხარ,რა ჯობს, გავიხაროთ... კაი ჭამა,კაი სმა... და...ვიმღეროოოთ!–ლიკა *** გული,ცოტა პოეტური, რიტმი ცოტა მომარტო... თუკი გრძნობა გინდა ბოჰემური, წამო,წამომყევი, მონმარტზე...-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 17.03.2015, 02:09 | Сообщение # 404 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –გოგოებო,მერე, ჩემთან გავიაროთ... ჰმ...დავაცხე დილით ციმციმ ბლინები... ისეთია,ეს მზეც რომ ვერ შეედრება, ყვითელგულა,ნოყიერი, დიდები... –შენთან–არა!ჩემთანა ჯობს ვისადილოთ! კალმახები ვახტუნავე წვნიანში... ქორფა კიტრებს რომ ვაწყობდი, იმ დღეს,გახსოვთ? იღიმება ზორბა, დიდრონ ქილებში... –მე ქათამზე,დამეწვიოთ, იქნებ ჯობდეს? დავადინე ნიგოზს ზეთი, იმდენი... ბაჟეში დევს,გველოდება, გოგოებო! ღვინოცა მაქვს,იმერული, წითელი... ავდგეთ,ახლა,არ დავიწვათ, გავეშუროთ, გზა გადაწყვეტს პირზე გვადგას რის გემოც... ამ ცხოვრებას,მითხარ,რა ჯობს, გავიხაროთ... კაი ჭამა,კაი სმა... და...ვიმღეროოოთ!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 18.03.2015, 11:54 | Сообщение # 405 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმის სურნელი შეერია ყვავილთა სურნელს, ისევ მარტია და ისევე რაღაცას ურევს... წვიმასთან ერთად გაიშალა ქარმაც აფრები და ჩემს ქალაქში რეტდასხმული დავიარები...–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 01:16 | Сообщение # 406 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბრჭყვიალა მძივი
აბლაბუდაში გაიხლართა წვეთების მძივი, დღე კარავს შლიდა, ცას კი ედო ფერები მშვიდი... ვიღაც უშვერდა ხელისგულებს მტრედებს,შეცივნულს, და ნაფშვენებით აპურებდა ნაცრისფერ შიმშილს... თუმც ყოველივე იყო ძლიერ რუხი და მშვიდი, მაინც ბრწყინავდა,ბრჭყვიალებდა წვეთების მძივი...–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 01:16 | Сообщение # 407 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამ გაზაფხულს დამაწიეთ,ქარებო, ქროლვა მინდა თქვენებური,თავნება... ყვავილების მინდა ვფურჩქნო ქოჩრები, ხის რტოებში მსურს თქვენსავით გავება... ამ გაზაფხულს,დამაწიეთ,ქარებო, მომენატრა სიგიჟით დაამება, ცის კიდიდან დამანახეთ სამყარო, სილამაზით სულს უნდა გაავება! ამ გაზაფხულს დამაწიეთ,ქარებო, ყვავილობის თმებში მინდა ჩაბნევა, სურნელებამ ძველებურად ამრია, რა ვქნა,თუკი ქალი მქვია თავნება!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 01:24 | Сообщение # 408 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენი ზამთარი ყვავილობა ყოფილა ჩვენთვის... ლოლოდქცეულებს ყინვის გული რომ გვედო მკერდში, მიტომ მოვიდა გაზაფხული, რადგან დრო ფეთქვის არვის დატოვებს გულგრილად და დრო ყველას შეშლის... ჩვენი ზამთარი ყვავილობა ყოფილა ჩვენთვის... ნუ გეშინია შენ დადნობის, შემოდი ჩემში, ერთ წყალ და ერთ ორთქლ, როგორც ყველა, ისე ჩვენც-მზეში!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.03.2015, 17:28 | Сообщение # 409 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...ზოგჯერ ფრენა გგონია, და... თურმე მკლავებს შლი,მხოლოდ! ზოგჯერ სიმღერა გგონია,და... ხორხის ბგერაა,მხოლოდ! ზოგჯერ გგონია ლექსს წერ,და... ასოთა ნავარდია,მხოლოდ! ზოგჯერ,გგონია,მოგზაურობ,და... გასეირნებაა,მხოლოდ! ზოგჯერ,გგონია,გიყვარს და... პაროდიაა,მხოლოდ! ეძებე ათვლის წერტილი, მიაგენი შენსას, არასოდეს გადიწურო იმედი, რამეთუ,არ თქვა: ზოგჯერ გგონია ცხოვრობ,და... არსებობაა,მხოლოდ!-ლიკაააააა
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 06.04.2015, 22:44 | Сообщение # 410 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ იცი ჩემი სიცილის ფასი, შენ იცი ჩემი წარღვნების ძალა... შენ იცი,როცა ძლიერ ვბრაზდები, თუ რა ძნელია ჩემი ატანა... შენ იცი ჩემი სიტკბო,სიმწარეც, შენა გწვავს ჩემი ვულკანის ლავა... და მაინც,როცა გაგებუტები, არაფრად გიღირს შენ ეს ქვეყანა...–ლიკა
|
|
|
|