ოთარ რურუა - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ოთარ რურუა
nukriaДата: პარ, 03.02.2017, 06:32 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დამწუხრებული ქართველის მონოლოგი
(ნათიას და ალექსანდრეს-ჩემს დეიდაშვილებს)

ვინ გამომგლიჯა ხელიდან ტაო,
მითხარ, ტკივილი ვინ მომაყენა?!
ცრემლმორეული ვემთხვევი დაო,
მოჭრილ ძუძუს და მოჭრილ მარჯვენას!..

შუბლდალეწილი დავსტირი ტაოს,
მწამს, ვეღირსებით ჩვენ გამარჯვებას.
თუ დავმარცხდებით შამქორში ძმაო,
ძირში მოგვკვეთენ მკლავებს მარჯვენას.

ისევ დავსტირი წამებულ აბოს,
რწმენით შევყურებ მომავლის ვარსკვლავს.
და მოწიწებით ვემთხვევი დაო,
სვეტიცხოველში ერეკლეს საფლავს.

გმირის გულ-ღვიძლი ყვავებმა კორტნეს
და სტირის ქრისტე ჯვარზე გაკრული!..
მეც ვეწამები ვითარცა ცოტნე,
თაფლწასმული და ხელგაბაწრული!..

ოთარ რურუა

2010 წელი.
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:43 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო, ემიგრანტო! სამშობლოდან გადახვეწილო
ნუ დაივიწყებ საქართველოს - ცრემლებით ნამულს,
თუ საჭიროა ყველაფერი უნდა შესწირო,
კოსტავასავით ანაცვალო სიცოცხლე მამულს.

ო, ემიგრანტო! ანგელოზი გეძახის ფუძის,
დღემდე მოგელის სანატრელი შენი კერია,
არ დაივიწყო - ვინც გაწოვა სიმართლის ძუძუ,
შენი ჩამოსვლით გაახარე ეს ივერია.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:44 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენს ლამაზმანებს სულ სხვა ეშხი აქვთ,
ჯეირნის ყელი... ნუკრის თვალები,
მას დროც ვერ წაშლის - რაც თვით გენშია,
ასეთ სიტურფეს მივესალმები.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:45 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სევდისფერი თვალები

სევდისფერია თვალები შენი,
ჩემი თვალებიც სევდისფერია,
ისე უხდები ერს, ვით მთას შველი,
ან როგორც ზღაპარს ნაზი ფერია.

მიდიხარ, მიგაქვს ქუჩა... სხეული
ჩამოქნილი გაქვს ვენერასავით,
ამ სილამაზით გამორჩეული
სიყვარულისთვის ღელავ ზღვასავით.

და ვიდრე ვცხოვრობ გულის კარნახით -
მუდამ გეტყვიან სათქმელს ტუჩები,
’’გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები“.

სევდისფერია შენი თვალები,
ჩემი თვალებიც სევდისფერია,
მაოცებ, როგორც ამორძალები,
ანდა ვით ზღაპრის ნაზი ფერია.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:46 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.

’’მინდა გაკოცო, მაკოცო“,
კოცნით აგივსო თვალები,
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.

არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:47 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჰეი, ალაზნისპირელო
უფლის გფარავდეს ნათელი,
სანამ ქართველი ქართველობს
არ დაეცემა ქართველი.

ჰეი, ალაზნისპირელო
კვლავ გაგვამდიდრე ლექსებით,
არ გამხმარიყოს არასდროს
ჩვენი ქართული ფესვები.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:47 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სუფრასთან იხსენებთ ძველ დროებს,
წარსულ დიდებით ამაყობთ...
ილია გყავდათ და ესროლეთ,
რა უნდა გელაპარაკოთ!

ზურაბ გოშაძე
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:47 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შემიძლია თვალებით გითხრა
როგორ მიყვარხარ ბუნებით კეთილს,
მე შემიძლია გელოდო დიდხანს,
ეს მოლოდინიც სიყვარულს ერთვის.

ვერ შეგიყვარებს ისე ვერავინ,
როგორც უყვარხარ ამ გულს ვნებიანს...
ღამენათენებს შენთვის მერანი
თვით ტატოსავით მიჭენებია...

მოვალ... ამ ერთხელ მაგრად გაკოცებ
და ჩაგეკვრები მკერდში, ვით ბავშვი,
ხმამაღლა ვიტყვი: ღმერთო დალოცე,
აუფრიალე მანდილი ქარში.

მე შემიძლია თვალებით გითხრა
როგორ მიყვარხარ ბუნებით კეთილს,
მე შემიძლია გიყურო დიდხანს,
ჩემი კაცობაც სიყვარულს ერთვის.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: შაბ, 04.02.2017, 13:48 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ხშირად ვებაასები
გალაკტიონს და ტიციანს -
და ყოველ ღამე გავდივარ
სიკვდილის რეპეტიციას.

ნანა ღვინეფაძე
 
nukriaДата: შაბ, 11.02.2017, 13:14 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაო ჩვენო, დაგვიფარე ავი თვალისგან,
მოგვეც იობის მოთმინება... უნარი განსჯის,
მე კარგს მოველი მხოლოდ შენი სამართალისგან,
ვიცი: განგება უსამართლოდ არასდროს დამსჯის. მამაო ჩვენო, შეგვეწიე კეთილ საქმეში,
აგვაგებინე კიდევ ერთი გრემი... ბედია,
რწმენა შეგვმატე... ჩაგვახედე სულის სარკეში,
თვალწინ რომ არის გადაშლილი-ჩემი ქედია. გადაივლიან ეს ქარები... გამოიდარებს,
მოვეფერებით იმას-ვისაც სითბო სწყურია,
მეც მოვესწრები იმედია სამოთხის დარებს,
თვალცრემლიანი გაიხარებს დიოსკურია. ოთარ რურუა
 
ძებნა:

მოგესალმები Гость