ლიკა ყიფშიძე - Page 42 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 42 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 40
  • 41
  • 42
ლიკა ყიფშიძე
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 22:44 | Сообщение # 411
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქოლგა რად მინდა,
დამაწიე შენი ალერსი,
თორემ ხომ ხედავ,
წვიმას ჩემი რა კარგად ესმის!
მეალერსება,მეცეკვება,
მკოცნის,მეკვრება...
შენ კი წვიმაზე ეჭვიანობ,
წვიმა ხელდება...
ქოლგა რად მინდა,
დამაწიე შენი ალერსი,
თორემ ცოტაც და...
ავცეტდები,მეც მას გავყვები!–ლიკა
 
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 22:45 | Сообщение # 412
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაისობისას,ბათუმური
მხიბლავდა ვნება...
ზღვა...ზღვის ტალღები...
ცოტა წვიმა და,
ცოტაც სევდა...
ვერგამხელილი სხვასთან ფიქრი,
ნათქვამი ზღვასთან
და ის ჩურჩული,
გაყოლილი ზღვას...
სხვასთან....სხვასთან...
მე მენატრება მაისური
მძაფრი გრძნებები...
და წერილები...
და ოხვრები...
და დანებება!
მე მენატრება ბათუმური
გრილი ღრუბლები...
მე...ქარი ზღვასთან...
და ორივე როგორ ვურევდით...
მე მახსენდება ბეჭედივით
მრგვალი ნიჟარა,
ზღვამ რომ მომთხოვა ცოლობა და...
გამოიდარა...
მე მახსენდება წვიმის
ნაზი,ჩუმი ლაციცი...
როგორ მიყვარდა ბათ
 
nukriaДата: ორ, 06.04.2015, 23:05 | Сообщение # 413
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახელებული ავაზა

ახლა ვინა ვარ,ძუ მგელი?
-გახელებული ავაზა!
სურვილის ძალას მივყვები,
მამრს ავიყოლებ,ანაზდად!

მოდი,მომყევი,შეუდექ,
ჭიუხებსა და ქარაფებს...
თუ მომიხელთე კლდის ძგიდეს,
შეუპოვრობას ვანახვებ!

ჩვენ ორთ ჩახლართვას
შურობდეს,
მთვარე,ვერ მწვდომი მიწასა...
ვარსკვლავთაც გული ეწოდეთ,
ისე ვდიოდეთ ყირასა...

მგელ გაკვირნულნი უსმენდნენ,
არგაუგონარ ყივილებს...
შენ ბოლო ამოძახილზე
ხსენად რძისფერ ნისლს ვიდინდე!

დღემ დააჭყიტოს ცალ-თვალი,
კლდის ძგიდეს გვნახოს,მძინარი...
უხერხულობით ალიონს
ასდინდეს ორთქლ-ოხშივარი!

ახლა ვინა ვარ,ძუ მგელი?
-გახელებული ავაზა!
ემანდ,არ გადავიფიქრო,
სურვილ არ უყვარს დარაზვა!-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 00:56 | Сообщение # 414
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
ყოველ საღამოს იმ დღეს ვასვენებ,
ალიონსა და დაისებს შორის,
დრო რომ ქვია და სულს ვერ ამთელებს...
მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
და ამ ცხოვრებას ვატან საათებს,
რომელიც თავზე მაცვივა არც რად,
ჩემს ცხოვრებას რომ ასე დაათრევს...
მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
სიცარიელე ქვია ჩემს სივრცეს
და ყოველ ღამით მე უშენობით,
მძაფრ,ტკივილიან რექვიემს ვისმენ...
მე ყოველ დილით ვკვდები უშენოდ,
დღე მოცელილი დილის ჩიტია
და შენს გარეშე ჩემი ცხოვრება
იღბლიან ქალის მტკნარი მითია!–ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 00:57 | Сообщение # 415
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკერდის ღარს ნაზად ველაციცები
და მახსენდება შენი თითები...
აღარ მინდა და...
მაინც ვინთები...
მახსოვხარ,
მსურხარ,
ძლიერ მინდები...
მერე,რა?
თუკი გაცვდა რითმები...
თუ ვავარაყე ლექსით მიტკლები...
თუ სიყვარულის ვქარგე მითები...
თუ განთიადის ვყარე ნისლები...
ისევ მინდები...
ისევ მინდები...
და გლუვ სხეულზე ანცი თითები
შენს სახელს წერენ...
მოდი,მიგრძენი...
მოდი,მიგრძენი...
მოდი...
ისევ მსურს შენი სიტყვები:
ჩემი გარყნილი ქალი იქნები?-ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 30.04.2015, 01:15 | Сообщение # 416
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარ–მეთქი!
მიყვარხარ–მეთქი!
–მინდოდა მეთქვა...
და მერე ისე დაუშვა თქეშმა...
ისე გაგთანგა ვნების თარეშმა,
როცა გითხარი,
არ უნდა მეთქვა!
მითხარი,აბა,რა უნდა მექნა?
გული კი არა,ზეცაც რომ ჭექდა?
უნდა მეთქვა,თუ
არ უნდა მეთქვა?!
ვერ გაუძელი ტუჩების ფეთქვას,
შენს სხეულიდან სითბოს
რომ კრეფდა...
მაინც რა იყო,რა ძალით ჩქეფდა,
რომ ყველა ბგერა ჩაახშო შხეფმა...
ეს მე მინდოდა,
მე უნდა მეთქვა...
გულში გამჭვალა,დამცეცხლა მეხმა...
ან ვითომ,რატომ
არ უნდა მეთქვა?!
მერე,რა?!
თუკი ჩაახშო თქეშმა!–ლიკა
 
nukriaДата: ხუთ, 02.07.2015, 15:07 | Сообщение # 417
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალბატროსი ვარ,
ტალღის ფრთებით
ცას ანატყორცნი,
ზეცას ვეხლები,
სურნელებას ვსუნთქავ
ლურჯ ზღვისას,
მათოვს თუ მაწვიმს,
ზეცა არის ჩემი საბანი,
ფრთებს გადავშლი და...
ლურჯი სივრცის ტრამალი
მიმაქვს...
მე წერილს ვგავარ,
მოფარფატეს ცას და
ზღვას შუა,
ოცნებას ვგავარ ზღვის
ტალღიდან ზეცად ანაქროლს,
მივყვები სურვილს,
ასე ძლიერ ფრთებს რომ
შეუჩნდა,
უკიდეგანო ლურჯ სივრცეთა
დაპყრობა მართობს...
ალბატროსი ვარ,
გულს ამწყდარი,
გულქანდი ზღვისა...
შორს გაფრენილს რომ
სიყვარულის ხმა ვეღარ მიწვდა...
 
  • გვერდი 42 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 40
  • 41
  • 42
ძებნა:

მოგესალმები Гость