ნანა მეფარიშვილი
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:52 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა წალკოტები მოგფენია მამულო გულზე, შენისინათლით თვალმოჭრილი ვერ გაძღა მტერი. დაგჭრეს, გაგყიდეს, გადაგცვალეს ვერცხლსა თუ ფულზე, ამოგვიდუღეს საფლავებში ერი თუ ბერი. რა დარჩა კიდევ, რაც ურჯულომ დააგვაკლო მაშინ, ვერ მოიყორა სისხლისმსმელი ქართველთა ხორცით, ყარაისველზეირწეოდა კარვები ქარში დავითგარეჯსკი მოჰფენოდნენ ბერები ლოცვით. იყნოსა შაჰმა, სანთლის სუნი, ზარავდა რადგან, არაბულტაიჭსშემოერტყა ბინძური ზრახვით, ბერთაქალაქში წმინდანების ლაშქარი ჩადგა, აღდგომის დილას მოელოდნენ წირვით და მარხვით. ეუწყათ ბერებს ანგელოზის ძახილი ჰოდა, ზვარაკად ყოფნას დაელოდა ყველა მათგანი, ექვსიათასბერსერთიდიდისურვილი ჰქონდა, ვიდრებოროტად იელვებდა იატაგანი. ბარძიმში ჩარჩა ბოლო წამი, შიში და ლოცვა, რად გინდა სიტყვა, თავგანწირვა როცა ამუნჯებს ნამარხულევი სხეულების დაიწყეს ხოცვა რისხავდა შაჰი გესლიანად "ყალთამი გურჯებს" სისხლის ნიაღვრებს მერამდენედ რეცხავდა ზეცა, აღდგომის ცისკარს აქუხებდა გარეჯის ზარი, და ექვსიათასს განწმენდილი სამოსი ეცვა, ექვსიათასჯერ გადაუხსნეს სამოთხეს კარი. ვერ გადარეცხავთ ისტორიას დამბალს ცრემლებით, ბერთასავანესაქართველოს სისხლის წვეთია, გადარჩა, კიდევ გადარჩება უფლის ხელებით, ძლევაჯვარითა, და მძლეველი თავად ღმერთია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:52 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნახერა მიწა გაქვს, ნახე, რა სამშობლო შვილო, სადაცახლადგახარუფლისნაკურთხია თავად, ყლორტომამულისა, ხვალ კი საიმედო ძირო, რწმენით იარე და მზერა არ მოზიდო ავად. ნახე, რა მთები გაქვს, ცასთან მიგიწვდება სახე, მხრებში გაიშალე, ქართველს არ უხდება მოხრა, რა სამშობლო გერგო თავად უფლისაგან ნახე, წამიცარ გაივლო გულში წუწუნი და ოხვრა. გახსოვს ბავშვობაში ლოცვას გასწავლიდი შვილო, ხატებსვერ სწვდებოდი ცერებს ადგებოდი ზედა, ჩემოსაფიცარო საქართველოსავით ტკბილო, ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა. ამ ვრცელ სამყაროში ერთი საქართველო არის, ისიცშენ გეკუთვნის, ნახე, რა სიმდიდრე მოგცეს, მასშისხვამზე არის, სულ სხვა ელვარება მთვარის, უფალსმადლობდე და მისთვის აღავლენდე ლოცვებს. შენ რომ მამული გაქვს, მსგავსი არ არსებობს არსად, აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ იცის, ფიქრშიც არ გასცვალო, არც რა ოქრო–ვერცხლის ფასად, მირონგაჟღენთილი მადლი საქართველოს მიწის. ნახე რა ზეცა გაქვს, ნახე რა ტაძრები გიცავს, მთათაბილიკები, ყველა სალოცავში მიდის, შენ რომ თავზე გხურავს ბევრი ეშურება იმ ცას, ირგვლივ ღალატია, ვიღაც სინდის–ნამუსს ყიდის. აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ დედი, შენიწინაპარი თითქმის წმინდანია ყველა, ღმერთმა დაგაბერტყა მადლად ქართველობის ბედი, ჯიშსარ უღალატებ, ვიცი, შენი გულის მჯერა. ცისკრის შესადარი ენით შეგიძლია ლოცვა, ვისიგორისახარ,პაპაანდერძივით გწერდა, ნახედალოცვილმა, ნახე, რა სამშობლო მოგცა, ჯერ ის დაიფიცე, მერე დაიფიცე დედა.აქედანა და სამშობლომდე მანძილს და სივრცეს, სიკვდილ–სიცოცხლის გასარჩევი ხაზი აშორებს, და იცის ეშმამ, სიბრაზისგან მუშტებს რომ იცემს ვიდრესულიმაქვს,საქართველოს ვერ დამაშორებს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:53 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პოეტისროლი ("გოგონა თქვენ გინდათ კინოში გადაღება"?...) დიახ, მე მინდა, გადამიღეთ კინოში გთხოვთ და, მომეცით როლი პოეტისა, ღარიბის როლი, მერედაიწყეთ იმ კადრიდან როდესაც თოვდა, და ქუჩას მარტო მოვჰყვებოდი პოეტი ცოლი. გთხოვთ გადამიღეთ წვიმის ფონზეც გაშლილი თმებით, როდესაც გულზე მიკრული მაქვს სველი რვეული, ისიცგეთაყვა, მერე მზესთან როდესაც ვშრები, ცრემლსრომ ვიმალავ, და–ვაბიჯებ თავაწეული. ჩემი ბავშვობის გადაიღეთ სულ ერთი კადრი, როცამუზებთან სხვანაირი ხმა მქოდა კრძალვის, ოცნებით როცა გამოჩენილ პოეტებს ვჰგავდი, ვრითმავდი ნატვრებს, თუმცა ჩემი ესმოდა არვის... გთხოვთ, ის დღეებიც არ გამოგრჩეთ როცა დამტოვეს, (დღიურებიდან გადმოვწერე წარსული კვლავ და) მშფოთვარე სული ვერ გუობდა როს სიმარტოვეს, და პოეტს როცა საკუთარი ლექსები მკლავდა. მომეცით როლი პოეტისა, რომ ერთხელ თუნდა, ვიგრძნო რას ნიშნავს, როს შენშია სიტყვა რჩეული, პოეტსღარიბი,ამ შეშლილი უწოდო უნდა, რითმამდიდარი და არვისგან გამორჩეული ყრია ლექსები იასამნის ფერიან ჰოლში, ღუღუნებს მუზა ფრთაშესხმული წმიდა ტარიგი, გთხოვთ,სიკვდილამდე შემიყვანეთ პოეტის როლში, დამარქვით მერე თუნდ შეშლილი, თუნდაც ღარიბი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:54 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვაი,მოსწრებას ქართველობის, ამ ყოფას ვაი, ჩამოგვიბნელდა სავალი და აგვებნა გზაი, ვით მოგაწყვდინოთ ზეციერო სირცხვილით ხმაი, ან როს გიხილავთ, რაი გითხრათ უფალორაი.ჩამოუყრია თეთრ ანგელოზს ქათქათა ფრთაი, გაგვიიაფდა ღალატი და კაცისაკვლაი, სულსერთადერთი თუ "ამშვიდებს" ღრეობა–სმაი, რით განუგეშოთ სთქვი უფალო და გითხრათ რაი. ღიმილისათვის, მხოლოდ ჩვენში ისჯებაყმაი, გამყიდველისთვის არ მოგვბეზრდა გუნდრუკის კმაი, დაუნდობელი მტერი გახდა ძმაისთვის ძმაი, ჰოი უფალი, რა გვიშველის გვითხარი რაი. მოსწყურებია მიწას გლეხის ღიღინით ხვნაი, სინდისს არ ქენჯნის მოყვასისთვის ხელისაკვრაი, მთლადჩავანაცრეთ სიყვარული ვით ცეცხლში ძნაი, რა გადაგვარჩენს ჩვენ უფალო, გვითხარი რაი. ო საქართველოვ, სულს მიხუთავს მაგ გულის წვაი, ცოდვიან მიწას წარბშეკრული დაჰყურებს ცაი, ბოგინობს ბნელი და სოდომის დამდგარა ზღვაი, რა დაგახვედროთ ხვალ უფალო გვითხარი რაი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:54 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საქართველო და ხვალე, მძლეველად უნდა იქცე ბოროტის, გიორგი! დღეგრძელობა გვახარე, გიორგი!გაუძელი ბოლომდის. მართვევ და ასაფრენო არწივო, იკაცე,იქართველე, ივარგე, ხვალუნდასამშობლოსთვის გაწირო, სიცოცხლეს გაუფრთხილდი გივარგი. შენსავით პატარა გაქვს სამშობლო, დილახარ ასანთები, და ხვალე, მამულის სიცოცხლისთვის ნაშობო, გიორგი!დღეგრძელობით გვახარე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:54 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენიტკივილით ატირებულ გულზე დამდიხარ, იესოსავით, წმიდადედისშვილადნაშობო, ახლაჯვარცმული მოწამებრივ სავალს გადიხარ, აღდგომა, როდის გეღირსება ჩემოსამშობლო?!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:55 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაკიგადარჩი და განგებამ გაშორა ტყვია, რაკისიკვდილმა მის სიაში არ შეგიყვანა... ჩემთვის და ჩემი სამშობლოსთვის შენ გმირი გქვია, რადგან,მაგ მკერდით დაიფარე ჩემი ქვეყანა. მე შენს სიცოცხლეს, ახლა მინდა მივუალერსო, რომ კვლავ მაგემა გაზაფხულზე სურნელი ნუშის, მინდაშევეხოშენსგულმკერდზე ნატყვიარებსო, ძმა ხარ თუ შვილი, სიყვარულით ჩაგიკრა გულში. მე ახლა მინდა შენს მიწაზე ამაყად იდგე, (თორემ გარდაცვლილთ, ოჰ, იცოცხლე ვაფასებთ გვიან) სწორედახლამსურსმოკრძალებით თავს რომ გიხრიდე, ხმამაღლა გითხრა, რომ ნამდვილი ქართველი გქვია. დღეს, სწორედ ახლა, ხმამაღლა მსურს ლექსით შეგამკო, გხედავთავდახრილს და საოცრად მიტირის გული... მე მინდა შენში ქართველობის მადლი შევაქო, შეუხორცებელ ჭრილობაზე მოგბანო წყლული. ომის ქარცეცხლში, ვინც სინდისი ატარა წმინდად, ვინცსამსხვერპლოზე მიიტანა სიცოცხლე თვისი, ჩვენსცოცხალგმირებს მოვეფეროთ, აი ეს მინდა, ახლადა დღესვე დაფასების გავხადოთ ღირსი. /
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:56 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ან ჰო, ან არა, სიგიჟეა ერქვას საშუალო, ან უნდა იყო, უნდა გრძნობდე, უნდა ფეთქავდე, კვალსთუ არ სტოვებ, ის ბილიკი უნდა წაშალო, თუ გიყვარს, უნდა შეიყვარო გულისხეთქვამდე. ან ჰო, ან არა, მდინარეს აქვს ორი ნაპირი, არჩევანს მუდამ გადასწონის სასწორის თეფში, რაღააგრძნობა, თუ გაძინებს, ან თუ არ სტირი, სიმშვიდემ თუკი გაგიჟებას აჯობა შენში. გენატრებოდეს, არა ძალზედ, უფრო _ისე რა, ტკბილიც და მწარეც თუ არ შესვი გრძნობის ფიალა, თუ მისმა მოსვლამ გულის ძარღვი არ დაგისერა, თუ წარამარა ეკითხები შენს თავს კი – არა... ან ჰო, ან არა, რაღადგინდაამდენიათვლა, დიდიცოდვაასიყვარულით მხოლოდ გაერთო, თუ ხარ და გიყვარს სიგიჟემდე გიყვარდეს მართლა, ან თუ არადა, გირჩევნია მოკვდე საერთოდ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:56 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ მაპატიე უთქმელი ლექსი თუ სამშობლოსთვის ავტირდები, ნუ შემაჩრებ, პირიქით ჩემო, იზეიმემეწვისსულიდა... გაგიხსნი თვალებს, ჩემიცრემლის გუბეს გაჩვენებ, მისიტკივილით რომ ამომდის დაჭრილგულიდან. თუ სამშობლოსთვის დავეცემი, არ შემიშინდე, უსაქართველოდ ხედავ უკვე ვეღარცვიცინი, თავადუფალმამომატარა კიდითგან–კიდე, რომ განსხვავება მეპოვა და მეგრძნო სირცხვილი. ჩვეულებრივი რომ მეგონა, ჩემიქვეყანა, ახლავუცქერი როგორც უფალს და მანათობელს, ალბათსიშორემ სხვანაირი დარდიშემყარა, ბავშვივით ვტირი, ქუჩაშირომ გაებნა მშობელს. რა სიტყვა გითხრა, უფრომეტადრომ დაგიუფლო, ვიფიქრე ლექსად ამოვიცლი სიყვარულს მეთქი, სამშობლოვ ჩემო, რაც შეგბედე იმაზე უფრო, სწორედის ლექსი მაპატიე, რომელიც ვერ ვთქვი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 17:57 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენსთმებსმინდვრიდან აჰყოლია სუნი იების, ცისფერკაბაზეგეტმასნება ფარული ზრახვა, აგდევნებია გამომწვევი მზერა მთიების, და კლდეთა ქიმზე მონადირის სამიზნედ დგახარ. იქნებ შეიკრა ეგ საკინძე მომჭრელი თვალის, რა ჩემს საცდურად მოეჩვიე ამ მთათა კალთებს, დაგყვები უკან, ვით აჩრდილი მდუმარე მთვარის, აბა ღამეებს ვინღა მოსთვლის საშენოდ ნათევს. ჩანჩქერებიდან გაუსხლტება ქარაფს სისველე, კაბისკალთაზე ხალებივით მოგაყრის სურვილს, მოგეტმასნება სხეულზე და თმებს დაგისველებს, მე კი მხილველი ამ მშვენებით მოვიკლავ წყურვილს. შენს თმებს მინდვირად აჰყოლია ვნებების ალი, ცისფერი კაბით ეტმასნები ახლა ამ ხელებს, დგასალიონიშენიმზერითუგონოდმთვრალი, და გათანგული ღამის სურვილს ისევ ახელებს.
|
|
|
|