ლიკა ყიფშიძე
|
|
nukria | Дата: პარ, 06.03.2015, 15:44 | Сообщение # 391 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –გოგო,თავი შემოყავი, ნუ ხარ ცნობისმოყვარე, რამდენია,რომ იცოდე, მკითხაობის მოყვარე! დაგაცლიან მაგ თეთრ ბაბთებს, არა და ხოს ძახილში, აღმოჩნდები ფურცელ–ფურცელ აშარ ქარის მარხილში... –იცი?გუშინ ჩაიარა, შარაგზაზე ყმაწვილმა, და წუხელი ვარსკვლავები წინწკალ–წინწკალ მაწვიმდა... შემომხედა,გამიღიმა, ნაღვლიანად,ძალიან... იქნებ მასაც შევუყვარდი, შენ რას იტყვი,დაია? –შემოყავი,ჩქარა,თავი, ღობის შიგნით შემოდი... შენ გგონია შენ უყვარხარ? სხვისი არის მდომელი... ხოდა,მოვა,სევდიანი, ჩამოჯდება ღობესთან... ხელმეორედ ვეღარ მიხვალ, მერე ბაბთის მქსოველთან... –არა,როგორ?დამაპუტავს? ჩემს თეთრ ბაბთებს სრულიად? ახლა იმას მეუბნები, რომ მას რკინის გული აქვს? დამაგლიჯოს,გამაშიშვლოს, ისევ თვითონ შერცხვება... ჩემს ყვითელ გულსრაღას უზამს, თითებში რომ შერჩება?! –ჩაიხუტებს,თუკი ეტყვი, უყვარხარო,ძალიან... შორს მოგისვრის,თუ ფურცლებმა არა,უთხრეს დაია... ხოდა,დროზე შემოყავი, ეგ ლამაზი ბაბთები, თორემ გული გამისკდება, როცა გაიფანტები... მეტი აღარ გაჯიუტდა, ქარს მიენდო გვირილა, თუმცა,მაინც იყურება, გზისკენ,ღობის შიგნიდან!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:05 | Сообщение # 392 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საკუთრება
...თუ არ გიყვარს საკუთრება, არც ვიქნები საკუთარი, დავკარგეო,არ თქვა მერე, ზოგადია!-თავს უთხარი!
გულში დარდად არ დაგაჩნდეს, მკერდზე თუ სხვა დამაკვდება, ნურც იმ ოხვრებს ნუ ინატრებ, შენს სმენას რომ დააკლდება!
მერე სხვასთან არ ეძებო, ეს სიცხე და სიმხურვალე! ჩემი ჯობსო,დაიკვეხნე, თუ არასდროს მომინატრებ!
გავიხარებ,თუ სხვას ნახავ ჩემისთანა ფანტაზიორს და ვნებების საუფლოში ჩემისთანა მარადიორს!
რომ მიყვარდი მიტომ მსურდი, არც მსურს ვიყო საკუთრება, ვფიქრობ,მხოლოდ გიჟი მისცემს, ჩემგან წასვლის თავს უფლებას!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.03.2015, 14:15 | Сообщение # 393 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიღვიძებთ დილით უფრო ადრე შენ, ან-მე, ან - ორივე ერთად. ვსვამთ ჩაის, მაგრამ მე არასდროს გისხამ. გავდივართ სახლიდან ჯერ მე, ან - შენ, ან - ორივე ერთად. ან სახლში ვრჩებით ხან შენ, ხან მე, ხან ორივე ერთად. საღამოს ეწევი სიგარეტს შენ, მე ვკითხულობ ლოცვას და ვწვებით ჯერ მე, ან - შენ, ან ორივე ერთად და ყოველთვის მარცხნივ შენ, მარჯვნივ - მე და ყოველთვის შენ - შენს სახლში, მე- ჩემს სახლში და არასდროს ერთად.
მაია კილაძე
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 09.03.2015, 14:18 | Сообщение # 394 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...ახლა დაღლილი ვარ! სევდად დაღვრილი ვარ! ვერ ვიშორებ რითმას, ასე გაცვეთილს და... ვერც შენ მონატრებას ვერ შემოვიფლითავ! ახლა მზე ჩავიდა, სხივიც აღარ მოჩანს, გრძნობის ვერტიკალიც გამიჰორიზონტდა! არა კი არ დაცხრა, კი არ მიინავლა, იგი დაიღალა და ცოტა ჩათვლიმა! იყოს რითმა ძველი, გრძნობაც მოღალული, სიყვარულიც იყოს ღრმადამორალური... ერთი ღამეც იყოს, ორიც იყოს მშვიდი, სად წაუხვალ სამს და მიდი!...მიდი!...მიდი! მალე მზე ამოვა, დილას დაკრა ალმა, გრძნობის ჰორიზონტი გამივერტიკალდა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.03.2015, 10:21 | Сообщение # 395 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ირგვლივ იმდენი ვუარე, სახეს მალავდა ვუალში... მოიხსენი–თქო! რომ ვთხოვე, მთხლიშა სასტიკი უარი. არადა,კოცნა მინდოდა, ალის ბაგეთა მხურვალე... მწყურვალი მზერით სხეულზე ავუარ–ჩამოვუარე... ქალი იყო და რა ქალი?! სხვას რას ნახავდი უამესს... ირგვლივ იმდენი ვუარე, სახეს მალავდა ვუალში... მოიხსენი–თქო! რომ ვთხოვე, მთხლიშა სასტიკი უარი.–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.03.2015, 10:22 | Сообщение # 396 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ მოკლავ სიყვარულს, აცოცხლე, თუ გინდა შაშვივით ვგალობდე... ვლაღობდე, ვფრენდე და ვანცობდე, ნუ მოკლავ სიყვარულს, აცოცხლე, მაცხონე!-ლიკ
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.03.2015, 20:13 | Сообщение # 397 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუთაისს!
მე მომანატრა შენი თავი
და მაგნოლია,
ბიჭმა,რომელსაც, ერთ დროს,
ვუყვარდი!
მეუბნებოდა,
რომ თქვენს სურნელს არც რა სჯობია,
ჯადოსნურია და
იდუმალი!
მერე სიზმრებში ვხედავდი
დიდხანს,
ყვავილის ფურცლებს
ცაში მივყავდი,
თუმცა არ მყავდი მე შენ ნანახი,
ყველაზე კარგი, ქვეყნად ,იყავი!
იმ ბიჭმა მითხრა,
რომ სიყვარული აქ დაიბადა,
აქ,ამ ქალაქში,
და ნეტარება მაშინ ზეიმობს,
როს ქუთაისი
გულ–მკერდს გადაშლის!
მე მომანატრა შენი თავი
და მაგნოლია,
ბიჭმა,რომელსაც, ერთ დროს,
ვუყვარდი!
მეუბნებოდა,
რომ თქვენს სურნელს არც რა სჯობია,
ჯადოსნურია და
იდუმალი!–ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.03.2015, 20:22 | Сообщение # 398 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ მოკლავ სიყვარულს, აცოცხლე, თუ გინდა შაშვივით ვგალობდე... ვლაღობდე, ვფრენდე და ვანცობდე, ნუ მოკლავ სიყვარულს, აცოცხლე, მაცხონე!-ლიკა
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 11.03.2015, 20:25 | Сообщение # 399 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –ქალი? –გენაცვალე! ქალი არ ბერდება! ნაოჭი? ეს სულის შტრიხია... ახალ ესკიზს ხატავს დრო ქალის სახეზე, ნახატს,რომელიც მისია! თვალის უპეებთან ჩიტის ნაფეხურებს მოსდევს მხიარული ჟღურტული... ბაგის კუნჭულების პაწაწა ღარებიდან ისმის ვნებიანი ჩურჩული! –არა, გენაცვალე, ქალი არ ბერდება! ვნება ემატება მის ესკიზზს, და დრო განსხვავებულ, განუმეორებელ, ღრმა შინაარსიან ნახატს ქმნის! თუკი სიყვარულმაც ხელი არ დააკლო, და თუ შეაშველა პალიტრა, ქალის სილამაზეს წინ რა დაუდგება, სითბოს თვით ზეცამდე აიტანს! ხოდა,ნუ გგონიათ, რომ ქალი ბერდება, მის ასაკს დროც კი ვერ გახედნის, ქალი ძლიერია, მას რა მოერევა, კაცის ხელითაა ნაძერწი.
ლიკა ყიფშიძე
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.03.2015, 09:02 | Сообщение # 400 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყაყაჩოობისას,როს ფერდობი იწვევს აისებს, ვეღარ გავუძლებ მოზღვავებულ ვნებას,ლალისფერს! გავიმაისებ, იმ ფერდობზე გავიმაისებ, ცეცხლს რომ იკიდებს, თან რომ ფეთქავს– ცეკვავს ალისებრ! ყაყაჩოობისას,როს ფერდობი იწვევს აისებს, გულს გადავიხსნი, მინდორს წითელ ვნებით ავივსებ!
|
|
|
|