ლიკა ყიფშიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 41
  • 42
  • »
ლიკა ყიფშიძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 20:07 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

გაინავარდე?
გაშალე ფრთები?
რას იზამ კარგო,
მე ვეღარ გხვდები...
ხანდახან,გრძნობას
უყვარს გამოცდა,
მე არ მეცალა,
შენ,კი,არ მოცდი!
ღალატს რა უნდა,
არც არა,ბევრი...
ერთგულება თქვი–
ესაა ძნელი!
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 20:44 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

საყვარელ სასმელს ვერ გადავცლი
თასიდან თასში,
რადგანაც ვიცი,თრობას ,მისას,
ავყავარ ცაში!
მერე,რა?თუკი დაიფერა
ჭურჭლის გვერდები,
ღვინის ფერია,
ხოდა,მიტომ ვერ შეველევი!
თასი ჩემია,
სიცოცხლესთან ერთად გამოვცლი,
სხვა მე არ მინდა,
ანტიკვარშიც კი არ გამოვცვლი!
საყვარელ სასმელს ვერ გადავცლი
თასიდან თასში,
რადგანაც ვიცი,თრობას ,მისას,
ავყავარ ცაში!
 
nukriaДата: პარ, 30.03.2012, 01:47 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
დავიღალე შენით და...
უშენობით ვილევი...
რაა ასე უძირო,
ასე გამოულევი?
დავიღალე,
არ მინდა,
არც ისა და
არც ესა...
ლოცვა თუ სამდურავი,
ნეტავ, ამ ჩემს, გამჩენსა?
მზე კიაფობს,მზეწვია...
სიყვარული ლერწია,
ყვავილობა და ცრემლი,
ერთბაშად რომ ეწვია!
 
nukriaДата: შაბ, 31.03.2012, 20:11 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
პირველად მაშინ შემიყვარდი,

როცა იყავ მეფე დიდი

და უძლეველი...

შენ შემამჩნიე,

თვალთა შენთა უსასრულობას

ვერ გავუძელი

და ვერ გავიგე,

უბრალო ქალი,

შენი ტრფობის სარეცელზე

როგორ აღმოვჩნდი!

ვიცი,შევცოდე!

მაგრამ ვნება შენი იყო

დიდი ესოდენ,

რომ უარი იქნებოდა

უარეს ცოდვის!

მერე წმინდანმა მიმიხმო,

ვთხოვე დალოცვა,

მან კი იგანა,

საყვედური მითხრა ასეთი:

,,საწყალობელო!რაისათვის

შორის ცოლ–ქმართა შენ

შთაჭრილ ხარ მით ცოდვითა?''

ბევრი ვიტირე,ყოველივე

შენ ერთს,ურცხვად, გადმოგაბრალე!

და როცა ცრემლმა, ჩემმა,

სულ დაალბო სამოსი ჩემი,

მხოლოდ მაშინ,მაშინ

მივიღე შენდობა და

აღვიკვეცე მონასტერში,

არა ნებით,დანებებით!

და ვნება ჩემი,

და გული ჩემი,

ოცნება ჩემი,

ცხოვრება ჩემი

და სიყვარული

შენ დაგიტოვე!

ვიცი,მეძებდი,

და გიყვარდი,

და აღმოგხდა ეს სიტყები,

შენ რომ გული ამოაყოლე:

,,ნეტარ მას კაცსა,ვინღა

არღარა ცოცხალ არსო!...''

მას მერე ბევრჯერ დავიბადე,

ბევრჯერ მოვედი,

მაგრამ ყოველთვის გყავდა

შენი შენ დედოფალი,

და სიყვარული და სარეცელი

თუკი გვქონდა მუდამ ზიარი,

ყოველთვის ახლდა ამ ჩვენს

კავშირს

ტანჯვა გახლეჩვის!

და,ალბათ,ახლა,რამდენჯერაც

დავიბადები,

იმდენჯერ უნდა შემიყვარდე,

იმდენჯერ უნდა გავიწირო,

რადგან, როცა შენ გშორდები

მუდამ შენთან რჩება

ვნება ჩემი,

და გული ჩემი,

ოცნება ჩემი,

ცხოვრება ჩემი

და სიყვარული!

ეტყობა ცოდვას მე

გულით ვერ ვინანიებ!

იქნებ სიყვარულს მიაქვს

ძალა მონანიების!
 
nukriaДата: კვ, 01.04.2012, 20:44 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შიში

მე ყველაფრის მეშინია უკვე,
თუ შენთან ვარ,უშენობას ვიჩვევ!
თუ მიღიმი,თვალში მიჩანს ცრემლი,
ეგ ღიმილი ხვალ იქნება ჩემი?
არაფერი,არაფერი მინდა,
დაინაცრა,რასაც ფერფლი ცვივა!
ეპარება გრძნობა გულის ბზარებს,
ოცნებას კი,ვერ ირეკლავს მთვარე!
 
nukriaДата: პარ, 06.04.2012, 13:05 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
აჰა,მოვედი და მოგიტანე
ლექსად ქცეული მეტაფორები,
მე სიყვარული მინდა აგიხსნა,
აბა,რად მინდა,მერქვას პოეტი!
 
nukriaДата: პარ, 06.04.2012, 13:07 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ასჯერ წავედი,
და ვერც ერთხელ ვერ გამიმეტე,
რაც კი შეგეძლო
(არადა არ ხარ პოეტური),
მეტაფორა არ დაიშურე!
თურმე ჩვენს შორის
იყო ბევრი,გაუხუნარი,
იყო წამები,
უკვდავებას რომ უტოლდება!
მეუბნებოდი,
რომ გიყვარდი,
რომ გჭირდებოდი,
რომ გჯეროდა !
მეფიცებოდი,
მარწმუნებდი,
რომ ვერ გაძლებდი!
და თვალებით
ლურჯი ზეცა გემოწმებოდა!
და კოცნა შენი,
ბაგიდან არა,
თვით გულიდან
გამომსხლტარი,
შენს სიყვარულს მიდასტურებდა!
ასჯერვე დავრჩი!..
ასჯერ დავრჩი მოტყუებული
და მინდა ახლა,
ასმეერთედ ისე წავიდე,
აღარაფერი მოვისმინო,
რადგან უკვე
არაფერი მჯერა შენი!
 
nukriaДата: კვ, 08.04.2012, 00:10 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
არა, არ მინდა!
შეცოდება არ მინდა შენი!
მე ამ ტკივილსაც,
ღირსეულად, ვიცი, ავიტან!
იქნებ არა ვარ მე ის ქალი,
რომელიც გხიბლავს
და არც ისე ვარ,
რომელიც გინდა!
იქნებ, უბრალოდ,
ქალებიდან მე ვარ ერთ-ერთი,
შენს ცხოვრებაში
რიგითობით რომ ჩაიარა,
იყო?
არ იყო?
არაფერიც არ იყო იქნებ
და თუ რამ იყო,
მოგონებამ გააფრიალა!
მხოლოდ იმიტომ,
მე რომ ვდარდობ,
მე რომ განვიცდი,
არ გევალება
სიყვარული დამიმწყურვალო,
თუ არ გიყვარვარ,
დღეს თუ არა , ხვალე გაქრება
შენც კარგად იცი,
არ იქნება გრძნობა მხურვალე!
არა ,არ მინდა,
შეცოდება არ მინდა
 
nukriaДата: სამ, 10.04.2012, 23:33 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერება

ბედნიერებას რატომა აქვს შენი თვალები,
ან გაზაფხული შენს ტუჩებზე რატომ ყვავილობს?
ან რატომაა,რომ გეხები,ისე ვირევი,
თითქოს მორევმა ჩამითრია,წარღვნამ წამიღო!

ბედნიერება,
რატომ
ირევა?
აპრილის სუფრა, ნექტრად, იგემა?
და ისე ასე დათვრა,რომ დაბარბაცდა?
ზეწრად ინება ყვავილთა კალთა?

ბედნიერებას დავუკოცნე შენი თვალები–
ღიღილოების მინდორი და ცის ანარეკლი!
 
nukriaДата: სამ, 10.04.2012, 23:35 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,მე რომ მიხაროდა,რაა მერე?!
შენ რომ გიხაროდა,მიკვირდა...
მე რომ ვშივლდებოდი,რაა,მერე?
ყვავილი მოძვრებოდა კვირტიდან!

მთვარე,კვლავ,სიყვარულის თანმდევი,
მშვიდად,ღრუბლის მიღმა, იცდიდა...
მე რომ მიხაროდა,რაა,მერე?!
შენ რომ გიხაროდა,მიკვირდა!'
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 41
  • 42
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость